![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
აბე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() აბესალომ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 ![]() |
ამას წინათ მეგობარს ვესაუბრებოდი, რომელიც მეუბნებოდა, რომ დღეს ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც დადიან ეკლესიაში, თავს მრევლად მიიჩნევენ და თითქოს ჭეშმარიტად მართლმადიდებლები არიან, სინამდვილეში არც კი იციან ბევრი ელემენტარული ცხოვრებისეული რამ. არ იციან როგორ უნდა ცხოვრობდეს ჭეშმარიტი მართლმადიდებელი, არ იციან ქრისტეს სწავლებები. დაუჩემებიათ რწმენა უნდა გქონდეს ძლიერიო, ამას გვასწავლიდა ქრისტეო. და მარტო ამას? მთელი სახარება ხომ სწავლებებითაა სავსე?! მათ არც წაუკითხავთ სახარება და არც წირვაზე ისმენენ. ან სულაც ისმენენ, მაგრამ არ ესმით, ან ნაწილობრივ ესმით და არ იღწვიან იმისთვის რომ სრულიად გაიგონ. წირვებზე ხშირად იცვლიან ადგილს და ხელს უშლიან სხვებს, ყურადღებას უფანტავენ... საუბარსაც არ ერიდებიან; ეკლესიაში თითქოს თავიანთი ტერიტორიული ადგილი აქვთ დასაკუთრებული და ყოველთვის იქ დგანან ღვთისმსახურების დროს, მაგრამ თუ დაიგვიანებენ და იმ ადგილას სხვა დახვდებათ იმის მაგივრად რომ აღიარონ "ჩემი ბრალია რომ დავიგვიანეო" ჩხუბს უტეხავენ "ეს ჩემი ადგილია და დამაყენეო", ნაცვლად იმისა, რომ გაჩუმდნენ და მოუსმინონ მრვდელსა თუ მედავითნეს.... იმის მაგივრად, რომ ღვთისმსახურების დროს მედავითნის, მღვდლისა და მგალობლების მიერ წარმოთქმული თითოეული სიტყვა გულში გაატარონ, ყურშიც არ ატარებენ და იმაზე ფიქრობენ, ეს მგალობლები რანაირად გალობენ, ესენი რასაა რო აკეთებენო და ა.შ....
მოკლეთ, მაგალითების მოყვანას თავს დავანებებ, რადგანაც უამრავია და მათზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს. ჩვენ ვისაუბროთ უშუალოდ პრობლემასთან დაკავშირებით. რას იტყვით, ასეა თუ ისე, უღირსი მრევლი გვყავს და ვერსად დავმალავთ... უფრო მეტიც, მრევლის ნახევარზე მეტი ფორმალურადაა მრევლი... რას იტყვით ამ პრობლემასთან დაკავშირებით? ეკლესიაში სიარული მოდა ხომ არაა რომ მიყვე მას და იმიტომ იარო, რადგანაც სხვები დადიან?! ეკლესიაში სიარული მოდაში ყოფილაო და მეც ვივლიო. სტიქაროსნებზე საერთოდ არაფერს ვამბობ. პირადად მე ვიცი შემთხვევა, როდესაც სტიქაროსნები ეკლესიიდან გამოსვლის შემდეგ უბანში საქმეებს არჩევენ და ე.წ. ძველი ბიჭები არიან. სტიქაროსნობაც მოდაში შემოვიდა?! ძალიან აქტუალური თემაა, და საინტერესოა თქვენი მოსაზრებები... -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა მაძიებლობის პრობლემაა რეალურად. ჩვენ ვტყუით როცა ადამიანებს ვეუბნებით "აი აქ არის ჭეშმარიტება, ჩვენ მას მივაგენით" მათ არ ვთავაზობთ ძიებას, რომელშიც თავად ვიმყოფებით, არ ვთავაზობთ მათი ენის ტევადობით... სახარებას კი არ ვახარებთ, არამედ გარკვეულ აპრიორულ დოგმატებს ვუფრიალებთ... არაფერი გვიხარია და იმიტომ ძალიან დიდი პერსპექტივაა რომ მომავალში ტაძრები დაცარიელდეს... კარგია, მაგრამ უნდა ახსნა, უფრო უნდა "ჩამოხვიდე" თორემ ვერ გაგიგეს ხომ ხედავ ![]() ციტატა არაფერი ძებნა არ უნდა სახარებას და ეკლესიას თუ ძებნა არ უნდა მაშინ ციტატა ვინც ეძებს პოულობს რა შუაშია? ![]() ![]() მნათე დააკონკრეტე... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
აბე |
![]()
პოსტი
#3
|
![]() აბესალომ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 ![]() |
ციტატა არაფერი ძებნა არ უნდა სახარებას და ეკლესიას თუ ძებნა არ უნდა მაშინ ციტატა ვინც ეძებს პოულობს რა შუაშია? ![]() ![]() მნათე დააკონკრეტე... იმ შუაშია რომ, აქ ჭეშმარიტი გზის პოვნა იგულისხმება. ჭეშმარიტი ცხოვრების წესის ძიება. ნუ გამოვეკიდებით ერთმანეთს სიტყვებზე.... თან მითუმეტეს ასეთ ელემენტარულზე. ვინც ეძებს (ეკლესიაში, მისი მოძღვრის ქადაგებებში და რჩევა-დარიგებებში, ლოცვებში, სახარებაში) ჭეშმარიტებას, ის პოულობს კიდეც. მთელი იმ სიგრძე პოსტი იმას ეძღვნებოდა, რომ ჩვენ(ვისაც გვეხება) არ ვეძებთ, არ ვინდომებთ, თვალები გვაქვს და ვერ ვხედავთ, ყურები გვაქვს და არ გვესმის. ანუ არ ვეძებთ და შესაბამისად ვერც ვერაფერს ვიპოვით. ამის მიხვედრა რთულია? შენ კი ამდაგვარად გაიგე "ვინც ეძებს სახარებას და ეკლესიას, პოულობს." რა სისულელე დაწერე თუ ხვდები. სახარების და ეკლესიის პოვნაც არ არის პრობლემა დღეს. ყველგან არის საეკლესიო მაღაზიები. თუ ფული არ გვაქვს ვითხოვოთ ვინმესგან. ეკლესიის არჩევის დროს, გავიკითხოთ ახლობლებში მეგობრებში, რომელი მამაო ქადაგებს კარგად, რომელი არ მოდის წირვაზე ნაბახუსევზე და ა.შ. ანუ ვეძებთ კარგ მღვდელს? ვიპოვით. ვეძებთ ისეთ ეკლესიას სადაც მრევლი შედარებით უკეთ იქცევა? ვიპოვით. სამწუხაროდ სამების საკათედრო ტაძარი მრევლის პრობლემით ალბათ პირველია. რადგანაც იქ მიდის ხალხი მოდისთვის და "სანახაობის დათვალიერებისთვის" თუ მიდის... კარგი რა კაიროს... სულ ახლახანს დავრეგისტრირდი ფორუმზე და უკვე მეორედ გინდა ჩემს წინააღმდ გამოსვლა და ამის გულისთვის რაღაცა სისულელეებს მიწერ აქ... არადა შენს პოსტებს ყველგან ეტყობა, რომ არ არის შენი აზროვნება "ხელწამოსაკრავი". განათლებაც იგრძნობა შენს პოსტებში და ყველაფერი სხვა დადებითიც. და არ გეკადრება ასეთი რამ შენ. -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th August 2025 - 02:55 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი