![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
აბე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() აბესალომ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 ![]() |
ამას წინათ მეგობარს ვესაუბრებოდი, რომელიც მეუბნებოდა, რომ დღეს ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც დადიან ეკლესიაში, თავს მრევლად მიიჩნევენ და თითქოს ჭეშმარიტად მართლმადიდებლები არიან, სინამდვილეში არც კი იციან ბევრი ელემენტარული ცხოვრებისეული რამ. არ იციან როგორ უნდა ცხოვრობდეს ჭეშმარიტი მართლმადიდებელი, არ იციან ქრისტეს სწავლებები. დაუჩემებიათ რწმენა უნდა გქონდეს ძლიერიო, ამას გვასწავლიდა ქრისტეო. და მარტო ამას? მთელი სახარება ხომ სწავლებებითაა სავსე?! მათ არც წაუკითხავთ სახარება და არც წირვაზე ისმენენ. ან სულაც ისმენენ, მაგრამ არ ესმით, ან ნაწილობრივ ესმით და არ იღწვიან იმისთვის რომ სრულიად გაიგონ. წირვებზე ხშირად იცვლიან ადგილს და ხელს უშლიან სხვებს, ყურადღებას უფანტავენ... საუბარსაც არ ერიდებიან; ეკლესიაში თითქოს თავიანთი ტერიტორიული ადგილი აქვთ დასაკუთრებული და ყოველთვის იქ დგანან ღვთისმსახურების დროს, მაგრამ თუ დაიგვიანებენ და იმ ადგილას სხვა დახვდებათ იმის მაგივრად რომ აღიარონ "ჩემი ბრალია რომ დავიგვიანეო" ჩხუბს უტეხავენ "ეს ჩემი ადგილია და დამაყენეო", ნაცვლად იმისა, რომ გაჩუმდნენ და მოუსმინონ მრვდელსა თუ მედავითნეს.... იმის მაგივრად, რომ ღვთისმსახურების დროს მედავითნის, მღვდლისა და მგალობლების მიერ წარმოთქმული თითოეული სიტყვა გულში გაატარონ, ყურშიც არ ატარებენ და იმაზე ფიქრობენ, ეს მგალობლები რანაირად გალობენ, ესენი რასაა რო აკეთებენო და ა.შ....
მოკლეთ, მაგალითების მოყვანას თავს დავანებებ, რადგანაც უამრავია და მათზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს. ჩვენ ვისაუბროთ უშუალოდ პრობლემასთან დაკავშირებით. რას იტყვით, ასეა თუ ისე, უღირსი მრევლი გვყავს და ვერსად დავმალავთ... უფრო მეტიც, მრევლის ნახევარზე მეტი ფორმალურადაა მრევლი... რას იტყვით ამ პრობლემასთან დაკავშირებით? ეკლესიაში სიარული მოდა ხომ არაა რომ მიყვე მას და იმიტომ იარო, რადგანაც სხვები დადიან?! ეკლესიაში სიარული მოდაში ყოფილაო და მეც ვივლიო. სტიქაროსნებზე საერთოდ არაფერს ვამბობ. პირადად მე ვიცი შემთხვევა, როდესაც სტიქაროსნები ეკლესიიდან გამოსვლის შემდეგ უბანში საქმეებს არჩევენ და ე.წ. ძველი ბიჭები არიან. სტიქაროსნობაც მოდაში შემოვიდა?! ძალიან აქტუალური თემაა, და საინტერესოა თქვენი მოსაზრებები... -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
![]() ![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა გთხოვთ გულისხმიერებით მოეკიდოთ პრობელმას. როგორ? ნუ იქნება ოღონდ ბუნტი ხომ ![]() კი ძაან მაგარია, სტიქაროსანი გახდები და გოგოები დაგიმესიჯებენ, წირვის დროს საკურთხეველთან დააბირჟავებ და მაგარი როჟა გამოჩნდები... მერე ოჯახში რომ მიხვალ და სასიმამრო-სასიდედროს გაიცნობ, იტყვიან - აი მორწმუნე ბიჭია, ღვთისნიერიო და... ხო რა თქმა უნდა ცოლს მამაო აგირჩევს მრევლიდან, - შეგონებით "ლოგინში მაღლა არ აუშვა, მდედრიაო" დაგაქორწინებს და ეგაა რა... მერე მიხვალ რომელიმე ეპისკოპოსთან, ეტყვი, არიქა დედაჩემის ბიძა ქაშვეთში მსახურებდა ადრე, თქვენ შესამოსელი გაჩუქათ, გახსოვთოო? და ისიც ხელს მოგიწერს სემინარიის რეკომენდაციაზე... ასე გახდები მღვდელი და ერთხელ ჩემნაირი სტიქაროსანი რომ გეტყვის, მამაო ზრდილობა გამოიჩინეთ თორე ანაფორას შემოგახევთო - იწყენთ. ნუ ჩემ მაგალითზე რა, მაგარი არ მაინტერესებს ეს უწი-ბუწი გოგოშკები და მითუმეტეს პირჯვაგერლები. შობას წავიკითხე საშობაო ეპისტოლე დიდუბის ამბიონიდან, მემგონი პირველი ერისკაცი ვარ ვინც ეს გააკეთა და მივხვდი რა კოშმარია ამათი აქეთ-იქით ტარება, თუმცა ტონს ვუწევდი და ჩუმდებოდნენ... ეს ყველაფერი რომ დამთავრდა 4 გოგომ დამირეკა, შენი გაცნობა მინდაო... თქვენი აზრით რას აკეთებდნენ ისინი ტაძარში? რაც შეეხება ღმერთის ანეკდოტებს ამ ვულგარულ და ყოვლადსულელურ, დიდგორული პათოსის პასაჟს არ გამოვეხმაურები, რამდენადაც ამ ანეკდოტებს მე არ ვიგონებ და სხვათაშორის უპროგრესულესი მამებისგან ვიცი. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
Amuza |
![]()
პოსტი
#3
|
![]() გიორგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 ![]() |
"ლოგინში მაღლა არ აუშვა, მდედრიაო" ![]() რას აღარ დაწერ და მოიგონებ ხოლმე ![]() -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 11:46 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი