სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| გლახა |
Feb 1 2007, 05:59 PM
პოსტი
#1
|
|
-------- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
და გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი მიწის მტვრისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა, და იქმნა კაცი ცოცხალ არსებად
დაბადება 2:7 და მოჰგვარა უფალმა ღმერთმა ღრმა ძილი ადამს. და როცა ეძინა, ამოუღო ერთი ნეკნთაგანი და კვლავ დაფარა ხორცით ის ადგილი. დაბადება 2:21 ასე შეიქმნენ ჩვენი წინაპრები..ადამი და ევა. როგორც საღვთო წერილიდან ჩანს ადამიანი საოცრად არის შენივთული და გამოძერწილი ღვთისაგან... მოდით ვილაპარაკოთ ჩვენს შემადგენლობაზე: სულზე სამშვინველზე და სხეულზე, მათ ურთიერთ კავშირზე |
![]() ![]() |
| KAIROS |
Feb 3 2007, 02:22 PM
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა პ.ს მომიტევე თუ მეტად უაზრო კითხვაა არანაერად, როგორც ხშირად ( და არა ყოველთვის ჯერ ვისაუბროთ, რაა ღვთის ხატება:სწერს პომაზანსკი: "მაინც რას ნიშნავს ღვთის ხატება ჩვენში? ეკლესიური სწავლება მხოლოდ იმას შეგვაგონებს, რომ ადამიანი საერთოდ არის შექმნილი „ხატად“, მაგრამ არ მიუთითებს, თუ ჩვენი ბუნების რომელ ნაწილშია იგი დამკვიდრებული. ეკლესიის მამები და მასწავლებლები ამ შეკითხვაზე განსხვავებულად პასუხობდნენ. ერთნი ღვთის ხატებას გონებაში პოულობდნენ, მეორენი - თავისუფალ ნებაში, მესამენი კი მას უკვდავებაში ხედავდნენ. ამ აზრთა შეჯამებით სრულად წარმოვიდგენთ, თუ რას ნიშნავს წმიდა მამათა სწავლების მიხედვით ღვთის ხატი ადამიანში. ღვთის ხატი, უწინარეს ყოვლისა, მხოლოდ სულში უნდა დავინახოთ და არა სხეულში. ღმერთი თავისი ბუნებით სრულიად უნივთო, ყოველგვარი სხეულისაგან თავისუფალი, უსპეტაკესი სულია. ამიტომაც განეკუთვნება ღვთის ხატის ცნება მარტოოდენ უნივთო სულს. ამ გაფრთხილების შეხსენებას ეკლესიის ბევრი მამა თვლის საჭიროდ. ....................................... თუმცა ეს არ ამცირებს სხეულს, არამედ ხაზს უსვამს სულის აღმატებულებაზე, რადგან სხვაა აღმატებულება და სხვაა მთლიანი უარყოფა სხეულისა, რაც მიუღებელია ქრისტიანობისათვის, აქედან რეინკარნაციაც დაგმობილია. მოდი, ამ თემაზე ვიაზროვნოთ, რადგან მინდა ის "ერთნიც" ჩაფიქრდნენ, საჭიროა დაისვას 3 კითხვა 1) როდიდან ვსაუბრობთ ადამიანზე? 2) სხეულიდან გასულს სულს აქვს თუ არა არჩევანის შეცვლის საშუალება? 3) როდის და როგორ ვაკეთებთ არჩევანს ამდაგვარად მივალთ შენს კითხვამდე, ანუ ვინ აკეთებს არჩევანს. თანამიმდევრობით მივყვები: 1) ადამიანზე საუბარი მხოლოდადამხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც ის ჩასახულია ანუ ერთიანობაა სულისა და სხეულისა, ე.ი. არ ვუშვებთ "წინარე სულის" სწავლებას და არც "წინარე სხეულისა", სწორედ ამ დროს ვლიდნება მასში თავისუფალი ნება და მის მიერი არჩევანიც. 2) რამდენ ხანს გრძელდება "საარჩევნო პერიოდი", დაცემის შემდეგ არჩევანი გაკეთდა, არჩევანი გააკეთა ეშმაკმაც, იდეაში, მანაც რომ შეინანოს, ეპატიება, იდეაში მასაც შეუძლია თავისი თავისუფალი ნება მიმართოს სინანულისაკენ, მაგრამ ეს შეუძლებელია, რამეთუ იგი უკვე გამყარებულია თავის არჩევანში და ეს გამყარების ( ანუ ღვთისაგან დაშორების ) პროცესი მარადიულად ზრდადია ( რაც არის კიდეც წყარო მარადიული ტანჯვისა), ადამიანთან მიმართებაში სხვა მდგომარეობა გვაქვს, იგი შეაცდინეს, და მას აქვს სხეული, სწორედ სხეულის უძლურების გამო მიეცა მას სინანულის დრო, ოღონდ ამავე სხეულში ყოფნის დროს, ე.ი. სხეულისა და ხორცის ერთიანობისას ვლინდება თავისუფალი ნება, სხეულიდან გასული სული ნაწილობრივ ემგვანება ან ანგელოზებს ( რომელთაც ისევ იდეაში შეუძლიათ დაეცნენ, მაგრამ ისევ შეუძლებელია, ოღონდ ახლა სიკეთეში მარადიულად გამყარების გამო) ან ეშმაკებს, ფაქტობრივად სხეულიდან გასვლისას არჩევანი უკვე გაკეთებულია, სხვანაერად აზრი ეკარგება სულის განკითხვას, რამეთუ ნაჩქარევი და უაზრო იქნება და საერთოდ სამოთხესაც და ჯოჯოხეთსაც, რამეთუ ორივე მეტად პირობითი იქნება და ცვალებადი, შესაბამისად დაკარგავენ მათსავე არსს. 3) სინანული არის უცვლელი თანამგზავრი ქრისტიანის არჩევანისა, რამეთუ ჩვენ შეიძლება ( გავისხენოთ წმ. პავლე, "რაც არ მსურს,მას ვიქმ"), ვიქმოდეთ ცოდვას, მაგრამ ეს სხეულის დაცემულობის გამო, ამიტომ სინანულია სწორედ ჩვენი არჩევანის დამხვეწი და გზის მიმცემი.ანუ რამდენადაც დაცემულია ადამიანი, იმდენად არის მიდრეკილი ცოდვისაკენ, სულითაც და სხეულითაც, ასევე პირიქით. და ბოლო დასკვნა: აზროვნება, თავისუფალი ნება, უკვდავება ( რადგან მხოლოდ დროებითია სხეულის მოკვდავება, რამეთუ ისიც მარადისობისათვის შეიქმნა და ისიც მარადისობაში გადავა, მეორედ მოსვლის შემდეგ) , განეკუთვნება ადამიანს, ანუ ადამიანს სრულს, არა დაყოფილს, მის სულს და მის სხეულსაც, ნება კი როგორც თავში ჩანდა, არის სულის თვისება ( ზოგი გონის არჩევანი, გონება როგორც ადამიანისეული ψυχή-ს ყველაზე აღმატებული, ღვთისსახოვანი ნაწილი. ე.ჭ.), თუმცა ხორცში ყოფნის დროს, შემდეგ ხდება უკვე მიღებულ არჩევანში გამყარება ( გამონაკლისებია ისინი, ვინც შეიძლება შეწყნარებულ იქნენ მეორედ მოსვლის დროს, ეს სხვა საკითხია)--- აქ საკმარისია, აბა, სად ჩავღრმავდეთ? მგონი ბევრი მომივიდა, წაიკითხეთ მინიშნებული ლიტერატურა: აქ სული და სამშვინველი http://orthodoxy.wanex.net/gvtismetkveleba...azanski/9.htm#1 წმ. იოანე დამასკელი აქ ვნებულებისა და მოქმედების შესახებ http://orthodoxy.wanex.net/gvtismetkveleba/damaskeli/36.htm აქ " ნებათა, თვითუფლებრივობათა, გონებათა, ცოდნათა და სიბრძნეთა შესახებ" http://orthodoxy.wanex.net/gvtismetkveleba/damaskeli/62.htm Макарий Великий Слово 5. О возвышении ума http://pagez.ru/lsn/0187.php იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
გლახა სული, სამშვინველი, და სხეული Feb 1 2007, 05:59 PM
მნათე სამწუხაროდ ეს სამი... Feb 1 2007, 07:09 PM
გლახა მნათე
ყმაწვილო გა... Feb 1 2007, 07:27 PM
მნათე
ოკ, მაპატიე, ეგ ძალ... Feb 1 2007, 07:53 PM
თათი87
უი არ გამომრჩეს, ა... Feb 1 2007, 08:03 PM
მნათე
სხვა რამაა, ეგ ეპი... Feb 1 2007, 08:08 PM
თათი87
არასდროს გქონია შ... Feb 1 2007, 08:15 PM
მნათე
რავი, ვერ ვიტყვი რ... Feb 1 2007, 08:18 PM
თათი87
რავი, ვერ ვიტყვი რო... Feb 1 2007, 08:23 PM
მნათე
კი :D
თანასწორუფლ... Feb 1 2007, 08:27 PM
ლილიანა მოდით თავი დავანებ... Feb 1 2007, 08:30 PM
ნიკოლოზ_V
ვიცი :lol: Feb 1 2007, 08:32 PM
მნათე
მგონი ერთმანეთში ... Feb 1 2007, 08:34 PM
თათი87
იტანჯება თუ არა ხ... Feb 1 2007, 08:38 PM
ნიკოლოზ_V
სიმართლე მწარეა :lol:... Feb 1 2007, 08:44 PM
მნათე მოკლედ გამოვყოთ რა... Feb 1 2007, 08:48 PM
ლილიანა
იტანჯება თან როგო... Feb 1 2007, 09:35 PM
მნათე
100% გეთანხმები :) Feb 1 2007, 09:44 PM
ლილიანა ტყუილად არ გვასწავ... Feb 1 2007, 10:31 PM
თათი87 ბევრი იცავს ნეტა მ... Feb 1 2007, 11:36 PM
მნათე
მე ვერა :( Feb 1 2007, 11:38 PM
ლილიანა ეპისკოპოსი პლატონ ... Feb 1 2007, 11:41 PM
დავით ივერიელი ვფიქრობ ძალიან საი... Feb 2 2007, 12:06 AM
მნათე არ დაგვავიწყდეს-სუ... Feb 2 2007, 12:13 AM
თათი87
მე ვერა :(
მნათეია ... Feb 2 2007, 11:11 AM
KAIROS
დავით, არასწორი ტე... Feb 2 2007, 04:02 PM
მნათე
რასაკვირველია :)
კ... Feb 2 2007, 06:41 PM
KAIROS
არჩევანში :)
"იყა... Feb 3 2007, 01:08 PM
მნათე
ანუ უნდა დავაზუსტ... Feb 3 2007, 01:12 PM
teo..
ადამიანის რომელი ... Feb 3 2007, 10:19 PM
გლახა ვინაიდან რას ვაკეთ... Feb 3 2007, 02:31 PM
მნათე
ჩემი ოპონენტები ს... Feb 3 2007, 02:39 PM
ნათია
"დაეთესვის ხორცი... May 8 2007, 01:29 AM
ქევანა
ბზარებს გააჩნია.. ზ... Oct 20 2009, 03:37 PM
მაშიკო ამ ბოლო დრო სულის კ... Oct 20 2009, 08:20 PM
syd მაშიკო
შენ მოგიკ... Oct 20 2009, 08:33 PM
ნონა ახლა ფიზიკურად ძალ... Oct 20 2009, 08:53 PM
marine „ადამიანის სამშვი... Oct 31 2014, 01:35 PM
sanfol თქვენ რასაც ეძახით... Feb 27 2015, 11:43 AM
A.V.M sanfol
კითხვა რაში მდგ... Mar 1 2015, 12:36 AM
sanfol A.V.M
სულით როგორ შეი... Mar 1 2015, 01:58 PM
G_saxva sanfol
ადამინი ტვინით ... Mar 2 2015, 10:22 AM
sanfol G_saxva
მაინც ვერ გავიგ... Mar 2 2015, 01:55 PM
G_saxva sanfol
სულის გუნქცია ა... Mar 2 2015, 04:16 PM
sanfol G_saxva
ვსო ეგაა სულ სუ... Mar 2 2015, 04:39 PM
G_saxva sanfol
რა გინდა კაცო სუ... Mar 2 2015, 04:52 PM
sanfol G_saxva
:D კაი კაი უბრალო... Mar 2 2015, 09:05 PM
MIRDAT
ვსო ეგაა სულ სული? ... Mar 3 2015, 01:33 AM
sanfol MIRDAT
არა გმადლობთ :D Mar 3 2015, 01:25 PM
G_saxva sanfol
ყველა ადამიანუ... Mar 4 2015, 09:56 AM
sanfol G_saxva
მაშინ შენ მითხა... Mar 4 2015, 12:51 PM
G_saxva sanfol
საერთოდ არ მესმ... Mar 4 2015, 02:18 PM
sanfol G_saxva
მოდი ღმერთის სი... Mar 4 2015, 05:06 PM
G_saxva sanfol
ღმერთი მარტო სუ... Mar 5 2015, 02:11 PM
sanfol G_saxva
ხოხო მარა აღწერ... Mar 5 2015, 03:11 PM
G_saxva sanfol
იმიტომ რომ ისაა ... Mar 5 2015, 03:39 PM
sanfol G_saxva
ეგ ადამიანურზე ... Mar 5 2015, 04:35 PM
G_saxva sanfol
რავქნა ძმაო ეს ჩ... Mar 5 2015, 05:11 PM
sanfol G_saxva
ხო მარა რაღაც უფ... Mar 5 2015, 06:08 PM
G_saxva
G_saxva
ხო მარა რაღაც უ... Mar 6 2015, 10:04 AM
sanfol G_saxva
შეიძლება ზედმე... Mar 6 2015, 06:26 PM
MIRDAT
რატო გიყვარს ის ხო... Mar 7 2015, 12:46 AM
sanfol MIRDAT
მესმის რასაც ამ... Mar 7 2015, 10:05 PM
MIRDAT sanfol
არ ვიცი. Mar 9 2015, 02:03 PM
marine "ემბრიონს უკვე აქ... Jul 10 2015, 09:57 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th December 2025 - 04:41 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი