ანტივირუსები, AntiViruses |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ანტივირუსები, AntiViruses |
აბე |
Jan 9 2009, 12:39 PM
პოსტი
#1
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
ანტივირუსებზე უამრავი თემებია გახსნილი ქართულ ფორუმებზე. ერთი პერიოდი მოდაში იყო თემები Kaspersky vs NOD32, Kaspersky vs Avast! და ასე შემდეგ... ასეა თუ ისე, NOD32 და Kaspersky მაინც ყველაზე პოპულარულ ანტივირუსებად რჩება. თუმცა დღეს რომელია პოპულარული, ამას გამოკითხვა აჩვენებს.
რატომ გავხსენი ეს თემა? იქნებ ზოგიერთს არ კი აქვს გაგონილი, რომ ვირუსებთან და ხაკერებთან ისევ ხაკერები იბრძვიან ვირუსებით. ალბათ გაგახსენდათ იმ წამლის რეკლამა "მეგობარი ბაქტერიები და მავნე ბაქტერიები" თუ რაღაცა ამდაგვარი რომ იყო... ვინც არ იტყვით გეტყვით, რომ ხაკერები არიან პროგრამირებაში გარკვეული ხალხი, რომლებიც წერენ ვირუსებს და ავრცელებენ ქსელში. არსებობენ მეორე კატეგორიის ხაკერებიც, ე.წ. "თეთრი ხაკერები" რომლებიც "შავ ხაკერებს" ებრძვიან. და როგორ ებრძვიან? როგორც ექიმები ეპიდემიებსა და ვირუსებს ებრძვიან ვაქცინით, ასევე "თეთრი ხაკერები" ამზადებენ "ვაქცინას" და გვიგზავნიან ჩვენ აფდეითის (Update) სახით. როდესაც ჩვენი ანტივირუსი Update-ს იკეთებს, ეს იმას ნიშნავს, რომ გავრცელებულია ინტერნეტში ვირუსი და მისი საწინააღმდეგო ფაილები ("ვაქცინები") მივიღეთ. როგორც ექიმის ვაქცინა უნდა გავიკეთოთ ვირუსით დაავადებამდე, აქაც, update უნდა მივიღოთ, სანამ ჩვენს კომპიუტერში შემოსულა ვირუსი. -და როგორ მოვახერხოთ ეს? -ჩვენ დიდი არაფერი შეგვიძლია, გამოცდილი "ვაქცინოლოგების" შერჩევის გარდა. თუ იმ ლაბორატორიაში, რომლის პროდუქტიც(ანტივირუსის პროგრამა) გვაქვს, მუშაობენ ძლიერი სპეციალისტები, ისინი შეძლებენ დროულად დაწერონ ვირუსის გამანეიტრალებელი(რომელსაც Update-ს საშუალებით მივიღებთ), რომლის საშუალებითაც ჩვენ შევძლებთ შევებრძოლოთ და გავუმკლავდეთ ახალ ვირუსს. თუ ეს სპეციალისტები ამას გააკეთთებენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ უკვე შეგვეყრება ვირუსი, გაძნელდება შედეგის გამოსწორება. აქედან გამომდინარე, ალბათ ხვდებით, რომ თუ თქვენ გიყენიათ ანტივირუსი, რომელიც უვარგისი username-სა და Password-ის გამო update-ს ვერ იღებს, ის ვერ შეძლებს ახალ ვირუსებთან ბრძოლას. აი რამდენს შრომობენ, რომ ჩვენ დროულად მივიღოთ update და ჩვენ მხოლოდ ვირჩევთ, ვირუსებთან მებრძოლ რომელ გუნდს ვენდოთ, რომელია უფრო პროფესიონალებით დაკომპლექტებული და რომელს შესწევს ძალა დროულად აღმოაჩინოს ქსელში ახალი ვირუსები. სულ ეს იყო, რისი დაწერაც მინდოდა ინფორმაციის სახით. ასეა თუ ისე დღეს მაინც გადაუჭრელია პრობლემა "რომელი ანტივირუსია საუკეთესო?". მე თავად ვინდოუსების გადაყენებაზე გამოძახებებზე დავდივარ და სულ მეკითხებიან, "რომელი ანტივირუსია საუკეთესო?". მე კი ვპასუხობ: "ყველა ერთი ნაგავია". ამით თავიდან ვირიდებ სუბიექტურობას და არ ვრისკავ ასეთი გადაუჭრელი საკითხის გადაჭრას. დაწერეთ თქვენი მოსაზრებები და თუ შეგიძლიათ დაახასიათეთ ანტივირუსები... აბა ქვენ იცით, წავედი მე -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
maikusi |
Jan 17 2009, 04:48 PM
პოსტი
#2
|
maia ჯგუფი: Members პოსტები: 2,049 რეგისტრ.: 4-May 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 4,727 |
ციტატა NOD32 ეს მაქვს თითქმის წელიწად ნახევარია ციტატა არ მომცემ და ამ შენ პაპკას წავშლი ძალიან დიდ ადგილს იკავებს ჩემ კომპში შანტაააააჟ -------------------- ,,როცა საცთური და განსაცდელი გეწვევა,ნუ ეძიებ,რის გამო და რისთვის მოიწია იგი,არამედ იმაზე იზრუნე,რომ მადლიერებით,დამწუხრებულად და ბოროტისუხსენებელად გადაიტანო იგი."
,,ნათესავი ნაწილია ჩვენი ხორცისა,ხოლო მეგობარი ნაწილია ჩვენი სულისა!" |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th June 2024 - 01:52 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი