IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სული, რა ვიცით მის შესახებ?
Genesis
პოსტი Oct 26 2008, 10:50 AM
პოსტი #1


მივაფსი კრემლს
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,902
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარ.: mtskheta
წევრი № 3,150



რა არის სული და რა ფიზიკურ, ინტელექტუალური თვისებები გააჩნია?


--------------------
ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
KAIROS
პოსტი Jan 10 2009, 03:50 AM
პოსტი #2


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
სული მცოდველი იგი მოკუდეს.

პირველი აქაა საუბარი ძველ აღთქმაზე, სადაც ყველა სული "კვდებოდა" ოღონდ არა იმ გაგებით კვდებოდა, როგორც მაგალითად ფოთოლი ან ბუზი, არამედ მიდიოდა ჯოჯოხეთში, სწორედ იმიტომ რომ "მცოდველი" იყო, ანუ არ იყო გამოსყიდვა აღსრულებული, რაც ქრისტეს განკაცებით და აღდგომით მოხდა, ასე რომ ტერმინები ბევრი და ღრმა მნიშვნელობის მქონეებია...
რაც შეეხება სულს, დაწერეს უკვე ზოგადად და მერე ჩავუღრმავდები, საჭიროებისდა მიხედვით smile.gif
იხარე;
კაიროსი!

ციტატა
სული უკვდავიაო

ხო ეს ისე ლიტერატურის გაცნობისასთვის:

დოგმატური ღვთისმეტყველება
სულის უკვდავება

სულის უკვდავების რწმენა განუყოფელია საერთოდ რელიგიისგან და მით უფრო ქრისტიანული სარწმუნოებისაგან, რომლის ერთ-ერთ ძირითად საგანსაც მასზე სწავლება შეადგენს.

იგი არ შეიძლებოდა ძველი აღთქმისათვის უცხო ყოფილიყო - ამას გამორიცხავს ეკლესიასტეს სიტყვები: „მიიქცეოდეს მტუერი მიწად, როგორ იყო, და სული დაუბრუნდებოდეს ღმერთს, რომელმაც შთაბერა“ (ეკლ. 12,7). „ხოლო ხისგან მისგან ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა არა შჭამოთ მისგან, რამეთუ, რომელსა დღესა შჭამოთ მისგან, სიკუდილითა მოსწყდეთ“ (შესაქ. 2,17) - შესაქმის მესამე თავის მთელი თხრობა (ღვთისგან გაფრთხილების ამ სიტყვებთან ერთად) პასუხობს შეკითხვას, თუ როგორ გამოჩნდა სამყაროში სიკვდილი. ასე რომ, თავად ეს ნაამბობი გვევლინვბა უკვდავების იდეის ამსახველად. ევას სიტყვებია: „ხოლო ნაყოფისაგან ხისა, რომელ არს შორის სამოთხისა, თქუა ღმერთმან, არა შჭამოთ მისგანი, არცა შეეხნეთ მას, რათა არა მოჰკუდე“ (შესაქ. 3,3); მაშასადამე, ადამიანის უკვდავება შესაძლებელი იყო - იგი ამისთვის იყო განკუთვნილი. იმავე აზრს გამოხატავს ფსალმუნთმთქმელი ღმერთის სიტყვებით: „მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი თქუენ ყოველნი, ხოლო თქუენ ვითარცა კაცნი მოსწყდებით და ვითარცა ერთი მთავართაგანი დაეცემით“ (ფს. 81,6-7). იძულებულნი ვართ, ხაზი გავუსვათ ძველ აღთქმაში არსებულ მაგალითებს უკვდავების ეჭვშეუვალობაზე, რადგან ერთ-ერთი არსებული მოსაზრების თანახმად, ებრაელებს სულის უკუდავება არ სწამდათ. მოსეს ნაამბობი საწინააღმდეგოს ადასტურებს: ენოქის შესახებ იგი შენიშნავს: „არა იპოვა, რამეთუ გარდაცვალა იგი ღმერთმან“ (შესაქ. 5,24). ესე იგი, ისე გადასახლდა ღმერთთან, რომ სიკვდილი არ უხილავს. აბრაამის (შესაქ. 25,8), აარონისა და მოსეს (მეორე სჯ. 32,50) სიკვდილზე ბიბლიური გამოთქმა „შეეძინა ერსა თჳსსა“ უაზრობაა გავიგოთ, როგორც მათი დაკრძალვა თავიანთი ხალხის გვერდით ერთ საფლავში ან ერთ მიწაში. ამათგან თითოეული ძველი აღთქმის მართალი აღესრულა არა წინაპართა მიწაზე, არამედ ახალი გადასახლების ადგილას (აბრაამი) და მოგზაურობის დროს (აარონი, მოსე). პატრიარქი იაკობი მას შემდეგ, რაც მხეცთაგან თავისი ძის დაგლეჯის ამბავი შეიტყო, ამბობს: „შთავიდე ძისა ჩემისა თანა გლოვით ჯოჯოხეთად“ (შესაქ. 37,35) - ცხადია, ჯოჯოხეთში არა საფლავი, არამედ სულის სამყოფელი იგულისხმება. ძველ აღთქმაში სიკვდილის შემდგომ სულის მდგომარეობა გამოისახებოდა, როგორც ჯოჯოხეთშა ჩასვლა - იქ, სადაც უცხოა სიხარული და არ ისმის ღვთისადმი აღვლენილი ქება-დიდება. ყოველივე ამის შესახებ ვიგებთ იობისა და ფსალმუნთა წიგნების გარკვეული ადგილებიდან.

უკვე ძველ აღთქმაში მაცხოვრის მოსვლის დროის მოახლოებასთან ერთად კრთება იმედი, რომ მართალი ადამიანების სულებს ასცდებათ ასეთი პირქუში არსებობა. მაგალითად, წიგნში „სიბრძნე სოლომონისა“ ვკითხულობთ: „მართალნი სულნი ხელთა შინა ღმრთასათა და არა შეეხოს მათ ტანჯვა“ (სიბრ. 3,1) და „მართალნი საუკუნოდ ცხონდნენ და უფლის მიერ არს სასყიდელი მათი და ზრუნვა მათთვის მაღლისა მიერ“ (სიბრ. 5,16). ფსალმუნთა ამ სიტყვებში კი ნათლად და გარკევით იგრძნობა ჯოჯოხეთიდან ადამიანთა სულების სამომავლოდ გამოხსნის სასოება „და ხორცთაცა ჩემთა დაიმკვიდრონ სასოებით, რამეთუ არა დაუტვო სული ჩემი ჯოჯოხეთს, არცა სცე წმიდასა შენსა ხილვად განსახრწნელსა“ (ფს. 15,9-10; 48,15).

ძველი აღთქმისეული იმედი ჯოჯოხეთიდან გამოხსნისა ახალ აღთქმაში განხორციელდა: „ძე ღვთისა“ აღხდა მაღალსა, წარმოტყუენა ტყუე და მისცა იგი ნიჭად კაცთა“ (ეფ. 4,8-9). გამოსათხოვარ საუბარში უფალმა ბრძანა, რომ მიდის, რათა „განგიმზადოს თქუენ ადგილი“, რათა „სადაცა მე ვიყო, მუნ თქუენ იყვნეთ“ (ინ. 14,2-3); ავაზაკს კი მიუგო „დღეს ჩემთანა იყო სამოთხესა“ (ლკ. 23,43).

ახალ აღთქმაში სულის უკვდავება უფრო სრულად ცხადდება და საკუთრივ ქრისტიანული სარწმუნოების ერთ-ერთ ძირითად ნაწილს შეადგენს. ეს რწმენა ასულდგმულებს ქრისტიანს და მის სულს ძე ღვთისას სამეფოში მარადიული ცხოვრების იმედით აღავსებს. „რამეთუ ჩემდა ცხორება ქრისტე არს, - წერს პავლე მოციქული, - და სიკუდილი შესაძინელ. ხოლო ცხორებაჲ ესე ხორცითა ამით ესე არს ჩემდა ნაყოფ საქმისა, და რომელი გამოვირჩიო, არა უწყი. ხოლო შეპყრობილ ვარ ორთა ამათგან: გული უმეტეს განსლვად და ქრისტეს თანა ყოფად უფროჲს და უმჯობეს ფრიად“ (ფილიპ. 1,21-23). „რამეთუ უწყით, ვითარმედ, უკუეთუ ქუეყანისა ესე სახლი, საყოფელი ჩუენი დაირღუეს, აღშენებული ღმრთისა მიერ, მაქუს ჩუენ სახლი ხელთ-უქმნელი, საუკუნოჲ ცათა შინა და რამეთუ ამას შინა ვკუნესით და საყოფელი იგი ჩუენი ზეცით გამთ შემოსად გვსურის“ (2 კორ. 5,1-2).

ეკლესიის წმიდა მამები და მასწავლებლები, თავისთავად ცხადია, ერთხმად ქადაგებდნენ სულის უკვდავებაზე. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მათი ერთი ნაწილი მის ბუნებითს უკვდავებას აღიარებდა, მეორე და უმრავლესობა კი თვლიდა, რომ სულის უკვდავება საღვთო მადლის წყალობის შედეგია „უფალს ნებავს, რომ იგი (სული) ცოცხლობდეს“ (წმ. იუსტინე მოწამე), „სული უკვდავია მადლის წყალობით - იგი აქცევს მას უკვდავად“ (წმ. კირილე იერუსალიმელი და სხვანი). ამით ეკლესიის მამები განასხვავებდნენ ადამიანურსა და საღვთო უკვდავებას: ღმერთი უკვდავია თავისი ბუნებითი არსით და წმიდა წერილის მიხედვით მას „მხოლოსა აქუს უკვდავებაი“ (I ტიმ 6,16).

დაკვირვება ცხადყოფს, რომ სულის უკვდავებისა და ღვთისადმი რწმენა შინაგანად ყოველთვის იმდენად განუყოფელნი არიან, რომ პირველი მათგანის სიმძაფრეს მეორის ხარისხი განაპირობებს. რომელ ადამიანშიც მეტად ცოცხლობს ღვთისადმი რწმენა, მას მით უფრო მყარად და შეუორგულებლად სჯერა სულის უკვდავებისა და პირიქით, რაც უფრო სუსტია და უსიცოცხლო რწმენა ღვთისა, მით უფრო მეტი ორჭოფობითა და ყოყმანით მიეახლება ადამიანი სულის უკვდავების ჭეშმარიტებას. ხოლო ვინც საერთოდ დაკარგა ან თავისთავში ჩაახშო ღვთისადმი რწმენა, მას ჩვეულებრივ უკვე აღარ სჯერა სულის უკვდავებისა და საიქიო ცხოვრებისა. ეს გასაგებიცაა: რწმენის ძალას ადამიანი თავად სიცოცხლის წყარო - ღმერთისგან იღებს. ამ ცხოველმყოფელი ძალის ნაკადთან კავშირის გაწყვეტის შემდეგ ადამიანის აღვსებას რწმენის ძალით უკვე ვეღარ შეძლებს ნებისმიერი გონივრული დასაბუთება თუ მტკიცება.

შეიძლება სხვაგვარადაც დავასკვნათ: თავად ქრისტიანული სარწმუნოება იმ აღმსარებლობებსა და მსოფლმხედველობებში არის დასუსტებული, სადაც ითრგუნება სულის საიქიო ცხოვრებაზე რწმენის ძალა და არ ხდება მიცვალებულთა მოხსენიება. ვინც ღმერთისა ირწმუნა და საღვთო სიყვარული გააცნობიერა, ფიქრითაც კი არ დაუშვებს, თითქოს ზეციურ მამას მისი სიცოცხლის შეწყვეტა ნებავდეს და თავისთან კავშირის ნებას არ რთავდეს. ასეთი ადამიანი იმ ბავშვს მოგვაგონებს, რომელსაც დედა უყვარს და არ დაიჯერებს, თითქოს მის მოყვარულ მშობელს მისი სიცოცხლე არ სურდეს.

უნდა ითქვას, რომ აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში, კერძოდ მის ცხოვრებასა და სწავლების სისტემაში სულის უკვდავების შეგნება ცენტრალურ ადგილს იკავებს. ეკლესიის განაწესის სულისკვეთება, აგრეთვე საღვთისმსახურო წიგნებისა და ლოცვათა შინაარსი იცავს და აცხოველებს მორწმუნეებში ამ შეგნებას, ემსახურება გარდაცვლილ ახლობელთა სულების საიქიო ცხოვრებისა და თავად ჩვენი უკვდავების რწმენის განმტკიცებას. რწმენა სულის უკვდავებისა ნათელ სხივად გასდევს მართლმადიდებელი ქრისტიანის მთელ სიცოცხლეს.

სამშვინველი და სული

წმიდა წერილში ადამიანის სულიერი საწყისი (სხეულებრივი საწყისის საპირისპიროდ) აღინიშნება ორი, თითქმის ერთი და იმავე მნიშვნელობის ტერმინით: „სამშვინველი“ და „სული“. მაგალითად, პავლე მოციქული ამ სიტყვებს ურთიერთსანაცვლოდ და მსგავსი მნიშვნელობით ხმარობს. ეს ჩანს შემდეგი ორი ტექსტის შედარებიდან „ადიდეთ უკუე ღმერთი ხორცითა მაგით თქუენითა და (სულითა თქეუნითა), რომელი იგი არს ღმრთისაჲ“ (I კორ. 6,20) და „...განვიწმიდნეთ თავნი ჩუენნი ყოვლისაგან შეგინებისა ჴორცთაჲსა და სულისა...“ (2 კორ 7,1). ამასთან, მისივე ნაწერებში ორ ადგილას არის ნახსენები სამშვინველი და სული ერთად. ისმის კითხვა: ხომ არ გვეუბნება მოციქული, რომ ადამიანის ბუნების შემადგენელ ნაწილად სამშვინველის გარდა სულიც გვევლინება? ზოგი წმიდა მამის ნაწერებში, განსაკუთრებით კი ასკეტური ხასიათის თხზულებებში, სული და სამშვინველი აგრეთვე განირჩევა ერთმანეთისგან. ზემონახსენები ციტატებიდან პირველი არის პავლე მოციქულის ეპისტოლეში ებრაელთა მიმართ: „რამეთუ ცხოველ არის სიტყუაჲ ღმრთისაჲ და ძლიერ და უმკვეთელეს უფროჲს ყოვლისა მახვლისა ორპირისა. და მისწუდების იგი ვიდრე განსაყოფელადმდე სამშჳნველისა და სულისა, ნაწევართა და ტჳნთა, და განმკითხველ გონებათა და ზრახვათა გულისათა“ (ებრ. 4,12), მეორე კი მისსავე ეპისტოლეში თესალონიკელთა მიმართ: „და სული თქუენი, სამშჳნველი და გუამი უბიწოდ მოსლვასა მის უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა დაჰმარხჳნინ“ (I თეს. 5,23). ჯერ ერთი, ადვილად ჩანს, რომ „სულში“ იგულისხმება არა სამშვინველისაგან დამოუკიდებელი, ცალკე სუბსტანცია, არამედ მხოლოდ მისი უაღრესად შინაგანი, იდუმალებით მოცული მხარე. აქ შეიძლება პარალელი გაივლოს, ერთი მხრივ, სამშვინველისა და სულის, მეორე მხრივ კი, სხეულის ასოთა და ტვინის ურთიერთდამოკიდებულებასთან. ეს უკანასკნელი არის სხეულებრივი არსების ნაწილი, ანუ შემცველში შემავალი; ცხადია, მოციქულის მიერ სულიერი არსების ფარულ ნაწილად სულიც ამგვარადვე მოიაზრება. მეორეც, სიტყვაში „სული“ სავარაუდოდ იგულისხმება სამშვინველის ის განსაკუთრებული, გამორჩეულად აგებული ფარული ნაწილი, რომელიც ქრისტიანში სულიწმიდის მადლის მოქმედებით იქმნება. ეს ის სულია, რომლის შესახებ მოციქული სხვაგან ამბობს „სულსა ნუ დაავსებთ“ (I თეს. 5,19) და „სულითა მდუღარე იყვენით“ (რომ. 12,11). ასე რომ, მოციქული აქ მიმართავს არა საერთოდ ადამიანებს, არამედ მხოლოდ მორწმუნე ქრისტიანებს. მოციქულთან ასეთივე მნიშვნელობით გვხვდება შეპირისპირება „სულიერი ადამიანისა“ „მშვინვიერ“ ანუ ხორციელ ადამიანთან (I კორ.2,14-25). სულიერ ადამიანს აღორძინებული სამშვინველი აქვს, იგი თავისთავში მადლის თესლს აღვივებს, აღმოაცენებს და სულიერ ნაყოფს გამოიღებს. თავისი სულიერი ცხოვრებისადმი დაუდევარი დამოკიდებულებით შეიძლება სულიერი ადამიანიც ხორციელის ანუ მშვინვიერის დონემდე დავიდეს („ესრეთ უცნობელ ხართ, იწყეთ სულიერად და აწ ხორციელად აღასრულებთ?“ - გალ 3,3). ამიტომ უსაფუძვლოა ჩავთვალოთ, თითქოს პავლე მოციქულის აზრები ეწინააღმდეგებოდეს ადამიანის ბუნების ორგვარი შედგენილობის შესახებ სწავლებას.

აზრს, რომ ადამიანის სულიერი ცხოვრება მშვინვიერთან შედარებით არის უმაღლესი, მადლმოსილი ფორმა, სავარაუდოდ, უკვე პირველი საუკუნეებიდან იზიარებდნენ ქრისტიანობის ის მასწაეღაებლები და ეკლესიის მამები, რომლებიც სამშვინველის გარდა სულის არსებობასაც გამოჰყოფდნენ (ასეთები არიან: იუსტინე მოწამე, ტატიანე სირიელი, ირინეოს ლიონელი, ტერტულიანე, კლიმენტი ალექსანდრიელი, გრიგოლ ნოსელი, ეფრემ ასური, აგრეთვე, გვიანდელ ხანაში მოღვაწე მწერლები). ეკლესიის მამათა და მასწავლებელთა მნიშვნელოვანი უმრავლესობა პირდაპირ აღიარებს, რომ ადამიანური ბუნება ორი ნაწილისგან - სხეულისა და სულისგან - შედგება (წმ. კირილე იერუსალიმელი, წმ. ბასილი დიდი, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, წმ. იოანე ოქროპირი, ნეტარი ავგუსტინე, ღირსი იოანე დამასკელი). ნეტარი თეოდორიტე წერს: „აპოლინარიუსის (იგულისხმება ერეტიკოსი აპოლინარიუსი) სწავლებით ადამიანი შედგება სამი ნაწილისაგან სხეულის, ცხოველური სულისა და მოაზროვნე სულისგან, რომელსაც გონს უწოდებს, მაგრამ საღვთო წერილი იცნობს მხოლოდ ერთ სულს და არა ორს, რაც ნათლად არის ნაჩვენები პირველი ადამიანის შესაქმის ისტორიაში. ღმერთმა მტვრისგან შექმნა სხეული და შთაბერა სული - ამით გვაჩვენა, რომ ადამიანში ორი საწყისია და არა სამი“.



--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Genesis   სული   Oct 26 2008, 10:50 AM
BOO   სხეულისაგან დამოუ...   Oct 26 2008, 12:03 PM
დათიკო   Genesis გადადის ღვთისმ...   Oct 26 2008, 12:20 PM
გიორგი   Genesis პრაქტიკულად არ...   Oct 26 2008, 03:55 PM
BOO   ცნობიერება სწორ...   Oct 26 2008, 05:25 PM
ქეთინო   და თეოლოგია რომ არ ...   Oct 26 2008, 06:19 PM
Lashab   გამარჯობათ, როცა წ...   Jan 10 2009, 12:55 AM
One truth   გამარჯობათ, როცა წ...   Apr 20 2011, 08:51 AM
KAIROS   პირველი აქაა საუბ...   Jan 10 2009, 03:50 AM
Lashab   გამარჯობა კაიროს :) ...   Jan 10 2009, 01:27 PM
KAIROS   მაიცა, კაცო :) მოდი ე...   Jan 10 2009, 08:06 PM
Lashab   მაიცა, კაცო :) მოდი ე...   Jan 10 2009, 09:36 PM
KAIROS   ძალიან კარგი :) ე.ი. რ...   Jan 10 2009, 09:45 PM
Lashab   ბრალდება? მოდი გავ...   Jan 10 2009, 09:56 PM
KAIROS   ურევ ძამიკო :) ეგ რა...   Jan 10 2009, 10:00 PM
mekaje   KAIROS "პიროვნება იკ...   Jan 10 2009, 10:05 PM
KAIROS   ხო ეს იმ შემთხვევა...   Jan 10 2009, 10:10 PM
mekaje   KAIROS ააა... გასაგებია. ...   Jan 10 2009, 10:15 PM
Lashab   სულის თემა რთულია, ...   Jan 10 2009, 10:19 PM
Lashab   მინდა შემოგტავაზო...   Jan 10 2009, 11:30 PM
KAIROS   ო ლაშაბ, ლაშაბ :D ე.ი. ...   Jan 11 2009, 05:47 AM
Lashab   ისე მაგარია, ზოგან ...   Jan 11 2009, 12:51 PM
neo   მე ბევრი არაფერი წ...   Jan 11 2009, 03:47 PM
KAIROS   შენ გაიხარე, გონებ...   Jan 11 2009, 05:21 PM
მოყვასი   შენ გაიხარე, გონებ...   Jan 14 2009, 03:39 PM
მოყვასი   სად არის დაპირებულ...   Jan 17 2009, 01:39 AM
JoKeR   გარდაცვალების შემ...   Jan 22 2009, 01:10 PM
KAIROS   დავწერე მაგაზე უკ...   Jan 25 2009, 05:01 AM
gvasalia   http://www.orthodoxy.ge/fsiqologia/gabriel/sarchev...   Jan 27 2009, 12:26 AM
მოყვასი   რა იცით სულის შესა...   Feb 16 2009, 10:16 PM
death   რომელი სულის შესა...   Feb 17 2009, 12:26 AM
Lashab   სული, რომლიც ჩვენშ...   Feb 17 2009, 12:34 AM
S a l l y   სასიცოცხლო ძალა ა...   Feb 17 2009, 12:46 AM
Lashab   აჰ,ე.ი. თუ ცხოველს ს...   Feb 17 2009, 12:49 AM
S a l l y   გააჩნია სულში მე რ...   Feb 17 2009, 12:51 AM
Lashab   ხო,მაშინ უნდა დაგე...   Feb 17 2009, 12:52 AM
S a l l y   სულის გაგება ძველ ...   Feb 17 2009, 12:55 AM
Lashab   მდას,სად წერია აბა ...   Feb 17 2009, 12:57 AM
S a l l y   18. პირუტყვის მკვლე...   Feb 17 2009, 01:00 AM
Lashab   და შენ მოთარგმნე რ...   Feb 17 2009, 01:04 AM
death   კაი გავედი მე, არ მ...   Feb 17 2009, 01:12 AM
death   სასიცოცხლო ძალა ა...   Feb 17 2009, 01:01 AM
mari-mari15   სულზე დიდი დისკუსი...   Apr 23 2009, 07:24 PM
მოყვასი   სულზე დიდი დისკუს...   May 10 2009, 03:01 PM
მოყვასი   თუ რა ხდება სიკვდი...   May 10 2009, 03:35 PM
inaina   თუ რა ხდება სიკვდი...   May 10 2009, 04:14 PM
ქევანა   არისტოტელე კაცო? :D   May 11 2009, 12:25 AM
Evolutionist   სული არსებობს, მაგ...   May 12 2009, 01:11 PM
afxazi   Evolutionist არამატერიალუ...   May 12 2009, 01:13 PM
Evolutionist   Evolutionist არამატერიალ...   May 12 2009, 01:16 PM
afxazi   Evolutionist თუმცა არა დამ...   May 12 2009, 01:23 PM
Evolutionist   Evolutionist თუმცა არა დამ...   May 12 2009, 01:36 PM
afxazi   Evolutionist მაინც როგორ რ...   May 12 2009, 01:38 PM
Evolutionist   Evolutionist აბა დავაკონკ...   May 12 2009, 05:22 PM
კანუდოსელი   Evolutionist ცნობიერება ძა...   May 13 2009, 02:12 PM
One truth   [size=2]რას ნიშნავს სიტ...   Apr 9 2011, 06:49 AM
One truth   ახლა კი განვიხილოთ...   Apr 9 2011, 07:03 AM
davithet   კლინიკური სიკვდილ...   Apr 10 2011, 04:15 PM
One truth   davithet შეგიძლია ბიბლ...   Apr 12 2011, 08:29 AM
davithet   davithet შეგიძლია ბიბლ...   Apr 12 2011, 11:09 PM
გუდაგუდა   ამერიკაში ჩაატარე...   Apr 13 2011, 11:07 AM
One truth   რა ხდება სიკვდილის...   Apr 18 2011, 12:00 AM
davithet   რა ხდება სიკვდილი...   Apr 18 2011, 12:19 AM
One truth   მეც მაგ აზრისა ვარ ...   Apr 18 2011, 08:14 PM
davithet   სული კვდება მხოლოდ...   Apr 19 2011, 12:58 AM
GIORGI LELUASHVILI   One truth ესეც იეღოველთ...   Apr 19 2011, 04:08 PM
davithet   იეჰოვას მოწმეებო ი...   Apr 19 2011, 05:02 PM
starscream   3 დღეში იშLება ეთერუ...   Apr 19 2011, 06:04 PM
One truth   davithet გეთანხმები იმ...   Apr 19 2011, 07:49 PM
One truth   davithet SPIRIT(სული)_ ებრაუ...   Apr 19 2011, 08:07 PM
davithet   davithet SPIRIT(სული)_ ებრაულ...   Apr 19 2011, 09:44 PM
One truth   მე ვარ მართლმადიდ...   Apr 19 2011, 10:45 PM
davithet   ვიცი,რომ მართლმად...   Apr 20 2011, 02:45 AM
GIORGI LELUASHVILI   One truth აი ეხლა შენ კა...   Apr 20 2011, 11:04 AM
davithet   One truth აი ეხლა შენ კარ...   Apr 20 2011, 02:17 PM
GIORGI LELUASHVILI   davithet გაიხარე ;)   Apr 20 2011, 09:45 PM
menuko   Genesis სული ღმერთია, ხ...   Oct 15 2011, 03:18 AM
GIORGI LELUASHVILI   menuko მაშინ გამოდის, ა...   Oct 15 2011, 02:58 PM
menuko   GIORGI LELUASHVILI ასე არ გამო...   Oct 15 2011, 10:27 PM
Otherguy   GIORGI LELUASHVILI სულის სიკვ...   Oct 15 2011, 11:00 PM
afxazi   menuko გგონია ღვთისმე...   Oct 15 2011, 11:07 PM
menuko   afxazi არა არ მგონია ას...   Oct 15 2011, 11:34 PM
afxazi   menuko ველოდები ციტა...   Oct 15 2011, 11:35 PM
menuko   afxazi ჯერ თქვენ დამიდ...   Oct 16 2011, 12:02 AM
lasha_k   menuko ესიგი ღმერთმა ც...   Oct 16 2011, 01:14 AM
menuko   lasha_k იგივეს გკითხავ...   Oct 16 2011, 01:22 AM
lasha_k   menuko ეჰ კი დაგიციტი...   Oct 16 2011, 02:22 AM
menuko   lasha_k მე თქვენ გკითხე...   Oct 16 2011, 02:35 AM
lasha_k   menuko ამ ციტატაში ვერ...   Oct 16 2011, 12:15 PM
afxazi   menuko არ გინდა ეხლა ე...   Oct 16 2011, 12:36 PM
GIORGI LELUASHVILI   რამდენი გაჭირვებუ...   Oct 16 2011, 12:45 PM
menuko   lasha_k მაგ ციტატის აზრ...   Oct 16 2011, 08:02 PM
afxazi   menuko რაღა გელაპარაკ...   Oct 16 2011, 09:33 PM
A.V.M   რა დროს გამიჭედა ა...   Oct 16 2011, 11:56 PM
lasha_k   menuko არ გინდა ეხლა ა...   Oct 17 2011, 03:06 AM
menuko   lasha_k კაბალისტურ საფ...   Oct 17 2011, 12:29 PM
afxazi   menuko შენ კიდე აქა ხარ...   Oct 17 2011, 01:07 PM
.zakaria.   menuko ბნეი ბარუხში სწ...   Oct 17 2011, 01:34 PM
A.V.M   ,,დაე იარონ!იარონ...   Oct 17 2011, 08:42 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 08:37 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი