![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
შოთა |
![]()
პოსტი
#1
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,637 რეგისტრ.: 28-July 06 მდებარ.: tel-aviv წევრი № 22 ![]() |
წმინდა გიორგის საფლავი მდებარეობს წმინდა მიწაზე , მისი წამების შემდეგ დაგრძალული იქნა ქალაქ ლოდში.
მეოთხე საუკუნეში აგებული იქნა საფლავზე ბიზანტიური ტაძარი მაგრამ მეშვიდე საუკუნის ნახევარში პარსების შემოსევის შემდეგ ეს ტაძარი იქნა დანგრეული. შემდეგში მეთერთმეტე საუკუნეში ბიზანტიური ეკლესის ნარჩენებზე აშენებული იქნა ახალი ტაძარი ჯვაროსნების მიერ მაგრამ ეს ტაძარიც ასევე მეცამეტე საუკუნეში დანგრეული იქნა ბოლომდე და მის ადგილზე აშენეს მეჩეთი(מסגד אל-עומר) ელ-ომერ რომელის დღეს დღეობითაც ითვლება მთავარი მეჩეთი ქალაქ ლოდში. მიუხედავდ ამისა 1871 წელს თავიდან იქნა აშენებული ახალი მართმადიდებლური ტაძარი წმინდა გიორგის საფლავზე. ![]() როგორც ხედავთ ეკლესიი და მეჩეთი გვერდი გვერდზე დგანან ![]() -------------------- http://www.youtube.com/user/shotka84tube
|
![]() ![]() |
შოთა |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,637 რეგისტრ.: 28-July 06 მდებარ.: tel-aviv წევრი № 22 ![]() |
დღეს ვიყავი კიდე წმინდა გიორგის საფლავზე და ქართველი მამაო გავიცანი მამა მიქაელი, ქართული სახლი რომ არის მაგ ქალაქში, მანდ ცხოვრობს სულ ერთი თვის უკან ჩამოვიდა და დაიწყო მაგ სახლის აღორძინება, მერე ჩვენც მიგვიპატიჟა თან რამოდენიმე ქართველი ვიყავით და გვესაუბრა ძალიან კარგი ადამიანი არის, მართალია სახლს ჯერ კიდე ბევრი რამები ესაჩიროება თითქმის ნოლიდან დაიწყეს ცხოვრება მაგრამ ნელ ნეელა რაღაცები ემატებათ აქაური ქართვლები ეხმარებიან ნაწილობრივ.
მერე მომავლში შეიძლება წმინდა გიორგის საფლავზე წირვები რეგულარულად ჩატარდეს ხოლმე ქართულად ბერძნება მაგ მხრივ კეტილი სურვილი გამოიჩინეს და ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგათ იქნება. -------------------- http://www.youtube.com/user/shotka84tube
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th July 2025 - 07:16 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი