მდუმარება, არსი, გამოცდილება, შედეგები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მდუმარება, არსი, გამოცდილება, შედეგები |
neo |
Jan 11 2009, 05:37 PM
პოსტი
#361
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
დარწმუნებული ვარ ეს თემა უკვე იქნებოდა განხილვის საგანი, მაგრამ მაინც მინდა კიდევ ერთხელ განვიხილოთ, ოღონდ ამ შემთხვევაში მინდა ვისაუბროთ საკუთარი გამოცდილებებიდან... ვისაც ერტხელ მაინც გიცდიათ აგეწიათ ეს ჯვარი თუნდაც ერთი საათით, გამოთქვით თქვენი აზრი... რა მოაქვს მდუმარებას ? არის თუ არა ძნელი უბრალოდ ხმა არ ამოიღო ? შეიძლება თუ არა ამას ვუწიდოთ ღვაწლი ? რამდენად შესაძლებელია ერში მცხოვრებმა მადლის მოხვეჭის ამ მეთოდს მიმართონ ? ძალიან გთხოვთ ვისაც არასოდეს გამოგიცდიათ ნუ დაპოსტავთ, ერთხელ მაინც გამოცადეთ, ერთი საათით მაინც გაჩერდით მდუმარედ იქ სადაც სხვა შემტხვევაში ბევრს ისაუბრებდით და შემდეგ დაპოსტეთ... ასევე ამ საიტის ღვთისმეტყველებს ძალიან გთხოვ რომ ნუ დადებთ წმინდა მამათა სქელტანიან ნაშრომებს, მარტივად და თავისუფლად გამოვთქვათ საკუთარი საზრები თუ რა თქმა უნდა ამით ბევრს არ დავაშავებთ -------------------- www.cordesign.ge
|
guest |
Jan 12 2009, 02:45 AM
პოსტი
#362
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
მე ვფიქრობ, რომ მდუმარება მაშინ შეიძლება იყოს ღვაწლი, როდესაც გული სუფთაა ანუ არ გაქვს წყენა და გაბრაზება, ანუ იმიტომ არ სდუმხარ, რომ ეს დამალო.
ხშირად ასეთი საერო დადუმება გამაღიზიანებელია, იმიტომ რომ გაურკვევლობაში აგდებ შენს ირგვლივ მყოფთ და აფიქრებინებ ათას რამეს. ამ შემთხვევაში ჯობია ითქვას რა არის პრობლემა და ის დაგაიჭრას, ვიდრე იყო ჩუმად და ნერვები უშალო გარეშეთ მყოფს. ამას ჩვენთან "ცხვირის გაშვერას" უძახიან ანუ არ ელაპარაკები იმიტომ, რომ გაბრაზებული ხარ მე ხშირად მიწევს მდუმარება მაგალითად როცა სერბეთში ვარ ოღონდ არა რაიმეს დასამალად და ჯინაზე , არამედ იმისთვის რომ ხშირად ვხვდები ისეთ საზოგადოებაში, სადაც ჯობია წყნარად ვიყო, ჩუმად და ოდნავი ღიმილით ვუსმინო მათ თუ მკითხავენ გავცემ ლაკონურ და ამომწურავ პასუხს. ამის გამო ხშირად თავი ვიტრინის თოჯინა მგონებია და საჩვენებელი რაღაც მანეკენი. ანუ, როცა იძულებული ვარ ვიყო იქ, სადაც არ მაქვს სურვილი და ერთი სული მაქვს როდის ავღმოვჩნდები ჩემს გარემოში ისევ მდუმარების ფენომენი კათოლიკებშიც არის ისე, ანუ იმ მდუმარების რასაც თემა გულისხმობს. k@the მე არ ვარ სახლში მარტოდ, დიდი ბიჭები ჩემთან არიან, მაგრამ ხანდახან ისე გავა დღე, რომ უსიტყვოდ ვატარებ სამსახურში უფრო ვლაპარაკობ, კაი სასტავი მყავს, ვაკეთებთ ხოლმე საბაასო პაუზებს, ან ერთად ვწყვიტავთ ამოცანას და ასე. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 05:14 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი