სული, სამშვინველი, და სხეული, ადამიანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სული, სამშვინველი, და სხეული, ადამიანი |
გლახა |
Feb 1 2007, 05:59 PM
პოსტი
#1
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
და გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი მიწის მტვრისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა, და იქმნა კაცი ცოცხალ არსებად
დაბადება 2:7 და მოჰგვარა უფალმა ღმერთმა ღრმა ძილი ადამს. და როცა ეძინა, ამოუღო ერთი ნეკნთაგანი და კვლავ დაფარა ხორცით ის ადგილი. დაბადება 2:21 ასე შეიქმნენ ჩვენი წინაპრები..ადამი და ევა. როგორც საღვთო წერილიდან ჩანს ადამიანი საოცრად არის შენივთული და გამოძერწილი ღვთისაგან... მოდით ვილაპარაკოთ ჩვენს შემადგენლობაზე: სულზე სამშვინველზე და სხეულზე, მათ ურთიერთ კავშირზე |
KAIROS |
Feb 3 2007, 02:22 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა პ.ს მომიტევე თუ მეტად უაზრო კითხვაა არანაერად, როგორც ხშირად ( და არა ყოველთვის ) აზრიანი კითხვები გებადება, მგონი უნდა ვიცოდე, ის "ერთნი" ვინ არის ( , მაგრამ ამას არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა... ჯერ ვისაუბროთ, რაა ღვთის ხატება:სწერს პომაზანსკი: "მაინც რას ნიშნავს ღვთის ხატება ჩვენში? ეკლესიური სწავლება მხოლოდ იმას შეგვაგონებს, რომ ადამიანი საერთოდ არის შექმნილი „ხატად“, მაგრამ არ მიუთითებს, თუ ჩვენი ბუნების რომელ ნაწილშია იგი დამკვიდრებული. ეკლესიის მამები და მასწავლებლები ამ შეკითხვაზე განსხვავებულად პასუხობდნენ. ერთნი ღვთის ხატებას გონებაში პოულობდნენ, მეორენი - თავისუფალ ნებაში, მესამენი კი მას უკვდავებაში ხედავდნენ. ამ აზრთა შეჯამებით სრულად წარმოვიდგენთ, თუ რას ნიშნავს წმიდა მამათა სწავლების მიხედვით ღვთის ხატი ადამიანში. ღვთის ხატი, უწინარეს ყოვლისა, მხოლოდ სულში უნდა დავინახოთ და არა სხეულში. ღმერთი თავისი ბუნებით სრულიად უნივთო, ყოველგვარი სხეულისაგან თავისუფალი, უსპეტაკესი სულია. ამიტომაც განეკუთვნება ღვთის ხატის ცნება მარტოოდენ უნივთო სულს. ამ გაფრთხილების შეხსენებას ეკლესიის ბევრი მამა თვლის საჭიროდ. ....................................... თუმცა ეს არ ამცირებს სხეულს, არამედ ხაზს უსვამს სულის აღმატებულებაზე, რადგან სხვაა აღმატებულება და სხვაა მთლიანი უარყოფა სხეულისა, რაც მიუღებელია ქრისტიანობისათვის, აქედან რეინკარნაციაც დაგმობილია. მოდი, ამ თემაზე ვიაზროვნოთ, რადგან მინდა ის "ერთნიც" ჩაფიქრდნენ, საჭიროა დაისვას 3 კითხვა 1) როდიდან ვსაუბრობთ ადამიანზე? 2) სხეულიდან გასულს სულს აქვს თუ არა არჩევანის შეცვლის საშუალება? 3) როდის და როგორ ვაკეთებთ არჩევანს ამდაგვარად მივალთ შენს კითხვამდე, ანუ ვინ აკეთებს არჩევანს. თანამიმდევრობით მივყვები: 1) ადამიანზე საუბარი მხოლოდადამხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც ის ჩასახულია ანუ ერთიანობაა სულისა და სხეულისა, ე.ი. არ ვუშვებთ "წინარე სულის" სწავლებას და არც "წინარე სხეულისა", სწორედ ამ დროს ვლიდნება მასში თავისუფალი ნება და მის მიერი არჩევანიც. 2) რამდენ ხანს გრძელდება "საარჩევნო პერიოდი", დაცემის შემდეგ არჩევანი გაკეთდა, არჩევანი გააკეთა ეშმაკმაც, იდეაში, მანაც რომ შეინანოს, ეპატიება, იდეაში მასაც შეუძლია თავისი თავისუფალი ნება მიმართოს სინანულისაკენ, მაგრამ ეს შეუძლებელია, რამეთუ იგი უკვე გამყარებულია თავის არჩევანში და ეს გამყარების ( ანუ ღვთისაგან დაშორების ) პროცესი მარადიულად ზრდადია ( რაც არის კიდეც წყარო მარადიული ტანჯვისა), ადამიანთან მიმართებაში სხვა მდგომარეობა გვაქვს, იგი შეაცდინეს, და მას აქვს სხეული, სწორედ სხეულის უძლურების გამო მიეცა მას სინანულის დრო, ოღონდ ამავე სხეულში ყოფნის დროს, ე.ი. სხეულისა და ხორცის ერთიანობისას ვლინდება თავისუფალი ნება, სხეულიდან გასული სული ნაწილობრივ ემგვანება ან ანგელოზებს ( რომელთაც ისევ იდეაში შეუძლიათ დაეცნენ, მაგრამ ისევ შეუძლებელია, ოღონდ ახლა სიკეთეში მარადიულად გამყარების გამო) ან ეშმაკებს, ფაქტობრივად სხეულიდან გასვლისას არჩევანი უკვე გაკეთებულია, სხვანაერად აზრი ეკარგება სულის განკითხვას, რამეთუ ნაჩქარევი და უაზრო იქნება და საერთოდ სამოთხესაც და ჯოჯოხეთსაც, რამეთუ ორივე მეტად პირობითი იქნება და ცვალებადი, შესაბამისად დაკარგავენ მათსავე არსს. 3) სინანული არის უცვლელი თანამგზავრი ქრისტიანის არჩევანისა, რამეთუ ჩვენ შეიძლება ( გავისხენოთ წმ. პავლე, "რაც არ მსურს,მას ვიქმ"), ვიქმოდეთ ცოდვას, მაგრამ ეს სხეულის დაცემულობის გამო, ამიტომ სინანულია სწორედ ჩვენი არჩევანის დამხვეწი და გზის მიმცემი.ანუ რამდენადაც დაცემულია ადამიანი, იმდენად არის მიდრეკილი ცოდვისაკენ, სულითაც და სხეულითაც, ასევე პირიქით. და ბოლო დასკვნა: აზროვნება, თავისუფალი ნება, უკვდავება ( რადგან მხოლოდ დროებითია სხეულის მოკვდავება, რამეთუ ისიც მარადისობისათვის შეიქმნა და ისიც მარადისობაში გადავა, მეორედ მოსვლის შემდეგ) , განეკუთვნება ადამიანს, ანუ ადამიანს სრულს, არა დაყოფილს, მის სულს და მის სხეულსაც, ნება კი როგორც თავში ჩანდა, არის სულის თვისება ( ზოგი გონის არჩევანი, გონება როგორც ადამიანისეული ψυχή-ს ყველაზე აღმატებული, ღვთისსახოვანი ნაწილი. ე.ჭ.), თუმცა ხორცში ყოფნის დროს, შემდეგ ხდება უკვე მიღებულ არჩევანში გამყარება ( გამონაკლისებია ისინი, ვინც შეიძლება შეწყნარებულ იქნენ მეორედ მოსვლის დროს, ეს სხვა საკითხია)--- აქ საკმარისია, აბა, სად ჩავღრმავდეთ? მგონი ბევრი მომივიდა, წაიკითხეთ მინიშნებული ლიტერატურა: აქ სული და სამშვინველი http://orthodoxy.wanex.net/gvtismetkveleba...azanski/9.htm#1 წმ. იოანე დამასკელი აქ ვნებულებისა და მოქმედების შესახებ http://orthodoxy.wanex.net/gvtismetkveleba/damaskeli/36.htm აქ " ნებათა, თვითუფლებრივობათა, გონებათა, ცოდნათა და სიბრძნეთა შესახებ" http://orthodoxy.wanex.net/gvtismetkveleba/damaskeli/62.htm Макарий Великий Слово 5. О возвышении ума http://pagez.ru/lsn/0187.php იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:00 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი