ქართული ხალხური სიმღერა, სჯა-ბაასი და ჩანაწერები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული ხალხური სიმღერა, სჯა-ბაასი და ჩანაწერები |
ვეშაპო |
Jan 29 2007, 01:30 AM
პოსტი
#1
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
აბა, მოგილოცავთ ახალი განყოფილების დამატებას.
გთხოვთ, შემობრძანდეთ და გამოთქვათ თქვენი აზრი ქართულ სიმღერასთან დაკავშირებით. ასევე, თუ შეძლებთ ჩანაწერების დადებას, ფრიად მისასალმებელი იქნება. მეც ნელ-ნელა ავტვირთავ რაღაცეებს. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
Nanio |
Feb 3 2007, 09:37 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,799 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: პავლოვი წევრი № 969 |
ფესვებიც ნორმალურად მღერის, მაგრამ ძალიან სწრაფად მღერიან და არ უხდება.
misdevs mela loms არ, ცდები ეგაა. რთულია უფრო, თუმცა ძირი ერთი აქვს ორივეს. აჭარული უფრო არქაულია. რომ მოვუსმინე მივხვდი და მაგიტომ წაცშალე მერე ჩემი დაწერილი ისე ამ მეორე წინადადების აზრი კარგად ვერ გავიგე კარგად -------------------- მეკენდარია? |
ვეშაპო |
Feb 3 2007, 11:28 PM
პოსტი
#3
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
misdevs mela loms
ციტატა ისე ამ მეორე წინადადების აზრი ვერ გავიგე კარგად აბსოლუტურად ერთი და იგივე სიმღერაა, თუმცა პირველსახე მაინც ისეთი იყო, როგრც აჭარულ ვარიანტშია. გურული მაინც გამშვენებულია, რაც გურულებისათვის დამახასიათებელია. მე დავდებ ერთი და იგივე აჭარულ და გურულ სიმღერებს და თვითონ მიხვდები, რომ აჭარული ვარიანტი არის დაკონსერვებული, ანუ თითქმის პირველსახე, ხოლო გურულები ამშვენებენ. აჭარლები და გურულები, არის ერთი ხალხი, ხოლო ორივე მესხური წარმოშობის არიან. გურული ფოლკლორი ყველაზე ახლოს აჭარულ ფოლკლორთან დგას. სხვ ათაშორის გურულებს ძალიან ცოტა აქვთ ისეთი სიმღერები, რომლებიც სხვა კუთხეებში არ მოიპოვება. პრინციპში მარტო გურულებს არა, თითქმის ყველა კუთხეს (მთის კუთხეების გარდა). მე, მაგალითად, ეხლა, უცებ, ერთი სიმღერა მახსენდება გურული, რომელიც მარტო გურულებს ეკუთვნით, ასე ვთქვათ, მათი ექსკლუზივია. ესაა "წამოკრული". მაგალითისთვის, აჭარულ ხასანბეგურას რომ მოუსმინო, ვერ მიხვდები, რომ ხასანბეგურაა, თუმცა აბსოლუტურად იგივეა, რაც გურული ხასანბეგურა. ხასანბეგურა - აჭარული ხასანბეგურა - გურული ხასანბეგურა - გურული (გარდამავალი გურულს და აჭარულს შორის) დელი-დელა (მაყრული) - აჭარული მაყრული - გურული შვიდკაცა - აჭარული შვიდკაცა - გურული აჭარული მაყრული - აჭარული აჭარული მაყრული - გურულების გადაკეთებული ვოისა - აჭარული ვოისა - გურულების გადაკეთებული -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 05:18 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი