სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| კანონისტი |
Jan 9 2009, 12:25 PM
პოსტი
#1
|
|
დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
როგორც ვიცით, ბიზანტიური წესის წირვა (იოანე ოქროპირისა და ბასილი დიდისა) შედგება 3 ნაწილისგან:
ა) კვეთა ბ) კათაკმეველთა წირვა გ) მართალთა წირვა კათაკმეველთა წირვის დასასრულს წარმოითქმის კვერექსი კათაკმეველთათვის, რომლის პირველი მუხლი მიემართება თავად კათაკმევლებს: ილოცეთ, კათაკმეველნო, უფლისა მიმართ. ხოლო დანარჩენი მორწმუნეებს კათაკმეველთათვის სალოცავად: - მორწმუნენო, კათაკმეველთათვის ვილოცოთ, რათა უფალმან იგინიცა შეიწყალნეს. - და ასწავოს მათ სიტყვა ჭეშმარიტებისა. - და გამოუცხადოს მათ სახარება სიმართლისა. - შეართნეს იგინი წმიდასა თვისსა კათოლიკესა და სამოციქულოსა ეკლესიასა. - აცხოვნენ, შეიწყალენ, შეეწიენ და დაიცვენ იგინი, ღმერთო, შენითა მადლითა. ბერძნულ ორიგინალში (ასევე სლავურ თარგმანში) თითოეული ამ მუხლის შემდეგ იგალობება Κύριε, ελέησον. ბერძნული ორპირიანი ზმნა არასრულია და ობიექტად შეიძლება გულისხმობდეს რამდენიმე პირს და ორივე რიცხვს. ანუ Κύριε, ελέησον-ის თარგმანი შეიძლება იყოს: უფალო, შემიწყალე (მე) - Κύριε ελέησον με - Господи помилуй м(ен)я უფალო, შეგვიწყალე (ჩვენ) - Κύριε ελέησον ημάς - Господи помилуй насъ უფალო, შეიწყალე (ისინი) - Κύριε ελέησον αυτούς - Господи помилуй ихъ როდესაც ბერძენი ან სლავი ამბობს "ელეისონ"-ს ან "პომილუი"-ს, მან თავისუფლად შეიძლება იგულისხმოს ის პირი, რომელზეც კონკრეტულად ლოცულობს. მაგრამ, მათგან განსხვავებით, ქართულ ორპირიან ზმნას მოეპოვება პირის განმასხვავებელი ნიშანი, რომელიც ზმნას დაერთვის. ამიტომ, მისი გამოყენება უნდა მოხდეს ადეკვატურად, რომ აზრი არ შეიცვალოს. დავუბრუნდეთ კვერექსს. გაისმის დიაკვნის მოწოდება: "მორწმუნენო, კათაკმეველთათვის ვილოცოთ, რათა უფალმან იგინიცა შეიწყალნეს" და ამ დროს ვგალობთ "უფალო, შეგვიწყალენ"! არ უნდა იყოს "უფალო, შეიწყალენ"? ჩემი აზრით, თარგმანი შეცდომაა, რომელიც აზრს ამახინჯებს. P.S. შეიძლება ამიტომ იყო, რომ გრიგოლ ხანძთელმა მოიფიქრა "კირიე ელეისონ"-ის ისეთი ქართული თარგმანი, რომელიც ობიექტის პირის დაზუსტებას არ საჭიროებდა - "უფალო, შეგვიწყალენ" გინდა თუ "უფალო, წყალობა-ჰყავ" (ამ უკანასკნელში ობიექტის პირი არ იკვეთება და ნებისმიერ შემთხვევაში გამოყენებადია). -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
| კანონისტი |
Jan 12 2009, 02:07 PM
პოსტი
#2
|
|
დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
mekaje
ამაზე ხომ გიპასუხე? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანონისტი "უფალო, შეგვიწყალენ" თუ "უფალო, შეიწყალენ" Jan 9 2009, 12:25 PM
mekaje კანონისტი
:ფიქრი: ... Jan 9 2009, 01:47 PM
მხევალი ნინო კანონისტი
რაოდენ ... Jan 9 2009, 01:50 PM
k@the კანონისტი
იმათი შე... Jan 9 2009, 01:59 PM
კანონისტი k@the
1. დიაკვნის მოწოდ... Jan 9 2009, 02:06 PM
k@the კანონისტი
ჰო, მართ... Jan 9 2009, 02:09 PM
mekaje კანონისტი
ერთი აზრ... Jan 9 2009, 02:14 PM
კანონისტი mekaje
გასაგებია და არ... Jan 9 2009, 04:05 PM
orthodox-georgia კანონისტი
მართალი ... Jan 9 2009, 04:15 PM
mekaje კანონისტი
კათაკმე... Jan 9 2009, 05:02 PM
mekaje კანონისტი
არ ვიცი ... Jan 12 2009, 02:23 PM
KAIROS
არა, რადგან აქ სწორ... Jan 12 2009, 10:32 PM
მნათე არანაირად, მაგ უფა... Jan 12 2009, 10:59 PM
KAIROS
:)
ეგრეცაა :)
ისე ვიბ... Jan 13 2009, 05:47 AM
მნათე [quote]
ეგრეცაა
ისე ვი... Jan 13 2009, 05:49 AM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th August 2026 - 08:13 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი