![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
აბე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() აბესალომ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 ![]() |
ამას წინათ მეგობარს ვესაუბრებოდი, რომელიც მეუბნებოდა, რომ დღეს ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც დადიან ეკლესიაში, თავს მრევლად მიიჩნევენ და თითქოს ჭეშმარიტად მართლმადიდებლები არიან, სინამდვილეში არც კი იციან ბევრი ელემენტარული ცხოვრებისეული რამ. არ იციან როგორ უნდა ცხოვრობდეს ჭეშმარიტი მართლმადიდებელი, არ იციან ქრისტეს სწავლებები. დაუჩემებიათ რწმენა უნდა გქონდეს ძლიერიო, ამას გვასწავლიდა ქრისტეო. და მარტო ამას? მთელი სახარება ხომ სწავლებებითაა სავსე?! მათ არც წაუკითხავთ სახარება და არც წირვაზე ისმენენ. ან სულაც ისმენენ, მაგრამ არ ესმით, ან ნაწილობრივ ესმით და არ იღწვიან იმისთვის რომ სრულიად გაიგონ. წირვებზე ხშირად იცვლიან ადგილს და ხელს უშლიან სხვებს, ყურადღებას უფანტავენ... საუბარსაც არ ერიდებიან; ეკლესიაში თითქოს თავიანთი ტერიტორიული ადგილი აქვთ დასაკუთრებული და ყოველთვის იქ დგანან ღვთისმსახურების დროს, მაგრამ თუ დაიგვიანებენ და იმ ადგილას სხვა დახვდებათ იმის მაგივრად რომ აღიარონ "ჩემი ბრალია რომ დავიგვიანეო" ჩხუბს უტეხავენ "ეს ჩემი ადგილია და დამაყენეო", ნაცვლად იმისა, რომ გაჩუმდნენ და მოუსმინონ მრვდელსა თუ მედავითნეს.... იმის მაგივრად, რომ ღვთისმსახურების დროს მედავითნის, მღვდლისა და მგალობლების მიერ წარმოთქმული თითოეული სიტყვა გულში გაატარონ, ყურშიც არ ატარებენ და იმაზე ფიქრობენ, ეს მგალობლები რანაირად გალობენ, ესენი რასაა რო აკეთებენო და ა.შ....
მოკლეთ, მაგალითების მოყვანას თავს დავანებებ, რადგანაც უამრავია და მათზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს. ჩვენ ვისაუბროთ უშუალოდ პრობლემასთან დაკავშირებით. რას იტყვით, ასეა თუ ისე, უღირსი მრევლი გვყავს და ვერსად დავმალავთ... უფრო მეტიც, მრევლის ნახევარზე მეტი ფორმალურადაა მრევლი... რას იტყვით ამ პრობლემასთან დაკავშირებით? ეკლესიაში სიარული მოდა ხომ არაა რომ მიყვე მას და იმიტომ იარო, რადგანაც სხვები დადიან?! ეკლესიაში სიარული მოდაში ყოფილაო და მეც ვივლიო. სტიქაროსნებზე საერთოდ არაფერს ვამბობ. პირადად მე ვიცი შემთხვევა, როდესაც სტიქაროსნები ეკლესიიდან გამოსვლის შემდეგ უბანში საქმეებს არჩევენ და ე.წ. ძველი ბიჭები არიან. სტიქაროსნობაც მოდაში შემოვიდა?! ძალიან აქტუალური თემაა, და საინტერესოა თქვენი მოსაზრებები... -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
![]() ![]() |
sergi_glaxa |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 ![]() |
აღარ არის მოდაში, გადავიდა
![]() ![]() |
xornabujeli |
![]()
პოსტი
#3
|
![]() giorgi ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,304 რეგისტრ.: 24-July 07 მდებარ.: Zveli Tbilisi. წევრი № 2,509 ![]() |
აღარ არის მოდაში, გადავიდა ![]() ![]() ![]() აბე რასაც წერს სამწუხაროდ ესეც მართალია სტიქაროსნებთან მიმართებაში,სხვისი განკვითხვა ნადვილად არ მინდა,რადგან მეც სტიქაროსანი ვარ,და ჯერ კიდევ შორს ვარ ჭეშმარიტი ქრისტიანის რწმენისაგან,ღმერთმა გაგვაძლიეროს და ინებოს რომ ჩვენი საქციელით სხვა ადამიანი არ დაგვებრკოლებინოს ,არამედ კეთილი ქცევისადა მაგალითის მიმცემნი ვყოფილიყავით. -------------------- "Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
---------------------------------------------- "აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს." ''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული! ''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!" ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- "Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always." |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th August 2025 - 02:53 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი