მდუმარება, არსი, გამოცდილება, შედეგები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მდუმარება, არსი, გამოცდილება, შედეგები |
neo |
Jan 11 2009, 05:37 PM
პოსტი
#261
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
დარწმუნებული ვარ ეს თემა უკვე იქნებოდა განხილვის საგანი, მაგრამ მაინც მინდა კიდევ ერთხელ განვიხილოთ, ოღონდ ამ შემთხვევაში მინდა ვისაუბროთ საკუთარი გამოცდილებებიდან... ვისაც ერტხელ მაინც გიცდიათ აგეწიათ ეს ჯვარი თუნდაც ერთი საათით, გამოთქვით თქვენი აზრი... რა მოაქვს მდუმარებას ? არის თუ არა ძნელი უბრალოდ ხმა არ ამოიღო ? შეიძლება თუ არა ამას ვუწიდოთ ღვაწლი ? რამდენად შესაძლებელია ერში მცხოვრებმა მადლის მოხვეჭის ამ მეთოდს მიმართონ ? ძალიან გთხოვთ ვისაც არასოდეს გამოგიცდიათ ნუ დაპოსტავთ, ერთხელ მაინც გამოცადეთ, ერთი საათით მაინც გაჩერდით მდუმარედ იქ სადაც სხვა შემტხვევაში ბევრს ისაუბრებდით და შემდეგ დაპოსტეთ... ასევე ამ საიტის ღვთისმეტყველებს ძალიან გთხოვ რომ ნუ დადებთ წმინდა მამათა სქელტანიან ნაშრომებს, მარტივად და თავისუფლად გამოვთქვათ საკუთარი საზრები თუ რა თქმა უნდა ამით ბევრს არ დავაშავებთ -------------------- www.cordesign.ge
|
afxazi |
Jan 16 2009, 12:02 PM
პოსტი
#262
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
neo
ციტატა ასევე ამ საიტის ღვთისმეტყველებს ძალიან გთხოვ რომ ნუ დადებთ წმინდა მამათა სქელტანიან ნაშრომებს, მარტივად და თავისუფლად გამოვთქვათ საკუთარი საზრები თუ რა თქმა უნდა ამით ბევრს არ დავაშავებთ დასაწყისში ამ სიტყვებზე ტყუილად არ გამიკეთებია კომენტარი. ისიქასტური ანუ მდუმარების ღვაწლი ღვთისმეტყველების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა და საეკლესიო ავტორთა ციტატებს ცხადია ვერ ავდებით თუ მის რეალურ არსზე ვსაუბრობთ. მოკლედ ეს შეიძლება ასე ითქვას, რომ მდუმარება ეს გამოწვეულია არა იმით რომ ადამიანს სათქმელი აღარ აქვს ან უბრალოდ არ უნდა ლაპარაკი, გრიგოლ ღვთისმეტყველის მაგალითზე დაყრდნობით მდუმარება ზე ჭარბი სათქმელითაა გამოწვეული, ანუ ისეთი რამით რა მატერიალურ სიტყვაში ვერ გამოითქმის. პირად ცხოვრებაში ხშირად გვქონია შემთხვევა როა მეგობარს ან საყვარელ ადამიანს რაღაც მეტად სასიამოვნო გვინდა ვუთხრათ, ყველაზე ძვრიფასი რამ და მოულოდნელად სიტყვებს ვერ ვპოულობთ რომ გამოვხატოთ ეს მისდამი პატივისცემა. წარმოიდგინეთ მოღვაწის გონება რომელიც სასუფეველს განიცდის როგორი ნეტარებიტაა შეპყრობილი, უბრალოდ მას არ შეუძლია ეს გადმოსცეს მატერიალურ სიტყვაში და მდუმარებაშია, ჩუმადაა რადგან საღვთო ნეტარებას იგი დაუდუმებია. და რამ უნდა დაგვადმუოს ჩვენ აბა მითხარით, შეიძლება ერთი თვე იყო ადამიანი ჩუმად, მაგრამ რა მერე. ქრისტიანობაში არაფერია თვითმიზანი. თუკი რაღაცას არ მოაქვს ჩვენთვის სიკეთე და მას მაინც აღვასრულებთ, თუნდაც ზიარება უკვე თვითმიზანია პიროვნებისთვის და მას შედეგი არ მოაქვს. სხვა მხრივ რატომ უნდა დადუმდე ჩემთვის გაუგებარია, თუ სათქმელი გაქვს უნდა თქვა. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 03:51 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი