![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
devnili |
![]()
პოსტი
#1
|
ირაკლი ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 47 რეგისტრ.: 1-January 09 წევრი № 6,202 ![]() |
პატივცემულო კანონისტო. ასეთი პასუხი გამოგიზავნა დიდგორელმა ნიკ გვარამიამ თქვენს შეკითხვებზე. მის ტონს არ ვეთანხმები და მეტად აღარ გამოვუქვეყნებ. დაე, თვითონ დარეგისტრირდნენ. ისინი კონტრ შეკითხვებს სვამენ.
_______________________________ დიახ, სრულ ჭეშმარიტებას ბრძანებთ, თქვენ მოქმედებთ მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მსოფლიო და ადგილობრივ კრებებზე დაგმობილი და შეჩვენებული გრიგორიანული პაპისტური კალენდრით, თქვენმა საყვარელმა „ბიჭუნა" მნათეუსმაც ხომ დიდი ზარზეიმით აღნიშნა კათოლიკური შობა 25 დეკემბერი (ახ. სტ.) თბილისის ფორუმზე და თქვნც პაპისტური კალენდრით დააგვირგვინეთ არაეკლესიური ახალი წელი 1 იანვარს (ახ. სტ.) და ამას საჯაროდ თავადაც ადასტურებთ, ბ-ნო კანონისტო, თქვენი შემდეგი სიტყვებით: „მაგრამ რამდენადაც საქართველოს სახელმწიფოში მოქმედებს გრიგორიანული კალენდარი, რომელიც იწყება 1 იანვარს, ამ დღეს აღვნიშნავთ ახალ წელს და ვულოცავთ ერთმანეთს."-(ავტორი „კანონისტი")" რადგან გრიგორიანული კალენდრით აღნიშნავთ ახალ წელს და ულოცავთ ერთმანეთს, მაშინ ექვემდებარებით წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის შემდეგი კანონის მსჯავრს!: „რომელიც მისდევს გრიგორიანულ პასქალიასა და კალენდარს, სამღვდელო პირი იქნება ის თუ ერისაგანი, განკვეთილ იყოს ღმრთისაგან და შეჩვენებულ, და მიეცეს ის სატანჯველსა საუკუნესა, თავს დაატყდეს მას ყოველთა პატრიარქთა და მართლმადიდებელ წმიდა კრებათა წყევლა და მიეცეს იგი ცეცხლსა გეჰენიისასა" (მსოფლიო პატრიარქი კირილე, სიგელიონი, 1756წ.). კარგით, მაშ ასე, საეკლესიო კალენდრის საკითხში აქეთ ინდიქტიონს (ღმერთის წესს) და იქით საერო 1 იანვარს (ახ.სტ.) (ეშმაკის წესს) ე. ი. ორივეს სცნობთ, ე. ი. ორ ბატონს ემსახურებით, და რადგან ეს საკითხი თქვენივე "აღსარებით" გავარკვიეთ, ახლა გადავიდეთ შემდეგ თემაზე და თუ შეიძლება გაგვეცით შემდეგ ორ კითხვაზე პასუხი: ა) შეიძლება თუ არა პატრიარქი (ბერი) და სხვა ეპისკოპოსები ოპერაში ვერდის სპექტაკლზე (ნაბუქოდო) დაესწრნენ, (ამა წლის 4 იანვარს (ახ.სტ) მოხდა თქვენ იერარქთა ეს მორიგი თეატრალიზებული სამარცხვინო გართობა) მაშინ, როდესაც საეკლესიო სამართლით მსახიობობა ცოდვაა: წმიდა პავლე მოციქულის მე 6 კანონი (ერისკაცთა შესახებ): „თუ ეკლესიისკენ პირს იზამს მომღერალი, მსახიობი….ან დაცხრეს მისი საქმიანონობისგან, ან უკან გაბრუნდეს.", და თუ მითუმეტეს მღვდლის შვილებსაც კი ეკრძალებათ საერო სანახაობებზე სიარული, (:კართაგენის ადგილობრივი კრების მე 15 კანონი: „მღვდელთა შვილები საერო სანახაობაში ნურც მონაწილეობას მიიღებენ, ნურც სანახავად წავლენ. ეს ყველა ქრისტიანს ექადაგება ყოველთვის, რომ სადაც გმობა იყოს, იქ არ უნდა მივიდნენ") რა უნდოდა თქვენს პატრიარქს და სინოდის წევრებს ოპერისა და ბალეტის თეატრში ვერდის ოპერაზე? სასულიერო დასისთვის შეუფერებელი ქმედების ბრალმდებელი ლაოდეკიის კრების 54-ე და კონსტანტინეპოლის სამეუფეო პალატაში შეკრებილ მამათა 50-51 კანონები: „მღვდლებმა და საეკლესიო დასის სხვა წარმომადგენლებმა არ უნდა უყურონ ქორწილში ან წვეულებაში წარმოდგენილ სანახაობებს, არამედ სანამ შემოვიდოდნენ მსახიობები, უნდა ადგნენ და წავიდნენ; სასულიერო პირთაგან ნურავინ მიეცემა შვება-თამაშს, სახუმარო სანახაობას, მგოსანთა როკვას, ხოლო თუ ვინმე დაარღვევს ამ კანონს… თუ ვინმე სასულიერო პირი იქნება იგი, განიკვეთოს". ! მოციქულთა მე 6 კანონი (სასულიერო დასის შესახებ): „ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ნუ შეუდგება ამქვეყნიურ საზრუნავს, თუ არადა განიკვეთოს." ბ) ასევე, თუ შეიძლება, გაგვეცით მეორე შეკითხვაზეც პასუხი, რატომ იყო თქვენი პირველიერარქი (პატრიარქი) სექტათა მსოფლიო ერეტიკული შესაკრებლის "ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს" ერთერთი თანაპრეზიდენტი და რატომ ლოცულოდა ამ საბჭოს ასამბლეებზე სექტის წარმომადგენლებთან ერთად?, ასევე, რატომ ლოცულობდა მონოფიზიტებთან და პაპისტებთან, როგორც ქართულ ტაძრებში ისე ეჩმიაძინსა და ვატიკანში?: „დიდ ხუთშაბათს — ფეხთბანვის დღეს მამა ერნსტ ქრისტოფ სუტნერი და მამა ცელესტინ პატოკი (არამართლმადიდებლები — ავტ.) თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაესწრნენ საღმრთო- სადღესასწაულო ლიტურღიას და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ხელიდან მიიღეს წმიდა ზიარება, ხოლო დიდ შაბათს — ლიტონიობის დღესასწაულზე საქართველოს ეკლესიის სასურველი სტუმრები (ხაზგასმა ჩვენია — ავტ.) სრულიად საქართველოს პატრიარქთან და სიონის ტაძრის სამღვდელოებასთან ერთად ღამის 12 საათიდან დილის 7 საათამდე აღავლენდნენ ლოცვებს ბრწყინვალე აღდგომის სადიდებლად". „კვირას ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარში საღმრთო-სადღესასწაულო ლიტურღია აღასრულეს ყოველთა სომეხთა უმაღლესმა პატრიარქ-კათალიკოსმა უწმიდესმა ვაზგენ I და უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II" (საპატრიარქოს ჟურნალი - ჯვარი ვაზისა, 1982წ. N2″) მაშინ, როდესაც საეკლესიო სამართალით მკაცრად იკრძალება ერეტიკოსებთან ერთობლივი ლოცვა: მოციქულთა 45-ე კანონი: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს". წმინდა იუსტინე პოპოვიჩი: „მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია მწვალებელთა მიმართ - ანუ ყველა იმათ მიმართ, ვინც მართლმადიდებელი არ არის - ერთხელ და სამუდამოდ არის დადგენილი წმ.მოციქულთა და წმ.მამათა, ანუ ერთი და უცვალებელი ღმრთივსულიერი გარდამოცემის მიერ. ამ განჩინების თანახმად, მართლმადიდებლებს ეკრძალებათ მონაწილეობა რაიმე საერთო ლოცვასა თუ ღმრთისმსახურებაში მწვალებლებთან ერთად, "რამეთუ რაი მოყუსობა არს სიმართლისა და უსჯულოებისა? ანუ რაი ზიარება არს ნათლისა და ბნელისა? ანუ რაი შეტყუება არს ქრისტესი ბელიარის თანა? ანუ რაი ნაწილ უც მორწმუნესა ურწმუნოსა თანა?" (2კორ. 6,14-15). ჯერჯერობით, გთხოვთ გაგვცეთ პასუხი ამ ორ ბრალდებაზე, წინასწარ გაფრთხილებთ, თუ დაგვბლოკავთ, მაშინ უფრო საფუძვლიანად თქვენს მხილებას ჩვენს საითზე გავაგრძელებთ! |
![]() ![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
devnili
ციტატა ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესიისათვის პაპის უცდომელობის დოგმატი არის არა ოდენ მწვალებლობა, არამედ მწვალებლობათა მწვალებლობა, რადგან არც ერთი ერესი არ აღძრულა უფლისა და მისი წმინდა ეკლესიის წინააღმდეგ ისეთი შეუპოვრობითი და ერთიანი ძალისხმევით, როგორც ეს პაპიზზმა ჩაიდინა. უეჭველად მწვალებლობათა მწვალებლობაა პაპიზმი და საშინელებათა საშინელება, რომელმაც ავად განიზრახა და ბოროტად განდევნა უფალი იესო ქრისტე. პაპიზმი ახალი გამცემლობაა უფლის, ახალი ჯვარცმაა მისი.“ (წმინდა იუსტინე პოპოვიჩი) მეც ვეთანხმები ამ აზრს. თუმცა წმინდა მამას არსად არ უთქვამს, მსოფლიო კრების კანონები გადააგდეთო. სხვა თუ არაფერი, კრებაზე მწვალებელს მიეცემა წინადადება, უარყოს თავისი სიმცდარე და აღიაროს ჭეშმარიტი და ამიტომაც თუნდაც უკრებოდ არ შეიძლება მწვალებლად გამოაცხადო ვინმე. მე სხვა არაფერი მითქვამს. მგონი დაგიწერეთ, რომ იმის მიუხედავად, რომ კრების განჩინება არ გვაქვს, ასევე მსოფლიო კრების კანონის გათვალისწინებით, შეწყვეტილი გვაქვს რომთან ევქარისტიული კავშირი, რადგან მათ მოძღვრებაში მრავლად არის მწვალებლობის შემცველი დოგმატები. რაც შეეხება ანტიოქიის საპატრიარქოს მონაწილეობას ეკუმენიზმში, მინდა მწუხარებით დავადასტურო, რომ ისინი მართლაც განსაკუთრებით არიან ჩართული ამ მიმართულებით, ეკუმენიზმის უარყოფითი გამოვლინებების მხრივ, თუმცა საქართველოს საპატრიარქოს უფლება არ აქვს გაწყვიტოს ევქარისტიული კავშირი მათთან თვითნებურად. ეს ასეა კანონიკურად. ამასთან, კარგი იქნება, თუ დადებთ ნეიტრალურ საინფორმაციო წყაროს, რადგან თქვენნაირ სქიზმატურ საიტებს მე ვერ ვენდობი ბოლომდე, რადგან როგორც ჩემ აზრებს ამახინჯებთ, არ მაქვს გარანტია, რომ ისევე არ ხდება მათთან მიმართებაშიც. რაც შეეხება სომხურ ეკლესიას. მათ მიერ ანათემაზე იქნა გადაცემული ევტიქის სწავლება და მათი მოძღვრება არ არის "მონოფიზიტური". ევტიქიანელებს სწამთ, რომ მაცხოვარი არ შობილა ხორციელად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისაგან, არამედ მისი დაბადება მოხდა ღვთაებრივი ძალებით და მისი სხეული არ ყოფილა ხორციელი, მას ჰქონდა ერთადერთი - ღვთაებრივი ბუნება. მაშინ როდესაც, სომხური ეკლესია სრულად იმეორებს ნიკეა-კონსტანტინოპოლის სიმბოლოს, ანუ წამს ქრისტე "რომელი ჩვენისა ცხოვნებისათვის გარდამოხდა ზეცით და ხორცნი შეიხსნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა განკაცნა" (ანუ ამ მხრივ სხვაობა არ აქვთ), ხოლო ძე ღვთისაზე მოძღვრების თანახმად, ქრისტეს ორი ბუნება (ხაზგასმა ჩემია) შეერთდა ერთ ბუნებად. ანუ ნაცვლად მართლმადიდებლური დოგმატისა - შეერთდა ერთ ჰიპოსტასში, წერია - ერთ ბუნებად. ამას ჰქვია მიაფიზიტური ერესი და მას კავშირი არ აქვს ევტიქის წვალებასთან. იხ. http://www.etchmiadzin.com/ ეს ისე, რომ იცოდეთ. ასევე მაინტერესებს: 1. აპირებთ მოიხმოთ წმინდა კანონთა მართლმადიდებლური განმარტებები იმ სიცრუის დასაცავად, რაც წინა გვერდებზე მომიყვანეთ, უწმიდეს პატრიარქ ილია II-ის საბრალდებოდ, თუ აღიარებთ, რომ ვერ პოულობთ? 2. სხვა თემაზე გადასვლა მივაწეროთ თუ არა იმას, რომ პასუხი არ გაქვთ? სანამ პასუხს მოიფიქრებთ, მინდა ფორუმელებს მცირე განმარტება მივცე მოქ. ვასილ მკალავიშვილზე, რომელიც ერთობ პოპულარობით სარგებლობს თქვენ საიტზე და წარმოადგენს სახელმწიფო დამნაშავეს. მოქ. მკალავიშვილის საიტი (http://lomisa.geoweb.ge/) საზეიმოდ გვაუწყებს: "საბერძნეთის ძველმესტილე ეკლესიის წინააღმდგომთა წმიდა სინოდმა საქართველოს ეკუმენისტური საპატრიარქოს განკვეთის განჩინება მამა ბასილისადმი განწესებული, უკანონოდ სცნო და დააფიქსირა შემდეგი დებულებით: ეს სასჯელი განკვეთისა სრულიად არაქმედითად, არასამართლებრივად და არარსებულად ჩაითვალოს." ჯერ ერთი, რომ კანონიკურად ეს ყოვლადგაუმართლებელი ქმედებაა. განკვეთის გაუქმების უფლება აქვს განმკვეთელს. ამასთან, გაურკვეველია ბერძნებმა როგორ აღუდგინეს მას ის ხელდასხმა, რასაც წესით უკანონოდ უნდა ცნობდნენ საქართველოს საპატრიარქოს "ეკუმენისტობის" გამო. მაგრამ ამას თავი დავანებოთ ამ ეტაპზე. მოდი ვნახოთ, რას წარმოადგენს ეს სინოდი და რა დამოკიდებულება აქვს მას ჩვენთან? გახსნი საიტს, სადაც კონტინენტების მიხედვით საუბარია მათ საქმიანობაზე და ვხედავთ, რომ ისინი აზიიდან საქმიანობენ საქართველოში (ერთი გეოგრაფიის მასწავლებელი დაუქირავეთ ვინმემ და ასწავლეთ, ჩვენ სად ვართ!) და სამხრეთ ოსეთში!!! ამ უკანონო და სქიზმატურმა დაჯგუფებამ, რომელმაც "აკურთხა" მკალავიშვილი ცნო შიდა ქართლის ტერიტორიაზე ამ სეპარატისტული რეჟიმის დამოუკიდებლობა !!! ![]() მეტიც, უბედურება ისაა, რომ ნიქოზისა და ცხინვალის უძველეს ეპარქიაზე მათ შექმნეს ალანიის ეპარქია და ამ "თანამდებობაზე" აკურთხეს კომკავშირელი ვინმე ალექსანდრე ფუხაევი, "გიორგიდ" წოდებული. დიახ, ეს სწორედ ის "ეპისკოპოსია", რომელმაც აკურთა ოსთა ბანდფორმირებები ქართველთა საძარცავად და სწორედ მათთან აქვს "ევქარისტიული" კავშირი კრიმინალ მკალავიშვილს, თან ისე ურცხვად, რომ ერის დიდ მოამაგედ გვაჩვენებს თავს. მკალავიშვილის და დიდგორელთა სულიერი ძმა "ეპისკოპოსი" გიორგი ფუხაევი და ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერი, კრიმინალი ედუარდ კოკოითი, ბზობის დღესასწაულზე ![]() ამდენად, თავი დაანებეთ სახელმწიფოებრივ დამნაშავეთათვის ხოტბის შესხმას, თუკი რამე საეკლესიო ბრალდება გაქვთ ნახეთ წმინდა კანონთა მართლმადიდებლური განმარტებები და არა თქვენეული და ისე განაგრძეთ პოლემიკა, თუ ძალგიძთ. ისე კი, კვლავ შეგახსენებთ: კონსტანტინოპოლის II მსოფლიო კრების მე-6 კანონი თქვენ გიკრძალავთ, ბრალი დასდოთ საქართველოს უწმიდესი მართლმადიდებელი ადგილობრივი ეკლესიის იერარქიას! "ბრალმდებლად არ მიიღებიან აგრეთვე განხეთქილების მომწყობნი (ბერძნ. σχισματικοί), ე.ი. ისინი, ვინც გამოეყო თავის ეპისკოპოსს და ცალკე იწვევს კრებებს კანონიერი ეპისკოპოსების წინააღმდეგ" -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 07:13 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი