![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ტარზანა |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ლაბლაბო... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,179 რეგისტრ.: 20-October 08 მდებარ.: ჯუნგლი... წევრი № 5,828 ![]() |
აბა ვინ გამცემთ პასუხს საიდან და როგორ?
ადამს სამი ვაჟი ყავდა როგორც ვიცით კაენი, აბელი და სემი, მაგრამ ასულებზე მოსეს რჯულში არის რამე ნახსენები? თუ სამი ვაჟი ყავდათ და ასულები არ ყოლიათ საიდან გავმრავლდით? ![]() -------------------- გიორგი, კახეთიდან, უცოლშვილო, მურტალი ჯანის პატრონი :P
|
![]() ![]() |
.ნინო |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ნინო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 ![]() |
ეს არის დაბადების 4 თავი
15. უთხრა უფალმა: ამიტომაც შვიდწილად მიეზღვება კაენის მკვლელს. დაადო უფალმა ნიშანი კაენს, რომ ვერ მოეკლა იგი ყოველ შემხვდურს. 16. გადაიხვეწა კაენი უფლის პირისაგან და დაესახლა ნოდის ქვეყანაში, ედემის აღმოსავლეთით. 17. შეიცნო კაენმა თავისი დედაკაცი. დაორსულდა ქალი და შვა ენოქი. გააშენა კაენმა ქალაქი და უწოდა ამ ქალაქს შვილის სახელი - ენოქი. მე მგონი 17 მუხლი გულისხმობს, რომ კაენს უკვე ყავდა ცოლი და მასთან ერთად გადაიხვეწა. 18. შეეძინა ენოქს ყირადი; ყირადმა შვა მეხუაელი; მეხუაელმა შვა მეთუშაელი; მეთუშაელმა შვა ლამექი. არც აქაა ცოლებზე საუბარი... ცხადია ისე ვერ გააჩენდნენ შვილებს... მე ვფიქრობ კაენისგან აბელის მოკვლამდე რამოდენიმე შვილი ყავდათ ადამს და ევას (გოგოებიც და ბიჭებიც) მაგრამ ეს ორი დაფიქსირდა, რადგან ისინი იყვნენ პირველი ცოდვის ისტორიის მონაწილენი... ამ აზრს მიმყარებს ის ფაქტიც, რომ 19 მუხლში კვლავ ნახსენებია ქალები- 19. მოიყვანა ლამექმა ორი ცოლი; ერთს სახელად ერქვა ყადა, მეორეს - ცილა. და შემდეგ მუხლებში დაწვრილებითაა მათ შესახებ მოთხრობილი-მრავალცოლიანობაც ხომ ცოდვაა.... 25. კვლავ შეიცნო ადამმა თავისი ცოლი; შვა ქალმა ვაჟი და უწოდა სახელად შეთი, რადგან: მომმადლაო უფალმა სხვა ნაშიერი ნაცვლად აბელისა, კაენმა რომ მოკლა. 26. შეთსაც შეეძინა ვაჟი და უწოდა სახელად ენოში. მაშინ დაიწყო უფლის სახელის ხსენება. აქაც აღარაა შეთის მეუგლის სესახებ არაფერი ნათქვამი. დაბადების 5 ტავში კი, სადაც წერია, რომ ადამს სეთის სემდეგ შეეძინა ძენი და ასულნი, ყველა მის შტამომავალზეც ანალოგიურია ნატქვამი. მაგრამ ნახსენებია მხოლოდ ნოეს წინაპრები, რადგან 5 თავი ნოეს გენეალოგიაა ჩემი აზრით... თავი მეხუთე 1 . ეს არის ადამის წარმოშობის წიგნი: როცა გააჩინა ღმერთმა ადამი, ღვთის მსგავსად შექმნა იგი; 2. მამაკაცად და დედაკაცად გააჩინა ისინი, აკურთხა და უწოდა მათ სახელად ადამი, მათი შექმნის დღეს. 3. ადამმა ას ოცდაათი წელი იცოცხლა და შეეძინა თავისი მსგავსი და თავისი ხატი, და უწოდა სახელად შეთი. 4. შეთის დაბადების შემდეგ შეემატა ადამს რვაასი წელი და შვა ძენი და ასულნი. 5. სრული ხანი ადამისა, რაც იცოცხლა, იყო ცხრაას ოცდაათი წელი და მოკვდა. 6. იცოცხლა შეთმა ას ხუთი წელი და შვა ენოში. 7. იცოცხლა შეთმა ენოშის დაბადების შემდეგ რვაას შვიდი წელი და შვა ძენი და ასულნი. 8. სრული ხანი შეთისა იყო ცხრაას თორმეტი წელი, და მოკვდა. 9. იცოცხლა ენოშმა ოთხმოცდაათი წელი და შვა კაინანი. 10. იცოცხლა ენოშმა კაინანის დაბადების შემდეგ რვაას თხუთმეტი წელი და შვა ძენი და ასულნი. 11. სრული ხანი ენოშისა იყო ცხრაას ხუთი წელი, და მოკვდა. 12. იცოცხლა კაინანმა სამოცდაათი წელი და შვა მაჰალალეელი. 13. იცოცხლა კაინანმა მაჰალალეელის დაბადების შემდეგ რვაას ორმოცი წელი და შვა ძენი და ასულნი. 14. სრული ხანი კაინანისა იყო ცხრაას ათი წელი, და მოკვდა. 15. იცოცხლა მაჰალალეელმა სამოცდახუთი წელი და შვა იარედი. 16. იცოცხლა მაჰალალეელმა იარედის დაბადების შემდეგ რვაას ოცდაათი წელი და შვა ძენი და ასულნი. 17. სრული ხანი მაჰალალეელისა იყო რვაას ოთხმოდათხუთმეტი წელი, და მოკვდა. 18. იცოცხლა იარედმა ას სამოცდაორი წელი და შვა ენოქი. 19. იცოცხლა იარედმა ენოქის დაბადების შემდეგ რვაასი წელი და შვა ძენი და ასულნი. 20. სრული ხანი იარედისა იყო ცხრაას სამოცდაორი წელი, და მოკვდა. 21 . იცოცხლა ენოქმა სამოცდახუთი წელი და შვა მეთუშალახი. 22. დადიოდა ღმერთთან ენოქი მეთუშალახის დაბადების შემდეგ სამასი წელი და შვა ძენი და ასულნი. 23. სრული ხანი ენოქისა იყო სამას სამოცდახუთი წელი. 24. დადიოდა ღმერთთან ენოქი და აღარ იყო, რადგან წაიყვანა იგი ღმერთმა. 25. იცოცხლა მეთუშალახმა ას ოთხმოცდახუთი წელი და შვა ლამექი. 26. იცოცხლა მეთუშალახმა ლამექის დაბადების შემდეგ შვიდას სამოცდათორმეტი წელი და შვა ძენი და ასულნი. 27. სრული ხანი მეთუშალახისა იყო ცხრაას სამოცდაცხრა წელი, და მოკვდა. 28. იცოცხლა ლამექმა ას ოთხმოცდაორი წელი და შვა ძე. 29. უწოდა მას სახელად ნოე. ასე თქვა: ეს გვანუგეშებს ჩვენს შრომასა და ჯაფაში ამ მიწაზე, რომელიც დასწყევლა უფალმა. 30. იცოცხლა ლამექმა ნოეს დაბადების შემდეგ ხუთას ოთხმოცდათხუთმეტი წელი და შვა ძენი და ასულნი. 31. სრული ხანი ლამექისა იყო შვიდას სამოცდაჩვიდმეტი წელი, და მოკვდა. 32. ოთხმოცდაათი წლისა იყო ნოე, როცა შვა სემი, ქამი და იაფეთი. პ.ს. მთლა ყველაფერი კი არ დაიჯეროთ, ეს მხოლოდ ჩემი აზრია. თუ რამე მეშლება იმედია შემისწორებთ ![]() ბიბლიის ტექსტი აქედანაა დაკოპირებული: http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/sarchevi.htm -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 07:27 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი