![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
ღვთისმსახურებისას და პირად ლოცვებში, განსხვავებული ლოცვების გადასაბმელად, ხშირად გამოიყენება სიტყვები, რომლებიც დავითის ფსალმუნის ერთგვარი პერიფრაზაა. ფსალმუნში წერია:
მოვედით, თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ მას და ვტიროდეთ წინაშე უფლისა, შემოქმედისა ჩვენისა. ეს, ახალი აღთქმის ეკლესიაში შეიცვალა და დღეს, ქართულ ღვთისმსახურებაში და ლოცვანებში ვისმენთ: მოვედით, თაყვანი-ვცეთ მეუფესა ჩვენსა, ღმერთსა. მოვედით, თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩვენსა, ღმერთსა. მოვედით, თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა. კითხვა შემდეგნაირია: რატომ ვტოვებთ პირველ ნაწილში სიტყვას "შეუვრდეთ"? ბერძნულ ორიგინალში ეს სიტყვა არ არის ამოღებული: Δεύτε προσκυνήσωμεν και προσπέσωμεν τω βασιλεί ημών Θεώ. Δεύτε προσκυνήσωμεν και προσπέσωμεν Χριστώ τω βασιλεί ημών Θεώ. Δεύτε προσκυνήσωμεν και προσπέσωμεν αυτώ, Χριστώ τω βασιλεί και Θεώ ημών. სლავურ ვერსიაში კი ამოღებულია: Приидите, поклонимся Цареви, нашему Богу. Приидите, поклонимся и припадемъ Христу, Цареви, нашему Богу. Приидите, поклонимся и припадемъ Самому Христу, Цареви и Богу нашему. ერთადერთი ქართული ლოცვანი, რომელშიც ეს ფორმა შენარჩუნებულია, არის რუსთავის ეპარქიის გამოცემა, რომლის ტექსტიც შეჯერებულია და ჩასწორებული. სწორი ფორმა უნდა იყოს ქვემოთმოყვანილი და სასურველია, ასევე ვთქვათ იგი პირად ლოცვებსა თუ ღვთისმსახურებაში: მოვედით, თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ მეუფესა ჩვენსა, ღმერთსა. მოვედით, თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩვენსა, ღმერთსა. მოვედით, თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა ნაშრომნი ნაყოფთა შენთა ჭამო ნაყოფთა ნაშრომი რაღაა ![]() აი ბატონო იტალიური: "mangiate il pan di doglie" ანუ "ჭამეთ ნაყოფი (il pan ან უფრო ზუსტად il pane- პური, საჭმელი, ნაყოფი) ნაშრომის ( doglie ტკივილის, ნაშრომის, ნაწვალების )... "ჭამონ ნაყოფი მოწეული მძიმე შრომისაგან(გარჯა)" არის ინგლისურში: "To eat bread earned by hard toil" თუ არ ვცდები იგივეა გერმანულში um das Brot der Mühsal zu essen პური წვალებისა ( იგივე ნაყოფი ნაშრომთა) ჭამონ და ბოლოს ეს ფრანგულია: mangeant le pain de la douleur: ანუ ჭამონ პური წვალებისა შინაარსობლივად იგივე ( ნაყოფი ნაშრომისა) ანუ ქართულად მართლაც ვერაა გამართული ახალ ქართულად ასეა: "შენი ხელების ნაყოფს თუ ჭამ" აქ ის "დოლორ" ანუ წვალება, ტანჯვა არ სჩან, თუმცა იგულისხემა, რადგან ადამს ეთქვა "ოფლითა შენითა ჭამდე პურსა შენსა"... ძველ ქართული ან შეცდომაა ან რთულადაა ნათარგმნი, მე კი უფრო ვფიქრობ რომ ძველ ქართული თარგმანი უბრალოდ სიტყვა-სიტყვით მისდევს ბერძნულს და იკარგება აზრი... იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th July 2025 - 04:12 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი