"სხვა" ქრისტიანული ეკლესიები, კათოლიკური; პროტესტანტული... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"სხვა" ქრისტიანული ეკლესიები, კათოლიკური; პროტესტანტული... |
KAIROS |
Apr 6 2008, 04:10 AM
პოსტი
#41
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
არ მინდოდა ამერია ეს სურათები მართლმადიდებლურ ეკლესიათა სურათებში, იმიტომ რომ ნამდვილად აქ სხვაგვარი ხედვაა საჭირო... ვინც უცხოეთში ცხოვრობს, ხშირად შეხვედრია საოცარ ბაზილიკებს და ტაძრებს, იქნება ეს ბაროკოს სტილის, თუ როკოკოს, იქნება ეს გოთური, თუ ბაზილიკური, იქნება ეს იტალია ( ყველაზე საოცარი მაინც ამ ქვეყანაშია ), ესპანეთი თუ ავსტრია, გერმანია თუ საფრანგეთი, დანია თუ ჩეხეთი...
მოკლედ მე დავიწყებ და აბა თქვენ იცით! იხარეთ; კაიროსი! MATER ECCLESIAE დედა ეკლესიათა ასე ქვია ამ საოცარ ბაზილიკას, რომელიც მართლა ეკლესიათა დედა იყო, როცა ერთად იყო დასავლეთ და აღმოსავლეთ ეკლესიები, მაშინ დიპტიხში პირველი იყო რომის ეკლესია, ხოლო ვატიკანამდის კი სწორედ აქ იყო პაპის საყდარი, ესაა სან ჯოვანი ინ ლატერანო, ხოლო რასაც ნახავთ ახლა ესაა საკურთხევლის ბალდახინი, სადაც გადმოცემით ინახება წმიდა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს თავის ქალები!!! ყველა სურათი ჩემია და ავტორობის უფლებას ვიტოვებ დაუკვირდით სიმდიდრეს და ბრწყინვალებას ტაძრისა... ესეც შიგნითა ხედი, მარჯვნივ და მარცხნივ მოციქულთა ულამაზესი ქანდაკებებია, ყველას ის იარაღი უპყრავს ხელთ, რითაც ეწამა... ეს ორღანია შემდეგში გავაგრძელებ, ეს ამოუწურავი თემაა, ველი თქვენს სურათებსაც... დროებით; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ეკატო |
Jan 16 2009, 12:17 AM
პოსტი
#42
|
ეკატერინე ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 |
ვესტმინსტერის სააბატოს ეკლესიას ლონდონში, ინგლისის ისტორიაშI დაახლოებით ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა, როგორიც რეიმსის ტაძარს საფრანგეთში. გარდა იმისა, რომ ის იყო ადგილი, სადაც ხდებოდა ინგისის მეფეების კორონაცია, მისი გვერდითა ნავები თითქმის მთლიანად დაკავებუი იყო სამეფო ოჯახის და ინგლისის გამოჩენილ პირთა სამარხებით
ტაძარი შენდებოდა თანდათანობით და ინგლისის გოთიკის განვითარების სხვადასხვა ეტაპებს განასახიერებს. ტაძრის არქიტექტურაში და განსაკუთრებით აღმოსავლეთ ნაწილში იგრძნობა რეიმსის ტაძრის მსგავსება საოცარი ინტერიერებია -------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2024 - 05:14 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი