სული, სამშვინველი, და სხეული, ადამიანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სული, სამშვინველი, და სხეული, ადამიანი |
გლახა |
Feb 1 2007, 05:59 PM
პოსტი
#1
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
და გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი მიწის მტვრისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა, და იქმნა კაცი ცოცხალ არსებად
დაბადება 2:7 და მოჰგვარა უფალმა ღმერთმა ღრმა ძილი ადამს. და როცა ეძინა, ამოუღო ერთი ნეკნთაგანი და კვლავ დაფარა ხორცით ის ადგილი. დაბადება 2:21 ასე შეიქმნენ ჩვენი წინაპრები..ადამი და ევა. როგორც საღვთო წერილიდან ჩანს ადამიანი საოცრად არის შენივთული და გამოძერწილი ღვთისაგან... მოდით ვილაპარაკოთ ჩვენს შემადგენლობაზე: სულზე სამშვინველზე და სხეულზე, მათ ურთიერთ კავშირზე |
მნათე |
Feb 3 2007, 02:39 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა მგონი უნდა ვიცოდე, ის "ერთნი" ვინ არის ჩემი ოპონენტები სხვადასხვა ფორუმიდან ერთი ასეთი 'აღმოსავლეთით გატაცებული' არსება შენც შეგეჩეხა ამ ფორუმზე ციტატა თუმცა ეს არ ამცირებს სხეულს, არამედ ხაზს უსვამს სულის აღმატებულებაზე, რადგან სხვაა აღმატებულება და სხვაა მთლიანი უარყოფა სხეულისა, რაც მიუღებელია ქრისტიანობისათვის, აქედან რეინკარნაციაც დაგმობილია. ანუ სურათი ასეთია: ჩემი ნების მამოძრავებელი და შესაბამისად არჩევანის შემოქმედი, სულია-მაგრამ ამ ყოველივეს ნატურალიზაციას სჭრიდება მისი ერთობა სხეულთან? სწორად გავიგე? ციტატა არ ვუშვებთ "წინარე სულის" სწავლებას და არც "წინარე სხეულისა", სწორედ ამ დროს ვლიდნება მასში თავისუფალი ნება და მის მიერი არჩევანიც. ორიგენეს ერესი არა? მგონი მეხუთე საეკლესიო კრებამ დაგმო... თავად დამასკელი 'ნაყბეობას' უწოდებს ციტატა 2) რამდენ ხანს გრძელდება "საარჩევნო პერიოდი", დაცემის შემდეგ არჩევანი გაკეთდა, არჩევანი გააკეთა ეშმაკმაც, იდეაში, მანაც რომ შეინანოს, ეპატიება, იდეაში მასაც შეუძლია თავისი თავისუფალი ნება მიმართოს სინანულისაკენ, მაგრამ ეს შეუძლებელია, რამეთუ იგი უკვე გამყარებულია თავის არჩევანში და ეს გამყარების ( ანუ ღვთისაგან დაშორების ) პროცესი მარადიულად ზრდადია ( რაც არის კიდეც წყარო მარადიული ტანჯვისა), ადამიანთან მიმართებაში სხვა მდგომარეობა გვაქვს, იგი შეაცდინეს, და მას აქვს სხეული, სწორედ სხეულის უძლურების გამო მიეცა მას სინანულის დრო, ოღონდ ამავე სხეულში ყოფნის დროს, ე.ი. სხეულისა და ხორცის ერთიანობისას ვლინდება თავისუფალი ნება, სხეულიდან გასული სული ნაწილობრივ ემგვანება ან ანგელოზებს ( რომელთაც ისევ იდეაში შეუძლიათ დაეცნენ, მაგრამ ისევ შეუძლებელია, ოღონდ ახლა სიკეთეში მარადიულად გამყარების გამო) ან ეშმაკებს, ფაქტობრივად სხეულიდან გასვლისას არჩევანი უკვე გაკეთებულია, სხვანაერად აზრი ეკარგება სულის განკითხვას, რამეთუ ნაჩქარევი და უაზრო იქნება და საერთოდ სამოთხესაც და ჯოჯოხეთსაც, რამეთუ ორივე მეტად პირობითი იქნება და ცვალებადი, შესაბამისად დაკარგავენ მათსავე არსს. უდავოდ ლოგიკურია და შესანიშნავად გააზრებადი დიდი მადლობა ციტატა აქ საკმარისია, აბა, სად ჩავღრმავდეთ? როგორც ყოველთვის ყველა იმ 'საჭოჭმანო წერტილს' იხილავ რომელმაც შეიძლება შემგომში კითხვა დაბადოს გაიხარე ------------------------------ ხო მართლა კარგი იქნებოდა, სულის 'მგრძნობელობაზე' გვესაუბრა, დროებითი განცალკევების შემდეგ ციტატა ვინაიდან რას ვაკეთებ, არ ვიცი. იმიტომ რომ იმას არ ვაკეთებ რაც მსურს, არამედ რაც მძულს იმას ვაკეთებ.... მაშასადამე , მე კი აღარ ვაკეთებ, ამას, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემში იმყოფება. ვინაიდან ვიცი, რომ ჩემში, ესეიგი ჩემს სხეულში არ იმყოფება კეთილი. ამრიგად სურვილი არის ჩემში, მაგრამ კეთილის კეთება არა... რომაელთა 7:15, 17, 18 მე ვფიქრობ ეს ერთ-ეთი მთავარი ადგილია ქრისტეანული კონცეფციის დასახატად ჩვენ ავად ვართ ბატონებო -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd June 2024 - 01:57 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი