![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ამ თემის გახსნა გამოიწვია, ამავე განყოფილებაში სხვადასხვა თემად გაბნეულ ბიბლიის ზოგიერთი მუხლის მართლმადიდებლური ტრადიციისაგან განსხვავებულმა ინტერპრეტაციამ ან რომელიმე ტერმინის პირდაპირმა გაგებამ ან პირიქით ზოგის ნაძალადევად გადატანითმა თარგმნამ და შემდგომ მასზე მწვალებლური აზრების და მოძღვრებების აგებამ...
მსგავსი კამათი წარიმართა იგავთა 8 : 22 მუხლში "შემქნა" ზმნის არსებობამ, რადგან ხშირად ამ მუხლებში მოიაზრება ძე ღმერთი, უფალი იესო, მაშინ რასელისტი მწვალებლები, და ზოგი სხვა კონფესია ( ადრე არიანელები და ა.შ.) ამტკიცებს, რომ აქ სჩანს რომ "იესო შექმნილიაო", გადმომაქვს მთელი კამათი და შემდგომში აქ გავაგრძელოთ საუბარი... იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა კაირო კაიროსი ![]() ციტატა ჩემს შეკითხვაზე ამ წუთამდე თავს არიდებ წაიკითხე ზემო პოსტები და ნახავ პასუხს და მეტსაც... მე თარგმანის ყველა ვარიანტი შემოგთავაზე ლამის შვიდ ენაზე , შევაჯამებ მაშინ ისევ თავიდან თარგმანი ბევრია, მათ შორის ყველაზე ძველები არის ბერძნული და ლათინური , შესაბამისად ყველაზე ზუსტი და სანდონი ისინია, შემდეგ სირიული, ქართული, სომხური და ა.შ. სირიულის და სომხურის გარდა, მე ყველა თარგმანი მოვიყვანე, მათ შორის თანამედროვე ევროპულ ენებზე და სლავურ ენებზეც, და გაჩვენე მათი შედარებები... ხოლო თუკი ქართულად თარგმნის სიზუსტეზე ვისაუბრებთ, მაშინ ქართულში შექმნა უმეტესად მაინც უკავშირდება არარადან შექმნას(= გაკეთებას) , როგორც დაბადების პირველ მუხლებში იქნა გამოყენებული, და რადგან ბერძნულ/ებრაულად ორივე ადგილას სხვადასხვა ტერმინებია გამოყენებული, ქართველმა, ლათინმა და სლავმა მთარგმნელმა ისინი განასხვავა და შესაბამისად "შექმნა" ვერ იქნება ზუსტი ამ ენებში... შესაბამისად შეიძლება ბერძნულში ან ებრაულში ესათუის ზმნა ბევრ რამეს ნიშნავს, მაგრამ არსებობს მათი მთავარი მნიშვნელობა, რომელიც მინიშნებულია ლექსიკონში, მაგალითად qanah-ს მართალია ბევრი თარგმანი აქვს, მაგრამ მინიშნებულია მისი უპირველესი მნიშვნელობები: ციტატა qanah (kaw-naw') ἔκτισεν to erect, i.e. create; by extension, to procure, especially by purchase (causatively, sell); by implication to own აშკარაა, რომ ეს kaw-naw' არ არის ის უბრალო გაკეთება, არამედ არის რაღაც შინაგანი "გამოსვლა"especially by purchase (causatively, sell); by implication to own შექმნა საიდუმლო შობის აზრით ,და არა ის შექმნა-გაკეთება როგორც ქმნის უფალი შესაქმის პირველივე მუხლში: ესაა ზმნა "გაკეთება რაღაცის",ანუ სულ სხვა ზმნა baw-raw' created bara' (baw-raw') ἐποίησεν (absolutely) to create; (qualified) to cut down (a wood), select, feed (as formative processes) -- choose, create (creator), cut down, dispatch, do, make (fat). მეტიც... ყურადღება უნდა გამახვილდეს, არამარტო ებრაულ ტექსტზე, სადაც სხვაობა ძალიან ნათელია, არამედ ბერძნულზეც გვაქვს ორი ტერმინი: ἔκτισεν და ἐποίησεν აქედან პირველი შექმნა-შობას-წარმოშობას საკუთარი არსებიდან გამოსვლას ნიშნავს ( როგორც ებრაული qanah) და ასე არის კიდევაც ( ანუ არა უბრალოდ გამაკეთას მნიშვნელობით) გადატანილი ლათინურშიც, ძველ ქართულშიც, რუსულშიც და ინგლისურშიც... და სრულიად სხვაა რაიმე უცხოს, არ არსებულის არსებობაში შემოყვანა, რომელიც ბერძნულში არის ἐποίησεν და ებრაულში bara' და შესაბამისად ყველა თარგმნაში ცალმხრივად არის "ქმნა"შექმნა, creavit ლათინურად, created ინგლისურად, сотворил რუსულად მაგ: "1. დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ. " მოყვასო, , შენ კითხვას პირველივე პოსტებში აქვს პასუხი გაცემული ესეთები შემდგომ ავიცილოთ; შეგეპასუხე, მაგრამ მერე წავშალე, არ ღირს გართულება, უბრალოდ გთხოვ ნუღარ დამიწერ: ციტატა კაიროს ნამეტანი ხმამაღალი განცხადებების გაკეთება უყვარს ...ციტატა ცოცხალი თავით არ გინდა ჩემს შეკითხვას მოკლე პასუხი გასცე და დაბნეული ინტერპრეტაციების ძებნით ხან რა გადმოგყვა ხან რა ისე კი რაც შეეხება იმ გადმოყოლილსი: პასუხი დაწერილი იქნა ვრცლად და არა მოკლედ, რადგან ქართული თარგმანი და ბევრი თარგმანი განსხვავებულია და ეს სხვაობა და მისი მიზეზები ვაჩვენეთ... არც ის ინტერპრეტაციები იყო დაბნეული, არამედ დიდი თეოლოგების ნაწერი, და ხან რა და ხან რა კი არა რუსული ტექსტში იყო მიწერილი ეს სიტყვები და კოპირებისას გადმოდვიდა, შემდეგში კი ზუსტი ტექსტი მივანიშნე, კომენტატორმა მიანიშნა ის სიტყვა,რაც იყო ბერძნულში, რომელიც არის ციტატა ἔκτισεν და რომლის ერთერთი მნიშვნელობაც რუსულში არის ის "საზდალ" და ეს სიტყვა ქართულის არ იყოს არ აჩვენებს იმ ბერძნული ზმნის სიღრმეს და გადმოთარგმნა "ციტატა имел " კომენტატორმა კი ამ სიტყვის პირდაპირი თარგმანიც დადო, როგორც მეცნიერს ეკადრება; ჩვენს მიზანს კი კომენტატორის კი არა წყაროს ჩვენება იყო და ამიტომაც მივანიშნეთ, რომ რუსულ ბიბლიაში ასე არაა თქო, აი წყარო:Свящ. Александр Мень Исагогика § 21. Учение о Премудрости Божией (Книга Притчей) http://www.bible-center.ru/book/isagogika/002/003/001 გინდა ყველაზე მოკლე პასუხი შენს კითხვაზე? ციტატა რომელი თარგმანი გადმოსცემს ზუსტად იგავების 8:22-ში ჩაწერილს? ყველა! რატომ? იხილეთ ზემოთ, რადგან ყველა ენას აქვს თავისი ლექსიკა და თავისი ნორმები თარგმნისა... ლაშაბ, შენი პოსტი ძალიან საინტერესოა და ჯერ აგერ მოყვასთან მოვრჩები და გავაგრძელოთ; თუმცა გთხოვ ყურადღება გაამახვილო ზმნის უპირველეს მნიშვნელობაზე და არა მეორადზე, როგორც ლექსიკონებიც გვეუბნება და თარგმანების სხვაობა სხვადასხვა ენაზე! დანარჩენზე ნელნელა მივყვეთ,ისე კი კარგი პოსტი იყო ლაშა ![]() იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 09:51 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი