![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
devnili |
![]()
პოსტი
#1
|
ირაკლი ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 47 რეგისტრ.: 1-January 09 წევრი № 6,202 ![]() |
პატივცემულო კანონისტო. ასეთი პასუხი გამოგიზავნა დიდგორელმა ნიკ გვარამიამ თქვენს შეკითხვებზე. მის ტონს არ ვეთანხმები და მეტად აღარ გამოვუქვეყნებ. დაე, თვითონ დარეგისტრირდნენ. ისინი კონტრ შეკითხვებს სვამენ.
_______________________________ დიახ, სრულ ჭეშმარიტებას ბრძანებთ, თქვენ მოქმედებთ მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მსოფლიო და ადგილობრივ კრებებზე დაგმობილი და შეჩვენებული გრიგორიანული პაპისტური კალენდრით, თქვენმა საყვარელმა „ბიჭუნა" მნათეუსმაც ხომ დიდი ზარზეიმით აღნიშნა კათოლიკური შობა 25 დეკემბერი (ახ. სტ.) თბილისის ფორუმზე და თქვნც პაპისტური კალენდრით დააგვირგვინეთ არაეკლესიური ახალი წელი 1 იანვარს (ახ. სტ.) და ამას საჯაროდ თავადაც ადასტურებთ, ბ-ნო კანონისტო, თქვენი შემდეგი სიტყვებით: „მაგრამ რამდენადაც საქართველოს სახელმწიფოში მოქმედებს გრიგორიანული კალენდარი, რომელიც იწყება 1 იანვარს, ამ დღეს აღვნიშნავთ ახალ წელს და ვულოცავთ ერთმანეთს."-(ავტორი „კანონისტი")" რადგან გრიგორიანული კალენდრით აღნიშნავთ ახალ წელს და ულოცავთ ერთმანეთს, მაშინ ექვემდებარებით წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის შემდეგი კანონის მსჯავრს!: „რომელიც მისდევს გრიგორიანულ პასქალიასა და კალენდარს, სამღვდელო პირი იქნება ის თუ ერისაგანი, განკვეთილ იყოს ღმრთისაგან და შეჩვენებულ, და მიეცეს ის სატანჯველსა საუკუნესა, თავს დაატყდეს მას ყოველთა პატრიარქთა და მართლმადიდებელ წმიდა კრებათა წყევლა და მიეცეს იგი ცეცხლსა გეჰენიისასა" (მსოფლიო პატრიარქი კირილე, სიგელიონი, 1756წ.). კარგით, მაშ ასე, საეკლესიო კალენდრის საკითხში აქეთ ინდიქტიონს (ღმერთის წესს) და იქით საერო 1 იანვარს (ახ.სტ.) (ეშმაკის წესს) ე. ი. ორივეს სცნობთ, ე. ი. ორ ბატონს ემსახურებით, და რადგან ეს საკითხი თქვენივე "აღსარებით" გავარკვიეთ, ახლა გადავიდეთ შემდეგ თემაზე და თუ შეიძლება გაგვეცით შემდეგ ორ კითხვაზე პასუხი: ა) შეიძლება თუ არა პატრიარქი (ბერი) და სხვა ეპისკოპოსები ოპერაში ვერდის სპექტაკლზე (ნაბუქოდო) დაესწრნენ, (ამა წლის 4 იანვარს (ახ.სტ) მოხდა თქვენ იერარქთა ეს მორიგი თეატრალიზებული სამარცხვინო გართობა) მაშინ, როდესაც საეკლესიო სამართლით მსახიობობა ცოდვაა: წმიდა პავლე მოციქულის მე 6 კანონი (ერისკაცთა შესახებ): „თუ ეკლესიისკენ პირს იზამს მომღერალი, მსახიობი….ან დაცხრეს მისი საქმიანონობისგან, ან უკან გაბრუნდეს.", და თუ მითუმეტეს მღვდლის შვილებსაც კი ეკრძალებათ საერო სანახაობებზე სიარული, (:კართაგენის ადგილობრივი კრების მე 15 კანონი: „მღვდელთა შვილები საერო სანახაობაში ნურც მონაწილეობას მიიღებენ, ნურც სანახავად წავლენ. ეს ყველა ქრისტიანს ექადაგება ყოველთვის, რომ სადაც გმობა იყოს, იქ არ უნდა მივიდნენ") რა უნდოდა თქვენს პატრიარქს და სინოდის წევრებს ოპერისა და ბალეტის თეატრში ვერდის ოპერაზე? სასულიერო დასისთვის შეუფერებელი ქმედების ბრალმდებელი ლაოდეკიის კრების 54-ე და კონსტანტინეპოლის სამეუფეო პალატაში შეკრებილ მამათა 50-51 კანონები: „მღვდლებმა და საეკლესიო დასის სხვა წარმომადგენლებმა არ უნდა უყურონ ქორწილში ან წვეულებაში წარმოდგენილ სანახაობებს, არამედ სანამ შემოვიდოდნენ მსახიობები, უნდა ადგნენ და წავიდნენ; სასულიერო პირთაგან ნურავინ მიეცემა შვება-თამაშს, სახუმარო სანახაობას, მგოსანთა როკვას, ხოლო თუ ვინმე დაარღვევს ამ კანონს… თუ ვინმე სასულიერო პირი იქნება იგი, განიკვეთოს". ! მოციქულთა მე 6 კანონი (სასულიერო დასის შესახებ): „ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ნუ შეუდგება ამქვეყნიურ საზრუნავს, თუ არადა განიკვეთოს." ბ) ასევე, თუ შეიძლება, გაგვეცით მეორე შეკითხვაზეც პასუხი, რატომ იყო თქვენი პირველიერარქი (პატრიარქი) სექტათა მსოფლიო ერეტიკული შესაკრებლის "ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს" ერთერთი თანაპრეზიდენტი და რატომ ლოცულოდა ამ საბჭოს ასამბლეებზე სექტის წარმომადგენლებთან ერთად?, ასევე, რატომ ლოცულობდა მონოფიზიტებთან და პაპისტებთან, როგორც ქართულ ტაძრებში ისე ეჩმიაძინსა და ვატიკანში?: „დიდ ხუთშაბათს — ფეხთბანვის დღეს მამა ერნსტ ქრისტოფ სუტნერი და მამა ცელესტინ პატოკი (არამართლმადიდებლები — ავტ.) თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაესწრნენ საღმრთო- სადღესასწაულო ლიტურღიას და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ხელიდან მიიღეს წმიდა ზიარება, ხოლო დიდ შაბათს — ლიტონიობის დღესასწაულზე საქართველოს ეკლესიის სასურველი სტუმრები (ხაზგასმა ჩვენია — ავტ.) სრულიად საქართველოს პატრიარქთან და სიონის ტაძრის სამღვდელოებასთან ერთად ღამის 12 საათიდან დილის 7 საათამდე აღავლენდნენ ლოცვებს ბრწყინვალე აღდგომის სადიდებლად". „კვირას ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარში საღმრთო-სადღესასწაულო ლიტურღია აღასრულეს ყოველთა სომეხთა უმაღლესმა პატრიარქ-კათალიკოსმა უწმიდესმა ვაზგენ I და უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II" (საპატრიარქოს ჟურნალი - ჯვარი ვაზისა, 1982წ. N2″) მაშინ, როდესაც საეკლესიო სამართალით მკაცრად იკრძალება ერეტიკოსებთან ერთობლივი ლოცვა: მოციქულთა 45-ე კანონი: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს". წმინდა იუსტინე პოპოვიჩი: „მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია მწვალებელთა მიმართ - ანუ ყველა იმათ მიმართ, ვინც მართლმადიდებელი არ არის - ერთხელ და სამუდამოდ არის დადგენილი წმ.მოციქულთა და წმ.მამათა, ანუ ერთი და უცვალებელი ღმრთივსულიერი გარდამოცემის მიერ. ამ განჩინების თანახმად, მართლმადიდებლებს ეკრძალებათ მონაწილეობა რაიმე საერთო ლოცვასა თუ ღმრთისმსახურებაში მწვალებლებთან ერთად, "რამეთუ რაი მოყუსობა არს სიმართლისა და უსჯულოებისა? ანუ რაი ზიარება არს ნათლისა და ბნელისა? ანუ რაი შეტყუება არს ქრისტესი ბელიარის თანა? ანუ რაი ნაწილ უც მორწმუნესა ურწმუნოსა თანა?" (2კორ. 6,14-15). ჯერჯერობით, გთხოვთ გაგვცეთ პასუხი ამ ორ ბრალდებაზე, წინასწარ გაფრთხილებთ, თუ დაგვბლოკავთ, მაშინ უფრო საფუძვლიანად თქვენს მხილებას ჩვენს საითზე გავაგრძელებთ! |
![]() ![]() |
ბადრი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,332 რეგისტრ.: 30-October 08 მდებარ.: წყალტუბო წევრი № 5,866 ![]() |
გილოცავთ წინადაცვეთის დღესასწაულს და ახალ წელს!
შემოგიერთდებით პოლემიკაში ![]() ციტატა თქვენმა საყვარელმა „ბიჭუნა" მნათეუსმაც ხომ დიდი ზარზეიმით აღნიშნა კათოლიკური შობა 25 დეკემბერი (ახ. სტ.) ახალი სტილის მიმდევარია? ციტატა კონსტანტინოპოლის II მსოფლიო კრების მე-6 კანონი თქვენ გიკრძალავთ, ბრალი დასდოთ საქართველოს უწმიდესი მართლმადიდებელი ადგილობრივი ეკლესიის იერარქიას! "ბრალმდებლად არ მიიღებიან აგრეთვე განხეთქილების მომწყობნი (ბერძნ. σχισματικοί), ე.ი. ისინი, ვინც გამოეყო თავის ეპისკოპოსს და ცალკე იწვევს კრებებს კანონიერი ეპისკოპოსების წინააღმდეგ" ნამდვილადე მასეა ![]() ციტატა ახალი წელი შინაარსობრივად საერო მოვლენაა და არა საეკლესიო. ახალი წელი ნიშნავს წლის დაწყებას, მეტიც არაფერი. ცხონება-წარწყმედასთან მას უშუალო ბმა არ აქვს. აბსოლუტურად ვეთანხმები ციტატა სანამ დიდგორი თავად დაიცავდეს სჯულის კანონს და კანონისტს უპასუხებდეს ახლავე მეც შემიძლია ვთქვა რომ კანონისტმა აშკარად არ იცის საპატრიარქოს ურთიერთობების მონაწილეობის შესახებ ეკუმენისტთა შეკრებებზე თუ არ შეწუხდები devnili მიმასწავლე სად შეიძლება ამ ინფორმაციის ნახვა. ციტატა მსახიობობით - თეატრალურ სანახაობათა ნახვით, ან მათში მონაწილეობით" (წიგნიდან „აღსარება" დაიბეჭდა უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით) შეცდომით არის შეტანილი. იმის გამო, რომ პატრიარქის კურთხევა ძალიან ბევრ გამოცემას აწერია მსახიობობაზე სად შეიძლება უფრო მეტი ინფორმაცია მივიღო? რას ნიშნავს შეცდომით არის შეტანილი? ცოდვა არაა მსახიობობა თუ სხვა, უფრო დახვეწილ ჩამონათვალში არ წერია? ციტატა P.S. საეკლესიო კანონები კრძალავენ ოლიმპიადაში მონაწილეობას, მაგრამ ხომ უნდა გავაცნობიეროთ, რომ აქ საუბარია ანტიკურ ოლიმპიადაზე, რომელიც ოლიმპოზე "დავანებულ" წარმართულ "ღმერთთა" მთელ ბუკეტს ეძღვნებოდა, მამაკაცები სრულიად შიშველნი (!) გამოდიოდნენ და ყველაფერი აღვირახსნილი ორგიებით სრულდებოდა. აი ეს აკრძალა კანონმა და არა ახლანდელი ოლიმპიადა. "ჯანმრთელია" მგონი ეს მსჯელობა ![]() და ბოლოს ავღნიშნავ, რომ კანონისტის ხელში devnili მართლა "იდევნება" , თან აკადემიურად ![]() დებოც ![]() -------------------- "უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"
"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 07:10 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი