![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
ღვთისმსახურებისას და პირად ლოცვებში, განსხვავებული ლოცვების გადასაბმელად, ხშირად გამოიყენება სიტყვები, რომლებიც დავითის ფსალმუნის ერთგვარი პერიფრაზაა. ფსალმუნში წერია:
მოვედით, თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ მას და ვტიროდეთ წინაშე უფლისა, შემოქმედისა ჩვენისა. ეს, ახალი აღთქმის ეკლესიაში შეიცვალა და დღეს, ქართულ ღვთისმსახურებაში და ლოცვანებში ვისმენთ: მოვედით, თაყვანი-ვცეთ მეუფესა ჩვენსა, ღმერთსა. მოვედით, თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩვენსა, ღმერთსა. მოვედით, თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა. კითხვა შემდეგნაირია: რატომ ვტოვებთ პირველ ნაწილში სიტყვას "შეუვრდეთ"? ბერძნულ ორიგინალში ეს სიტყვა არ არის ამოღებული: Δεύτε προσκυνήσωμεν και προσπέσωμεν τω βασιλεί ημών Θεώ. Δεύτε προσκυνήσωμεν και προσπέσωμεν Χριστώ τω βασιλεί ημών Θεώ. Δεύτε προσκυνήσωμεν και προσπέσωμεν αυτώ, Χριστώ τω βασιλεί και Θεώ ημών. სლავურ ვერსიაში კი ამოღებულია: Приидите, поклонимся Цареви, нашему Богу. Приидите, поклонимся и припадемъ Христу, Цареви, нашему Богу. Приидите, поклонимся и припадемъ Самому Христу, Цареви и Богу нашему. ერთადერთი ქართული ლოცვანი, რომელშიც ეს ფორმა შენარჩუნებულია, არის რუსთავის ეპარქიის გამოცემა, რომლის ტექსტიც შეჯერებულია და ჩასწორებული. სწორი ფორმა უნდა იყოს ქვემოთმოყვანილი და სასურველია, ასევე ვთქვათ იგი პირად ლოცვებსა თუ ღვთისმსახურებაში: მოვედით, თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ მეუფესა ჩვენსა, ღმერთსა. მოვედით, თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩვენსა, ღმერთსა. მოვედით, თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
და სულ მაფიქრებს 127-ე ფსლამუნის ადგილი: ''ნაშრომი ნაყოფთა შენთაი შჭამო შენ''... არადა მგონია, ასე უნდა: ''ნაყოფი ნაშრომთა შენთაი შჭამო შენ''. ნეტა ჩემი აკვიატებაა, თუ მართლა გასასწორებელია? სულ მავიწყდება გადამოწმება
![]() -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th July 2025 - 03:41 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი