მდუმარება, არსი, გამოცდილება, შედეგები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მდუმარება, არსი, გამოცდილება, შედეგები |
neo |
Jan 11 2009, 05:37 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
დარწმუნებული ვარ ეს თემა უკვე იქნებოდა განხილვის საგანი, მაგრამ მაინც მინდა კიდევ ერთხელ განვიხილოთ, ოღონდ ამ შემთხვევაში მინდა ვისაუბროთ საკუთარი გამოცდილებებიდან... ვისაც ერტხელ მაინც გიცდიათ აგეწიათ ეს ჯვარი თუნდაც ერთი საათით, გამოთქვით თქვენი აზრი... რა მოაქვს მდუმარებას ? არის თუ არა ძნელი უბრალოდ ხმა არ ამოიღო ? შეიძლება თუ არა ამას ვუწიდოთ ღვაწლი ? რამდენად შესაძლებელია ერში მცხოვრებმა მადლის მოხვეჭის ამ მეთოდს მიმართონ ? ძალიან გთხოვთ ვისაც არასოდეს გამოგიცდიათ ნუ დაპოსტავთ, ერთხელ მაინც გამოცადეთ, ერთი საათით მაინც გაჩერდით მდუმარედ იქ სადაც სხვა შემტხვევაში ბევრს ისაუბრებდით და შემდეგ დაპოსტეთ... ასევე ამ საიტის ღვთისმეტყველებს ძალიან გთხოვ რომ ნუ დადებთ წმინდა მამათა სქელტანიან ნაშრომებს, მარტივად და თავისუფლად გამოვთქვათ საკუთარი საზრები თუ რა თქმა უნდა ამით ბევრს არ დავაშავებთ -------------------- www.cordesign.ge
|
neo |
Jan 16 2009, 07:15 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
ციტატა მე მგონია რომ ჭეშმარიტებას ამ თემაში მხოლოდ კაიროსი შეეხო, მაგრამ მის მიერ მოტანილი ციტატებიც და მდუმარების არსიც სხვებისთვის გაუგებარი დარჩა. საქმე ის გახლავთ რომ მდუმარება როგორც ესეთი ღვაწლი ან სასიკეთო სულისთვის სულაც არ გახლავთ. ძაღლი რომელიც არ იყეფება იკბინებაო, ნათქვამია. მამების შემთხვევაში შინაგან მდუმარებაზეა ლაპარაკი, რომლის დროსაც სიტყვების წარმოთქმაც კი შეიძლება ისე რომ მდუმარება არ დაარღვიო. გასაგებია რამე? საკითხი კომპლექსურია. მარად მდუმარე ბოღმა ყბაყურაშვილი არ გინახავთ? მერე მადლია? ეჰ, იგივე შიძლება ლოცვაზეც და მარხვაზეც ითქვას... ძალიან კარგად მესმის რაც კაიროსმა თქვა და ისიც რაზეც თქვენ საუბრობთ, წმინდა მამებისაც მესმის... მაგრამ ეგ ყველაფერი მშრალი თეორიაა... მე ტქვენი გამოცდილება მაინტერესებდა, პრაქტიკული გამოცდილება, მითუმეტეს რომ ჯერ არ შემხვედრია ძაღლი რომელსაც ყეფა უნდოდეს და ტავისივე ნებიტ არ ყეფდეს... ციტატა და რამ უნდა დაგვადმუოს ჩვენ აბა მითხარით, შეიძლება ერთი თვე იყო ადამიანი ჩუმად, მაგრამ რა მერე. ქრისტიანობაში არაფერია თვითმიზანი. თუკი რაღაცას არ მოაქვს ჩვენთვის სიკეთე და მას მაინც აღვასრულებთ, თუნდაც ზიარება უკვე თვითმიზანია პიროვნებისთვის და მას შედეგი არ მოაქვს. სხვა მხრივ რატომ უნდა დადუმდე ჩემთვის გაუგებარია, თუ სათქმელი გაქვს უნდა თქვა. ერთი ერთში გეტანხმები არაფერია თვითმიზანი, მტავარი მოტივია რა გამოძრავებს... რატომ დუმხარ... თუმცა სწორედ იმის გამო რომ გაუგებარია რატომ უნდა დადუმდე... უნდა ცადო და გასაგები გახდება... ამ თემი მიზანი ეს იყო სხვა არაფერი... მოდი ვცადოთ... რეალურად შევეხოთ იმას რაზეც წერდნენ მცირედით... და ნუ ვიტყვით რომ ასე მხოლოდ მონასტრებშია... ,,ძილის წინ წაკითხვა მიყვარს ხოლმე, ჩემთან მაგრად ცივა სახლში, როცა წამოვწექი წიგნის არება დამავიწყდა... ლოგინი რომ კარგად ჩათბა აბა მერე ნახე იმ ყინვაში ადგომა არის თუ არა (შეიძლება ორი ლეპტა მაგრამ მაინც) ღვაწლი... ორი ალტერნატივა მქონდა მეთხოვა ჩემი დისთვის და წიგნს მომიტანდა ან ავმდგარიყავი და მომეტანა... გარდა ამისა გვერდით ჩემი ძმა იყო რომელიც კომპიუტერში რარაცას თამაშობდა და კლავიშების წკაპაწკუპმა თავი ამატკივა, ძალიან მშლიდა ნერვებზე... აქც ორი არცევანი მქონდა ან დამეთბინა ან მეთხოვა რომ გაჩერებულიყო... არის ტუ არა დათბენა ამ დროს (შეძლება ორი ლეპტა მაგრამ მაინც) ღვაწლი, რა ტქმა უნდა თუ კეთილგონივრულად აკეთებ ? წიგნებში ბევრი ბევრი რამე წერია... გამოცდილებასი ძალიალ ძალიან ცოტა... -------------------- www.cordesign.ge
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 02:40 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი