![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
ღვთისმსახურებისას და პირად ლოცვებში, განსხვავებული ლოცვების გადასაბმელად, ხშირად გამოიყენება სიტყვები, რომლებიც დავითის ფსალმუნის ერთგვარი პერიფრაზაა. ფსალმუნში წერია:
მოვედით, თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ მას და ვტიროდეთ წინაშე უფლისა, შემოქმედისა ჩვენისა. ეს, ახალი აღთქმის ეკლესიაში შეიცვალა და დღეს, ქართულ ღვთისმსახურებაში და ლოცვანებში ვისმენთ: მოვედით, თაყვანი-ვცეთ მეუფესა ჩვენსა, ღმერთსა. მოვედით, თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩვენსა, ღმერთსა. მოვედით, თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა. კითხვა შემდეგნაირია: რატომ ვტოვებთ პირველ ნაწილში სიტყვას "შეუვრდეთ"? ბერძნულ ორიგინალში ეს სიტყვა არ არის ამოღებული: Δεύτε προσκυνήσωμεν και προσπέσωμεν τω βασιλεί ημών Θεώ. Δεύτε προσκυνήσωμεν και προσπέσωμεν Χριστώ τω βασιλεί ημών Θεώ. Δεύτε προσκυνήσωμεν και προσπέσωμεν αυτώ, Χριστώ τω βασιλεί και Θεώ ημών. სლავურ ვერსიაში კი ამოღებულია: Приидите, поклонимся Цареви, нашему Богу. Приидите, поклонимся и припадемъ Христу, Цареви, нашему Богу. Приидите, поклонимся и припадемъ Самому Христу, Цареви и Богу нашему. ერთადერთი ქართული ლოცვანი, რომელშიც ეს ფორმა შენარჩუნებულია, არის რუსთავის ეპარქიის გამოცემა, რომლის ტექსტიც შეჯერებულია და ჩასწორებული. სწორი ფორმა უნდა იყოს ქვემოთმოყვანილი და სასურველია, ასევე ვთქვათ იგი პირად ლოცვებსა თუ ღვთისმსახურებაში: მოვედით, თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ მეუფესა ჩვენსა, ღმერთსა. მოვედით, თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩვენსა, ღმერთსა. მოვედით, თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
უჩა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 ![]() |
ვა ძალიან საინტერესოა. აწი მასე ვილოცებ.
![]() გაიხარე. ციტატა ერთადერთი ქართული ლოცვანი, რომელშიც ეს ფორმა შენარჩუნებულია, არის რუსთავის ეპარქიის გამოცემა, რომლის ტექსტიც შეჯერებულია და ჩასწორებული. ეხა რუსთავის ეპარქია სულ სხვაა. ![]() ![]() მაგ ლოცვანი ვისი შედგენილიცაა მართლა ძალიან ჭკვიანი მამაოა. და ყველაზე კარგად შედგენილი ლოცვანია ჩემი აზრით. მე რეკლამაც რო გავუკეთე. ![]() -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th July 2025 - 03:56 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი