![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
აბე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() აბესალომ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 ![]() |
ამას წინათ მეგობარს ვესაუბრებოდი, რომელიც მეუბნებოდა, რომ დღეს ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც დადიან ეკლესიაში, თავს მრევლად მიიჩნევენ და თითქოს ჭეშმარიტად მართლმადიდებლები არიან, სინამდვილეში არც კი იციან ბევრი ელემენტარული ცხოვრებისეული რამ. არ იციან როგორ უნდა ცხოვრობდეს ჭეშმარიტი მართლმადიდებელი, არ იციან ქრისტეს სწავლებები. დაუჩემებიათ რწმენა უნდა გქონდეს ძლიერიო, ამას გვასწავლიდა ქრისტეო. და მარტო ამას? მთელი სახარება ხომ სწავლებებითაა სავსე?! მათ არც წაუკითხავთ სახარება და არც წირვაზე ისმენენ. ან სულაც ისმენენ, მაგრამ არ ესმით, ან ნაწილობრივ ესმით და არ იღწვიან იმისთვის რომ სრულიად გაიგონ. წირვებზე ხშირად იცვლიან ადგილს და ხელს უშლიან სხვებს, ყურადღებას უფანტავენ... საუბარსაც არ ერიდებიან; ეკლესიაში თითქოს თავიანთი ტერიტორიული ადგილი აქვთ დასაკუთრებული და ყოველთვის იქ დგანან ღვთისმსახურების დროს, მაგრამ თუ დაიგვიანებენ და იმ ადგილას სხვა დახვდებათ იმის მაგივრად რომ აღიარონ "ჩემი ბრალია რომ დავიგვიანეო" ჩხუბს უტეხავენ "ეს ჩემი ადგილია და დამაყენეო", ნაცვლად იმისა, რომ გაჩუმდნენ და მოუსმინონ მრვდელსა თუ მედავითნეს.... იმის მაგივრად, რომ ღვთისმსახურების დროს მედავითნის, მღვდლისა და მგალობლების მიერ წარმოთქმული თითოეული სიტყვა გულში გაატარონ, ყურშიც არ ატარებენ და იმაზე ფიქრობენ, ეს მგალობლები რანაირად გალობენ, ესენი რასაა რო აკეთებენო და ა.შ....
მოკლეთ, მაგალითების მოყვანას თავს დავანებებ, რადგანაც უამრავია და მათზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს. ჩვენ ვისაუბროთ უშუალოდ პრობლემასთან დაკავშირებით. რას იტყვით, ასეა თუ ისე, უღირსი მრევლი გვყავს და ვერსად დავმალავთ... უფრო მეტიც, მრევლის ნახევარზე მეტი ფორმალურადაა მრევლი... რას იტყვით ამ პრობლემასთან დაკავშირებით? ეკლესიაში სიარული მოდა ხომ არაა რომ მიყვე მას და იმიტომ იარო, რადგანაც სხვები დადიან?! ეკლესიაში სიარული მოდაში ყოფილაო და მეც ვივლიო. სტიქაროსნებზე საერთოდ არაფერს ვამბობ. პირადად მე ვიცი შემთხვევა, როდესაც სტიქაროსნები ეკლესიიდან გამოსვლის შემდეგ უბანში საქმეებს არჩევენ და ე.წ. ძველი ბიჭები არიან. სტიქაროსნობაც მოდაში შემოვიდა?! ძალიან აქტუალური თემაა, და საინტერესოა თქვენი მოსაზრებები... -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
![]() ![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
KAIROS
არჩევანის პრობლემა ჩემთვის გამოცანაა კაიროს, ვისაც ყურები აქვს სასმენლად ისმინოსო - თითქოს ეს ყველაფერი ისეთივე მარტივია, როგორც პირის გაღება და ზიარება... გარემოებები, ფსიქოლოგიური დამოკიდებულებები, მენტალობები, სტერეოტიპები და ათასი ჯანდაბა, რომელიც ჩემ გარშემოა, მე მასუსტებს... რამ უნდა გააღვიძოს ჩემში იმხელა სწრაფვა, რომ ამ ყველაფერს ვაჯობო? როგორ შეიძლება გონებაში იშვას იმხელა აღძვრა, რომ მე ამამოძრაოს ყველაფერი იმის წინააღმდეგ რაც უკვე ჩემი ცნობიერების ნაწილია? სინდისი? სად არის ეს სინდისი კაიროს.. ყველას გეკითხებით.. განა სინდისს იმას არ ვეძახით რაც გვასწავლეს? ეს ხმა ხშირად დუმს ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.. რადგან სინამდვილეში მე იშვიათად ვაკეთებ არჩევანს, ჩემ მაგიერ მატერიული ან გნებავთ ბიო-ქიმიური პროცესი ახორციელებს მოქმედებებს... და ამ პროცესის უმართავობის გამო უნდა დავისაჯო? კი მაგრამ როგორ, როცა მე მას უბრალოდ ვერ ვმართავ.... ამაშია საქმე... მრევლი თავისით ვერაფერს იზავს - ეს შეუძლებელია! ქრისტე რისთვის მოვიდა, რისთვის გვითხრა ამ ხალხს მოუარეთო ![]() ეს მართლა მტკივა, მთელი ჩემი არსებით განვიცდი რომ ხშირად ჩემი სასმენელი არ არის ჩემი... ეს თეორიაა, რომ არა გასაკუთრებული შემთხვევები ჩემს გზას მიმართულებას ვერავინ მისცემდა... ეს "მინდა" არის ურთულესი რამ.. რამდენადაც ჩემი ნება ჩემი გამოცდილებით ნაკვებია, ჩემი ნება თუ ის მართლაც სადმე არსებობს ჩემ შიგნით დასუსტებული, დაჭრილი და მიგდებულია... მისი შესაძლებლობები კი გამოფიტული... ქრისტე ამას ხომ ხედავს? ალბათ კი... ისევე როგორც ხედავს გვინიელ პუჩას, სადღაც ჯუნგლებში... მას ქრისტეს მიღების საშუალება არ აქვს... მაგრამ აუცილებელია ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზები მხოლოდ გეოგრაფიულ შეუძლებლობებში მდებარეობდეს? იქნებ ჩემ გარშემოც არის ასეთი შეუძლებლობა? მაგრამ ააააარა, მისი სახელით მეტყველთ ურჩევნიათ ასეთი ადამიანები ჯოჯოხეთში გაუშვან და უთხრან რომ თქვენ "არ იღებთ ჭეშმარიტებას"... მაგრამ როგორ, როგორ უნდა მიიღო ეს ჭეშმარიტება - შინაგანი თანხმობა უკონტროლოა, უკონტროლო... -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th August 2025 - 02:57 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი