IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ათი მცნება
jabsona
პოსტი Feb 13 2008, 11:18 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 6
რეგისტრ.: 13-February 08
წევრი № 3,930



gtxovt vinmem ak ati mcneba daceret .magrad mchirde da ver vnaxe PLZ unsure.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
xornabujeli
პოსტი Feb 14 2008, 06:25 AM
პოსტი #2


giorgi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,304
რეგისტრ.: 24-July 07
მდებარ.: Zveli Tbilisi.
წევრი № 2,509



smile.gif მე ვფიქრობ ესეც გამოგადგება,თვითოეულ მცნებას თან ერთვის მცირე განმარტებანიც.






მოკლე განმარტებანი:ღმერთი არის შემქმნელი ჩვენი გულისა. იგი განსწმენდს და განაახლებს მას, ოღონდ ხელი არ უნდა შევუშალოთ და ჩვენი ნება არ უნდა დავუპირისპიროთ მის მაცხოვნებელ და აღმადგინებელ ძალას. ეს კი გულისხმობს ღვთის მცნებების, ღვთის კანონების აღსრულებას.

მოსე წინასწარმეტყველს ეგვიპტიდან ებრაელთა გამოსვლის ორმოცდამეათე დღეს შემოქმედისაგან მიეცა კაცთა მოდგმის გადამრჩენელი, ჩვენი სულის ამამაღლებელი ათი კანონი, რომელთა დაცვა ყველა მორწმუნის ვალია.

პირველი ოთხი მცნება გვასწავლის, როგორი უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება უფლისადმი, ხოლო დანარჩენი ექვსი გვიხსნის ადამიანებთან, მოყვასთან სწორი თანაცხოვრების პრინციპებს.

პირველი მცნება: მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე.

ეს მცნება მოითხოვს, რომ ჩვენ გვწამდეს, გვიყვარდეს, ვსასოებდეთ და თაყვანს ვცემდეთ ჭეშმარიტ ღმერთს.

დღეს, როგორც არასდროს, სწორედ ეს კანონია დარღვეული. ურწმუნოება, ღვთის არსებობისადმი ეჭვი, ეჭვი სულის უკვდავებისა... ბინდავს ადამიანის გულსა და გონებას. ზოგიერთნი მისდევენ მისნობას, ჯადოქრობას, ხშირია მწვალებლობა, მკრეხელობა მღვდლისადმი, ეკლესიის სიწმიდისა და წმიდა საიდუმლოთადმი (ნათლისღება, აღსარება, ზიარება და სხვა) უსულგულო დამოკიდებულება. ხშირია გულგატეხილობა და სასოწარკვეთილება, რადგან ადამიანები ღვთის ნაცვლად იმედს ამყარებენ მათზე, რომელნი არიან ძლიერნი ამა სოფლისანი, ანდა საკუთარ მაღალ თანამდებობასა და სიმდიდრეზე.

ყოველივე ეს არის პირველი მცნების წინააღმდეგი ცოდვები.

იმისათვის, რომ შევიცნოთ ღმერთი, აუცილებელია, ვიკითხოთ სახარება, წმინდა მამათა შრომები, უნდა ვიაროთ და ვილოცოთ ეკლესიაში, შევისწავლოთ ღვთის ქმნილება - ბუნება და კაცთა მოდგმის ისტორია, შევისწავლოთ ჩვენი სულიერი სამყარო. მაშინ ვიგრძნობთ მას ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა და ყოვლითა ძალითა ჩვენითა (მარკოზი 2, 29-30).

მეორე მცნება: არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.

ეს კანონი კრძალავს ჭეშმარიტი ღვთის ნაცვლად ფიზიკური სხეულების, არასულიერი საგნების, ცის მნათობების, ცხოველების, ფრინველების თაყვანისცემას.

ქრისტიანისთვის კერპთმსახურებად ითვლება ასევე ცოდვითი მიდრეკილებებისადმი მონობა: ბევრნი ესრაფვიან სიმდიდრის შეძენას, რადგან მათი კერპი არის სიმდიდრე; ზოგი პატივმოყვარეობის ავადმყოფური სენით არის შეპყრობილი; ზოგს მთავარ საქმედ ხორციელი სიამოვნება გაუხდია, სხვანი ლოთობენ, აზარტულ თამაშებს მისდევენ... ღმერთი და მისთვის მსახურება კი აღარ ახსოვთ. თვით ცოდნის შეძენის დაუოკებელი სურვილი, მეცნიერულ აღმოჩენათა სიმრავლე ფასს კარგავს, თუ მას რწმენა და სიყვარული არ განსაზღვრავს, რადგან ასეთი ცოდნა შეიძლება დიდი ბოროტების მომტანი გახდეს.

მაშ, იყავით ბრძენნი, თავშეკავებულნი, თავმდაბალნი და ღვთისმსასოებელნი.

მესამე მცნება: არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა.

დანაშაულია, როცა უბრალო და უსარგებლო ლაპარაკისას ღვთის სახელს ახსენებენ, კიდევ უფრო დიდი და მძიმე ცოდვაა, თუ ღვთის სახელით ტყუილად იფიცებენ. ღვთის გმობა, ღვთის სიმართლის განკითხვა, ლოცვისას უგულისყურობა, აღთქმის დარღვევა... ყველაფერი ეს არის მესამე მცნების წინააღმდეგი. (აქვე დავამატებდი ღმერთის შესახებ ანეკდოტების მოყოლას და ყველანაირ ხუმრობას ღმერთზე - საიტის ავტორის შენიშვნა)

ღვთის სახელი დიდი კრძალვითა და შიშით უნდა წარმოვთქვათ. გაიხსენეთ, თუ როგორ აგვიღწერს ესაია წინასწარმეტყველი თავის ხილვას: „ვიხილე უფალი მჯდარი ამაღლებული, ზეაღმართულ ტახტზე, და მისი კალთები ავსებდა ტაძარს. თავით სერაფიმები ედგნენ, ექვს-ექვსი ფრთა ესხა თითოეულს; ორით სახეს იფარავდნენ, ორით ფეხებს იფარავდნენ, ორით ფრენდნენ და... ამბობდნენ: წმიდაა! წმიდაა! წმიდაა საბაოთ უფალი! მისი დიდებით სავსეა ქვეყნიერება“ (ესაია 6, 1-3).

აი, როგორი მოწიწებით მსახურებენ ღმერთს ზეციური ძალები. მით უმეტეს ჩვენ მეტი რიდი და თაყვანისცემა გვმართებს.

მეოთხე მცნება: მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღვთისა შენისა.

ბიბლიაში წერია, რომ ღმერთმა ექვს დღეში შექმნა სამყარო, მეშვიდე დღეს კი დალოცა იგი, აკურთხა და საქმისგან დაისვენა. ეს მეშვიდე დღე იყო შაბათი.

ქრისტიანები უქმობენ კვირას, რადგან კვირა იესო ქრისტეს აღდგომისა და ჩვენი ხსნის დღეა, აგრეთვე დიდ საეკლესიო დღესასწაულებზე.

მეოთხე მცნების დარღვევით სცოდავენ ისინი, რომელნიც ამ დღეებში არ უქმობენ, არ ზეიმობენ, დღესასწაული ყოველთვის წინადღის საღამოდან იწყება. თუ მორწმუნე ხარ, ამ დროს ყველა საქმე უნდა დატოვო და ეკლესიაში წახვიდე, რათა მიიღო ღვთის კურთხევა. დღესასწაულისა და კვირის წირვაზე დასწრება ხომ ყოვლად აუცილებელია. წირვისას იკითხება და იგალობება სპეციალური ლოცვებიე, რომელიც დიდი ძალის მიმცემია რწმენითა და სიყვარულით მოსულისათვის.

სამწუხაროდ, დღეს ხშირია ოჯახები, რომელთა წევრები გამუდმებით მუშაობენ, არ იციან შაბათ-კვირა და დღესასწაული. ისინი, როგორც წესი, უბარაქონი და უმადლონი არიან, რადგან მათზე არ არის ღვთის ლოცვა-კურთხევა.

მეხუთე მცნება: პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა.

ეს მეტად მნიშვნელოვანი მცნებაა. მშობლების პატივიცემაზეა დამოკიდებული შვილების კეთილდღეობა. წმიდა წერილი გვასწავლის, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს დედ-მამის დალოცვას, ოღონდ დალოცვა უნდა იყოს დამსახურებული, მშობლების დაფასებით მოპოვებული.

განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება ავადმყოფ, ხანდაზმულ, დაუძლურებულ მშობლებს. არადა, ზოგიერთი თავიდან იშორებს მათ და მოხუცებულთა თავშესაფარში გზავნის. ეს საშინელი სისასტიკეა.

მშობლები სწუხან, ტირიან შვილების უდიერის საქციელის გამო, თუმცა უმეტეს წილად თვითონ არიან დამნაშავნენი, რადგან ქრისტიანული რწმენითა და სიყვარულით არ აღზარდეს ისინი.

დედ-მამის უპატივცემულობის მიზეზით შვილები შემდეგ სხვადასხვა ავადმყოფობით იტანჯებიან; მათ ოჯახში არ არის სიმშვიდე და სიყვარული.

ყველას უნდა ახსოვდეს: როგორც თვითონ ექცეოდა მშობლებს, ისე მოექცევიან მას თავისი შვილები.

მეხუთე მცნება ასევე გულისხმობს კეთილ დამოკიდებულებას უფროსი ადამიანების, ახლობლების, მოძღვრების მიმართ; მაგრამ თუ მშობელი ან ნებისმიერი სხვა პიროვნება ჩვენგან ღვთის საწინააღმდეგო საქმის აღსრულებას ითხოვს, არა ვართ ვალდებულნი, დავემორჩილოთ მას.

მეექვსე მცნება: არა კაც ჰკლა.

მკვლელობა საშინელი დანაშაულია. სხვისი სიცოცხლის ხელმყოფი სცოდავს არა მარტო ადამიანის, არამედ ღვთის წინაშეც, რადგან ჩვენ არა გვაქვს უფლება, ღვთის მიერ მონიჭებული სიცოცხლე მოვუსპოთ კაცს.

ამ ცოდვის ჩამდენი ადამიანი ამ ქვეყნადაც დიდად დასჯილია, გავიხსენოთ, პირველი მკვლელი, კაენი, რომელმაც თავისი ძმის, აბელის, სისხლი დაღვარა, ადგილს ვერ პოულობდა ახლობლების წრეში. ამიტომაც სხვაგან გადაიხვეწა და ტანჯვაში დალია თავისი დღენი; ხოლო ამ ცოდვის გამო სასჯელი მთელ მის მოდგმაზე გადავიდა. ასევეა ახლაც.

მკვლელობის განსაკუთრებული სახეა აბორტი. ამ დროს თვით დედა ხდება მკვლელი საკუთარი შვილისა. სამწუხაროდ, ბევრნი ვერ გრძნობენ დანაშაულს, არადა ამისთვის მკაცრად დაისჯებიან. რა თქმა უნდა, დაისჯება ისიც, ვინც აბორტს აკეთებს.

დიდი ცოდვაა კანონი სიკვდილით დასჯის შესახებ, რადგანაც ჩვენ ამით ბოროტებას კი არ ვსპობთ, არამედ ვამრავლებთ მას. „ბოროტებას ბოროტებით ვერ განკურნავ, - გვარიგებს წმიდა ბასილი დიდი, - მას მხოლოდ სიკეთით შეიძლება უწამლო“. ჰუმანურ სამართლებრივ სახელმწიფოში არ შეიძლება არსებობდეს სასჯელის ეს არაადამიანური სახე.

საშინელი ცოდვაა თვითმკვლელობა. იგი პროტესტია ღვთის ნების წინააღმდეგ და სულიწმიდის გმობად ითვლება. თვითმკვლელი, თუ იგი ფსიქიურად დაავადებული არ არის, საბოლოოდ წარიწყმედს სულს. მისთვის ლოცვაც კი არ შეიძლება.

ფიზიკურის გარდა, არის სხვა სახის მკვლელობაც: შეურაცხყოფით, ცრუმოწმეობით, დასმენით, ცილისწამებით... წმიდა იოანე ღვთისმეტყველი წერს: „ყოველსა, რომელსა სძულდეს ძმაი თვისი, იგი კაცისმკვლელი არს და იცით, რამეთუ ყოველსა კაცის-მკულელსა არა აქუს ცხოვრებაი საუკუნოი“ (I იოანე 3, 15).

მეშვიდე მცნება: არა იმრუშო.

ეს მცნება კრძალავს არაკანონიერ, დანაშაულებრივ ურთიერთობას კაცსა და ქალს შორის. აქ შედის შემდეგი ცოდვები: სიძვა, მრუშება, სისხლის აღრევა, გარყვნილება, ცოლ-ქმრული ცხოვრების დამახინჯებული სახეები...

„სიძვაი და ყოველი არაწმიდებაი... ნუცაღა სახელ-იდებიან თქვენ შორის“ (ეფესელთა 5, 3) - გვაფრთხილებს მოციქული პავლე. ადამიანს დიდი თავშეკავება მართებს: უფალი ბრძანებს: თუ კაცი ნდომით შეხედავს ქალს, მან უკვე იმრუშა თავის გულში“ (მათე 5, 27-28).

არაწმიდა ფიქრები, სურვილები, უხამსი სიმღერები და ხუმრობები, ზედმეტი გართობა, უზნეო სანახაობანი, ნაყროვანება, სასმელის უზომო სმა... არის ცოდვა, რომელიც მეშვიდე მცნების დარღვევითა და მძიმე დანაშაულით მთავრდება. დანაშაულს კი მოსდევს ღვთის სასჯელი.

მერვე მცნება: არა იპარო.

არავის აქვს უფლება აიღოს ის, რაც მას არ ეკუთვნის. აქ შედის შემდეგი ცოდვები: ქურდობა, ანუ სხვისი ნივთის, სხვისი საკუთრების მალულად აღება; ძარცვა - სხვისი ქონების ძალით მიტაცება; მკრეხელობა - ღვთისთვის მიძღვნილი, შეწირული ნივთებისა და, საერთოდ საეკლესიო ქონების მითვისება ან მოპარვა; მექრთამეობა, მევახშეობა (როცა პროცენტით გასცემენ ფულს), მუქთახორობა... (აქვე დავამატებდი ნაპოვნის არ გამოჩენას და ნათხოვარი ნივთის ან ვალის არ დაბრუნებას - საიტის ავტორის შენიშვნა)

ზოგჯერ ქურდები და დამნაშავენი თავისი საქციელის გამართლების მიზნით, სახარებიდან იშველიებენ იმ ავაზაკის მაგალითს, რომელიც მაცხოვართან ერთად აწამეს, და რომელიც მასთან ერთად სამოთხეში მოხვდა.

ავაზაკი შეწყნარებულ იქნა, რადგან სიკვდილის წინ მოასწრო მონანიება. მან მთელი არსებით იგრძნო თავისი განვლილი ცხოვრების სიმძიმე და განაჩენიც სამართლიანად გამოუტანა თავს და თავის ამხანაგს, რომელსაც მასთან ერთად აწამებდნენ. ჯვარზე გაკრული კი მიუბრუნდა მაცხოვარს და უთხრა: „ჩვენ სამართლად ღირსი, რომელი ვქმენით, მოგვეგების“.

იმდენად ძლიერი იყო მასში სინანული, რომ ცოდვით დამძიმებული მისი გული განიწმინდა და იგრძნო ის, რასაც სხვები ვერ ხვდებოდნენ; იგრძნო, რომ მის გვერდით ღმერთი ეწამებოდა; ამიტომაც სთხოვა: „მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა“ (ლუკა 23, 41-42).

და მიუგო იესომ: „ამინ გეტყვი შენ: დღეს ჩემთანა იყო სამოთხესა“ (ლუკა 23, 43).

ეს მაგალითი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ყველა ცოდვიდან შეიძლება ამაღლება და განწმენდა; და რომ ღვთის მოწყალებას არა აქვს საზღვარი.

მეცხრე მცნება: არა ცილი-სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა.

ეს მცნება ჩვენგან მოითხოვს სიმართლის გზით სვლას. მძიმე ცოდვად ითვლება: ცრუმოწმეობა, ცილისწამება, დაბეზღება, მოწმის განკითხვა...

ღირსი მამა ანტონი წერს: „ურჩხულის ენა ნაკლებ საშიშია, ვიდრე ენა ცილისმწამებლისა, რადგან ასეთი კაცი ჩხუბსა და განხეთქილებას აგდებს მშვიდობით მცხოვრებ ადამიანთა შორის, სთესავს ბოროტებასა და ღვარძლს ახლობლებში, არღვევს ერთობას. ვინც ასეთ ადამიანს სახლის კარებს გაუღებს, თვითონაც ცოდვის მორევში ჩავარდება. ასეთ კაცთან ურთიერთობა მკვლელთან ურთიერთობას ნიშნავს“.

ცილისმწამებლის ენა მსგავსია გველის შხამისა. უმჯობესიც კია გველის და მორელის გვერდით ცხოვრება, ვიდრე ცილიმწამებელთან ახლოს ყოფნა, რადგან იგი თავისი სენით სხვასაც აავადებს და ისინი ერთად განიკითხავენ ღვთის სამსჯროზე.

ღმერთი მოწყალეა, მაგრამ იცოდეთ, ცილისწამების ცოდვა ძნელად შეენდობა კაცს. ამიტომაც, „ნუ შეგრცხვებათ ასეთი ადამიანებისაგან განზე განდგომისა, თორემ მათი შხამით თქვენც დაავადდებით“ (წმიდა ანტონი დიდი).

მეათე მცნება: არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა.

ეს მცნება მოითხოვს, კმაყოფილნი ვიყოთ ჩვენი ხვედრით, ჩვენი მდგომარეობით, რათა ხელი არ დაგვრიოს სულის ფირთმა - შურმა. შური პირველყოვლისა ზიანს აყენებს მას, ვინც ამ სენითაა შეპყრობილი.

სხვა ცოდვა უფრო უხეშია და სულშიც ისე არ ღვივდება, როგორც შური, - წერს წმიდა ბასილი დიდი, - შური კი ისე სჭამს კაცის სულს, როგორც ჟანგი რკინას... შური არის წუხილი სხვის სიკეთესა ზედა.

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი კი ასე გვაფრთხილებს: შური წყლულია სულისა და საწამლავი მისი. იგია ერთ-ერთი ყველაზე უსამართლო და ამავე დროს, სამართლიანი ვნება. უსამართლო იმიტომ, რომ კეთილთა სიმშვიდეს არღვევს, სამართლიანი კი იმიტომ, რომ შინაგანად ახშობს მას, ვის სულშიც ბუდობს.



გახსოვდეს, რომ თუმცა ნათლობით ცოდვებისაგან განიწმინდება ადამიანი, მაგრამ ცოდვისაკენ მიდრეკილება რჩება! რადგან ნათლობა ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ არის შესაძლებელი, ცოდვათა მიდრეკილებების აღმოფხვრისათვის აუცილებელია ხშირად აღსარების თქმა და ზიარება. აუცილებელია, რომ მშობლებმა შვილები ჩვილობიდანვე მიაჩვიონ ზიარების მიღებას. ხოლო როდესაც წამოიზრდებიან, აღსარების თქმას.

წამალს რომ ვსვამთ, ექიმის წარსულ ცხოვრებას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ჩვენი ფიზიკური განკურნებისათვის, ასევე აღსარებისა და ზიარების საიდუმლოს დროს იკურნება ჩვენი სული და მოძღვრის წარსულ ცხოვრებას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს სულის განკურნებისათვის. ზიარების აუცილებელი პირობაა ქრისტეს რწმენა, სურვილი ცოდვებისაგან განშორებისა და ღვთის მცნებებით ცხოვრებისა. თუ არა გაქვს სურვილი ცოდვებისაგან განშორებისა ნუ ეზიარები, რადგან დაისჯები ღვთისაგან. იმიტომ კი არ მიდის მორწმუნე ეკლესიაში თავი მართალი რომ ჰგონია, არამედ იცის მხოლოდ ეკლესიაში არის შესაძლებელი სულის ჭეშმარიტი განკურნება. ყოველთვის გახსოვდეს, რომ დედამიწაზე სტუმარი ხარ და რომ შენი სამუდამო სამყოფელი ზეციური ეკლესიაა.

-ასევე თუ დაგჭირდა სხვა მცნებანი,ცხრა ნეტარება და მათი მანმარტება,შედი ამ საიტზე:http://www.orthodoxy.ge/sakhli/10mtsneba.htm
აბა შენ იცი!
პ.ს.ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა.


--------------------
"Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
----------------------------------------------
"აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს."

''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული!

''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!"
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
"Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მოყვასი
პოსტი Jan 17 2009, 04:11 AM
პოსტი #3


הַלְלוּ-יָהּ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 572
რეგისტრ.: 14-January 09
წევრი № 6,288



ციტატა(xornabujeli @ Feb 14 2008, 06:25 AM) *

smile.gif მე ვფიქრობ ესეც გამოგადგება,თვითოეულ მცნებას თან ერთვის მცირე განმარტებანიც.

მესამე მცნება: არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა.

დანაშაულია, როცა უბრალო და უსარგებლო ლაპარაკისას ღვთის სახელს ახსენებენ, კიდევ უფრო დიდი და მძიმე ცოდვაა, თუ ღვთის სახელით ტყუილად იფიცებენ. ღვთის გმობა, ღვთის სიმართლის განკითხვა, ლოცვისას უგულისყურობა, აღთქმის დარღვევა... ყველაფერი ეს არის მესამე მცნების წინააღმდეგი. (აქვე დავამატებდი ღმერთის შესახებ ანეკდოტების მოყოლას და ყველანაირ ხუმრობას ღმერთზე - საიტის ავტორის შენიშვნა)

ღვთის სახელი დიდი კრძალვითა და შიშით უნდა წარმოვთქვათ. გაიხსენეთ, თუ როგორ აგვიღწერს ესაია წინასწარმეტყველი თავის ხილვას: „ვიხილე უფალი მჯდარი ამაღლებული, ზეაღმართულ ტახტზე, და მისი კალთები ავსებდა ტაძარს. თავით სერაფიმები ედგნენ, ექვს-ექვსი ფრთა ესხა თითოეულს; ორით სახეს იფარავდნენ, ორით ფეხებს იფარავდნენ, ორით ფრენდნენ და... ამბობდნენ: წმიდაა! წმიდაა! წმიდაა საბაოთ უფალი! მისი დიდებით სავსეა ქვეყნიერება“ (ესაია 6, 1-3).

აი, როგორი მოწიწებით მსახურებენ ღმერთს ზეციური ძალები. მით უმეტეს ჩვენ მეტი რიდი და თაყვანისცემა გვმართებს.


xornabujeli გამარჯობა

ძალიან დიდი მადლობელი ვარ შენს მიერ ათი მცნების მოკლე განმარტების დაწერის. უღრმესი მადლობა. მინდა ყურადღება შევაჩერო მესამე მცნებაზე. თუ შეგიძლია მესამე მცნების სრული განმარტებაც დაწერე. იმდენად რამდენადაც,მოკლე განმარტება საინტერესო იყო და უფრო საინტერესო უნდა იყოს ვრცელი განმარტების წაკითხვაც.

წინასწარ დიდი მადლობა

მოყვასი


--------------------
"კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
jabsona   ათი მცნება   Feb 13 2008, 11:18 PM
mari touchet   1. მე ვარ უფალი ღმერ...   Feb 13 2008, 11:22 PM
xornabujeli   :) მე ვფიქრობ ესეც გ...   Feb 14 2008, 06:25 AM
მოყვასი   :) მე ვფიქრობ ესეც გ...   Jan 17 2009, 04:11 AM
jabsona   მადლობა მარი :* xornabujeli...   Feb 14 2008, 02:41 PM
ეგრი2   ბოდიში მომითხოვია ...   Feb 14 2008, 07:35 PM
KAIROS   ეგრი 2 ან ( 3...) იგივეა....   Feb 15 2008, 04:17 AM
ეგრი2   KAIROS მცნებები ხომ ათ...   Feb 15 2008, 11:35 AM
sergi_glaxa   jabsona აიღე ბიბლია, ძვ...   Feb 15 2008, 11:39 AM
KAIROS   აქ საუბარია, იმ ათ ...   Feb 15 2008, 02:06 PM
ეგრი2   KAIROS ის, რომ ბევრმა ა...   Feb 15 2008, 02:20 PM
MR.NOE   KAIROS ის, რომ ბევრმა ა...   Jan 11 2009, 07:29 PM
mari touchet   ეგრი2 ვახ,გარკვევი...   Feb 15 2008, 02:29 PM
KAIROS   შენ შარზე ხარ? :D ზემ...   Feb 15 2008, 02:45 PM
მოყვასი   შენ შარზე ხარ? :D ზემ...   Jan 17 2009, 03:57 AM
jabsona   xalxo periklesi da solonis saerto da ganmasxvavebe...   Feb 15 2008, 03:25 PM
ეგრი2   mari touchet ის, რომ ხალმხა...   Feb 15 2008, 03:38 PM
sergi_glaxa   KAIROS სად ითხოვეს გან...   Feb 15 2008, 05:23 PM
KAIROS   პირდაპირ არ უთხოვ...   Feb 15 2008, 11:25 PM
xornabujeli   :) კაიროსს მადლობა ჩ...   Feb 16 2008, 01:57 AM
sergi_glaxa   xornabujeli შესანიშნავია...   Feb 16 2008, 12:06 PM
KAIROS   იქნებ პირიქით? კაი...   Feb 16 2008, 08:15 PM
egri3   xornabujeli მე არანაირი ა...   Feb 16 2008, 08:36 PM
დათიკო   KAIROS egri3 გთხოვთ თქვენი...   Feb 16 2008, 11:12 PM
KAIROS   არანაირი პირადი ს...   Feb 17 2008, 02:47 AM
sergi_glaxa   KAIROS მე აღარაფერს ვა...   Feb 17 2008, 11:41 AM
KAIROS   გლახა, ვიმეორებ, მ...   Feb 17 2008, 07:47 PM
დათიკო   KAIROS რა მიზეზით უნდა ...   Feb 17 2008, 11:45 PM
xornabujeli   :) აბა რა იყო ის, ეგრ...   Feb 18 2008, 01:33 AM
xornabujeli   :) ჯაბსონამ ათი მცნ...   Feb 18 2008, 02:14 AM
xornabujeli   :) შენ აქ საერთოდ რა ...   Feb 18 2008, 02:55 AM
ეგრი2   xornabujeli ორივე. პოლემი...   Feb 18 2008, 03:41 PM
k@the   ეტყვით კითხვის ავ...   Feb 19 2008, 02:33 PM
ეგრი2   k@the არა. გადმოვწერ. :)   Feb 19 2008, 03:47 PM
k@the   ეგრი2 ოკ. გადმოაკოპ...   Feb 19 2008, 03:56 PM
egri3   k@the ა ბატონო: გამოსვ...   Feb 20 2008, 12:39 AM
xornabujeli   :) როგორ ორივე? ორი ...   Feb 20 2008, 02:25 AM
egri3   xornabujeli ამას მხოლოდ გ...   Feb 20 2008, 04:19 AM
xornabujeli   შეიძლება კი ,ან არა...   Feb 20 2008, 07:47 AM
ეგრი2   xornabujeli ერთდრუოლად არ...   Feb 20 2008, 11:30 AM
xornabujeli   :) იმიტომ არის ,რომ ...   Feb 22 2008, 02:04 AM
ეგრი2   xornabujeli არა არ დაუმალ...   Feb 22 2008, 02:05 PM
leluka   :o :o :o   May 6 2008, 05:34 PM
nino_ni   მცნებების მეტი რა ...   May 6 2008, 06:04 PM
cinemamu   უკაცრავად და ორიგი...   Aug 26 2008, 04:34 PM
მარიამი   უკაცრავად და ორიგ...   Aug 26 2008, 04:37 PM
agmsarebeli   უკაცრავად და ორიგ...   Aug 26 2008, 07:18 PM
m16   15 მცნება იყო სინამდ...   Aug 27 2008, 09:00 PM
just man   15 მცნება იყო სინამ...   Aug 27 2008, 09:19 PM
agmsarebeli   15 მცნება იყო სინამ...   Aug 28 2008, 05:32 PM
მოციქული   m16 ყოველთვის ასე აწ...   Aug 27 2008, 09:17 PM
constantine   :D :D :lol:   Aug 28 2008, 01:35 PM
cinemamu   თემა გავხსენი და ვ...   Aug 28 2008, 03:31 PM
egri3   nino_ni :D ანუ არსებობს მ...   Oct 23 2008, 03:09 PM
nino_ni   egri3 ნუ გაიგე ისე როგ...   Oct 23 2008, 04:47 PM
egri3   nino_ni როგორ უნდა გამე...   Oct 24 2008, 11:46 AM
KAIROS   კაი ახლა ნუ გაახსე...   Jan 11 2009, 09:04 PM
egri3   KAIROS :D MR.NOE გაეცანით ბ...   Jan 12 2009, 12:49 PM
diletanti   ეს ხუმრობააა?   Jan 12 2009, 02:55 PM
KAIROS   ამ თემაში და ასევე ...   Jan 17 2009, 06:50 AM
მოყვასი   ჩემს მიერ რუსულ ენ...   Jan 17 2009, 07:05 AM
marine   "პირველი მცნებიდ...   Nov 21 2015, 09:56 PM
marine   რა არის ღვთის მცნე...   Dec 2 2015, 11:01 PM
marine   "ერის ადამიანებს ...   Dec 14 2015, 10:44 AM
marine   "ქრისტეს მცნებებ...   Dec 15 2015, 12:44 PM
marine   "ქრისტემ ბრძანა, ...   Dec 26 2015, 09:27 PM
marine   "მცნება სუფევს მო...   Jan 2 2016, 09:28 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th July 2025 - 01:45 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი