IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> რას წერენ ჩვენზე პრესაში, დიდი მადლობა ყველას
ნათია
პოსტი May 28 2007, 12:43 PM
პოსტი #1


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



"ადამიანები, ვინც გამოეხმაურებიან ნატვრის ავტორებს და ნატვრის ახდენაში დაეხმარებიან მათ, მოხსენიებული იქნებიან პატრიარქის მიერ აღვლენილ სადღესასწაულო წირვების დროს."

აი ჩვენი ქველმოქმედების შედეგიც "კვირის პალიტრა"-ში, ასევე დაიბეჭდა "ყველა სიახლე"-ში პარასკევის გამოცემაში, სამწუხაროდ დამავიწყდა, მალე დავდებ


"კვირის პალიტრა"
IPB-ს სურათი



ჩვენს ფორუმსაც მოიხსენებს ლოცვებში ჩვენი უწმიდესი

დიდი მადლობა ყველა ფორუმელს

შეგიწიროთ უფალმა

P.S ყველაზე მეტად მიხარია ამ ადამიანებს რომ დავეხმარეთ, მერე კი ჩვენი ფორუმის სახელი რომ დაფიქსირდა rolleyes.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ნათია
პოსტი Jan 5 2009, 03:58 PM
პოსტი #2


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



კვირის პალიტრაში №1(723) 5 - 11 იანვარი 2009


გამოქვეყნდა წერილი "ზღაპარი სიკეთისა" smile.gif



IPB-ს სურათი



იყო და არა იყო რა. იყო დიდ დიღომში ეკლესია წმინდა ილია მართლისა. ამ ეკლესიის მოძღვარი და მრევლი ყველანი ახალგაზრდები იყვნენ. ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, გადაწყვიტეს, გაჭირვებულებს დახმარებოდნენ. მისწერეს ინტერნეტით წერილი მთელ საქართველოსა და მსოფლიოს - სადაც ქართველები ხართ, შემოგვიერთდით, ობლებსა და გაჭირვებულებს ერთად დავეხმაროთო.

მერე ზღაპარი, თვითონაც რომ არ ელოდნენ, ისე გაგრძელდა: ახლა უკვე ასეულობით არიან და უამრავ სიკეთეს აკეთებენ. ეს პატარა ამბებიც ზღაპრებს რომ ჰგავს, მათი საქმიანობიდან არის ამოკრეფილი. ოღონდაც ძალზე მცირე, თუმცა სიკეთეს ისედაც არ უნდა ბევრი ლაპარაკი.

... პირველი წერილი ლილიანამ მისწერა თანატოლებს: «ჩემი მეზობელი, 12 წლის გიორგი ძალიან ავად არის. დედამისმა მითხრა, თუ ოპერაცია არ გაიკეთა, მოკვდებაო. აუცილებლად საზღვარგარეთ უნდა წავიდეს. ოპერაციის ფულს ჯანდაცვის სამინისტრო აძლევს, მაგრამ გზის ფული არ აქვს. გთხოვთ დაეხმაროთ»...

იმ საღამოს ახალგაზრდები ქუჩაში შეხვდნენ ლილიანას. ზოგი ერთმანეთს არ იცნობდა, მაგრამ სიკეთეს რა ნაცნობობა სჭირდება. ახლა გიორგი თხუთმეტის არის და... ჯანმრთელადაა.

მერე დათო იყო: «გთხოვთ დამეხმაროთ: მოხუცი ბებია და ავადმყოფი დედა მყავს. დედას წამალი სჭირდება, მაგრამ ფული არ გვაქვს». დათოს დიდი ხნის ძებნის შემდეგ მიაკვლიეს და... ახლა დათოს დედაც ჯანმრთელია.

...ახალი წლის ღამეს ერთი დიდი მაღაზია თითქმის დაცალეს, ჩანთებში ჩაალაგეს და მანქანაში რომ ჩასხდნენ, კიდეც გათოვდა. მარტყოფშიც თოვდა, ბავშვთა სახლი თოვლში იყო ჩაფლული. ბავშვები შინ არ იყვნენ, სტუმრებს გზაში უნდა დავხვდეთო, სირბილით სდიეს მანქანას... იმ საღამოს ფეიერვერკებით განათდა ობლების სახლი და თვალები, რომლის დავიწყება არ შეიძლება.

...ახლა იმ მოხუცზე გიამბობთ, ზაჰესთან, ტყის პირას, ქოხში მარტო რომ ცხოვრობს. ტყეს დიდი არ ეთქმის, მაგრამ იმხელა მაინც არის, საბრალო მოხუცმა ფიჩხი შეაგროვოს და გათბეს. მის პატარა ქოხს მთელი დღე დაეძებდნენ და იპოვეს. ფანჯრების ნაცვლად ცელოფანები ჰქონდა გაკრული, კარის მაგიერ - ფიცრები...

გამოვიდა კატო ბებო კოჭლობით. არ დაიჯერა, - განა მართლა ვინმეს შევეცოდეო?

...ისე როგორ მოხდება, რომ ამისთანა მადლმა ფეხზე არ დაგვაყენოს! ხვალ სხვები დაიზრდებიან - წინ სანთელი, უკან - გზა ნათელი. ახლა ნათელმირონობის სანთელზეც უნდა გიამბოთ და ნათლულებზე - მთლად ახალდაბადებულებზე, ავტობუსებში რომ ჰყავდათ დედებს გულში ჩაკრული. კი, ასეც იყო ომის დღეებში: თბილისის ქუჩებში ავტობუსები იდგა და ავტობუსებში - ახალშობილები. ერთი მხოლოდ ოთხი დღისა. დაბომბვა რომ დაიწყო, ერთი გოგონა ერთი დღის იყო. ექიმებმა, - არ მოგვიკლანო, მისი დედიკო საწოლიდან ააყენეს და თხრილში ჩააწვინეს, თხრილიდან - ავტობუსში. ავტობუსი სამი დღე ქუჩაში იდგა. ჩვილი ძუძუს სწოვდა. დედა ტიროდა. მაგრამ აბა, ანგელოზები რისთვის არიან - მოვიდნენ და ჩვილი შეიფარეს, დაბანეს, მონათლეს. განა მარტო ის ერთი - სხვები.

...რაც გიამბეთ, ეს ზღაპარი აქ არ სრულდება. ისე, როგორც ყველა ზღაპრის მიღმა, მის უკანაც იმედი დგას... ფერიები და ჯადოქრები არასოდეს ქრებიან. უბრალოდ მათ სხვადასხვა სახე აქვთ და სხვადასხვა ადგილზე შეიძლება შეგხვდნენ. ამ შემთხვევაში ინტერნეტში ეძებეთ მისამართით: www.church.ge მართლმადიდებლური ფორუმი. და თუ თქვენც სურვილი გექნებათ, შეუერთდით. შეგიძლიათ ობლებს 1 ლარი შესწიროთ. «მაგთის» ნომრებზე 200-329; «ჯეოსელის» ნომრებზე 700-580.


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ნათია   რას წერენ ჩვენზე პრესაში   May 28 2007, 12:43 PM
marine   ნათია ძალიან მოხა...   May 28 2007, 12:46 PM
Floyd   გაგვაძლიეროს უფალ...   May 28 2007, 12:47 PM
shakuna_   ნათია შენი დამსახუ...   May 28 2007, 12:48 PM
ნიანია   უჰ რა კაია :lol: :P აი ა...   May 28 2007, 01:18 PM
kato_Bato   :) დედა რა კარგია:) აწ...   May 28 2007, 01:19 PM
ნათია   :) დედა რა კარგია:) ა...   May 31 2007, 12:49 AM
ნათია   აჰა შეპირებული "...   May 28 2007, 01:51 PM
_გიორგი_   როცა ვზრუნავთ სხვ...   May 28 2007, 01:59 PM
კანონისტი   გაიხარეთ! დიდი ს...   May 28 2007, 01:56 PM
poposa   "ადამიანები, ვინ...   May 28 2007, 09:33 PM
ნათია   გაიხარე ნათი :) დიდ...   May 28 2007, 10:35 PM
t.l.   ვახ   May 28 2007, 09:39 PM
ხათუნა   გაიხარეთ კეთილი ს...   Jun 21 2007, 03:14 AM
ნათია   გაიხარეთ კეთილი ს...   Jun 22 2007, 12:27 AM
mariami-k   ღმერთმა შეგიწიროთ.   Jun 22 2007, 09:17 AM
sofi89   მეც ვნახე გაზეთი,დ...   Jun 22 2007, 07:38 PM
მნათე   შესანიშნავია :)   Jun 23 2007, 01:28 PM
::სალომე::   ძალიან გამიხარდა , ...   Jun 23 2007, 07:44 PM
ნათია   ძალიან გამიხარდა , ...   Jun 23 2007, 08:00 PM
italieli-dato   ღმერთმა დაგლოცოთ.   Jun 24 2007, 02:00 PM
ბექა.შუხოშვილი†   ნათი მაგარი ხარ გა...   Jun 25 2007, 05:20 AM
ნათია   როგორც მოგეხსენებ...   Jul 16 2007, 02:08 PM
zviadauri   როგორც მოგეხსენებ...   Jul 16 2007, 02:13 PM
მართა   ერთ-ერთ მნიშვნელოვ...   Jul 16 2007, 02:20 PM
ნათია   ერთ-ერთ მნიშვნელო...   Jul 16 2007, 02:27 PM
ნათია   http://img518.imageshack.us/img518/1188/scan0028mg...   Jul 31 2007, 10:56 AM
marine   [url=http://imageshack.us][img]http://img518.imag...   Jul 31 2007, 01:38 PM
ნათია   ჩვენი ფორუმელი poposa-...   Sep 5 2007, 12:16 AM
nini_1   თქვენ გაიხარეთ ხალ...   Sep 5 2007, 12:38 AM
mogzaura   მართლაც და გაიხარე...   Sep 5 2007, 12:41 AM
დავით ივერიელი   კაქები ხართ! უფლ...   Sep 5 2007, 12:44 AM
piligrimi   ნათ რაც არ უნდა იყო...   Sep 5 2007, 01:34 AM
::სალომე::   გაიხარეთ, ღმერთმა ...   Sep 5 2007, 11:20 AM
xornabujeli   :) ღმერთმა ყველა ფორ...   Sep 8 2007, 04:03 AM
ნათია   ჩვენი ფორუმი კვირი...   Sep 21 2007, 12:32 PM
ნიკოლოზ_V   ძაან მაგარია :) ყვე...   Sep 21 2007, 01:03 PM
მათველა   რა კარგია! გილოცა...   Oct 18 2007, 12:03 AM
t.d   ღმერთმა დაგლოცოთ დ...   Oct 18 2007, 10:15 AM
serafita   ღმერთმა დაგლოცოთ ა...   Oct 18 2007, 10:42 AM
მათველა   დაგლოცოთ უფალმა. ძ...   Oct 22 2007, 10:20 PM
jariskaci   სწორედ მაგ წერლით ...   Dec 28 2007, 02:30 AM
teo..   ღმერთმა შეგიწიროთ ...   Jan 17 2008, 07:09 PM
ნათია   2008 წლის მარტში გამო...   May 19 2008, 11:27 AM
marine   2008 წლის მარტში გამო...   May 19 2008, 11:33 AM
უჩა   ნათია ვაა მაგარი ს...   May 19 2008, 11:34 AM
nini_1   ვააა, კარგია, მომილ...   May 19 2008, 11:38 AM
kato_Bato   :wub:   May 19 2008, 11:54 AM
leluka   :wub:   May 19 2008, 02:21 PM
S a l l y   ნაზიი :wub: მეგობარმა...   May 19 2008, 02:27 PM
ნათია   კვირის პალიტრაში №...   Jan 5 2009, 03:58 PM
kato_Bato   :wub:   Jan 5 2009, 04:05 PM
KAIROS   და ვინაა ამ ლამაზი ...   Jan 6 2009, 04:00 AM
ნაინა   :მპუა3: :მეგობრები: :w...   Jan 6 2009, 04:44 AM
მატასი   რა მშვეიერი ზღაპარ...   Jan 6 2009, 12:39 PM
inaina   :* კარგები ხართ   Jan 6 2009, 02:57 PM
lingvo   ბავშვობა გამახსენ...   Jan 6 2009, 03:20 PM
tamuna m   მართლაც, სიკეთე ზღ...   Jan 6 2009, 03:22 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th July 2025 - 03:06 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი