სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| აბე |
Jan 9 2009, 02:45 PM
პოსტი
#1
|
![]() აბესალომ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
ამას წინათ მეგობარს ვესაუბრებოდი, რომელიც მეუბნებოდა, რომ დღეს ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც დადიან ეკლესიაში, თავს მრევლად მიიჩნევენ და თითქოს ჭეშმარიტად მართლმადიდებლები არიან, სინამდვილეში არც კი იციან ბევრი ელემენტარული ცხოვრებისეული რამ. არ იციან როგორ უნდა ცხოვრობდეს ჭეშმარიტი მართლმადიდებელი, არ იციან ქრისტეს სწავლებები. დაუჩემებიათ რწმენა უნდა გქონდეს ძლიერიო, ამას გვასწავლიდა ქრისტეო. და მარტო ამას? მთელი სახარება ხომ სწავლებებითაა სავსე?! მათ არც წაუკითხავთ სახარება და არც წირვაზე ისმენენ. ან სულაც ისმენენ, მაგრამ არ ესმით, ან ნაწილობრივ ესმით და არ იღწვიან იმისთვის რომ სრულიად გაიგონ. წირვებზე ხშირად იცვლიან ადგილს და ხელს უშლიან სხვებს, ყურადღებას უფანტავენ... საუბარსაც არ ერიდებიან; ეკლესიაში თითქოს თავიანთი ტერიტორიული ადგილი აქვთ დასაკუთრებული და ყოველთვის იქ დგანან ღვთისმსახურების დროს, მაგრამ თუ დაიგვიანებენ და იმ ადგილას სხვა დახვდებათ იმის მაგივრად რომ აღიარონ "ჩემი ბრალია რომ დავიგვიანეო" ჩხუბს უტეხავენ "ეს ჩემი ადგილია და დამაყენეო", ნაცვლად იმისა, რომ გაჩუმდნენ და მოუსმინონ მრვდელსა თუ მედავითნეს.... იმის მაგივრად, რომ ღვთისმსახურების დროს მედავითნის, მღვდლისა და მგალობლების მიერ წარმოთქმული თითოეული სიტყვა გულში გაატარონ, ყურშიც არ ატარებენ და იმაზე ფიქრობენ, ეს მგალობლები რანაირად გალობენ, ესენი რასაა რო აკეთებენო და ა.შ....
მოკლეთ, მაგალითების მოყვანას თავს დავანებებ, რადგანაც უამრავია და მათზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს. ჩვენ ვისაუბროთ უშუალოდ პრობლემასთან დაკავშირებით. რას იტყვით, ასეა თუ ისე, უღირსი მრევლი გვყავს და ვერსად დავმალავთ... უფრო მეტიც, მრევლის ნახევარზე მეტი ფორმალურადაა მრევლი... რას იტყვით ამ პრობლემასთან დაკავშირებით? ეკლესიაში სიარული მოდა ხომ არაა რომ მიყვე მას და იმიტომ იარო, რადგანაც სხვები დადიან?! ეკლესიაში სიარული მოდაში ყოფილაო და მეც ვივლიო. სტიქაროსნებზე საერთოდ არაფერს ვამბობ. პირადად მე ვიცი შემთხვევა, როდესაც სტიქაროსნები ეკლესიიდან გამოსვლის შემდეგ უბანში საქმეებს არჩევენ და ე.წ. ძველი ბიჭები არიან. სტიქაროსნობაც მოდაში შემოვიდა?! ძალიან აქტუალური თემაა, და საინტერესოა თქვენი მოსაზრებები... -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
![]() ![]() |
| აბე |
Jan 10 2009, 03:30 AM
პოსტი
#2
|
![]() აბესალომ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
გთხოვთ სანამ მთლიანად არ წაიკითხავთ ამ პოსტს და კარგად არ გაიაზრებთ, მანამდე არ დაწეროთ არაფერი, რადგანაც შეიძლება თქვენი კითხვის პასუხი ბოლოში ეწეროს სადმე!
წამოიჭრა საკითხი, ასეთმა საუბრებმა შეიძლება თუ არა დააბრკოლოს ახალბედა მრევლის წევრი, რომელიც ახლახანს მივიდა კლესიაში და ან ახლა აპირებს. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს თემა სწორედ იმიტომ გავხსენი, რომ მათთვის ეს პრობლემა გადაჭრილი ყოფილიყო. ისინი კი არ დამებრკოლებინა, არამედ დავხმარებოდი. მართალია ადამიანი ეკლესიაში მისვლას სანამ გადაწყვეტს, მანამდე წინასწარ ამ ფორუმზე არ შემოვა და რომც შემოვიდეს "აბა ვნახო რა ხალხია ეს მრევლი, როგორი აზროვნება აქვთ... ხო უნდა ვიცოდე საითკენ უნდა შევცვალო ჩემი ცხოვრებაო" , შეიძლება ვერც იპოვოს მაინც და მაინც ეს თემა და კონკრეტულად ჩემი ეს პოსტი, რომელშიც ახლა ვაპირებ ერთგვარი რეზიუმე გავაკეთო მთელი დღის ნალაპარაკევისა და დამსჯელის და ავხსნა რატომ გავხსენი ეს თემა და რა არის ამ პრობლემის გადაჭრის გზა; ეს რეზიუმე ნათელს მოჰფენს იმასაც, რომ ეს ლაპარაკი ახალბედების დამაბრკოლებელი კი არ იყო, არამედ დამხმარე. თემა უაზროდ ნამდვილად არ გახსნილა: შეიძლება არიან ისეთი ფორუმელებიც,რომლებიც ჯერ ახალბედები არიან ეკლესიური ცხოვრების მხრივ, და მათთვის საინტერესო იქნება ეს ჩემი რეზიუმე. და თუ თქვენც მოგეწონებათ ეს ჩემი ნააზრევი, თქვენც ეტყვით ვინმეს და ჩვენ წილ საქმეს ყველანი გავაკეთებთ: "ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ". მაშ ასე, დავიწყოთ. რა არის პრობლემა? პრობლემა არის, ის რომ მრევლის უმრავლესობა არ არის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი, აზრზეც არ არიან ჭეშმარიტებისკენ მიმავალი გზა როგორია და ეკლესიაში ფორმალურად მოდის გამო დადიან. რა არის ამის მიზეზი? იყო მოსაზრებები: 1) რომ ეს თვითონ ამ ხალხის ბრალია; 2) რომ ეს სამღვდელოების ბრალია რადგანაც თვითონ მღვდლები არიან უღირსნი და არ ძალუძთ ხალხის ნორმალური დამწყემსვა და სწორ გზაზე დაყენება; 3) რომ ეს ღირსეული სასულიერო პირების ბრალიც არის, რადგანაც "არ დადიან ეზო-ეზო და კარ და კარ საქადაგებლად", ანუ ისინი თავიანთ მოვალეობას ღირსეულად ასრულებენ, მაგრამ არა აქვთ ამბიცია იმისა, რომ უფრო მეტი იქადაგონ, მეტი რამ გააკეთონ დასმული პრობლემის გადასაწყვეტად. ისინი მხოლოდ იმ მრევლს მწყემსავენ, რომლებიც თვითონ იღწვიან გამოსწორებისთვის და ჭეშმარიტი გზის პოვნისკენ. ხოლო ის ვინც არ იღწვის ამისთვის, მისთნაირების გამოსწორების ამბიცია არ მოდის ღირსეული სამღვდელოებისაგან. 4) რომ ეს ჩვენი საქმე არ არის და არ უნდა განვიკითხოთ სხვა და ჩვენს თავს მივხედოთ... სამღვდელოება სწორს აკეთებს თუ არ აკეთებს, ეს ჩვენ არ გვეხება. მინდა ამ 4-ივეზე ჩემი აზრი დავწერო და საბოლოოდ მგონი ყველა დამეთანხმებით. მე-4-დან დავიწყებ: ჩვენ არავის არ განვიკითხავთ, არც საპატრიარქოს, არც უღირს მღვდლებს და არც არავის. ჩვენ უბრალოდ ვსაუბრობთ და ვეძებთ დასმული პრობლემის მიზეზებს. ვცემ პასუხს მე-2 პოზიციას: მე ვიცი, რომ ერთი მღვდელი წირვაზე ცუდად გახდა, რადგანაც "პახმელიაზე" იყო. გავიდა გარეთ ეზოში და იქიდან განაგრძო... ასეთებიც და უარესებიც ხდება. მართლაც არიან ისეთები, ვისაც დამწყემსვაც არ შეუძლია და არც მააგალითის მიცემა საკუთარი თავიდან. ჩემი აზრით, ასეთი მღვდლის მრევლი მართლაც ძალიან ახლოს იქნება ჩვენს მიერ დასმულ პრობლემასთან. თუმცა, ხაზს ვუსვამ: ცალკე ხომ მაინც გვითქვამს ყველას "არსებობენ ასეთი მღვდლებიცო. არ განვიკითხავ მე, თუ რამეს სცოდავენ ღმერთმა შეუნდოთო" ? ხო ვამბობთ ხოლმე? ხო გვითქვია? - გვითქვია და ხანდახან ახლაც ვამბობთ ხოლმე. ხოდა რატომ გამოიწვია ამის ფორუმზე დაწერამ ამხელა აჟიოტაჟი, როცა ცალკე ყველას უთქვია ეს ან გაუფიქრია. ჩვენ ხომ არ განვიკითხავთ ასეთ მღვდლებს?! ვცემ პასუხს 1-ელ პოზიციას: რა თქმა უნდა კაცი თუ არ გადადგამს ნაბიჯს, ეს მხოლოდ მისი ბრალია, რადგანაც არ მოინდომა. ხალხური ანდაზაც არის "რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო". ასე, რომ ჩვენ თუ არ ვინდომებთ, ეს ჩვენი ბრალია, რადგანაც არავის უთქვამს ჩვენთვის არ მოინდომოვო, არავის დაუშლია. "არ დაუშლია" ერთია, მაგრამ "არც რჩევა მოუცია" მეორე. მივადექით მე-3 პოზიციას, ღირსეული სასულიერო პირების შესახებ. ისინი არ იჩენენ ამბიციას იარონ კარ და კარ და ეზო-ეზო და მოაქციონ ხალხი. თუმცა მაინც ღირსეულნი არიან, რადგანაც კარგად მოძღვრავენ მათ ღირსეულ მრევლს, რომელსაც ჩვენს მიერ დასმული პრობლემა არა აქვთ და კარგ მაგალითსაც უჩვენებენ მათ. გავიხსენოთ იესო რას ეუბნებოდა ფარისევლებს, რომლებიც ეკითხებოდნენ რატომ ჭამ და სვამ ცოდვილებთანო. რატომ ურთიერთობ მათთანო. იესო კი ეუბნებოდა, ექიმი ჯანმრთელთ კი არ სჭირდებათ, არამედ ავადმყოფებსო. მაგრამ გავიხსენოთ იესო რას ამბობდა როდესაც იგავებით ელაპარაკებოდა ხოლმე ხალხს: ვისაც ყურები აქვს სასმენელად ისმინოს! ეს ორი დებულება თითქოს წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან ერთი შეხედვით: "ვისაც ყურები აქვს სასმენელად ისმინოს" -ეს ხომ ნიშნავს, რომ ვისაც მოსმენა უნდა გაიგონებს და მიხვდება კიდეც იგავის შინაარსს, გაიგებს კიდევ ერთ ჭეშმარიტებას ღვთისას. თვითონ იესო ამბობდა ამაზე, თვალები აქვთ და ვერ ხედავენ, ყურები აქვთ და არ ისმენენ, რათა არ შეინანონ და არ მიეტევოთ! ამიტომაც, რადგანაც ასე აქვთ გული გაქვავებული და თვალები აქვთ და ვერ ხედავენ, ყურები აქვთ და არ ისმენენ და არ უნდათ გამოსწორება და შესაბამისად ფორმალურად უსმენდნენ იესოს ქადაგებებს(ისევე, როგორც ფორმალურად დადის მრევლის უმრავლესობა დღეს ეკლესიაში, მოდის გამო.. სამწუხაროდ...), ვისაც აქვს ყურები სასმენელად იმან ისმინოსო, ანუ ვისაც უნდა რომ გაიგოს გაიგებს. რა გამოვიდა? - ის გამოვიდა, რომ თვითონ იესოც არ ქადაგებდა მათთვის, ვისაც არ უნდოდა გამოსწორება. და მაშინ რატომ ამბობს იგი ექიმი ჯანმრთელთ კი არ სჭირდებათ, არამედ ავადმყოფებსო? თუ ავადმყოფებს სჭირდებათ ექიმი, მაშინ ექადაგაო ყველასთვის ზოგი გაიფიქრებს. იტყვიან "თუ იესო ამბობდა, რომ ექიმი ავადმყოფებს სჭირდებათ და არა ჯანმრთელებსო, მაშინ ხომ ისინიც ავადმყოფები არიან ვისაც გული აქვთ გაქვავებული, არ ინდომებენ გამოსწორებას და თვალები აქვთ და ვერ ხედავენ, ყურები აქვთ და ვერ ესმითო. ესენი არიან სნეულები თუ არიან და მათ სჭირდებათ სწორედ ექიმიო." მაგრამ ნურავინ იფიქრებს ასე!, რადგანაც ავადმყოფებში ისინი არ იგულისხმა იესომ, ვისაც გამოსწორება არ უნდოდა და თვალები ჰქონდათ და ვერ ხედავდნენ და ყურები ჰქონდათ და ვერ ესმოდათ. ესენი არ უგულისხმია ავადმყოფებში. რატომ? ის მეძავები, მებაჟეები და სხვა ცოდვილები, რომლებთან ურთიერთობის გამოც თქვა იესომ ექიმი ავადმყოფებს სჭირდებათო, ხომ მივიდნენ იესოსთან, ხომ მოინდომეს გამოსწორება? ეს ის ავადმყოფები არიან, რომლებმაც მოინანიეს და გამოსწორება გაიზრახეს. ხოდა ეს განსხვავებაა მათ შორის: ვინც მოინდომა ის ავადმყოფი მივიდა ექიმთან და ვინც არ მოინდომა ექიმთან მისვლა დარჩა ასე დაავადებული. ახლა გადმოვიტანოთ ეს ყველაფერი მღვდლებზე. ისინიც ხომ იმას აკეთებენ დღეს, რაც ქრისტემ გააკეთა თავის სიცოცხლეში. შესაბამისად დღეს მღვდლებმა არ უნდა იარონ ეზო-ეზო და კარ და კარ და არ უნდა იქადაგონ უფრო გაშმაგებით, როგორც ზოგი მიიჩნევს (დღეს ეს პრობლემა რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ისე დიდია, რომ მართლა ეზო-ეზო უნდა იარონ მეუფეებმა და იქადაგონო... ისე დაეცა ერიო). რატომ? იმიტომ რომ ქადაგება საკმარისზე მეტია და ვისაც ყურები აქვს სასმენელად ისმინოს! რადგანაც ვინც შეეცადა გამოსწორებას და გულით მივიდა ეკლესიაში და არა მოდის გამო, მიაღწია მიზანს და იპოვა ჭეშმარიტი გზა. ამისთვის ქადაგებაც საკმარისი იყო და არ დასჭირდა მას მეუფეების კარ და კარ და ეზო-ეზო სიარული. ვისაც მღვდელი არ მოეწონა, ჩათვალა, რომ განა მღვდელი იყო ცუდი, არამედ ვერ შეეწყო მას, ვერ ესმოდა მისი. ადგა და სხვა მღვდელთან მივიდა. ასე რომ ვინც ინდომებს და ცდილობს მისთვის არ არის დაბრკოლება არც "ცუდი" მღვდელი და არც არაფერი. აი ეს იყო რისი თქმაც მინდოდა. -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
აბე სტიქაროსნობა მოდაშია?! Jan 9 2009, 02:45 PM
Miu სტიქაროსნობა არა ს... Jan 9 2009, 02:47 PM
sergi_glaxa აღარ არის მოდაში, გ... Jan 9 2009, 02:48 PM
xornabujeli
აღარ არის მოდაში, გ... Jan 9 2009, 02:59 PM
აბე
:) ეგ მართალია,ამის ... Jan 9 2009, 03:07 PM
Miu მოდაზე თუ ვლაპარაკ... Jan 9 2009, 02:53 PM
აბე ყოფილი მართლმადიდ... Jan 9 2009, 02:53 PM
kato_Bato გთხოვთ გულისხმიერ... Jan 9 2009, 02:57 PM
mekaje აბე
მართალი ხარ.
ალ... Jan 9 2009, 03:03 PM
Miu ერთი მხრიდან უყურე... Jan 9 2009, 03:05 PM
mekaje Miu
შენ გვითხარი დან... Jan 9 2009, 03:07 PM
Miu
Miu
შენ გვითხარი დან... Jan 9 2009, 03:14 PM
აბე
ვიგულისხმე რომ თქ... Jan 9 2009, 03:19 PM
მნათე აჰაჰაჰაჰაჰა! მაგ... Jan 9 2009, 03:07 PM
აბე
აჰაჰაჰაჰაჰა! მაგ... Jan 9 2009, 03:12 PM
Miu
აჰაჰაჰაჰაჰა! მაგ... Jan 9 2009, 03:16 PM
T_a_M_o
ამას წინათ მეგობა... Jan 9 2009, 03:09 PM
kato_Bato მნათე
ცოტა ფრთხილ... Jan 9 2009, 03:13 PM
kato_Bato აბე
ერთმანეთIსკენ ... Jan 9 2009, 03:14 PM
Miu მეც ვიცი ჯონდო მოძ... Jan 9 2009, 03:24 PM
mekaje Miu
:კი1: სტიქაროსნებ... Jan 9 2009, 03:25 PM
Miu მეც ვიცი ჯონდო მოძ... Jan 9 2009, 03:26 PM
აბე მოდით, ყველაზე მნი... Jan 9 2009, 04:10 PM
Miu
არის თუ არა ამ პრო... Jan 9 2009, 04:32 PM
kato_Bato იმსჯელეთ ისე, რომ მ... Jan 9 2009, 04:13 PM
აბე kato_Bato
მსჯელობის დრო... Jan 9 2009, 04:38 PM
Miu
kato_Bato
მსჯელობის დრო... Jan 9 2009, 04:40 PM
აბე
ალბათ
მდაააააა......
... Jan 9 2009, 04:54 PM
Miu
მდაააააა......
საიინტ... Jan 9 2009, 05:13 PM
მარიამი ძალიან კარგი მოძღვ... Jan 9 2009, 04:49 PM
აბე
ძალიან კარგი მოძღ... Jan 9 2009, 05:07 PM
mekaje Miu
100% :კი1:
საერთოდ, ა... Jan 9 2009, 05:10 PM
მარიამი
სწორედაც რომ საპა... Jan 9 2009, 05:14 PM
აბე
სწორედაც რომ საპა... Jan 9 2009, 05:38 PM
subterranean მართალია აბე, 100%-ით ... Jan 9 2009, 05:19 PM
.:Lela:. ყველაფერი ალბათ მა... Jan 9 2009, 05:34 PM
აბე
ყველაფერი ალბათ მ... Jan 9 2009, 05:49 PM
Amuza მასე არა ახლა ასე ა... Jan 9 2009, 05:47 PM
kato_Bato MIU, დაიცავი რა ფორუმ... Jan 9 2009, 06:54 PM
ართი ვარდი აბე
ძალიან სამწუხა... Jan 9 2009, 07:17 PM
kato_Bato ართი ვარდი
:დიახ: Jan 9 2009, 08:07 PM
natianatushki ძალიან გთხოვთ,შეეშ... Jan 9 2009, 08:36 PM
kato_Bato
ჩათვალეთ, რომ ეს არ... Jan 9 2009, 08:44 PM
KveS_! საეკლესიო პირებიც ... Jan 9 2009, 08:47 PM
natianatushki კიდე ერთს დავამატე... Jan 9 2009, 08:58 PM
KAIROS პრობლემა არის და ა... Jan 9 2009, 09:55 PM
kato_Bato KAIROS
ეს თემა ისევ მხო... Jan 9 2009, 10:12 PM
KveS_! ისე ჯობია დააწერო... Jan 9 2009, 10:41 PM
Miu აქ აუცილებელია "მ... Jan 9 2009, 11:14 PM
მნათე
როგორ? ნუ იქნება ო... Jan 9 2009, 11:20 PM
Amuza
"ლოგინში მაღლა ა... Jan 10 2009, 12:54 AM
მნათე
ხო, ვთქვათ არა შეფ... Jan 9 2009, 11:43 PM
piligrimi ნუ მე ვარ რიგითი უღ... Jan 9 2009, 11:47 PM
მნათე
ჩემი ყურით გამიგო... Jan 10 2009, 01:11 AM
ნაინა ბევრი რამ რომ ხდებ... Jan 10 2009, 02:17 AM
milana
ბევრი რამ რომ ხდებ... Jan 13 2009, 11:10 PM
elenele
ეხა გული გამისკდა ... Jan 14 2009, 08:53 AM
მნათე მაძიებლობის პრობლ... Jan 10 2009, 03:45 AM
აბე
მაძიებლობის პრობლ... Jan 10 2009, 03:49 AM
KAIROS
კარგია, მაგრამ უნდ... Jan 10 2009, 03:54 AM
აბე
თუ ძებნა არ უნდა მ... Jan 10 2009, 11:23 AM
მნათე KAIROS
არჩევანის პრობ... Jan 10 2009, 04:40 AM
აბე
KAIROS
არჩევანის პრობ... Jan 10 2009, 11:51 AM
kato_Bato :wub: ასე :)
არა, ნუ იქნ... Jan 10 2009, 09:47 AM
მნათე
კარგი რა, დინამიურ... Jan 10 2009, 10:06 AM
kato_Bato აბე
სისულელე დაწერ... Jan 10 2009, 11:27 AM
mekaje აბე
მნათე
ბრავოოო... Jan 10 2009, 11:53 AM
აბე
[b]აბე
მნათე
ბრავოო... Jan 10 2009, 11:59 AM
თათარაშვილი
-განიღმრთოს Jan 10 2009, 12:00 PM
აბე
-განიღმრთოს
მადლ... Jan 10 2009, 12:02 PM
mekaje აბე
მეც. :)
როცა ახა... Jan 10 2009, 12:04 PM
აბე
აბე
მეც. :)
როცა ახა... Jan 10 2009, 12:10 PM
აბე mekaje
კაი ხო, არ ვიცოდ... Jan 10 2009, 12:20 PM
მნათე აი ღამენათევი რომ ... Jan 10 2009, 12:08 PM
mekaje აბე
აი ქალი :D :*
შენ... Jan 10 2009, 12:17 PM
mekaje აბე
:* :* :* Jan 10 2009, 12:21 PM
თათარაშვილი აბე
:user:
მეგობრებო,... Jan 10 2009, 12:40 PM
KAIROS
ტკბილო :) ეს მე "ჩა... Jan 10 2009, 08:35 PM
m16
ხო ცვეტშია ;) Jan 10 2009, 08:38 PM
აბე KAIROS
მე არც არაფერს შ... Jan 10 2009, 09:05 PM
მნათე მოვედი, მაგრამ აქ დ... Jan 10 2009, 09:49 PM
KAIROS აბე,
დიდად ვერ გატყ... Jan 10 2009, 10:07 PM
აბე
აბე,
დიდად ვერ გატყ... Jan 10 2009, 10:26 PM
მნათე
ტრადიციული პასუხ... Jan 10 2009, 10:36 PM
აბე
ტრადიციული პასუხი... Jan 10 2009, 10:44 PM
Nikoloz_ ფორუმზე პრობლემბი... Jan 10 2009, 10:57 PM
მნათე
ეს სატანა ხანდახა... Jan 10 2009, 10:57 PM
აბე
ეს სატანა ხანდახა... Jan 10 2009, 11:27 PM
მნათე [quote]ფორუმზე პრობლემ... Jan 10 2009, 11:08 PM
მნათე
არა, ეგ ფუნდამენტუ... Jan 10 2009, 11:30 PM
KAIROS
:D კაცო არაფერი არ დ... Jan 11 2009, 04:04 AM
მნათე KAIROS
ყოველთვის ნერვ... Jan 11 2009, 04:21 AM
KAIROS
ცოტა სხვაგან მაქვ... Jan 11 2009, 06:13 AM
მნათე წმ. გრიგოლ ღვთისმე... Jan 11 2009, 07:04 AM
elenele რთული თემაააა Jan 13 2009, 08:19 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th November 2025 - 01:26 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი