![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ნათია |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
ინტერნეტში რაღაცას ვეძებდი და ასეთ საინტერესო სტატიას გადავაწყდი...
"პოლონელი მღვდელი და მათემატიკოსი მიხალ ჰელერი ტემპლტონის პრემიის ლაურეატი და მეცნიერული მიღწვევებისათვის დაწესებული ყველაზე დიდი ფულადი ჯილდოს მფლობელი გახდა. გასულ კვირას ნიუ-იორკში გამართულ ცერემონიაზე მას საზეიმოდ გადასცეს მილიონ 600 ათასი დოლარი. ეს ჯილდო კათოლიკე მღვდელმა იმით დაიმსახურა, რომ მისი სამეცნიერო ნაშრომები ღმერთის არსებობის ირიბ დადასტურებას შეიცავს. პროფესორი მიხალ ჰელერი 72 წლისაა. იგი კოსმოლოგიის სპეციალისტი გახლავთ, თუმცა მისი მოღვაწეობის სფერო მათემატიკას, ფილოსოფიასა და მეტაფიზიკასაც მოიცავს. ტემპლტონის პრემიაზე მისი კანდიდატურა კრაკოვში მდებარე იაგელონის უნივერსიტეტის რექტორმა კაროლ მუიჟელმა წარადგინა. "მისი უნიკალურობა ისაა, რომ იგი ერთდროულად შემოქმედებითი მეცნიერი და მოაზროვნე მორწმუნეა. მეცნიერებაში ამას ტრანსცედენტალური საიდუმლოს შეგრძნება მოაქვს, რელიაგიაში კი - სამყაროს დანახვა მეცნიერის ფართოდ გახელილი თვალებით. "მან მეცნიერების თეოლოგიურობის მცნება დაამკვიდრა. მან შეძლო ეჩვენებინა, რომ რელიგია, რომელიც მეცნიერული კვლევებისაგან თვითიზოლირებას ახდენს, არადამაჯერებელია, ხოლო მეცნიერება, რომელიც სამყაროს აღქმის სხვა გზებს უარყოფს, ბრმაა", - ასე შეაფასა თავისი პროტეჟეს მოღვაწეობა მუიჟელმა. ტემპლტონის ფონდის თავმჯდომარე ჯონ ტემპლტონი კი ამბობს, რომ "მიხალ ჰელერის მისწრაფებამ სამყაროს უფრო ღრმად შეცნობისაკენ ერთის მხრივ რელიგიურ კონცეპციებში მნიშვნელოვან წინსვლამდე მიგვიყვანა და მეორეს მხრივ მეცნიერების ჰორიზონტები გააფართოვა". რას ამტკიცებს პოლონელი პროფესორი და მღვდელი მისი თეორია ღმერთის არსებობას პირდაპირ არ ადასტურებს, თუმცა მნიშვნელოვნად ცვლის დღეს გაბატონებულ შეხედულებას სამყაროს მატერიალურობის შესახებ. პროფესორმა ჰელერმა გამოიყვანა რთული მათემატიკური ფორმულა, რომელიც საშუალებას იძლევა სამყაროში მომხდარი ყველა მოვლენა, მათ შორის შემთხვევითობებიც, მათემატიკური გამოთვლებით აიხსნას. ჰელერის შრომები სამყაროს შექმნის ფუნდამენტური თეორიის შექმნის მცდელობის გარშემოა აგებული. სპეციალისტთა თქმით, იგი თავის კვლევებში აინშტაინზე შორს მიდის კვანტური მექანიკის, კოსმოლოგიის, ფიზიკისა და მათემატიკის სფეროში და შეიცავს ჰაიზენბერგის განტოლების საკუთარ ვერსიას. პოლონელი მღვდელი ასე მსჯელობს: თუ ჩავთვლით, რომ სამყაროს ჰქონდა დასაწყისი, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ მას ჰყავდა შემოქმედი. მაგრამ, თუ სამყარო ავტონომიურია, არ აქვს საზღვრები, არ აქვს დასაწყისი და დასასრული - მაშინ იგი უბრალოდ არსებობს. ასეთ შემთხვევაში სადაა შემოქმედის ადგილი. ჰელერი ეწინააღმდეგება სამყაროს წარმოშობის ნიუტონისეულ კონცეფციას, ანუ იდეას აბსოლუტური დროის, აბსოლუტური სივრცისა და ღმერთის შესახებ, რომელიც ქმნის ენერგიასა და მატერიას. მან მკვლევარებს შესთავაზა დაუბრუნდნენ თეოლოგიის ტრადიციულ დოქტრინას, რომლის თანახმადაც საყაროს შექმნა სივრცისა და დროისაგან დამოუკიდებელი აქტი იყო. "მე ყოველთვის მინდოდა იმით ვყოფილიყავი დაკავებული, რაც ყველაზე მთავარია. და რა შეიძლება მეცნიერებასა და რელიგიაზე მთავარი იყოს. მეცნიერება ჩვენ გვაძლევს ცოდნას, რელიგია კი სამყაროს არსებობის არსს გვიხსნის. ის, რომ ეს ორი უდიდესი ღირებულება ხშირად ერთმანეთთან კონფლიქტის მდგომარეობაში იმყოფება - ეს პარადოქსია. ხშირად ვეკითხები ხოლმე საკუთარ თავს: როგორ შეიძლება განათლებული ადამიანები იმდენად ბრმები იყვნენ, რომ ვერ ხედავდნენ, რომ მეცნიერება უბრალოდ სწავლობს იმას, რაც შექმნა ღმერთმა", - განაცხადა თავად ჰელერმა. ღმერთის არსებობის ალბათობა 62%-ია ეს არ არის პირველი მცდელობა, როდესაც მეცნიერებმა მათემატიკური ფორმულებით სცადეს ღმერთის არსებობის დადასტურება და გარკვეულ წარმატებასაც მიაღწიეს. მაგალითად გამოდგება გერმანელ მათემატიკოსთა ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელიც შარშან შემოდგომაზე გამოქვეყნდა. მეცნიერთა მიზანი იყო გამოეთვალათ რამდენია იმის ალბათობა, რომ ღმერთი არსებობს. ამისათვის მათ მე-18 საუკუნის ცნობილი მეცნიერისა და მღვდელის თომას ბეისის მიერ გამოყვანილი ფორმულა გამოიყენეს. ცნობისათვის, თომას ბეისის კვლევების შედეგები თანამედროვე მეცნიერებაში მეტად აქტიურად გამოიყენება, განსაკუთრებით კომპიუტერულ პროგრამირებაში. გერმანელი მეცნიერები კვლევას რამდენიმე მიმართულები აწარმოებდნენ - სამყაროს წარმოშობა და მოწყობა, ევოლუცია, სიკეთე და ბოროტება, რელიგიური დოგმატები და სხვა. მათ თავიდანვე ჰიპოთეტურად დაუშვეს, რომ ღმერთი არსებობს, შემდეგ კი დაიწყეს გამოთვლა, თუ რამდენია ალბათობა იმისა, რომ: სამყარო სწორედ ღმერთმა შექმა; დედამიწაზე ევოლუცია ღმერთის ჩარევით განხორციელდა; სიკეთე ღმერთის გარეშე არ არსებობს და ასე შემდეგ. ყველა დასმულ საკითხზე მათემატიკურად გამოთვლილი ალბათობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა. ამ მონაცემების შეჯერებით კი მეცნიერებმა მთავარ კითხვასაც გასცეს პასუხი - ალბათობა იმისა, რომ ღმერთი არსებობს, 62%-ია. და ბოლოს კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: ახლახანს ჩატარებული გამოკითხვით დადგინდა, რომ მეცნიერთა დაახლოებით ორ მესამედს სწამს ღმერთის ამა თუ იმ ფორმით არსებობა. ამასთან, საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ სფეროთა წარმომადგენლები უფრო მეტად არიან ათეისტები, ვიდრე ჰუმანიტარული დარგების მიმდევრები." -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
![]() ![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
egri3
ციტატა ამ მოვლენას ვერ ახსნის და ღმერთის ცნებას შემოიტანს, რომელსაც ამ და სხვა აუხსნელ მოვლენებს მიაწერს. და რატომ გგონია, რომ აპრიორი ასე იზამს? იქნებ ამაშია სწორედ ათეისტთა მცდარობა? ადამიანი რომელიც რაღაცას ვერ ხსნის, რატომ მიაწერს მას კიდევ უფრო აუხსნელ და გაურკვეველ რამეს? (ანუ ღმერთის იდეას რატომ გამოიგონებს?) იქნებ, დღევანდელი გადასახედიდან გვეჩვენება ასე? (ისევე როგორც შუასაუკუნეების გლეხს - ვაშლი რომ მოწყდებოდა ხეს, ძირს უნდა დაცემულიყო, აბა სად წავიდოდა? მას ვერ შემოჰქონდა ის გაგება, რომ ყველა მოძრაობას თავისი მიზეზი აქვს) როდესაც ადამიანი რამეს ვერ ხსნის (თუკი მხოლოდ ეს პრობლემა აქვს), იგი ცდილობს რომ ყველა მეთოდით ახსნას და ის სხვა რამეს არ მიაწეროს... ![]() მე კი გეტყვი, მორწმუნე მეცნიერთა პოზიციას, რატომ ჰქონდა ყველა ტომის ადამიანს ღვთის რწმენა: მან, დაკარგა რა სამოთხე, იცოდა, რომ არსებობდა ღმერთი, მაგრამ იმის გამო, რომ მასთან კავშირიც დაკარგა, მის შესახებ წარმოდგენა დაამახინჯა. აიღე ასეთი ორი მაგალითი: 1. მოსემ გამოიყვანა ებრაელები ეგვიპტიდან. ებრაელებმა იცოდნენ ვინც გამოიყვანა, მაგრამ მოსეს რომ შეაგვიანდა, მათ ხბოს კერპი ჩამოასხეს და თქვეს: "აი ისრაელო, ესაა ღმერთი, რომელმაც გიხსნა მონობისაგან". როგორ იყო ის ღმერთი? იმგვარად, რომ ადამიანის სუსტი ცნობიერება ვერ იგუებდა უხილავ ღმერთს (გამოგონებაზე ხომ სასაცილოა საუბარი) და გააკეთა ხილული, ე.ი. უფრო იოლად აღქმადი. 2. წარმოიდგინე, რაიმე ისტორიას ზეპირად უყვება ბაბუა შვილიშვილს, ამ შვილიშვილმა თავისას მოუყვა და ასე გაგრძელდა თაობები. მერე ნახეს იმ დიდი ბაბუის მიერ დაწერილი ეს ისტორია. შენი აზრით, მოყოლილის საბოლოო ვარიანტი და იქ ნაწერი ერთი და იგივე იქნება? ებრაელებს მიეცათ დაწერილი სწავლება ღვთის შესახებ, ხოლო სხვა ყველას - დამახინჯებული ვარიანტები. აი, ამგვარად აიხსნება ღვთის ცნების გაჩენა ყველა ერსა და ტომში. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th July 2025 - 01:27 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი