მდუმარება, არსი, გამოცდილება, შედეგები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მდუმარება, არსი, გამოცდილება, შედეგები |
neo |
Jan 11 2009, 05:37 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
დარწმუნებული ვარ ეს თემა უკვე იქნებოდა განხილვის საგანი, მაგრამ მაინც მინდა კიდევ ერთხელ განვიხილოთ, ოღონდ ამ შემთხვევაში მინდა ვისაუბროთ საკუთარი გამოცდილებებიდან... ვისაც ერტხელ მაინც გიცდიათ აგეწიათ ეს ჯვარი თუნდაც ერთი საათით, გამოთქვით თქვენი აზრი... რა მოაქვს მდუმარებას ? არის თუ არა ძნელი უბრალოდ ხმა არ ამოიღო ? შეიძლება თუ არა ამას ვუწიდოთ ღვაწლი ? რამდენად შესაძლებელია ერში მცხოვრებმა მადლის მოხვეჭის ამ მეთოდს მიმართონ ? ძალიან გთხოვთ ვისაც არასოდეს გამოგიცდიათ ნუ დაპოსტავთ, ერთხელ მაინც გამოცადეთ, ერთი საათით მაინც გაჩერდით მდუმარედ იქ სადაც სხვა შემტხვევაში ბევრს ისაუბრებდით და შემდეგ დაპოსტეთ... ასევე ამ საიტის ღვთისმეტყველებს ძალიან გთხოვ რომ ნუ დადებთ წმინდა მამათა სქელტანიან ნაშრომებს, მარტივად და თავისუფლად გამოვთქვათ საკუთარი საზრები თუ რა თქმა უნდა ამით ბევრს არ დავაშავებთ -------------------- www.cordesign.ge
|
neo |
Jan 12 2009, 07:04 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
მმმმმმმმმმმმმმ
ასე ცოტა ადამიანია ამხელა ფორუმზე ვისაც მდუმარება გამოუცდია თავის თავზე ? დაპოსტეთ რა ან გამოცადეთ და მერე დაპოსტეთ -------------------- www.cordesign.ge
|
თამარი_ცქნაფო |
Jan 12 2009, 07:16 PM
პოსტი
#3
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
მმმმმმმმმმმმმმ ასე ცოტა ადამიანია ამხელა ფორუმზე ვისაც მდუმარება გამოუცდია თავის თავზე ? დაპოსტეთ რა ან გამოცადეთ და მერე დაპოსტეთ ამ პოსტის ხათრით ვწერ, რადგან ვერ მივხდვი, სწორად ჩავწვდი თუ არა თემის არსს. ბევრჯერ მქონია შემტხვევა, როცა უსამართლოდ მეკამათებოდნენ, თავიდან ვცხარდებოდი, ვცდილობდი თავი დამეცვა. ერთხელ მივხვდი, რომ ამით არაფერი იცვლებოდეა, სწორედ მაშინ მოვისმინე პირველად პატრიარქის ქადაგება დავით წინასწარმეტყველისა და სიმშვიდის შესახებ... ჰოდა, ჩემდაუნებურად ვცადე, ვერ გეტყვით, რომ მას მერე ბევრჯერ ვცადე, ცემმა სულმოკლეობამ დამძლია, მაგრამ ახლაც ვერ გადმოგცემთ იმ უცნაურ განცდას, მახსოვს, რარაც უცნაური სიმშვიდე მეუფლებოდა, მე მაკრიტიკებდნენ, მეუბნებოდნენ იმა,ს რაც ვიცოდი, არ იყო მართალი, თავიდან ისე მწარე იყო, ცრემლებიც კი გადმომცვივდა (არ დაუნახავთ), მერე უფრო ლაღად შევხვდი და ბოლო არც არავინ ცდილობდა კვლავ ეთქვა ჩემთვსი თეთრზე შავი... თუმცა ეს ადრე იყო, ახლა? ახა არ ვიცი, ხან ვცდილობ, საკუთარ თავს ვეუბნბეი, ჩუუუ, არ თქვა, ორივე სემთხვევაში ზიანდბეი, დაითვალე ათამდე, ხან ვჩერდები, მაგრამ უფრო ხშირად ვერა. თუმცა ძალიან კარგად მახსოვს, ერთ-ერთ სამსახურში დირექციაში ვიჯექი კომპთან, ისინი საუბრობდნენ გარეშე თემაზე, მე ინტერნეტში წერილებს ვამოწმებდი, მერე ფორუმი ჩავრთე მერე სხვა რამ და ხმა არ ამომიღია, დირექტორი რომ გადიოდა, გაბრაზდა და მითხრა, ჩვენი თანამშრომელი ხარ თუ არა, ხმას რატომ არ იღებო, არადა აშკარად სხვა საგანზე და სხვა, არასამსახურეობრივ თემებზე საუბრობდნენ. ის სიმწარეც მახსოვს, ვთქვა-არ ვთქვა რომ იბრძოდნენ და მაინც ვთქვი გულისტკივილი და ისევ მე გამაკრიტიკეს. ამიტომ დუმილი ყოველთვის ჯობს... რა უცნაურია, დღეს ვფიქრობდი, რა განსხვავებაა დუმილსა და დათმენას შორის-მეთქი... მომიტევეთ, თუ სხვანაირად გავიგე თემა -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 12:03 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი