სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| აბე |
Jan 9 2009, 02:45 PM
პოსტი
#1
|
![]() აბესალომ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
ამას წინათ მეგობარს ვესაუბრებოდი, რომელიც მეუბნებოდა, რომ დღეს ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც დადიან ეკლესიაში, თავს მრევლად მიიჩნევენ და თითქოს ჭეშმარიტად მართლმადიდებლები არიან, სინამდვილეში არც კი იციან ბევრი ელემენტარული ცხოვრებისეული რამ. არ იციან როგორ უნდა ცხოვრობდეს ჭეშმარიტი მართლმადიდებელი, არ იციან ქრისტეს სწავლებები. დაუჩემებიათ რწმენა უნდა გქონდეს ძლიერიო, ამას გვასწავლიდა ქრისტეო. და მარტო ამას? მთელი სახარება ხომ სწავლებებითაა სავსე?! მათ არც წაუკითხავთ სახარება და არც წირვაზე ისმენენ. ან სულაც ისმენენ, მაგრამ არ ესმით, ან ნაწილობრივ ესმით და არ იღწვიან იმისთვის რომ სრულიად გაიგონ. წირვებზე ხშირად იცვლიან ადგილს და ხელს უშლიან სხვებს, ყურადღებას უფანტავენ... საუბარსაც არ ერიდებიან; ეკლესიაში თითქოს თავიანთი ტერიტორიული ადგილი აქვთ დასაკუთრებული და ყოველთვის იქ დგანან ღვთისმსახურების დროს, მაგრამ თუ დაიგვიანებენ და იმ ადგილას სხვა დახვდებათ იმის მაგივრად რომ აღიარონ "ჩემი ბრალია რომ დავიგვიანეო" ჩხუბს უტეხავენ "ეს ჩემი ადგილია და დამაყენეო", ნაცვლად იმისა, რომ გაჩუმდნენ და მოუსმინონ მრვდელსა თუ მედავითნეს.... იმის მაგივრად, რომ ღვთისმსახურების დროს მედავითნის, მღვდლისა და მგალობლების მიერ წარმოთქმული თითოეული სიტყვა გულში გაატარონ, ყურშიც არ ატარებენ და იმაზე ფიქრობენ, ეს მგალობლები რანაირად გალობენ, ესენი რასაა რო აკეთებენო და ა.შ....
მოკლეთ, მაგალითების მოყვანას თავს დავანებებ, რადგანაც უამრავია და მათზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს. ჩვენ ვისაუბროთ უშუალოდ პრობლემასთან დაკავშირებით. რას იტყვით, ასეა თუ ისე, უღირსი მრევლი გვყავს და ვერსად დავმალავთ... უფრო მეტიც, მრევლის ნახევარზე მეტი ფორმალურადაა მრევლი... რას იტყვით ამ პრობლემასთან დაკავშირებით? ეკლესიაში სიარული მოდა ხომ არაა რომ მიყვე მას და იმიტომ იარო, რადგანაც სხვები დადიან?! ეკლესიაში სიარული მოდაში ყოფილაო და მეც ვივლიო. სტიქაროსნებზე საერთოდ არაფერს ვამბობ. პირადად მე ვიცი შემთხვევა, როდესაც სტიქაროსნები ეკლესიიდან გამოსვლის შემდეგ უბანში საქმეებს არჩევენ და ე.წ. ძველი ბიჭები არიან. სტიქაროსნობაც მოდაში შემოვიდა?! ძალიან აქტუალური თემაა, და საინტერესოა თქვენი მოსაზრებები... -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
![]() ![]() |
| ნაინა |
Jan 10 2009, 02:17 AM
პოსტი
#2
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
ბევრი რამ რომ ხდება ეკლესიებშიც, ისეთი, რაც არ უნდა ხდებოდეს ამას
ვერსად გავექცევით, ყველგანაა მსგავსი, კარგიც და ცუდიც. ეხლა აქაური ეკლესიის ამბავს დაგიწერთ: შემთხვევით თუ გაგიჩნდათ სურვილი სახლის კურთხევის, კვარზე ნაკურთხი წყლის პკურების, ბავშვის მონათვლის, ჯვრისწერის, თუნდაც მოძღვართან მისვლის, რომ თხოვოთ ჯანმრთელობის ლოცვები წაკიგითხოს, ნურას უკაცრავად ჩემო კარგო, წინ დიიდიი დაბრკოლება გადაგელახებათ სტიქაროსანი ბიჭის სახით, რომელსაც აუცილებლად უნდა მოახსენო რა საკითხზე ხარ მისული მოძღვართან, მერე თუ ბედმა გაგიღიმა და კარგი თვალით შემოგხედა მალევე დაგინიშნავს შეხვედრის დროს, ოღონდ მანამდე მოგართმევს საკმაოდ სქელტანიან დავთარს, რომ დაწვრილებით გაეცნო ტარიფებს, ანუ შეხვედრის დღისთვის ზუსტად რომ იცოდე რა თანხა უნდა მოიტანო, ამ ტარიფების გაცნობის შემდეგ საერთოდ ყველაფრის სურვილი გეკარგება და ცდილობ რაც შეიძლება მალე გასცილდე იქაურობას, მაგალითად, სახლის კურთხევა თითო ოთახი, არ აქვს მნიშვნლობა, სააბაზანო იქნება თუ საძინებელი 100$ ღირს, მაგრამ ამას ემატება 200$ ფეხის ქირა, აბა შენამდე ხომ უნდა მოვიდეს. ბავშვის მონათვლა 400$, თუ 4 ნათლია ჰყავს ერთ ბავშვს, მაშინ 100 დოლარად გადარჩენილხარ, მაგრამ სანთლები და ყველაფერი რაც რიტუალისთვის საჭიროა ცალკე უნდა იყიდო. აღარ ვამბობ შესაწირზე, წირვის დროს რამდენჯერმე ჩამოგივლიან დიდი ლანგრით ხელში, გაჩერდებიან შენს წინ და ცოცხალი თავით არ წავლენ სანამ ფულს არ დადებ, თან განა ერთხელ, მინიმუმ სამჯერ მაინც ჩამოატარებენ და სამივეჯერ მოგაკითხავენ, ოღონდ არავის აინტერესებს გაქვს თუ არა მაგდენი ფული ჯიბეში, ყველაზე ცოტა თითო ჩამოვლაზე 10$ მაინც უნდა დადო, თუ ხუთიანი შეაპარე ეგრევე გრძნობ როგორ ამრეზით შემოგხედავენ, წირვის დამთავრების შემდეგ ხსნიან კონვერტებს, კონვერტებზე წერია მათი სახელი და გვარი, ვინც დიდი თანხა შეიტანა, 500-1000$ და ასე შემდეგ, მათ სახელს ხმამაღლა კითხულობენ და უკრავენ ტაშს, ტაშის ხანგრძლივობა და ხმოვანება შეწირული თანხით განისაზღვრება. მაგრამ გამოცხადებულებში, ვისი თანხაც ყველაზე ცოტაა, ვთქვათ 100$ მას კარგა ხანს ადევს წითელი ფერი სახეზე და სირცხვილის ალმური ასდის, იმ კომენტარების მოსმენის შემდეგ, რაც შეწირული თანხების გამოცხადებას მოჰყვება ყოველთვის. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ისედაც საკმაოდ დაგღალეთ, გეტყვით რომ რუსული და უკრაინული ეკლესიებია, აბა აქ ვინ გვაღირსებს ქართულს. აი საქართველოში რომ მსგავსი რამ ხდებოდეს, რატომღაც არა მგონია ვინც ამას ჩამოიკითხავთ ყოჩაღ -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
| milana |
Jan 13 2009, 11:10 PM
პოსტი
#3
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 278 რეგისტრ.: 14-February 08 წევრი № 3,934 |
ბევრი რამ რომ ხდება ეკლესიებშიც, ისეთი, რაც არ უნდა ხდებოდეს ამას ვერსად გავექცევით, ყველგანაა მსგავსი, კარგიც და ცუდიც. ეხლა აქაური ეკლესიის ამბავს დაგიწერთ: შემთხვევით თუ გაგიჩნდათ სურვილი სახლის კურთხევის, კვარზე ნაკურთხი წყლის პკურების, ბავშვის მონათვლის, ჯვრისწერის, თუნდაც მოძღვართან მისვლის, რომ თხოვოთ ჯანმრთელობის ლოცვები წაკიგითხოს, ნურას უკაცრავად ჩემო კარგო, წინ დიიდიი დაბრკოლება გადაგელახებათ სტიქაროსანი ბიჭის სახით, რომელსაც აუცილებლად უნდა მოახსენო რა საკითხზე ხარ მისული მოძღვართან, მერე თუ ბედმა გაგიღიმა და კარგი თვალით შემოგხედა მალევე დაგინიშნავს შეხვედრის დროს, ოღონდ მანამდე მოგართმევს საკმაოდ სქელტანიან დავთარს, რომ დაწვრილებით გაეცნო ტარიფებს, ანუ შეხვედრის დღისთვის ზუსტად რომ იცოდე რა თანხა უნდა მოიტანო, ამ ტარიფების გაცნობის შემდეგ საერთოდ ყველაფრის სურვილი გეკარგება და ცდილობ რაც შეიძლება მალე გასცილდე იქაურობას, მაგალითად, სახლის კურთხევა თითო ოთახი, არ აქვს მნიშვნლობა, სააბაზანო იქნება თუ საძინებელი 100$ ღირს, მაგრამ ამას ემატება 200$ ფეხის ქირა, აბა შენამდე ხომ უნდა მოვიდეს. ბავშვის მონათვლა 400$, თუ 4 ნათლია ჰყავს ერთ ბავშვს, მაშინ 100 დოლარად გადარჩენილხარ, მაგრამ სანთლები და ყველაფერი რაც რიტუალისთვის საჭიროა ცალკე უნდა იყიდო. აღარ ვამბობ შესაწირზე, წირვის დროს რამდენჯერმე ჩამოგივლიან დიდი ლანგრით ხელში, გაჩერდებიან შენს წინ და ცოცხალი თავით არ წავლენ სანამ ფულს არ დადებ, თან განა ერთხელ, მინიმუმ სამჯერ მაინც ჩამოატარებენ და სამივეჯერ მოგაკითხავენ, ოღონდ არავის აინტერესებს გაქვს თუ არა მაგდენი ფული ჯიბეში, ყველაზე ცოტა თითო ჩამოვლაზე 10$ მაინც უნდა დადო, თუ ხუთიანი შეაპარე ეგრევე გრძნობ როგორ ამრეზით შემოგხედავენ, წირვის დამთავრების შემდეგ ხსნიან კონვერტებს, კონვერტებზე წერია მათი სახელი და გვარი, ვინც დიდი თანხა შეიტანა, 500-1000$ და ასე შემდეგ, მათ სახელს ხმამაღლა კითხულობენ და უკრავენ ტაშს, ტაშის ხანგრძლივობა და ხმოვანება შეწირული თანხით განისაზღვრება. მაგრამ გამოცხადებულებში, ვისი თანხაც ყველაზე ცოტაა, ვთქვათ 100$ მას კარგა ხანს ადევს წითელი ფერი სახეზე და სირცხვილის ალმური ასდის, იმ კომენტარების მოსმენის შემდეგ, რაც შეწირული თანხების გამოცხადებას მოჰყვება ყოველთვის. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ისედაც საკმაოდ დაგღალეთ, გეტყვით რომ რუსული და უკრაინული ეკლესიებია, აბა აქ ვინ გვაღირსებს ქართულს. აი საქართველოში რომ მსგავსი რამ ხდებოდეს, რატომღაც არა მგონია ვინც ამას ჩამოიკითხავთ ყოჩაღ ეხა გული გამისკდა ბოლოში "რუსული და უკრაინული ეკლესიებია, აბა აქ ვინ გვაღირსებს ქართულს" ეს რო არ მიგეწერა(თ) -------------------- ”როგორც კი შენი სულის ძახილს აჰყვები ისეთი აღარ ხარ,როგორიც სხვებს უნდიხარ”(რ .ინანიშვილი ”ევა”)
|
| elenele |
Jan 14 2009, 08:53 AM
პოსტი
#4
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 163 რეგისტრ.: 14-October 08 მდებარ.: ruseti წევრი № 5,807 |
ეხა გული გამისკდა ბოლოში "რუსული და უკრაინული ეკლესიებია, აბა აქ ვინ გვაღირსებს ქართულს" ეს რო არ მიგეწერა(თ) ტაშის დაკვრა ეს რარაც სექტანტულ რიტუალს მაგონებს სად გაგონილა ასეთი რამ მარლთმადიდებლურ ეკლესიებში. ღმერთმა დაგაბრუნოს სამშობლოში ნიანია ეს სად ყოფილხარ. რუსეთში მსგავსი არსად არაფერი შემხვედრია ღმერთმა დაგვიფაროს. რაც შეეხება ამ თემას სტიქაროსნობა მოდაშია? მე ვფიქრობ, მრევლის ასეთი მიდგომა ყოველთვის იყო და აქ არც მოძღვარია დამნაშავე და არც მრევლი. ადამიანი რომ იწყებს ეკლესიაში სიარულს ის ნაბიჯ-ნაბიჯ ცნობიერდება , როგორც ბავშვი იდგამს ფეხს ასეა მორწმუნე ადამიანს ცხოვრება. თავიდან რომ იწყებს ადამიანი იგი ეცნობა და ყველაფერი აინტერესებს,მაგრამ უფალი მას ნელ-ნელა ასწავლის ყველაფერს, მე ჩემი პირადი ცხოვრებიდან ვლაპარაკობ და ანალიზი გამომაქვს და თითქმის ყოველ წელს სხვანაირი მორწმუნე ვარ . არა რწმენას არ ვეხები, მოქცევას და ქრისტიანულ ცხოვრებას. მახსოვს სტუდენტი ვიყავი გაშლილი თმებით დავდიოი წირვაზე და ტუჩებსაც ვიღებდდი ზიარებას რომ ვაპირებდი,იმდენად ვახარებდი ბოროტს, ყოველთვის ვერ ველეოდი, შარვლით დავდიოდი ეკლესიში, მაგრამ გადის დრო და ყველანირად ვიცვლები ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ და ეხლა ვერც კი წარმომიდგენია ეკლესიაში შარვლით როგორ უნდა შევიდე, და ასე შემდეგ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ის მრევილი ან სტიქაროსანი ან მღვდელი, სრომელიც ერთი შეხედვით "უღირსად გვეჩვენება" არ ვიცით ჩვენ მომავალში ის ადამიანი იქნებ წმინდანიც კი გახდეს. და რომ ვნახავთ რომ ის არასწორად იქცევა დღეს , გვამახსოვრდება და ვიხსენებთ აი ის ესე აკეთებდა, რა ვიცით იქნებ მან უკვე მოინანია და გამოსწორდა და მე ვფიქრობ ჩვენი მოძღვრებიც ამიტომ არიან ერთი შეხედვით "ლოიალურნი", მათ სულიწმიდა მეტ სიბრძნეს აწვდის და მათ ესმით რომ არ შეიძლება ერთბაშად ყველაფერი შეიცნოს ადამიანმა, უფალი ნელ-ნელა გამოასწორებს. და სტიქაროსანიც ხომ ისეთივე ადამიანია ცოდვილი და რომ შეუდგება უფალს უფრო მეტს ებრძვის ბოროტი ყოველ ჩვენგანს და უნდა ვილოცოთ ერთმანეთზე რომ უფალმა ყველას გაუღვივოს ნაპერწკალი გულში და გამოგვზარდოს. კიდევ მინდა ვთქვა ახალბედებთან დაკავშირბით იყო საუბარი. ბევრჯერ გამიგია რომ ადამიანი ითრგუნება იმით თუ რას ხედავს ეკლესიში, მღვდლები ასე იქევიან და ეკლესიაში სანთლებს ყრიან ბოლომდე რომ არ არის ჩამწვარი და რეალიაზაციას აკეთებენ და ასე შემდეგ, და ამიტომ ის ამბობს რომ, მასე სახლშიც ვილოცებ, მე რად მინდა მოძღვარი და მე უკეთესი ვარ ვიდრე იქ ისინი სულ ეკლესიაში არიან და მაინც ბოროტებას აკეთებენ და ასე შემდეგ, ან სხვადასხვა რელიაგიაში ცნობიერდება და ადარებს და ეძებს მუდმივად დამტკიცებებს რომ დარწმუნდეს. როცა ადამიანი მიდის ეკლესიში და უყურებს გარეგან ფასეულობებს მისთვის ესე იგი ჯერ ადრეა უფლის შეცნობა და მასში იმდენად ნებივრობს ბოროტი რომ ვერ სძლევს ადამიანი და განეშორება ეკლესიას იმ ფიქრით რომ უფალი ხომ ჩემთან არის და ამ დროს ეკლესიას, რომელიც იესო ქრისტეს სხეულია განიკითხავს. რადგან მე არასდროს დავიჯერებ რომ ადამიანმა, რომელიც (დაე ბევრი საიდუმლოებები და წესები არ იცოდეს ეკლესიაში დგომის და ა.შ.) იმას ათავისებს რა არის სიკვდილი და რა არის წუთისოფელი, და რა მოელის მას უფლის გარეშე, ასე გარეგანად შეაფასოს ეკლესია თავისი მღვდელთმსახურებით და მრევლით და ამის გამო არ გამოსწორდეს. ასეთი ადამიანი არც არასდროს მიაქცევს ყურადღებას სხვები რისთვის დადიან ეკლესიაში და აი მეც არ ვივლი რადგან თუ ეკლესიაში დადიან და ასეთები არიან ჩემს თვალში ფასი ეკარგება ამ მამოს და ხალხსო. მაგრამ უფალი კაცთმოყვარეა, ყველა ჩვენგანი ერთნაირად უყვარს და ყველას გვეძახის და გველოდება. უფალმა გაგვაძლიეროს. -------------------- ქალწულმოწამეო ბარბარე ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
წმიდაო სასწაულმოქმედო ნიკოლოზ ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის. |
აბე სტიქაროსნობა მოდაშია?! Jan 9 2009, 02:45 PM
Miu სტიქაროსნობა არა ს... Jan 9 2009, 02:47 PM
sergi_glaxa აღარ არის მოდაში, გ... Jan 9 2009, 02:48 PM
xornabujeli
აღარ არის მოდაში, გ... Jan 9 2009, 02:59 PM
აბე
:) ეგ მართალია,ამის ... Jan 9 2009, 03:07 PM
Miu მოდაზე თუ ვლაპარაკ... Jan 9 2009, 02:53 PM
აბე ყოფილი მართლმადიდ... Jan 9 2009, 02:53 PM
kato_Bato გთხოვთ გულისხმიერ... Jan 9 2009, 02:57 PM
mekaje აბე
მართალი ხარ.
ალ... Jan 9 2009, 03:03 PM
Miu ერთი მხრიდან უყურე... Jan 9 2009, 03:05 PM
mekaje Miu
შენ გვითხარი დან... Jan 9 2009, 03:07 PM
Miu
Miu
შენ გვითხარი დან... Jan 9 2009, 03:14 PM
აბე
ვიგულისხმე რომ თქ... Jan 9 2009, 03:19 PM
მნათე აჰაჰაჰაჰაჰა! მაგ... Jan 9 2009, 03:07 PM
აბე
აჰაჰაჰაჰაჰა! მაგ... Jan 9 2009, 03:12 PM
Miu
აჰაჰაჰაჰაჰა! მაგ... Jan 9 2009, 03:16 PM
T_a_M_o
ამას წინათ მეგობა... Jan 9 2009, 03:09 PM
kato_Bato მნათე
ცოტა ფრთხილ... Jan 9 2009, 03:13 PM
kato_Bato აბე
ერთმანეთIსკენ ... Jan 9 2009, 03:14 PM
Miu მეც ვიცი ჯონდო მოძ... Jan 9 2009, 03:24 PM
mekaje Miu
:კი1: სტიქაროსნებ... Jan 9 2009, 03:25 PM
Miu მეც ვიცი ჯონდო მოძ... Jan 9 2009, 03:26 PM
აბე მოდით, ყველაზე მნი... Jan 9 2009, 04:10 PM
Miu
არის თუ არა ამ პრო... Jan 9 2009, 04:32 PM
kato_Bato იმსჯელეთ ისე, რომ მ... Jan 9 2009, 04:13 PM
აბე kato_Bato
მსჯელობის დრო... Jan 9 2009, 04:38 PM
Miu
kato_Bato
მსჯელობის დრო... Jan 9 2009, 04:40 PM
აბე
ალბათ
მდაააააა......
... Jan 9 2009, 04:54 PM
Miu
მდაააააა......
საიინტ... Jan 9 2009, 05:13 PM
მარიამი ძალიან კარგი მოძღვ... Jan 9 2009, 04:49 PM
აბე
ძალიან კარგი მოძღ... Jan 9 2009, 05:07 PM
mekaje Miu
100% :კი1:
საერთოდ, ა... Jan 9 2009, 05:10 PM
მარიამი
სწორედაც რომ საპა... Jan 9 2009, 05:14 PM
აბე
სწორედაც რომ საპა... Jan 9 2009, 05:38 PM
subterranean მართალია აბე, 100%-ით ... Jan 9 2009, 05:19 PM
.:Lela:. ყველაფერი ალბათ მა... Jan 9 2009, 05:34 PM
აბე
ყველაფერი ალბათ მ... Jan 9 2009, 05:49 PM
Amuza მასე არა ახლა ასე ა... Jan 9 2009, 05:47 PM
kato_Bato MIU, დაიცავი რა ფორუმ... Jan 9 2009, 06:54 PM
ართი ვარდი აბე
ძალიან სამწუხა... Jan 9 2009, 07:17 PM
kato_Bato ართი ვარდი
:დიახ: Jan 9 2009, 08:07 PM
natianatushki ძალიან გთხოვთ,შეეშ... Jan 9 2009, 08:36 PM
kato_Bato
ჩათვალეთ, რომ ეს არ... Jan 9 2009, 08:44 PM
KveS_! საეკლესიო პირებიც ... Jan 9 2009, 08:47 PM
natianatushki კიდე ერთს დავამატე... Jan 9 2009, 08:58 PM
KAIROS პრობლემა არის და ა... Jan 9 2009, 09:55 PM
kato_Bato KAIROS
ეს თემა ისევ მხო... Jan 9 2009, 10:12 PM
KveS_! ისე ჯობია დააწერო... Jan 9 2009, 10:41 PM
Miu აქ აუცილებელია "მ... Jan 9 2009, 11:14 PM
მნათე
როგორ? ნუ იქნება ო... Jan 9 2009, 11:20 PM
Amuza
"ლოგინში მაღლა ა... Jan 10 2009, 12:54 AM
მნათე
ხო, ვთქვათ არა შეფ... Jan 9 2009, 11:43 PM
piligrimi ნუ მე ვარ რიგითი უღ... Jan 9 2009, 11:47 PM
მნათე
ჩემი ყურით გამიგო... Jan 10 2009, 01:11 AM
აბე [size=4]გთხოვთ სანამ მთ... Jan 10 2009, 03:30 AM
მნათე მაძიებლობის პრობლ... Jan 10 2009, 03:45 AM
აბე
მაძიებლობის პრობლ... Jan 10 2009, 03:49 AM
KAIROS
კარგია, მაგრამ უნდ... Jan 10 2009, 03:54 AM
აბე
თუ ძებნა არ უნდა მ... Jan 10 2009, 11:23 AM
მნათე KAIROS
არჩევანის პრობ... Jan 10 2009, 04:40 AM
აბე
KAIROS
არჩევანის პრობ... Jan 10 2009, 11:51 AM
kato_Bato :wub: ასე :)
არა, ნუ იქნ... Jan 10 2009, 09:47 AM
მნათე
კარგი რა, დინამიურ... Jan 10 2009, 10:06 AM
kato_Bato აბე
სისულელე დაწერ... Jan 10 2009, 11:27 AM
mekaje აბე
მნათე
ბრავოოო... Jan 10 2009, 11:53 AM
აბე
[b]აბე
მნათე
ბრავოო... Jan 10 2009, 11:59 AM
თათარაშვილი
-განიღმრთოს Jan 10 2009, 12:00 PM
აბე
-განიღმრთოს
მადლ... Jan 10 2009, 12:02 PM
mekaje აბე
მეც. :)
როცა ახა... Jan 10 2009, 12:04 PM
აბე
აბე
მეც. :)
როცა ახა... Jan 10 2009, 12:10 PM
აბე mekaje
კაი ხო, არ ვიცოდ... Jan 10 2009, 12:20 PM
მნათე აი ღამენათევი რომ ... Jan 10 2009, 12:08 PM
mekaje აბე
აი ქალი :D :*
შენ... Jan 10 2009, 12:17 PM
mekaje აბე
:* :* :* Jan 10 2009, 12:21 PM
თათარაშვილი აბე
:user:
მეგობრებო,... Jan 10 2009, 12:40 PM
KAIROS
ტკბილო :) ეს მე "ჩა... Jan 10 2009, 08:35 PM
m16
ხო ცვეტშია ;) Jan 10 2009, 08:38 PM
აბე KAIROS
მე არც არაფერს შ... Jan 10 2009, 09:05 PM
მნათე მოვედი, მაგრამ აქ დ... Jan 10 2009, 09:49 PM
KAIROS აბე,
დიდად ვერ გატყ... Jan 10 2009, 10:07 PM
აბე
აბე,
დიდად ვერ გატყ... Jan 10 2009, 10:26 PM
მნათე
ტრადიციული პასუხ... Jan 10 2009, 10:36 PM
აბე
ტრადიციული პასუხი... Jan 10 2009, 10:44 PM
Nikoloz_ ფორუმზე პრობლემბი... Jan 10 2009, 10:57 PM
მნათე
ეს სატანა ხანდახა... Jan 10 2009, 10:57 PM
აბე
ეს სატანა ხანდახა... Jan 10 2009, 11:27 PM
მნათე [quote]ფორუმზე პრობლემ... Jan 10 2009, 11:08 PM
მნათე
არა, ეგ ფუნდამენტუ... Jan 10 2009, 11:30 PM
KAIROS
:D კაცო არაფერი არ დ... Jan 11 2009, 04:04 AM
მნათე KAIROS
ყოველთვის ნერვ... Jan 11 2009, 04:21 AM
KAIROS
ცოტა სხვაგან მაქვ... Jan 11 2009, 06:13 AM
მნათე წმ. გრიგოლ ღვთისმე... Jan 11 2009, 07:04 AM
elenele რთული თემაააა Jan 13 2009, 08:19 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th November 2025 - 01:26 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი