![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
აბე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() აბესალომ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 ![]() |
ამას წინათ მეგობარს ვესაუბრებოდი, რომელიც მეუბნებოდა, რომ დღეს ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც დადიან ეკლესიაში, თავს მრევლად მიიჩნევენ და თითქოს ჭეშმარიტად მართლმადიდებლები არიან, სინამდვილეში არც კი იციან ბევრი ელემენტარული ცხოვრებისეული რამ. არ იციან როგორ უნდა ცხოვრობდეს ჭეშმარიტი მართლმადიდებელი, არ იციან ქრისტეს სწავლებები. დაუჩემებიათ რწმენა უნდა გქონდეს ძლიერიო, ამას გვასწავლიდა ქრისტეო. და მარტო ამას? მთელი სახარება ხომ სწავლებებითაა სავსე?! მათ არც წაუკითხავთ სახარება და არც წირვაზე ისმენენ. ან სულაც ისმენენ, მაგრამ არ ესმით, ან ნაწილობრივ ესმით და არ იღწვიან იმისთვის რომ სრულიად გაიგონ. წირვებზე ხშირად იცვლიან ადგილს და ხელს უშლიან სხვებს, ყურადღებას უფანტავენ... საუბარსაც არ ერიდებიან; ეკლესიაში თითქოს თავიანთი ტერიტორიული ადგილი აქვთ დასაკუთრებული და ყოველთვის იქ დგანან ღვთისმსახურების დროს, მაგრამ თუ დაიგვიანებენ და იმ ადგილას სხვა დახვდებათ იმის მაგივრად რომ აღიარონ "ჩემი ბრალია რომ დავიგვიანეო" ჩხუბს უტეხავენ "ეს ჩემი ადგილია და დამაყენეო", ნაცვლად იმისა, რომ გაჩუმდნენ და მოუსმინონ მრვდელსა თუ მედავითნეს.... იმის მაგივრად, რომ ღვთისმსახურების დროს მედავითნის, მღვდლისა და მგალობლების მიერ წარმოთქმული თითოეული სიტყვა გულში გაატარონ, ყურშიც არ ატარებენ და იმაზე ფიქრობენ, ეს მგალობლები რანაირად გალობენ, ესენი რასაა რო აკეთებენო და ა.შ....
მოკლეთ, მაგალითების მოყვანას თავს დავანებებ, რადგანაც უამრავია და მათზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს. ჩვენ ვისაუბროთ უშუალოდ პრობლემასთან დაკავშირებით. რას იტყვით, ასეა თუ ისე, უღირსი მრევლი გვყავს და ვერსად დავმალავთ... უფრო მეტიც, მრევლის ნახევარზე მეტი ფორმალურადაა მრევლი... რას იტყვით ამ პრობლემასთან დაკავშირებით? ეკლესიაში სიარული მოდა ხომ არაა რომ მიყვე მას და იმიტომ იარო, რადგანაც სხვები დადიან?! ეკლესიაში სიარული მოდაში ყოფილაო და მეც ვივლიო. სტიქაროსნებზე საერთოდ არაფერს ვამბობ. პირადად მე ვიცი შემთხვევა, როდესაც სტიქაროსნები ეკლესიიდან გამოსვლის შემდეგ უბანში საქმეებს არჩევენ და ე.წ. ძველი ბიჭები არიან. სტიქაროსნობაც მოდაში შემოვიდა?! ძალიან აქტუალური თემაა, და საინტერესოა თქვენი მოსაზრებები... -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა შენ პასუხს ველი და იგავებით მპასუხობ... ცოტა სხვაგან მაქვს ფრონტი და აქ ვერ მოვიცალე ( არადა მიმტკიცებენ მოიცალეო ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th July 2025 - 04:25 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი