![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
გლახა |
![]()
პოსტი
#1
|
-------- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 ![]() |
მართლმადიდებლურ ეკლესიაში რაც ძალიან მომწონს ეს არის მოძღვრის ინსტიტუტი.
კარგი მოძღვარი როცა გყავს ადამიანს, დიდი ბედნიერებაა. მიკვირს რომ ზოგიერთი ადამიანი თავისი მოძღვრის ნათქვამზე მზად არის კლდიდანაც კი გადახტეს, მაგრამ გუშინ ერთ ეკლესიაში ვიყავი რომლის შესასვლელში თეთრზე შავით ეწერა (და ასე ბევრგან წერია) აკრძალულია ჩართული მობილურით შემოსვლა! მაგრამ თუ პატივს სცემენ მოძღვარს და ეკლესიის წესრიგს, რატომ არ ემორჩილებიან ღვთის მსახურის ამ მოთხოვნას? რა დონემდე უნდა იყოს ადამიანი მოძღვრის, ან სხვა ღვთისმსახურის მორჩილი? რა დროს შეუძლია არ დაემორჩილოს მას? |
![]() ![]() |
მარიამი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
მოძღვარს მანამ უნდა დაემორჩილო, სანამ თვითონ ემორჩილება უფალს და პირველ იერარქს, ხოლო თუ თვითონ გადაუხვია გზიდან, ბრმასავით უფსკრულში არ უნდა გადაყვე...
ამაზეა საუბარი საერთოდ ამ თემაში, თუ სხვანაირად გავიგე? მორჩილებას რაც შეეხება, თუ მოძღვარი არ გაძლევს სარწმუნოების საწინააღმდეგო კურთხევას, შეიძლება ის ბოლომდე არ გესმოდეს, მაგრამ მაინც უნდა დაემორჩილო. როგორც წესი, მერე გამოჩნდება ხოლმე იმ კურთხევის აზრი და მისგან მოტანილი სიკეთე. თუ აშკარად ცოდვისკენ გიბიძგებს, ცხადია მორჩილება არ მოგეთხოვება. აბა, დამესიეთ, რა შემეშლა ![]() პ.ს. გლახა პროტესტანტებს მოძღვრები არ ჰყავთ? თუ იქ ყველა თავის თავის მოძღვარია? რაღაც გამიგია, რომ თითქოს იერარქიის მსგავსი რამ იქაც არსებობს, რა თქმა უნდა, არა ისეთ დონეზე როგორც მართლმადიდებლობაში... -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th August 2025 - 07:29 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი