IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სტიქაროსნობა მოდაშია?!, უღირსი მრევლი
აბე
პოსტი Jan 9 2009, 02:45 PM
პოსტი #1


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ამას წინათ მეგობარს ვესაუბრებოდი, რომელიც მეუბნებოდა, რომ დღეს ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც დადიან ეკლესიაში, თავს მრევლად მიიჩნევენ და თითქოს ჭეშმარიტად მართლმადიდებლები არიან, სინამდვილეში არც კი იციან ბევრი ელემენტარული ცხოვრებისეული რამ. არ იციან როგორ უნდა ცხოვრობდეს ჭეშმარიტი მართლმადიდებელი, არ იციან ქრისტეს სწავლებები. დაუჩემებიათ რწმენა უნდა გქონდეს ძლიერიო, ამას გვასწავლიდა ქრისტეო. და მარტო ამას? მთელი სახარება ხომ სწავლებებითაა სავსე?! მათ არც წაუკითხავთ სახარება და არც წირვაზე ისმენენ. ან სულაც ისმენენ, მაგრამ არ ესმით, ან ნაწილობრივ ესმით და არ იღწვიან იმისთვის რომ სრულიად გაიგონ. წირვებზე ხშირად იცვლიან ადგილს და ხელს უშლიან სხვებს, ყურადღებას უფანტავენ... საუბარსაც არ ერიდებიან; ეკლესიაში თითქოს თავიანთი ტერიტორიული ადგილი აქვთ დასაკუთრებული და ყოველთვის იქ დგანან ღვთისმსახურების დროს, მაგრამ თუ დაიგვიანებენ და იმ ადგილას სხვა დახვდებათ იმის მაგივრად რომ აღიარონ "ჩემი ბრალია რომ დავიგვიანეო" ჩხუბს უტეხავენ "ეს ჩემი ადგილია და დამაყენეო", ნაცვლად იმისა, რომ გაჩუმდნენ და მოუსმინონ მრვდელსა თუ მედავითნეს.... იმის მაგივრად, რომ ღვთისმსახურების დროს მედავითნის, მღვდლისა და მგალობლების მიერ წარმოთქმული თითოეული სიტყვა გულში გაატარონ, ყურშიც არ ატარებენ და იმაზე ფიქრობენ, ეს მგალობლები რანაირად გალობენ, ესენი რასაა რო აკეთებენო და ა.შ....

მოკლეთ, მაგალითების მოყვანას თავს დავანებებ, რადგანაც უამრავია და მათზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს. ჩვენ ვისაუბროთ უშუალოდ პრობლემასთან დაკავშირებით. რას იტყვით, ასეა თუ ისე, უღირსი მრევლი გვყავს და ვერსად დავმალავთ... უფრო მეტიც, მრევლის ნახევარზე მეტი ფორმალურადაა მრევლი... რას იტყვით ამ პრობლემასთან დაკავშირებით? ეკლესიაში სიარული მოდა ხომ არაა რომ მიყვე მას და იმიტომ იარო, რადგანაც სხვები დადიან?! ეკლესიაში სიარული მოდაში ყოფილაო და მეც ვივლიო. სტიქაროსნებზე საერთოდ არაფერს ვამბობ. პირადად მე ვიცი შემთხვევა, როდესაც სტიქაროსნები ეკლესიიდან გამოსვლის შემდეგ უბანში საქმეებს არჩევენ და ე.წ. ძველი ბიჭები არიან. სტიქაროსნობაც მოდაში შემოვიდა?!

ძალიან აქტუალური თემაა, და საინტერესოა თქვენი მოსაზრებები...


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
მნათე
პოსტი Jan 10 2009, 10:36 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
მნათე, ჯიგარო... ეხლა რაღაცას გეტყვი და არ გეწყინოს კარგი? მე შენი დამოძღვრა კი არ მინდა. ამის უფლებას ჩემს თავს არც მივცემ და არც გაკადრებ. ჩვენმა სულიერმა მოძღვრებმა დაგვმოძღვრონ. უბრალოდ საკითხის გარჩევას განვაგრძობ ჯიგარო

შენ ამბობ, რომ სათქმელად ადვილია, მაგრამ შესასრულებლად ძნელი და ამის მიზეზებიც ნათლად ჩამოაყალიბე.

სინამდვილეში შენ იგივეს ამბობ რაც მე ვთქვი იმხელა პოსტში. -იგივესო? -დიახ იგივეს. შენ არ ინდომებ, რომ შენი ნება აკონტროლო. ეს არ არის სიტყვების თამაში.

შენ თქვი "გარემოებები, ფსიქოლოგიური დამოკიდებულებები, მენტალობები, სტერეოტიპები და ათასი ჯანდაბა, რომელიც ჩემ გარშემოა, მე მასუსტებს... " ეგ შენ არ უწევ წინააღმდეგობას, თორემ ხალხი ახერხებს ამას. შენ არ გიცდია. ამბობ რომ ამათ გამო(რაც ჩამოთვალე) შენი ქცევა ხშირად უკვე განსაზღვრულია. მაგრამ როცა შენ გადაწყვიტე ეკლესიური ცხოვრების დაწყება, გარკვეულწილად ხო შეცვალე შენი ცხოვრება. გარკვეულწილად მაინც ხო განსაზღვრავ ხოლმე შენს ქცევას და ფიქრებს ქრისტეს სწავლებით. შეიძლება ეს რთული პროცესი იყოს, მაგრამ ამის გამო არ უნდა დავნებდეთ არასდროს. მოინდომე შენ მხოლოდ. თქვი, რომ არაფერი არ განსაზღვრავს შენს ქცევებს, შინაგან ფიქრებს, თანხმობებსა თუ წინააღმდეგობებს და საერთოდ ყველაფერს. არაფერი არ განსაზღვრავს ამათ. მხოლოდ და მხოლოდ შენზეა ეს დამოკიდებული. მაპატიეთ ამ ტერმინისთვის მაგრამ, ფეხებზე დაიკიდე გარემოებაც, მენტალობებიც, ტრადიციებიც, სხვათა შეხედულებებიც. ეს გაგიკეთებია როდესმე? გულწრფელად რომ მიპასუხო, ალბათ მეტყვი "არა". რატომ არ გაგიკეთებია, იმიტომ რომ არ მოგინდომებია. არ დაგიწყია ძებნა და ვერც იპოვიდი ბუნებრივია. მაგრამ მინდა გითხრა. ახლა შენ როდესაც ამ საკითხზე საუბრობ, ეს უკვე ძებნის პროცესია. პირადად მე სულ უკმაყოფილებას გამოვთქვამ, რროდესაც ჩემს გარშემო მყოფნი ისე არ იქცევიან და ისე არ აზროვნებენ, როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანი უნდა იქცეოდეს და აზროვნებდეს. სულ ვესაუბრები მათ. შეიძლება შენც. ხოდა რაღა გინდა. აბსოლუტურად სრულყოფილი არც მე ვარ და არც შენ და არც არავინ. გარკვეული დოზით ყველანი დავდივართ ხოლმე ეკლესიაში ფორმალურად. ყველანი ვსაუბრობთ ხოლმე იშვიათად თუ ხშირად წირვის დროს და ა.შ. ეს იმიტომ რომ სრულყოფილნი არ ვართ. ასე რომ, ნუ გადაუწურავ ასე იმედს შენს თავს.


მოდი ვისწრაფოთ ყველამ სრულყოფილებისთვის, ვინც ფორმალურად და არაფორმალურად დავდივართ ეკლესიაში, ყველამ!



ტრადიციული პასუხია, რასაც ყოველთვის და ყველგან მოისმენ.

1. ის რომ ვიღაც რაღაცას ახერხებს, არ ნიშნავს რომ მისი მაგალითი ნებისმიერი პიროვნებისთვის საერთოა, რამდენადაც:

ა. ადამიანის რეაქცია დამოკიდებულია მის გონებაში არსებულ ინფორმაციაზე ბ. რომელიც ხორციელდება შესული ინფორმაციის დადარებით არსებულთან გ. ასეთ მოქმედებას მხოლოდ ერთი სავარაუდო პასუხი აქვს დ. რადგან ყველაფერი ექვემდებარება არა იმას რასაც "მე"-ს ან "ნებას" ვეძახით - არამედ იმას რაც ის განსაზღვრა.

2. ის რომ მე არ მიცდია და მომინდომებია, აბსურდია, არავინ იცის ვინ როგორ იტანჯება ამ ძიებისას... ბოლოს მოცელილი ვარდები მიწაზე და ამბობ რომ არაფერი შეგიძლია და ეს არის სწორი! მან ხომ თქვა "ჩემ გარეშე არაფერი შეგიძლიათ" ხოდა მე აი არ შემიძლია მის გარეშე არაფერი... რაც მომცა ვცდილობ იმის მაქსიმუმი განვახორციელო, იმ იგავისა არ იყოს.. და მან არც თუ ბრწყინვალე მოთმინება მომცა... მხოლოდ ის და არავინ სხვა, განსჯის რა არის ჩემი არჩევანი და რა ბუნებრივი პროცესი ჩემში - მე ეს არ ვიცი.

3. შენ შემართებას ვეთანხმები, მაგრამ ეს არ არის აღტკინებით მოსაგვარებელი თემა - ჩვენ მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ ემოციები და იმდენად დავაბალანსოთ რომ ერთგვარი "ამქვეყნიური საფარი" გადავხადოთ.

4. ურთულესი რამ არის გიხაროდეს და მითუმეტეს ახარებდე, იმიტომ რომ თუ არ გაგიხარდა ვერ ახარებ...

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Jan 10 2009, 10:44 PM
პოსტი #3


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ციტატა(მნათე @ Jan 10 2009, 10:36 PM) *

ტრადიციული პასუხია, რასაც ყოველთვის და ყველგან მოისმენ.

1. ის რომ ვიღაც რაღაცას ახერხებს, არ ნიშნავს რომ მისი მაგალითი ნებისმიერი პიროვნებისთვის საერთოა, რამდენადაც:

ა. ადამიანის რეაქცია დამოკიდებულია მის გონებაში არსებულ ინფორმაციაზე ბ. რომელიც ხორციელდება შესული ინფორმაციის დადარებით არსებულთან გ. ასეთ მოქმედებას მხოლოდ ერთი სავარაუდო პასუხი აქვს დ. რადგან ყველაფერი ექვემდებარება არა იმას რასაც "მე"-ს ან "ნებას" ვეძახით - არამედ იმას რაც ის განსაზღვრა.

2. ის რომ მე არ მიცდია და მომინდომებია, აბსურდია, არავინ იცის ვინ როგორ იტანჯება ამ ძიებისას... ბოლოს მოცელილი ვარდები მიწაზე და ამბობ რომ არაფერი შეგიძლია და ეს არის სწორი! მან ხომ თქვა "ჩემ გარეშე არაფერი შეგიძლიათ" ხოდა მე აი არ შემიძლია მის გარეშე არაფერი... რაც მომცა ვცდილობ იმის მაქსიმუმი განვახორციელო, იმ იგავისა არ იყოს.. და მან არც თუ ბრწყინვალე მოთმინება მომცა... მხოლოდ ის და არავინ სხვა, განსჯის რა არის ჩემი არჩევანი და რა ბუნებრივი პროცესი ჩემში - მე ეს არ ვიცი.

3. შენ შემართებას ვეთანხმები, მაგრამ ეს არ არის აღტკინებით მოსაგვარებელი თემა - ჩვენ მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ ემოციები და იმდენად დავაბალანსოთ რომ ერთგვარი "ამქვეყნიური საფარი" გადავხადოთ.

4. ურთულესი რამ არის გიხაროდეს და მითუმეტეს ახარებდე, იმიტომ რომ თუ არ გაგიხარდა ვერ ახარებ...


შენი პასუხიც ტრადიციულია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ორიგინალურად მეტტყველებ.

მე კი ასევე ტრადიციულად გიპასუხებ. სატანა თუ გვებრძვის და თავს არ გვანებებს ჩვენც არ დავანებოთ და არ დავნებდეთ... a075.gif აბა სამარადისო ნეტარებას აქ კი ვერ დავიმკვიდრებთ, ამ წუთისოფელში. ძაან ნაადრევად მოგდომებია biggrin.gif


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
აბე   სტიქაროსნობა მოდაშია?!   Jan 9 2009, 02:45 PM
Miu   სტიქაროსნობა არა ს...   Jan 9 2009, 02:47 PM
sergi_glaxa   აღარ არის მოდაში, გ...   Jan 9 2009, 02:48 PM
xornabujeli   აღარ არის მოდაში, გ...   Jan 9 2009, 02:59 PM
აბე   :) ეგ მართალია,ამის ...   Jan 9 2009, 03:07 PM
Miu   მოდაზე თუ ვლაპარაკ...   Jan 9 2009, 02:53 PM
აბე   ყოფილი მართლმადიდ...   Jan 9 2009, 02:53 PM
kato_Bato   გთხოვთ გულისხმიერ...   Jan 9 2009, 02:57 PM
mekaje   აბე მართალი ხარ. ალ...   Jan 9 2009, 03:03 PM
Miu   ერთი მხრიდან უყურე...   Jan 9 2009, 03:05 PM
mekaje   Miu შენ გვითხარი დან...   Jan 9 2009, 03:07 PM
Miu   Miu შენ გვითხარი დან...   Jan 9 2009, 03:14 PM
აბე   ვიგულისხმე რომ თქ...   Jan 9 2009, 03:19 PM
მნათე   აჰაჰაჰაჰაჰა! მაგ...   Jan 9 2009, 03:07 PM
აბე   აჰაჰაჰაჰაჰა! მაგ...   Jan 9 2009, 03:12 PM
Miu   აჰაჰაჰაჰაჰა! მაგ...   Jan 9 2009, 03:16 PM
T_a_M_o   ამას წინათ მეგობა...   Jan 9 2009, 03:09 PM
kato_Bato   მნათე ცოტა ფრთხილ...   Jan 9 2009, 03:13 PM
kato_Bato   აბე ერთმანეთIსკენ ...   Jan 9 2009, 03:14 PM
Miu   მეც ვიცი ჯონდო მოძ...   Jan 9 2009, 03:24 PM
mekaje   Miu :კი1: სტიქაროსნებ...   Jan 9 2009, 03:25 PM
Miu   მეც ვიცი ჯონდო მოძ...   Jan 9 2009, 03:26 PM
აბე   მოდით, ყველაზე მნი...   Jan 9 2009, 04:10 PM
Miu   არის თუ არა ამ პრო...   Jan 9 2009, 04:32 PM
kato_Bato   იმსჯელეთ ისე, რომ მ...   Jan 9 2009, 04:13 PM
აბე   kato_Bato მსჯელობის დრო...   Jan 9 2009, 04:38 PM
Miu   kato_Bato მსჯელობის დრო...   Jan 9 2009, 04:40 PM
აბე   ალბათ მდაააააა...... ...   Jan 9 2009, 04:54 PM
Miu   მდაააააა...... საიინტ...   Jan 9 2009, 05:13 PM
მარიამი   ძალიან კარგი მოძღვ...   Jan 9 2009, 04:49 PM
აბე   ძალიან კარგი მოძღ...   Jan 9 2009, 05:07 PM
mekaje   Miu 100% :კი1: საერთოდ, ა...   Jan 9 2009, 05:10 PM
მარიამი   სწორედაც რომ საპა...   Jan 9 2009, 05:14 PM
აბე   სწორედაც რომ საპა...   Jan 9 2009, 05:38 PM
subterranean   მართალია აბე, 100%-ით ...   Jan 9 2009, 05:19 PM
.:Lela:.   ყველაფერი ალბათ მა...   Jan 9 2009, 05:34 PM
აბე   ყველაფერი ალბათ მ...   Jan 9 2009, 05:49 PM
Amuza   მასე არა ახლა ასე ა...   Jan 9 2009, 05:47 PM
kato_Bato   MIU, დაიცავი რა ფორუმ...   Jan 9 2009, 06:54 PM
ართი ვარდი   აბე ძალიან სამწუხა...   Jan 9 2009, 07:17 PM
kato_Bato   ართი ვარდი :დიახ:   Jan 9 2009, 08:07 PM
natianatushki   ძალიან გთხოვთ,შეეშ...   Jan 9 2009, 08:36 PM
kato_Bato   ჩათვალეთ, რომ ეს არ...   Jan 9 2009, 08:44 PM
KveS_!   საეკლესიო პირებიც ...   Jan 9 2009, 08:47 PM
natianatushki   კიდე ერთს დავამატე...   Jan 9 2009, 08:58 PM
KAIROS   პრობლემა არის და ა...   Jan 9 2009, 09:55 PM
kato_Bato   KAIROS ეს თემა ისევ მხო...   Jan 9 2009, 10:12 PM
KveS_!   ისე ჯობია დააწერო...   Jan 9 2009, 10:41 PM
Miu   აქ აუცილებელია "მ...   Jan 9 2009, 11:14 PM
მნათე   როგორ? ნუ იქნება ო...   Jan 9 2009, 11:20 PM
Amuza   "ლოგინში მაღლა ა...   Jan 10 2009, 12:54 AM
მნათე   ხო, ვთქვათ არა შეფ...   Jan 9 2009, 11:43 PM
piligrimi   ნუ მე ვარ რიგითი უღ...   Jan 9 2009, 11:47 PM
მნათე   ჩემი ყურით გამიგო...   Jan 10 2009, 01:11 AM
ნაინა   ბევრი რამ რომ ხდებ...   Jan 10 2009, 02:17 AM
milana   ბევრი რამ რომ ხდებ...   Jan 13 2009, 11:10 PM
elenele   ეხა გული გამისკდა ...   Jan 14 2009, 08:53 AM
აბე   [size=4]გთხოვთ სანამ მთ...   Jan 10 2009, 03:30 AM
მნათე   მაძიებლობის პრობლ...   Jan 10 2009, 03:45 AM
აბე   მაძიებლობის პრობლ...   Jan 10 2009, 03:49 AM
KAIROS   კარგია, მაგრამ უნდ...   Jan 10 2009, 03:54 AM
აბე   თუ ძებნა არ უნდა მ...   Jan 10 2009, 11:23 AM
მნათე   KAIROS არჩევანის პრობ...   Jan 10 2009, 04:40 AM
აბე   KAIROS არჩევანის პრობ...   Jan 10 2009, 11:51 AM
kato_Bato   :wub: ასე :) არა, ნუ იქნ...   Jan 10 2009, 09:47 AM
მნათე   კარგი რა, დინამიურ...   Jan 10 2009, 10:06 AM
kato_Bato   აბე სისულელე დაწერ...   Jan 10 2009, 11:27 AM
mekaje   აბე მნათე ბრავოოო...   Jan 10 2009, 11:53 AM
აბე   [b]აბე მნათე ბრავოო...   Jan 10 2009, 11:59 AM
თათარაშვილი   -განიღმრთოს   Jan 10 2009, 12:00 PM
აბე   -განიღმრთოს მადლ...   Jan 10 2009, 12:02 PM
mekaje   აბე მეც. :) როცა ახა...   Jan 10 2009, 12:04 PM
აბე   აბე მეც. :) როცა ახა...   Jan 10 2009, 12:10 PM
აბე   mekaje კაი ხო, არ ვიცოდ...   Jan 10 2009, 12:20 PM
მნათე   აი ღამენათევი რომ ...   Jan 10 2009, 12:08 PM
mekaje   აბე აი ქალი :D :* შენ...   Jan 10 2009, 12:17 PM
mekaje   აბე :* :* :*   Jan 10 2009, 12:21 PM
თათარაშვილი   აბე :user: მეგობრებო,...   Jan 10 2009, 12:40 PM
KAIROS   ტკბილო :) ეს მე "ჩა...   Jan 10 2009, 08:35 PM
m16   ხო ცვეტშია ;)   Jan 10 2009, 08:38 PM
აბე   KAIROS მე არც არაფერს შ...   Jan 10 2009, 09:05 PM
მნათე   მოვედი, მაგრამ აქ დ...   Jan 10 2009, 09:49 PM
KAIROS   აბე, დიდად ვერ გატყ...   Jan 10 2009, 10:07 PM
აბე   აბე, დიდად ვერ გატყ...   Jan 10 2009, 10:26 PM
მნათე   ტრადიციული პასუხ...   Jan 10 2009, 10:36 PM
აბე   ტრადიციული პასუხი...   Jan 10 2009, 10:44 PM
Nikoloz_   ფორუმზე პრობლემბი...   Jan 10 2009, 10:57 PM
მნათე   ეს სატანა ხანდახა...   Jan 10 2009, 10:57 PM
აბე   ეს სატანა ხანდახა...   Jan 10 2009, 11:27 PM
მნათე   [quote]ფორუმზე პრობლემ...   Jan 10 2009, 11:08 PM
მნათე   არა, ეგ ფუნდამენტუ...   Jan 10 2009, 11:30 PM
KAIROS   :D კაცო არაფერი არ დ...   Jan 11 2009, 04:04 AM
მნათე   KAIROS ყოველთვის ნერვ...   Jan 11 2009, 04:21 AM
KAIROS   ცოტა სხვაგან მაქვ...   Jan 11 2009, 06:13 AM
მნათე   წმ. გრიგოლ ღვთისმე...   Jan 11 2009, 07:04 AM
elenele   რთული თემაააა   Jan 13 2009, 08:19 PM


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th August 2025 - 03:04 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი