სიყვარული, როგორც ფსიქოლოგიური დაკვირვების საგანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიყვარული, როგორც ფსიქოლოგიური დაკვირვების საგანი |
afxazi |
Dec 25 2007, 02:56 PM
პოსტი
#1
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
თავიდანვე განვსაზღვრავ რომ ეს თემა არ არის ანალოგი სასაუბროში გახსნილი თემისა.
აქ მინდა ვისაუბროთ სიყვარულზე როგორც ფსიქოლოგიური დაკვირვების საგანზე, როგორ ვლინდება, რა თვისებები ახასიათებს მას და ა.შ. განსჯისათვის გაბრიელ ეპისკოპოსის ნააზრევს გთავაზობთ "ცდისეული ფსიქოლოოგიის საფუძვლებიდან" "როდესაც ვფიქრობთ იმ სიამოვნებაზე, რომელსაც გვანიჭებს ან გვანიჭებდა რაღაც საგანი, ჩვენ ვგრძნობთ მისდამი სიყვარულს ანუ მისწრაფებას. მაგ., თუ ვინმე ამბობს, რომ ყურძენი მიყვარსო, ის ამით გამოთქვამს იმას, რომ ყურძნის ჭამა მას სიამოვნებას ანიჭებს. სიყვარულს აგრეთვე განსაზღვრავენ როგორც სულის მისწრაფებას იმისკენ, რომ დაეუფლოს საყვარელ საგანს და ეს აზრი უმეტესად სწორია. მაგრამ არის შემთხვევები, როცა სიყვარული სიამოვნების უბრალო შეგრძნებაა რაიმე საგნის წარმოდგენისას ამ საგნის დაუფლების სურვილისა და ამგვარი დაუფლებისაკენ მისწრაფების გარეშე. მაგალითად, მე მიყვარს ლამაზი ადგილი: ეს არ ნიშნავს, რომ მე მსურს ვფლობდე ამ ადგილს, არამედ ნიშნავს იმას, რომ მისი მზერა სიამოვნებას მანიჭებს. იგივე ითქმის ყოველგვარ ნათესაურ სიყვარულზე როგორიცაა სიყვარული შვილების, მშობლების, მეგობრების და სხვა პირთა მიმართ. აქ სიყვარული არის შეგრძნება სიამოვნებისა, რომელსაც იწვევს ჩვენში საყვარელი საგნის თავად ყოფნა და თავად ბედნიერება. ზოგჯერ ადამიანი გრძნობს სიყვარულს უმნიშვნელო საგნების მიმართაც კი, მაგრამ მხოლოდ იმ შემტხვევაში, როცა ისინი მასში რარაც სასიამოვნო მოგონებას აღძრავენ. სიყვარული, როგორც ყველა ვნების წყარო, შეიცავს ტავის თავში არსებით ელემენტს, რომელიც მას აქცევს ვნებად, კერძოდ - სიყვარულის საგანის ფლობის სურვილს ან მისწრაფებას ამგვარი ფლობისკენ. უკანასკნელ შემთხვევაში სიყვარული ვლინდება, როგორც შემდეგი კერძო ვნებები: ჯერ ერთი, როგორც სხეულის ვნებები: ა) ღორმუცელობა და ლოთობა, ბ) სანახაობათმოყვარეობა. სხეულის ეწოდებათ ამ ვნებებს იმიტომ, რომ მათი წყაროა წმინდა სხეულებრივი შთაბეჭდილებები. გარდა ამისა, სიყვარული ვლინდება როგორც გონითი, ე.ი. როგორც სულიერი წარმოდგენებისაგან წარმოშობილი ვნებები: ა)ანგარება, ბ) პატივმოყვარეობა, გ) ლტოლვა მეცნიერული საქმიანობისაკენ და სხვა. იმედი მაქვს რომ მიმიხვდით სათქმელს და გამოვთქვავ სურვილს რომ განვავრცობთ ამ თემას. ნებისმიერი ხატოვანი გამონათქვამი სიყვარულზე წაიშლება. ვისაუბროთ მხოლოდ ფსიქოლოგიურ დაკვირვების კუთხით სულის ამ თვისებაზე. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
afxazi |
Dec 25 2007, 10:04 PM
პოსტი
#2
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
t.d
ხომ ვთქვი, მხოლოდ სუფთა ფსიქოლოგიური დაკვირვებისა და ცდების შედეგებზე ვისაუბროთ. გასაგებია შენ რასაც გულისხმობ, მაგრამ სხვა კუთხით მინდა დავინახოთ სულის ეს თვისება. k@the ციტატა არ გეგონოს სიტყვებზე გეკიდებოდე, მარა ეგ ჩამონათვალი არ მომწონს. გათანაბრებულია ეგ სამი? არა მე რა უნდა მეწყინოს, ეს გაბრიელ ეპისკოპოსის სიტყვებია. ის აგრეთვე საუბრობს ეჭვიანობაზე, როგორც სიყვარულის ერთ-ერთ თვისებაზე. მინდა რომ სწორედ ამ კუთხით განვავრცოთ ჩვენი საუბარი. ანუ ვთქვათ ფსიქოლოგიური კვლევის შედეგები. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
gogu |
Jan 25 2008, 08:34 PM
პოსტი
#3
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 21 რეგისტრ.: 25-January 08 წევრი № 3,743 |
არა მე რა უნდა მეწყინოს, ეს გაბრიელ ეპისკოპოსის სიტყვებია. ის აგრეთვე საუბრობს ეჭვიანობაზე, როგორც სიყვარულის ერთ-ერთ თვისებაზე. მინდა რომ სწორედ ამ კუთხით განვავრცოთ ჩვენი საუბარი. ანუ ვთქვათ ფსიქოლოგიური კვლევის შედეგები. შეიძლება მე ვცდებოდე, რაც ძალიან შესაძლებელია რა თქმა უნდა, მაგრამ ასე მგონია, რომ ამ შემთხვევაში სიყვარულისა და ვნები ა თუნდაც ლტოლვის გამიჯვნა უნდა მოხდეს ერთმანეთისაგან. ჩემი პირადი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა რომ ეჭვიანობა ვნებისთვის არის დამახასიათებელი და პირდაპირ კავშირშია განკითხვასთან და ასევე ეგოისტურ 'სიყვარულთან', მაშინ როდესც სიყვარული სრულ მიღებას და გაგებას გულისხმობს. ცხადია, მაშინაც, როცა სხვა ადამიანი გვიყვარს, შეუძლებელია საკუთარი თავის სიყვარული შევწყვიტოთ. ეს ადამიანური ბუნებისათვის დამახასიათებელია და ვერ გავექცევით როგორც არ უნდა ვეცადოთ, მაგრამ როცა მართლა გიყვარს ადამიანი და კრიტიკული სიტუაცია შეიქმნება. შენდაუნებურად ცდილობ, რომ გაუგო და მისი თვალებით შეხედო სიტუაციას. ამ შემთხვევაში კი, ეჭვი ვეღარ ვითარდება, თუნდაც რომ სხვასთან ერთად ხედავდე, რაღაცნაირად ცდილობ, მიიღო, რომ ასე უნდა იმ ადამიანს და ვერაფერს იზამ. თუმცა, ეს ყველაფერი ბუნებრივად უნდა ხდებოდეს. ძნელია გაიგო, როდის მართლა გიყვარს და როდის მოგწონს და უბრალოდ გინდა რომ გიყვარდეს, მაგრამ შეიძლება სწორედ ეჭვიანობა იყოს ამის ტესტი. თუ შეგიძლია, რომ გაუშვა ადამიანი მხოლოდ იმიტომ, რომ მან ასე აირჩია და დაუთმო, ესე იგი გიყვარს. რა ვიცი, მე ასე მგონია. თუმცა ძალიან მტკივნეულია ყველა შემთხვევაში, უარყოფილის მდგომარეობაში ყოფნა, მაგრამ ეჭვიანობა მაინც ცოტა ავადმყოფურ მოვლენად მიმაჩნია, თუმცა ვერც ამას გავექცევით ძალდატანებით, ესეც ხშირად გვემართება. კიდევ ვიტყვი, სავსებით შესაძლებელია ძალიანაც ვცდებოდე. უბრალოდ, ასე მგონია. |
iber |
Jan 1 2009, 04:48 PM
პოსტი
#4
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 349 რეგისტრ.: 19-November 08 მდებარ.: Tbilisi წევრი № 5,968 |
გამიხარდა რომ ეს თემა არ არის კიდევ დახურული,თუმცა 1 წელია სდუმს
–ბოლო სიტყვა სიყვარულზე წინა წლის თუ დაიწერა და მეც იგივეს ვიტყოდი. რატომ გადავწყვიტე რომ გამეცოცხლებინა იმდენი იწერება ათეიზმზე და ბოროტებაზე,ვიფიქრე რომ სიყვარული არ ჯობია თქვა /ყფალი ხომ თვით სიყვარულია.და კიდევ კარგი ახალი თემა არ გავხსენი. აღმოვაჩინე ერთი კანუდოსელის –ოღონდ დახურული თემასიყვარულიაქაც ბევრი საინტერესო უკვე დაიწერა. მოცემულ თემაში კი უფრო ფსიქოლოგიურ მხარეზეა გაახვილებული ყურადღება. ან და ფსიქოლოგები როგორც წესი გაურბიან ამ რთულ თემას,უწოდებენ საიდუმროებლივს ამ ფუნდამენტალურ გრძნობას. თუ განიხილავენ –როგორც ემოციების პატტერნს : ინტერესის,აღგზნების,სიამოვნე ბის და სიხარულის –ალტრუისტთან და თავგანწირვის განწყობასთან ერთად,–რუგორც ურთიერთგაგების და თანაგრძნობის სიხარულს , –როგორც ურთიერთობების ფორას და როგორც განცდასაც რა ფორმები არსებობს სიყვარულის და რას აკეთებს ადამიანი სიყვარულის გულისათვის, რას ელოდება და მოელის მისგან? სიყვარული მარტო გრძნობაა და განცდა,ურთიერთობების ფორმა და ოცნება,თუ მოვალეობაცაა და შრომაც? გავაგრძელოთ ამ შობისწინა დღეებში საუბარი afxazi–ს თემაში ამ მრავალფეროვან და ამოუწურავ საკითხზე რომელსაც ქვია სიყვარული -------------------- კავკასია–ევრაზიის ოქროს კვეთაა
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:13 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი