![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ამ თემის გახსნა გამოიწვია, ამავე განყოფილებაში სხვადასხვა თემად გაბნეულ ბიბლიის ზოგიერთი მუხლის მართლმადიდებლური ტრადიციისაგან განსხვავებულმა ინტერპრეტაციამ ან რომელიმე ტერმინის პირდაპირმა გაგებამ ან პირიქით ზოგის ნაძალადევად გადატანითმა თარგმნამ და შემდგომ მასზე მწვალებლური აზრების და მოძღვრებების აგებამ...
მსგავსი კამათი წარიმართა იგავთა 8 : 22 მუხლში "შემქნა" ზმნის არსებობამ, რადგან ხშირად ამ მუხლებში მოიაზრება ძე ღმერთი, უფალი იესო, მაშინ რასელისტი მწვალებლები, და ზოგი სხვა კონფესია ( ადრე არიანელები და ა.შ.) ამტკიცებს, რომ აქ სჩანს რომ "იესო შექმნილიაო", გადმომაქვს მთელი კამათი და შემდგომში აქ გავაგრძელოთ საუბარი... იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
Lashab |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 561 რეგისტრ.: 24-December 08 წევრი № 6,157 ![]() |
სანამ მოყვასის შეკითხვას მოკლე პასუხს გასცემდე, მინდა რამოდენიმე სიტყვა ვთქვა, როგორც ჩანს შენ "აბრაამმა შვა ისააკი"- იყენებ სეპტუაგინტას, რადგან ძველ ბერძნულს წააგავს ასოები... თუმცა დარწმუნებული ვარ კაიროსი ამბობს რომ ღმერთის ძე- იესო ქრისტე იგულისხმება...
მე ობიექტურად ჩავერთვები დისკუსიაში... ჰოდა გამოვიყენოთ ძველი ებრაული: קנני სიტყვას ბევრი მნიშვნელობები აქვს: to erect, i.e. create; by extension, to procure, especially by purchase (causatively, sell); by implication to own:--attain, buy(-er), teach to keep cattle, get, provoke to jealousy, possess(-or), purchase, recover, redeem, X surely, X verily. მაგრამ რა იგულისხმება ზუსტად... აღსანიშნავია რომ ეგ სიტყვა, მაგ ბრუნვაში არსაც არ გვხვდება სხვაგან, შეიძლება სხვა ბრუნვაში არის... მაგრამ "შემიძინა/დამამტკიცა"- ასე არა... აღსანიშნავია სიტყვა რაც წერია შემდეგ ხაზებში - חוללתי - 24. როცა არ იყო უფსკრულები, მაშინ გავჩნდი, როცა არც წყალუხვი წყაროები იყო; მაშინ გაჩნდა- ეს უკვე მიუთითებს რომ არ არსებობდა მარადიულად... ხოლო ეგ სიტყვა ზუსტად მაგ ბრუნვაში ნახსენებია ფსალმუნნის 51:7 (50:7 ზოგან) 7. აჰა, უკანონოდ ჩავისახე და ცოდვით დაორსულდა ჩემზე დედაჩემი. - ჰო "ჩავისახე"- იგივე სიტყვაა მანდაც ნახმარი... საინტერესოა... სულს ხომ აქვს დასაწყისი? ადამი და ევას დროს არ არსებობდა სხვა არავინ, მათი შვილები კი "არაფრის"-გან გაჩნდნენ... ფსალმუნნი 89:2 საინტერესოა, ზუსტად ის ებრაული სიტყვაა ნათქვამი რაც 51:7-ში... ოღონდ სხვა ბრუნვაში... თუმცა აზრს არ უნდა ცვლიდეს... მაგ სიტყვა ასევე ნახმარია იობის 35:14: 14. თუმცა შენ ამბობ, რომ ვერ ხედავ მას, მაგრამ სამართალი მის წინაშეა, დაელოდე. "დაელოდე"-ს მნიშვნელობით რა თქმა უნდა... ამ სიტყვის მნიშვნელობასაც დავწერ, ყველა მნიშვნელობებს რაც აქვს: ותחולל - chuwl khool a primitive root; properly, to twist or whirl (in a circular or spiral manner), i.e. (specifically) to dance, to writhe in pain (especially of parturition) or fear; figuratively, to wait, to pervert:--bear, (make to) bring forth, (make to) calve, dance, drive away, fall grievously (with pain), fear, form, great, grieve, (be) grievous, hope, look, make, be in pain, be much (sore) pained, rest, shake, shapen, (be) sorrow(-ful), stay, tarry, travail (with pain), tremble, trust, wait carefully (patiently), be wounded. უამრავი მნIშვნელობა აქვს- გაიგე ეხა რას ნიშნავს... ![]() ![]() მემგონი წესიერ დასკვნას ვერ ვაკეთებ... ![]() მაგრამ ობიექტურად განვიხილე მაინც ![]() ![]() ასევე დავამატებ რამოდენიმე სიტყვას იგავების 8:23-ზე 23. უკუნითიდან დამადგინა, თავიდანვე, ქვეყნის დასაბამიდან. "დამადგინა"- აქ გამოყენებული სიტყვაა - נסכתי - იგივე რაც ფსალმუნების 2:6-ში 6. მე ვაკურთხე მეფე ჩემი სიონზე - ჩემს წმიდა მთაზე. "ვაკურთხე"-ს მნიშვნელობით... მე ვსაურბობ წინადადებებზე სადაც იგივე ბრუნვაშია ნახსენები- თორემ იგივე სიტყვები ბევრგანაა... სხვადასხვა ბურნვებში... ბევრი მნიშვნელობები აქვს ამ სიტყვებს... -------------------- "ვისაც არ უყვარს, ვერ შეუცვნია ღმერთი, რადგან ღმერთი სიყვარულია."- (1 იოანე 4:8)
"სიყვარული სულგრძელია და კეთილი; სიყვარულს არ შურს, არ ტრაბახობს და არ ამაყობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს... ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება... " - (1 კორ 13:4-8) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 10:01 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი