წმ. ნიკოლოზ სერბი, ფიქრები სიკეთესა და ბოროტებაზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმ. ნიკოლოზ სერბი, ფიქრები სიკეთესა და ბოროტებაზე |
ნიკოლოზ_V |
Jan 16 2007, 02:35 AM
პოსტი
#41
|
მეფე ჯგუფი: Members პოსტები: 3,664 რეგისტრ.: 26-September 06 მდებარ.: London წევრი № 221 |
წმიდა ნიკოლოზ სერბი, ეპისკოპოსი ოხრიდის და ჟიჩისა ეპისკოპოსი ნიკოლოზი (ერისკაცობაში ნიკოლა ველიმიროვიჩი) დაიბადა 1880 წლის 23 დეკემბერს სიფელ ლელიჩში. ზეცისა და მიწის, ხილულისა და უხილავის შემოქმედმა უხვად დააჯილდოვა იგი ტალანტით; პატარა ნიკოლამ მალე შეიცნო ღვთის სიყვარული და ღვთივბოძებული ნიჭების გამრავლება დაიწყო. მამამ, დრაგორირმა სწავლისა და კითხვის სიყვარული შთაუნერგა, დედას, კატერინას (შემდგომში მონაზონი ეკატერინე) კი იგი უახლოესმონასტერ, ჩელიეში დაჰყავდა ღვთისმსახურებაზე და ხშირად აზიარებდა. როდესაც ბიჭი წამოიზარდა, მშობლებმა გადაწყვიტეს, იგი მონასტრის სკოლაში მიებარებინათ, რომლის დამთავრების შემდეგ ნიკოლაიმ ბელგრადის საღვთისმეტყველო სემინარიაში ჩააბარა, სადაც მისმა ნიჭმა მასწავლებელთა ყურადღება მიიპყწო. სემინარიის დასრულების შემდეგ იგი სოფლის სკოლაში გაამწესეს. პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად იგი ეხმარებოდა სამრევლო მღვდელს, საეკლესიო და საერო გამოცემებში აქვეყნებდა თავის პირველ ნაშრომებს. მალე ახალგაზრდა მასწავლებელმა განათლების მინისტრისაგან სტიპენდია მიიღო შვეიცარიაში, ბერნის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად. აქ იგი გულმოდგინედ სწავლობდა ღვთისმეტყველებას და ფილოსოფიას, შეისწავლა გერმანული ენა; ამავე ენაზე დაიცვა დისერტაცია თემაზე "ქრისტეს აღდგომის რწმენა, როგორც წმიდა სამოციქულო ეკლესიის ძირითადი დოგმატი". 1909 წლის დეკემბერში ახალგაზრდა ღვთისმეტყველი ბერად აღიკვეცა რაკოვიცის მონასტერში; მას ჯერ დიაკვნად დაასხეს ხელი, შემდეგ კი მღვდელმონაზვნად. იგი ბელგრადის საღვთისმეტყველო სემინარიაში დაბრუნდა, მაგრამ ახლა უკვე მასწავლებლის ხარისხით. დიდი სიყვარულითა და თავგანწირვით აღზრდიდა იგი მომავალ ღვთისმსახურებს, ღვთის საკურთხევლის მსახურებს. სერბეთის მიტროპოლიტ დიმიტრის კურთხევით მღვდელმონაზონი ნიკოლოზი 1910 წელს რუსეთში, სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში გაიგზავნა სასწავლებლად. მან ჩვეულებრივად ჩააბარა, როგორც რიგითმა სემინარისტმა, ისე, რომ, არც კი მოუხსენებია მის მიერ მიღებული ევროპული განათლების შესახებ. ერთ-ერთ სასულიერო ლიტერატურულ საღამოზე მღვდელომონაზონმა ნიკოლოზმა თავისი ცოდნით გააოცა აკადემიის პედაგოგები და სტუდენტები, განსაკუთრებით მიტროპოლიტი ანტონი (ვადკოველი), რომელმაც იმპერატორს აკადემიის ნიჭიერი სტუდენტისათვის მთელს რუსეთში უფასოდ მოგზაურობის უფლება გამოსთხოვა. დაიწყო პირველი მსოფლიო ომი და სერბეთის მთავრობამ ამ დროისთვის უკვე ცნობილი მქადაგებელი, მამა ნიკოლოზი ინგლისა და ამერიკაში გაგზავნა, რათა ამ ქვეყნის საზოგადოებისთვის ემცნო მართლმადიდებელი სერბეთის განმათავისუფლებელი მოძრაობის შესახებ. ოთხი წლის განმავლობაში, 1915_დან 1919 წლამდე მამა ნიკოლოზი სიტყვით გამოდიოდა კოლეჯებში, უნივერსიტეტებში, სხვადასხვა კრებებზე, ტაძრებში, განმარტავდა, რატომ იბრძოდა სერბი ხალხი თავისი სამშობლოს ერთიანობისათვის. ინგლისის ჯარების სარდალი იხსენებდა, რომ თავისი მისიონერული მოღვაწეობით მღვდელმონაზონმა ნიკოლოზმა იმდენივე გააკეთა, რამდენიც მთელმა არმიამ ბრძოლის ველზე. 1919 წელს სერბეთის სახელმწიფოს უწმიდესმა სინოდმა მამა ნიკოლოზი ჟიჩის ეპისკოპოსად აირჩია, მაგრამ ქიროტორიიდან სულ მალე, 1920 წელს ეპისკოპოსი ნიკოლოზი პირადი თხოვნით იგი სლავური სულიერების, კულტურისა და მწერლობის აკვანში,ოხრიდში გაგზავნეს. ახალგაზრდა, ბრწყინვალედ განათლებულმა ეპისკოპოსმა თავისი სამღვდელმთავრო მსახურება წმიდა კირილე და მეთოდეს სამოციქულო ტრადიციებზე დაყრდნობით დაიწყო; მათ მსგავსად იგი ადამიანებს უნერგავდა რწმენას, იმედს, ღვთის სიყვარულს; საეკლესიო, ბერმონაზვნობის ცხოვრების აღორძინება, ხალხის გაეკლესიურობა - აი, ეპისკოპოსი ნიკოლოზის სამოციქულო მოღვაწეობა. 1931 წელს ოხრიდისა და ბიტოლის ეპარქიები გაერთიანდა ერთ. ორხიდ-ბიტოლის ეპარქიად, რომლის რეზიდენციაც ბიტოლში მდებარეობდა. ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა წმიდა ნაუმის სახელობის მონასტერი დაარსა ათონის ტიპიკონის საცხოვრებელი, კალიშტას მონასტერში კი - დედათა სამონასტრო ცენტრი, რომლის დედებმაც შემდგომში პირველი მსოფლიო ომის დროს დაცარიელებული და მიტოვებული სავანეები ააღორძინეს. "ოხრიდის მეუდაბნოე" - ასე უწოდა უწოდა სამართლიანად ეპისკოპოს ნიკოლოზს აბბა იუსტინემ(პოპოვიჩი), დააფუძნა აგრეთვე ე.წ " საღვთისმეტყველო მოძრაობა"; ღვთის ჭეშმარიტი სიტყვის სამქადაგებლო ნიჭის წყალობითაა და თავისი პიროვნული ძალით იგი აღვივებდა და მართლმადიდებლური კალაპოტისაკენ მიმართავდა ხალხის რწმენას. ეს მოძრაობა ოციან წლებში დაფუძნდა; მასში უმეტესად გლეხობა შედიოდა, გამოირჩეოდა ღვთისმოშიშებისა და ლოცვისაკენ მიდრეკილებით; მრავალი მონასტერი, მათ შორის, ხილანდრის, ივსებოდა მორჩილებითა და ბერებით, რომლებიც ამ მოძრაობიდან მოდიოდნენ. ამ მოზრაობის წყალობით ოვჩარისა და კაბლარის მონასტრებში სამონასტრო ცხოვრება აღორძინდა. ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა დააარსა მისიონერული კურსები, ქრისტიანულ თემათა ერთობა, რომლისკენაც მიისწრაფიდნენ ათასობით მორწმუნენი მთელი სერბეთიდან. კრებულმა გამოსცა რამდენიმე სასულიერო ჯურნალი, ბროშურა, წიგნი. "ოხრდის შესავალი" და "მისიონერული წერილები", რომლებიც მეუფემ ამ პერიოდში დაწერა, იყო და არის სულიერი საკვები ღვთისმოყვარე სულთათვის. 1936 წელს მეუფე ნიკოლოზი კვლავ ჟიჩის ეპისკოპოსად აირჩიეს. ამ საეპისკოპოსო კათედრაზე მისი მოსვლის შემდეგ ჟიჩის ეპარქიამ დიდი სულიერი ცვლილებები განიცადა. აღდგა მრავალი მონასტერი, პირველ რიგში, ჟიჩისა და სტუდენციის, რომლებიც ყოველთვის იყო სერბეთის მართლმადიდებლობის სულიერი საყრდენი, შენდებოდა ახალი ტაძრები. იგი სერბეთის ეკლესიის უდიდესი მქადაგებელი იყო და ეს პრაქტიკა დანერგა კიდეც სერბეთის ეკლესიაში. მისი თხზულების კრებული 30 ტომს სეადგენს. მეუფის მისიონერული მოღვაწეობა მრავალფერონებითა და მნიშვნელობით მხოლოდ წმიდა საბა სერბთა განმანათლებელის ღვაწლს თუ შეედრება. როგორც სერბეთის ეკლესიის მისიონერი, იგი მოგზაურობდა ევროპაში, ამერიკაში, მეზობელ ბალკანეთის ქვეყნებში, იყო კონსტანტინეპოლში, საბერძნეთსი, ათონის წმიდა მთაზე, სადაც განსაკუთრებით ზრუნავდა ხილანდარის მონასტრის აღორძინებისათვის. მონაწილეობას რებულობდა მრავალრიცხოვან საერთაშორისო და საეკლესიათაშორისო შეხვედრებში; 1930 წელს მეუფემ მონაწილეობა მიიღო მართლმადიდებელ ეკლესიათა კრების წინა კონფერენციაში, რომელიც ვათოპედის მონასტერში შედგა. მისი მზრუნველობით აშენდა საბავშო სახლები და თავშესაფრები მთელს სერბეთში, ბიტოლიდან ჩაჩკამდე, ზემო მილანოვეცში, კრალევოში და კრაგუევცაში. დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. ჰიტლერმა პირადად უბრძანა ჩრდილოეთ ფრონტის სარდალს: "მოისპოს სერბეთის ინტელიგენცია, განადგურდეს სერბეთის ეკლესიის მეთაურნი. პირველ რიგში, განადგურდეს პატრიარქი გაბრიელი (დოჟიჩა), მიტროპოლიტი პეტრე (ზიმონიჩი) და ეპისკოპოსი ნიკოლოზი (ველიმიროვიჩი)". მეუფე ნიკოლოზი და პატრიარქი გაბრიელი ერთად ერთადერთი ევროპელი იერარქები არიან, რომლებიც დახაუს სასიკვდილო ბანაკში აღმოჩნდნენ. უფალმა გადაარჩინა მოღვაწენი: 1945 წლის 8 მაისს ისინი 36_ე ამერიკულმა დივიზიამ გაათავისუფლა. ბანაკში ეპისკოპოსმა დაწერა თავისი ერთ-ერთი ცნობილი ნაშრომი - წიგნი "ციხის სარკმლიდან", რომელშიც მართლმადიდებლებს საკუთარი ცოდვების აღიარებისა და სინანულისაკენ მოუწოდებდა. ბანაკიდან გათავისუფლების შემდეგ ეპისკოპოსი ნიკოლოზი ვეღარ დაბრუნდა იუგოსლავიაში, რომელიც კომუნისტური გახდა ათეისტ ტიტოს მეთაურობით. მან განაგრძო თავისი მისიონერული მოღვაწეობა ევროპასა და ამერიკაში, ბევრს წერდა, ლექციებს კითხულობდა, ქადაგებდა. ემიგრაციაში იგი ასწავლიდა ნიუ-ორკის წმიდა ვლადიმერის სახელობის აკადემიაში, წმიდა სამების აკადემიაში ჯორდანვილში, წმიდა ტიხონის აკადემიაში პენსილვანში. წმიდა ტიხონის რუსულ მონასტერში გაატარა მან სწორედ თავისი მიწიერი ცხოვრების უკანასკნელი დღეები. მეუფემ ღვთისგანისვენა სენაკში ლოცვის დროს, 1956 წლის 18 მარტს. რუსული მონასტრიდან მეუფის სხეული წმიდა საბას სერბულ მონასტერში გადაასვენეს ლიბეტსვილში და მონასტრის სასაფლაოზე დაკრზალეს. იმ დროში მისი ნაწილების სამშობლოში გადასვენებაზე ლაპარაკიც არ შეიძლებოდა: ტიტოს რეჟიმმა იგი მოღალატედ და ხალხის მტრად გამოაცხადა. დახაუს საკონცენტრაციო ბანაკის პატიმარს, მეუფე ნიკოლოზს კომუნისტები სახალხოდ უწოდებნენ " ოკუპანტთა თანამშრომელს" მისი ნაშრომების პუბლიკაცია აკრძალული იყო. მხოლოდ 1991 წელს მოიპოვა სერბეთმა უდიდესი სიწმიდე - მეუფე ნიკოლოზ სერბის ნაწილები. ახლა ისინი განისვენებენ მის მშობლიურ სოფელში- ლელიჩში, ოდესღაც მის მიერვე აშენებულ ტაძარში. მართლაც ჭეშმარიტია მის შესახებ ღირსი მამა იუსტინე ჩელელის (პოპოვიჩი) ნათქვამი: "მეუფე ნიკოლოზი სერბი ხალხის უდიდესი შვილია წმიდა საბა სერბეთის განმანათლებლის შემდეგ! ამინ". -------------------- ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს! |
ნიკოლოზ_V |
Feb 2 2007, 10:40 PM
პოსტი
#42
|
მეფე ჯგუფი: Members პოსტები: 3,664 რეგისტრ.: 26-September 06 მდებარ.: London წევრი № 221 |
პატივმოყვარეობა როგორც ვაშლის ხეს არ შეუძლია აყვავებამდე ნაყოფის გამოღება, ასევე ადამიანს არ შეუძლია სულიერი ნაყოფის მოტანა, სანამ გარეგნულ მორთულობებს არ მოიშორებს. პილატეს სიმართლე რომელ სიმართლეზე ლაპარაკობ? განა ღმერთი ყოველდღე ასჯერ მეტს არ გვაძლევს, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია მას დავუბრუნოთ? მიუხედავად ამისა, იგი ჩვენს უმადურობაზე არ ჩივის. რომელ სჯულზე ლაპარაკობ? შეგიძლია კი შეასრულო ის უმცირესი მოვალეობა, რომელსაც შენგან სჯული მოითხოვს? შეგიძლია, თავი მოქალაქედ ჩათვალო და არა გმირად ანდა წმიდანად? ისინი, ვინც ქრისტეს მსჯავრს სდებდნენ, სამოქალაქო კანონის დარღვევაზე როდი აგებენ პასუხს; ისინი მაცხოვრის ჯვარცმისათვის განისჯებიან. როღესაც ადამიანი ყველა კანონს აღასრულებს, მაშინ შეუძლია მას თქვას; აი, ცხოველის დონეს მივაღწიე, რამეთუ ცხოველი ცხოვრობს კანონთა ზედმიწევნით აღსრულებით. მას, ვინც ჯერ კიდევ არ გაზრდილა ცხოველამდე, შეუძლია მიაღწიოს ღმერთამდე? ხუთი იმპულსი არსებობს ხუთი ძირითადი იმპულსი, რომელიც ადამიანს ამოძრავებს: პირადი შემოსავალი და საკუთარი სიამოვნება; ოჯახური და ნათესაური კავშირები; სინდისი და მაცხოვნებელი თანამყოფობა. მეხუთე იმპულსი თავდაცვის უპირველესი საშუალებაა; თუ ადამიანი მას ვერ შეინარჩუნებს, მეოთხეზე გადაინაცვლებს; თუ მასაც ვერ შეაკავებს, მესამეზე გადავა და ასე მიაღწევს პირველამდე. ასე ხდება ადამიანის დეგრადაცია და დაღუპვა. სწორედ დაღუპვა, რამეთუ ადამიანს უკანასკნელი თავდაცვითი ხაზის დაკარგვაც შეუძლია. და მაშინ უკვე მას აღარაფერი რჩება, გარდა ყველაფრის მიმართ უგუნური განურჩევლობისა, სასოწარკვეთილებისა და თვითმკვლელობისა. განსხვავებული ადამიანები ჰკითხე ხორციელ ადამიანს: „ვინ ხარ შენ?“ ის გიპასუსებს; „მე მე ვარ,“ და მხედველობაში ექნება საკუთარი სხეული. ჰკითხე სულიერ (მშვინვიერ) ადამიანს: „ვინ ხარ შენ?“ ის გიპასუხებს; „ჩემში ორი ანტიპოდია, და მე ერთი მათგანიდან მეორესთან დავრბივარ,“ - ამბობს თავისი ინსტიქტური და შეგნებული ბუნების შესახებ. ჰკითხე სულიერ ადამიანს: „ვინ ხარ შენ?“ ის გიპასუხებს: „არის ვიღაც ჩემს სულში, მე ხელს ვიწვდი, რათა შევეხო მას, მაგრამ მესმის, რომ ამისათვის ჩემი ხელები ზეცაზე ფართო უნდა იყოს.“ ჰკითხე იმ ზეციერს, ვინ ვარ მე? -------------------- ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 06:06 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი