წმინდანობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდანობა |
Ismail |
Oct 4 2008, 02:08 PM
პოსტი
#1
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
ხოდა რა მაინტერესებს:
ქრისტიანული ეკლესია ხო წმინდანად შერაცხავს ხოლმე გარკვეულ პიროვნებეს, ვინც, თავისი ცხოვრებით გამორჩეული იყო მრავალმხრივ... ხოდა: 1. ადამიანი იმიტომ ხდება წმინდანი, რომ მას ეკლესია შერაცხავს წმინდანად (ანუ ადამიანები შერაცხავენ წმინდანად) და იგი შერაცხვამდე წმინდანი არ იყო; თუ 2. ესა თუ ის ადამიანი ისედაც არის წმინდანი და ეკლესიის მიერ მისი წმინდანად შერაცხვა მხოლოდ ამის აღიარებას (თუ რაღაც მსგავსს) წარმოადგენს. ? ანუ წმინდანად შერაცხვა არის წმინდანობის საფუძველი თუ პირიქით, - წმინდანობის შედეგი? მაგალითად, ილია ჭავჭავაძე რომ წმინდანად არ შეერაცხა ეკლესიას, იგი ფრესკებზე და ხატებზე შარავანდედით არ გამოისახებოდა, არ იარსებებდა მისი ტროპარი და სხვა, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ილია ჭავჭავაძე წმინდანი არ იქნებოდა? -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
თამარ |
Jan 8 2009, 04:48 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 114 რეგისტრ.: 17-November 08 მდებარ.: საქართველო, ბორჯომი წევრი № 5,960 |
როგორ ფიქრობთ, წმიდანობის საკითხზე მოკამათე ფორუმელებო, ვიცით ჩვენ რეალურად რამე ამის შესახებ? რამდენი წმიდანი შეიძლება იყოს ერში, ჩვენს გვერდით, ისე, რომ ჩვენ წარმოდგენაც არ გვქონდეს?!
შენდობას ვითხოვ თქვენგან, ამ ფორუმის წევრებისაგან და ასევე იმ სასულიერო პირთაგან, ვინც ამას წაიკითხავს: მამა გაბრიელი წლების განმავლობაში იყო გაგდებული ეკლესიიდანაც და ერიდანაც (გაგონილს ვამბობ, მე, სამწუხაროდ, ხორციელად არ ვიცნობდი), ათანებდა სასაფლაოებზე, 15 წელი მათხოვრობდა, ბოლოს, სიკვდილის წინ მიანიჭეს არქიმანდრიტის წოდება; კარგია, რომ ჩვენი სასულიერო პირების დიდი ნაწილი დღეს მას აღიარებს წმიდანად, თუმცა, ოფიციალურად კანონიზირებული არაა. რა, ეს ნიშნავს რომ სიცოცხლეში არ იყო წმიდანი? ის დაბადებიდანვე (და შეიძლება მანამდეც, რა ვიცით ჩვენ?) იყო წმიდანი! ის არის ბოლო ჟამის წმიდანი, რომელიც საქართველოს გადარჩენისათვის იღწვოდა ხორციელად აქ ყოფნისას და იღწვის დღესაც. ახლა რას ფიქრობთ, მისი კანონიზაციის გაჭიანურება მის წმიდანობაზე ღვთის წინაშე რაიმე გავლენას ახდენს?! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 08:53 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი