მდუმარება, არსი, გამოცდილება, შედეგები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მდუმარება, არსი, გამოცდილება, შედეგები |
neo |
Jan 11 2009, 05:37 PM
პოსტი
#21
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
დარწმუნებული ვარ ეს თემა უკვე იქნებოდა განხილვის საგანი, მაგრამ მაინც მინდა კიდევ ერთხელ განვიხილოთ, ოღონდ ამ შემთხვევაში მინდა ვისაუბროთ საკუთარი გამოცდილებებიდან... ვისაც ერტხელ მაინც გიცდიათ აგეწიათ ეს ჯვარი თუნდაც ერთი საათით, გამოთქვით თქვენი აზრი... რა მოაქვს მდუმარებას ? არის თუ არა ძნელი უბრალოდ ხმა არ ამოიღო ? შეიძლება თუ არა ამას ვუწიდოთ ღვაწლი ? რამდენად შესაძლებელია ერში მცხოვრებმა მადლის მოხვეჭის ამ მეთოდს მიმართონ ? ძალიან გთხოვთ ვისაც არასოდეს გამოგიცდიათ ნუ დაპოსტავთ, ერთხელ მაინც გამოცადეთ, ერთი საათით მაინც გაჩერდით მდუმარედ იქ სადაც სხვა შემტხვევაში ბევრს ისაუბრებდით და შემდეგ დაპოსტეთ... ასევე ამ საიტის ღვთისმეტყველებს ძალიან გთხოვ რომ ნუ დადებთ წმინდა მამათა სქელტანიან ნაშრომებს, მარტივად და თავისუფლად გამოვთქვათ საკუთარი საზრები თუ რა თქმა უნდა ამით ბევრს არ დავაშავებთ -------------------- www.cordesign.ge
|
k@the |
Jan 11 2009, 09:51 PM
პოსტი
#22
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
წყლის კრისტალებს არ შევეხოთ ამ თემაში.
მდუმარებას რაც შეეხება, ძალიან ძნელია. დიდ შინაგან ნებისყოფას მოითხოვს, რაიმეს არ თქმა და მერე იმის გადახარშვა, რომ სათქმელი იყო, არ თქვი, ხოლო იმათ ვისთვისაც უნდა გეთქვა, რამდენად სწორად გაიგეს შენი უთქმელობა. ძირითადად, მეგობრებთან, საყვარელ ადამიანებთან მიყვარს ხოლმე მდუმარება. განსაკუთრებით თუ კამათის საფრთხის წინაშე ვდგევარ. მირჩევნია სულ არ ვთქვა, საშინლად მეშინია, ისეთი რამ არ ვთქვა და ვაწყენინო, რომ გულში დარჩეს. მე თვითონაც არ ვიცი, წყენის დიდხანს შენახვა, ძალიან მალე მავიწყდება, ტკბილად თუ მომმართეს. ასევე, ყოფილა, რომ დუმხარ, როცა შენი ცოდნის ზედმეტი დემონსტრირებით, არ გინდა ყურადღების მიქცევა და ღიმილით აკვირდები, სხვა როგორ აკეთებს ამას. საერთოდ კი, მდუმარების თვისება, კარგი რამაა, ყოველთვის მდუმარეს უკეთეს მდგომარეობაში აყენებს. თუნდაც სისულელის თქმისაგან თავს იზღვევ ადამიანი. მეტად შესაშური რამ იქნებოდა, ფორუმზე მპოსტავი იუზერებისთვის. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 07:09 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი