![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
devnili |
![]()
პოსტი
#1
|
ირაკლი ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 47 რეგისტრ.: 1-January 09 წევრი № 6,202 ![]() |
პატივცემულო კანონისტო. ასეთი პასუხი გამოგიზავნა დიდგორელმა ნიკ გვარამიამ თქვენს შეკითხვებზე. მის ტონს არ ვეთანხმები და მეტად აღარ გამოვუქვეყნებ. დაე, თვითონ დარეგისტრირდნენ. ისინი კონტრ შეკითხვებს სვამენ.
_______________________________ დიახ, სრულ ჭეშმარიტებას ბრძანებთ, თქვენ მოქმედებთ მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მსოფლიო და ადგილობრივ კრებებზე დაგმობილი და შეჩვენებული გრიგორიანული პაპისტური კალენდრით, თქვენმა საყვარელმა „ბიჭუნა" მნათეუსმაც ხომ დიდი ზარზეიმით აღნიშნა კათოლიკური შობა 25 დეკემბერი (ახ. სტ.) თბილისის ფორუმზე და თქვნც პაპისტური კალენდრით დააგვირგვინეთ არაეკლესიური ახალი წელი 1 იანვარს (ახ. სტ.) და ამას საჯაროდ თავადაც ადასტურებთ, ბ-ნო კანონისტო, თქვენი შემდეგი სიტყვებით: „მაგრამ რამდენადაც საქართველოს სახელმწიფოში მოქმედებს გრიგორიანული კალენდარი, რომელიც იწყება 1 იანვარს, ამ დღეს აღვნიშნავთ ახალ წელს და ვულოცავთ ერთმანეთს."-(ავტორი „კანონისტი")" რადგან გრიგორიანული კალენდრით აღნიშნავთ ახალ წელს და ულოცავთ ერთმანეთს, მაშინ ექვემდებარებით წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის შემდეგი კანონის მსჯავრს!: „რომელიც მისდევს გრიგორიანულ პასქალიასა და კალენდარს, სამღვდელო პირი იქნება ის თუ ერისაგანი, განკვეთილ იყოს ღმრთისაგან და შეჩვენებულ, და მიეცეს ის სატანჯველსა საუკუნესა, თავს დაატყდეს მას ყოველთა პატრიარქთა და მართლმადიდებელ წმიდა კრებათა წყევლა და მიეცეს იგი ცეცხლსა გეჰენიისასა" (მსოფლიო პატრიარქი კირილე, სიგელიონი, 1756წ.). კარგით, მაშ ასე, საეკლესიო კალენდრის საკითხში აქეთ ინდიქტიონს (ღმერთის წესს) და იქით საერო 1 იანვარს (ახ.სტ.) (ეშმაკის წესს) ე. ი. ორივეს სცნობთ, ე. ი. ორ ბატონს ემსახურებით, და რადგან ეს საკითხი თქვენივე "აღსარებით" გავარკვიეთ, ახლა გადავიდეთ შემდეგ თემაზე და თუ შეიძლება გაგვეცით შემდეგ ორ კითხვაზე პასუხი: ა) შეიძლება თუ არა პატრიარქი (ბერი) და სხვა ეპისკოპოსები ოპერაში ვერდის სპექტაკლზე (ნაბუქოდო) დაესწრნენ, (ამა წლის 4 იანვარს (ახ.სტ) მოხდა თქვენ იერარქთა ეს მორიგი თეატრალიზებული სამარცხვინო გართობა) მაშინ, როდესაც საეკლესიო სამართლით მსახიობობა ცოდვაა: წმიდა პავლე მოციქულის მე 6 კანონი (ერისკაცთა შესახებ): „თუ ეკლესიისკენ პირს იზამს მომღერალი, მსახიობი….ან დაცხრეს მისი საქმიანონობისგან, ან უკან გაბრუნდეს.", და თუ მითუმეტეს მღვდლის შვილებსაც კი ეკრძალებათ საერო სანახაობებზე სიარული, (:კართაგენის ადგილობრივი კრების მე 15 კანონი: „მღვდელთა შვილები საერო სანახაობაში ნურც მონაწილეობას მიიღებენ, ნურც სანახავად წავლენ. ეს ყველა ქრისტიანს ექადაგება ყოველთვის, რომ სადაც გმობა იყოს, იქ არ უნდა მივიდნენ") რა უნდოდა თქვენს პატრიარქს და სინოდის წევრებს ოპერისა და ბალეტის თეატრში ვერდის ოპერაზე? სასულიერო დასისთვის შეუფერებელი ქმედების ბრალმდებელი ლაოდეკიის კრების 54-ე და კონსტანტინეპოლის სამეუფეო პალატაში შეკრებილ მამათა 50-51 კანონები: „მღვდლებმა და საეკლესიო დასის სხვა წარმომადგენლებმა არ უნდა უყურონ ქორწილში ან წვეულებაში წარმოდგენილ სანახაობებს, არამედ სანამ შემოვიდოდნენ მსახიობები, უნდა ადგნენ და წავიდნენ; სასულიერო პირთაგან ნურავინ მიეცემა შვება-თამაშს, სახუმარო სანახაობას, მგოსანთა როკვას, ხოლო თუ ვინმე დაარღვევს ამ კანონს… თუ ვინმე სასულიერო პირი იქნება იგი, განიკვეთოს". ! მოციქულთა მე 6 კანონი (სასულიერო დასის შესახებ): „ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ნუ შეუდგება ამქვეყნიურ საზრუნავს, თუ არადა განიკვეთოს." ბ) ასევე, თუ შეიძლება, გაგვეცით მეორე შეკითხვაზეც პასუხი, რატომ იყო თქვენი პირველიერარქი (პატრიარქი) სექტათა მსოფლიო ერეტიკული შესაკრებლის "ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს" ერთერთი თანაპრეზიდენტი და რატომ ლოცულოდა ამ საბჭოს ასამბლეებზე სექტის წარმომადგენლებთან ერთად?, ასევე, რატომ ლოცულობდა მონოფიზიტებთან და პაპისტებთან, როგორც ქართულ ტაძრებში ისე ეჩმიაძინსა და ვატიკანში?: „დიდ ხუთშაბათს — ფეხთბანვის დღეს მამა ერნსტ ქრისტოფ სუტნერი და მამა ცელესტინ პატოკი (არამართლმადიდებლები — ავტ.) თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაესწრნენ საღმრთო- სადღესასწაულო ლიტურღიას და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ხელიდან მიიღეს წმიდა ზიარება, ხოლო დიდ შაბათს — ლიტონიობის დღესასწაულზე საქართველოს ეკლესიის სასურველი სტუმრები (ხაზგასმა ჩვენია — ავტ.) სრულიად საქართველოს პატრიარქთან და სიონის ტაძრის სამღვდელოებასთან ერთად ღამის 12 საათიდან დილის 7 საათამდე აღავლენდნენ ლოცვებს ბრწყინვალე აღდგომის სადიდებლად". „კვირას ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარში საღმრთო-სადღესასწაულო ლიტურღია აღასრულეს ყოველთა სომეხთა უმაღლესმა პატრიარქ-კათალიკოსმა უწმიდესმა ვაზგენ I და უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II" (საპატრიარქოს ჟურნალი - ჯვარი ვაზისა, 1982წ. N2″) მაშინ, როდესაც საეკლესიო სამართალით მკაცრად იკრძალება ერეტიკოსებთან ერთობლივი ლოცვა: მოციქულთა 45-ე კანონი: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს". წმინდა იუსტინე პოპოვიჩი: „მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია მწვალებელთა მიმართ - ანუ ყველა იმათ მიმართ, ვინც მართლმადიდებელი არ არის - ერთხელ და სამუდამოდ არის დადგენილი წმ.მოციქულთა და წმ.მამათა, ანუ ერთი და უცვალებელი ღმრთივსულიერი გარდამოცემის მიერ. ამ განჩინების თანახმად, მართლმადიდებლებს ეკრძალებათ მონაწილეობა რაიმე საერთო ლოცვასა თუ ღმრთისმსახურებაში მწვალებლებთან ერთად, "რამეთუ რაი მოყუსობა არს სიმართლისა და უსჯულოებისა? ანუ რაი ზიარება არს ნათლისა და ბნელისა? ანუ რაი შეტყუება არს ქრისტესი ბელიარის თანა? ანუ რაი ნაწილ უც მორწმუნესა ურწმუნოსა თანა?" (2კორ. 6,14-15). ჯერჯერობით, გთხოვთ გაგვცეთ პასუხი ამ ორ ბრალდებაზე, წინასწარ გაფრთხილებთ, თუ დაგვბლოკავთ, მაშინ უფრო საფუძვლიანად თქვენს მხილებას ჩვენს საითზე გავაგრძელებთ! |
![]() ![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
ციტატა შიდა ქართლის ტერიტორია კი სამხრეთ ოსეთად მოიხსენიებოდა და ადმინისტრაციულ ერთეულად ჩამოყალიბდა უჯიშო-უღმერთო მ. სააკაშვილის მიერ, რომელიც აკურთხა თქვენმა პატრიარქმა. იმავე პატრიარქმა ასევე აკურთხა (რეალურად კი, დალოცა. კურთხევა და კორონაცია სად ნახეთ?) ზვიად გამსახურდიაც და ედუარდ შევარდნაძეც. საპატრიარქო პოლიტიკური პარტია არ არის, არჩეული პრეზიდენტის მიმართ მკვეთრი პოზიცია დაიკავოს. სხვათა შორის, იმ დროს მისი უწმიდესობა სწორედ რომ ეკუმენური საბჭოს წევრი იყო, მაგრამ ეს არ ახსოვთ დიდგორზე, რახან გამსახურდიას ეხება. სასტიკად მიკერძოებულია ეგ დიდგორი. ამასთან, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჩამოაყალიბა "ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაცია", ხოლო ამასა და ამ თვითგამოცხადებული კრიმინალური რეჟიმის დამოუკიდებლობის ცნობას შორის თუ არსებით და სიღრმისეულ სხვაობას ვერ ხედავთ, ძალიან ცუდად არის თქვენი საქმე. ციტატა ხოლო, რაც შეეხება ბასილ მკალავიშვილის სინოდის გამოცხადება სქიზმად საქართველოს ეკუმენისტური საპატრიარქოს მხრიდან ცოტა არ იყოს უხერხულია. ასეთ საკითხზე საუბრის უფლება მხოლოდ ჭეშმარიტ სამღვდელოებას აქვს და არა მწვალებლობაში უზომოდ გადავარდნილს. ვეღარ გავიგე.... ერთი მხრივ "დიდგორი" იშველიებს კონსტანტინოპოლის ორგზისი კრების მე-15 კანონს, რომელიც მწვალებლობის შემთხვევაში სქიზმაში გასვლის უფლებას აძლევს მართლმადიდებლებს და განმარტავს, რომ ეს მათ სქიზმად არ შეერაცხებათ, მეორეს მხრივ კი - ჩვენ გვაცხადებენ სქიზმატებად. ვისგან გავედით, საინტერესოა? ვისი სქიზმა ვართ ჩვენ? ციტატა დიდგორზეა სხვათა შორის ეს წერილი გამოქვეყნებული და ამაზე არაფერი გეთქმით. დიდგორმა ყველას დაასწრო. წერილი არ შველის. როგორც პირმოღებულებმა და ბალღამის ამონთხევით იციან ყველაფერი მართლმადიდებლურის გადავლა დიდგორზე, მასევე უნდა "მოეთხარათ" ერის მოღალატე მკალავიშვილი ანტიქართულ სინოდთან ევქარისტიული კავშირის გამო, მაგრამ გითხარით, რომ სასტიკად მიკერძოებულია ეგ თქვენი "დიდგორი", მართლმადიდებლურ კანონებს საკუთარ ნება-სურვილზე განმარტავენ, ფაშიზმს ქადაგებენ (დავდებ მალე დოკუმენტურ მასალას) და დღითი-დღე შორდებიან მართლმადიდებლურ აზროვნებას. ციტატა მკვლელ ჯაბასთან რომ აქვს გადაღებული ისიც გამოაქვეყნეთ. ჯაბა იოსელიანთან რა ვითარებაში მოუხდა სურათის გადაღება იცით და მკალავიშვილს რა ძალებმა აიძულეს ანტიქართულ "სინოდთან" "ევქარისტიული" კავშირი?? ან მერე რატომ არ გაემიჯნა? ან დიდგორი რატომ დუმს და რას აქვეყნებს მისი ე.წ. "ეკლესიის" სურათებს? .ნინო ციტატა გარდა ამისა, იმ მეთოდებით, რა მეთოდებითაც ბატონი ვასილ მკალავიშვილი "იცავს" მართლმადიდებლობას, არასოდეს არავის დაუცვია იგი... ხელწერა ერთია ჩემო დაიკო - ტყუილზე დაფუძნებული ცრუ-ღაღადი. მახსოვს, თავის დროზე, რუსთავი 2-ის ეთერში გამობრძანდა ცრუ-მღვდელი მკალავიშვილი და მთელ ერს ატყუებდა და აფრიალებდა - საეკლესიო კანონით მწვალებლური ლიტერატურა უნდა დაიწვასო. სამწუხაროდ, მაშინ სკოლის მოსწავლეს, მეც მართალი მეგონა. გავიდა დრო, ვისწავლე და გაირკვა, რომ თურმე, რასაც ის აფრიალებდა, იყო იუსტინიანეს კანონმდებლობა, ანუ ბიზანტიის საერო კანონები, რომელიც მოქმედებდა იქ 16 საუკუნის წინ !! და არავითარი საეკლესიო კანონი..... აგერ ხომ დაინახე, დებენ საეკლესიო კანონებს, რომლებსაც წმინდა მამები ზოგჯერ დიამეტრალურად განსხვავებულად განმარტავენ და აქამდე ცდილობდნენ, რომ ემტკიცებინათ, თითქოს საქართველოს უწმიდესი საპატრიარქო ცდება და მათი სქიზმატურ-ნეოფუნდამენტალისტური აზრები არის მართებული. ასეთ ტყუილებზეა აგებული, სამწუხაროდ, მათი თითოეული ნაბიჯი. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd June 2024 - 09:19 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი