IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> წმიდა წერილის საკამათო ადგილებისათვის, ბიბლია და კონფესიები
KAIROS
პოსტი Jan 16 2009, 04:59 AM
პოსტი #1


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ამ თემის გახსნა გამოიწვია, ამავე განყოფილებაში სხვადასხვა თემად გაბნეულ ბიბლიის ზოგიერთი მუხლის მართლმადიდებლური ტრადიციისაგან განსხვავებულმა ინტერპრეტაციამ ან რომელიმე ტერმინის პირდაპირმა გაგებამ ან პირიქით ზოგის ნაძალადევად გადატანითმა თარგმნამ და შემდგომ მასზე მწვალებლური აზრების და მოძღვრებების აგებამ...
მსგავსი კამათი წარიმართა იგავთა 8 : 22 მუხლში "შემქნა" ზმნის არსებობამ, რადგან ხშირად ამ მუხლებში მოიაზრება ძე ღმერთი, უფალი იესო, მაშინ რასელისტი მწვალებლები, და ზოგი სხვა კონფესია ( ადრე არიანელები და ა.შ.) ამტკიცებს, რომ აქ სჩანს რომ "იესო შექმნილიაო", გადმომაქვს მთელი კამათი და შემდგომში აქ გავაგრძელოთ საუბარი...
იხარეთ;
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
მოყვასი
პოსტი Jan 18 2009, 10:37 PM
პოსტი #2


הַלְלוּ-יָהּ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 572
რეგისტრ.: 14-January 09
წევრი № 6,288



KAIROS

გამარჯობა.

იგავნის 8 თავის 22-რე მუხლზე შენ თქვი რომ ყველა თარგმანი ზისტიაო ანუ სწორად გადმოსცემს ებრაული ზმნა კანანის მნიშვნელობასო. და რომ ურთიერთსაწინააღმდეგო აზრს კი არ გადმოსცემსო, უბრალოდ განსხვავებულიაო. ვხედავ რომ ხარ მიკერძოებული და ფაქტების დამახინჯებას ცდილობ. რაც სამწუხაროა და გულდასაწყვეტიც. თუ რატომ ცდილობ ამ სახით წარმართო მსჯელობა პირადად ჩემსთვის გასაგებია. ნათელია რომ, იმ შემთხვევაში, თუ კი შენ იტყვი იმას რასაც რეალურად ფაქტები წარმოგვიდგენენ, მაშინ დიდი წინააღმდეგობს წინაშე აღმოჩნდები, და მესმის ეს.
მიუხედავად ამისა, მე არ დავფარავ სიმართლეს და ვიტყვი. შენ ზემოთ შენს "მსჯელობებში" იგავნის 8:22-ში ნათქვამ სიტყვებზე, შენი ინტერპრეტაციების მართებულობის დასამტკიცემლად მოგყავს, ქართული, პორტუგალიური, გერმანული, ლათინური , ინგლისური, რუსული და ასე შემდეგ..

საქმე იმაშია რომ, იგავნის 8:22 თავდაპირველად არ დაწერილა იმ ენებზე რომელიც შენ მოიშველიე ზემოთ.

ბიბლია დაიწერა ებრაულზე, არამეულზე (ებრაულის მონათესავე ენა) და ბერძნულზე.

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ებრაულ ენაზე დაწერილი "ძველი აღთქმა" სულ პირველად ითარგმნა ბერძნულ ენაზე, დაახლოებით 72 ებრაელი სწავლულის მიერ (რომლებმაც ებრაული ენა იდეალურად იცოდნნე) დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვით 285-246 წელს. ებრაულ ენაზე დაწერილი "ძველი აღთმის" ამ ბერძნულ თარგმანს რომელსაც დღეს ეძახიან სეპტუაგინტას (LXX) იყენებდნენ ბერძნულ ენაზე მოლაპარაკე ეგვიპტეში მცხოვრები ებრაელები და ქრისტიანები.

"ძველი აღთქმის" სხვა უძველესი თარგმანია სირიული ფეშიტა, რომელ თარგმანსაც სირიულ ენაზე მოლაპარაკე ქრისტიანები იყენებდნენ.

სხვა ძველი თარგმანია ლათინური ვულგატა, რომელიც იერომის (Eusebius Hieronymus) მიერ გადაითარგმნა დაახლოებით ძ.წ. 383 წელს. (325 წელს შემდგარი ნიკეის პირველი კრების შემდეგ).

ახლა მოდით მართლა ვიმსჯელოთ ვისაც გვსურს.

როგორც დასაწყისშივე ავღნიშნე, მე არ მსურდა და არც ეხლა მსურს ბიბლიის ტექსტების განმარტება დავიწყო და კაიროსსაც ვთხოვე დასაწყისში, რომ უბრალოდ გაეცა პასუხი ჩემს შეკითხვაზე თუ რომელი თარგმანი გადმოსცემდა ზუსტ აზრს იგავნის 8:22-ში ჩაწერილი სიტყვებისა. კაიროსი პასუხობს რომ ყველა თარგმანი თურმე სწორია. რაც შეუძლებელია რომ ასე იყოს.

ლაშაბ-მა საკმაოდ ნათლად წარმოადგინა იგავნის 8:22-ში გამოყენებული ებრაული სიტყვა "קנני " და აღნიშნა რომ "კანანი" თურმე მხოლოდ ერთ მნიშვნელობას არ ატარებს.
ლაშაბ მსჯელობს და იმასაც ამბობს რომ მოდი და გაიგე ეხლა რა მნიშვნელობით გამოიყენება იგავების 8:22-ში კანანიო.

მანამ სანამ რომელიმე რელიგიის მიერ ამა თუ იმ მუხლის ინტერპრეტირებას მოვისმენთ, აუცილებელია პირველ რიგში ვიცოდეთ თუ რა წერია თავად ამ მუხლში.
იმის მაგივრად რომ რომელიმე რელიგიის ინტერპრეტაციების მოსმენით დავიბნეთ, სასურველი იქნებოდა გადაგვეხედა თუ რა მნიშვნელობით გადათარგმნეს ებრაული ენის ყველაზე უკეთ მცოდნე იმ 72 ადამიანმა რომლებმაც მთელი "ძველი აღთქმა" გადათარგმნეს ბერძნულ ენაზე ჯერ კიდევ მანამ სანამ ბიბლიის სხვა რომელიმე თარგმანი გამოჩნდებოდა.

როგორ თარგმეს იგავნის 8:22 სეპტუაგინტის ძველ თარგმანში (LXX)?

მოდით ერთად ვნახოთ:

"უფალმა შემქმნა მე" - სეპტუაგინტა LXX (ძველი წ. დაახლოებით 280წ.)

როგორ თარგმნის იგივე მუხლს სირიული ფეშიტა?

"უფალმა შემქმნა მე" - სირიული ფეშიტა - მეხუთე საუკუნე.

"უფალმა შემქმნა მე" - თარგუმი, არამეული ენა, მეხუთე საუკუნე.

ამგვარად, იმის მაგივრად რომ უძველეს თარგმანებს როგორიცაა სეპტუაგინტა, სირიული ფეშიტა და თარგუმი გვერდი ავუაროთ, თვალი დავხუჭოთ ფაქტზე რომ ისინი ებრაულ ზმნა "კანანი"-ს თარგმნიან "უფალმა შემქმნა მე" და თანამედროვე ენებზე სამების მორწმუნე მთარგმენელების მიერ გაკეთებული პორტუგალიური, ან ლათინური თარგმანები მივიღოთ უტყუარ თარგმანებად - არ შეიძლება ობიექტურ მსჯელობად იქნეს მიღებული!

თუმცა, ყველა თანამედროვე თარგმანები როდი ამახინჯებენ იგავების 8:22-ში ჩაწერილი სიტყვების მნიშვნელობას.

მაგალითად:

საერთაშორისო ინგლსურ ენაზე გამოქვეყნებული ბიბლები, რომელებიც თარგმნის მომზადებისას, ძირითად საფუძველს უძველესი სანდო მანუსკრიპტები წარმოადგენდნენ იგავნის 8:22-ს თარგმნიან ასე: "უფალმე შემქმნა მე". ასეთი თარგმანების მხოლოდ რამდენიმე ნიმუშს ახლავე მოვიყვან:

"[უფალმა] ადონაიმ გამაკეთა (შემქმნა) მე" - The Complete Jewish Bible; მთლიანი იუდაური ბიბლია. (იუდეველებმა თუ არ იციან თუ რას ნიშნავს ებრაული სიტყვა "קנני " (კანანი) მაშინ ვინ იცის? smile.gif )

"უფალმა შემქმნა მე" - The Bible in Basic English

"უფალმა შემქმნა მე" - Good News Translation - Second Edition

"უფალმა შემქმნა მე" - New Life Bible

"უფალმა შემქმნა მე" - Holy Bible; Easy-to-Read Version

"უფალმა შემქმნა მე" - Peshitta - Lamsa Translation

"იეჰოვამ შემქმნა მე" - New World Translation

ამრიგად, ბიბლიის თარგმანები, რომელიც ყველაზე უძველეს ხელნაწერებს ეეყრდნობიან, მართებულად თარგმნიან იგავნის 8:22-ში ჩაწერილ სიტყვებს როგორც: "უფალმა შემქმნა მე".

იმის მაგივრად რომ, ამ საკითხებზე ვინმემ უსასრულოდ იდავოს თავისი სარწმუნოების მასწავლებლების ინტერპრეტაციებით, დამეთანხმებით რომ, იმ ებრაელებმა რომლებმაც ებრაულ ენაზე დაწერილი ბიბლია თარგმნეს ბერძნულ ენაზე (LXX) ყველაზე უკეთ იცოდნენ რა მნიშვნელობით გამოიყენებოდა ებრაული სიტყვა "קנני " (კანანი) იგავნის 8:22-ში.
ებრაული ენის ებრაელმა ენათმცოდნეობამ, ბერძნულ სეპტუაგინტაში, როგორც უკვე ავღნიშნე თარგმნეს ასე: "უფალმა შემქმნა მე" (ბერძნულად: "კირიოს ეკტიზენ [ἔκτισεν, შემქმნა] მი").

ახლა შესაძლოა კაიროსმა და იმ ადამიანებმა რომელებიც ბიბლიის სეპტუაგინტის, რომელიც ყველაზე პირველი თარგმანია ებრაული ბიბლიის ბერძნულ ენაზე,უარყოს. ერთი ისღა დარჩენიათ რომ თქვან: ეკტიზენ ანუ, "უფალმა შემქმნა მე" არ გულისხმობს შექმნასო. ეს მხოლოდ ერთადერთი (ინტერპრეტაციების მოშველიების გარეშე) გზაა თავის არასახარბიელო მდგომარეობიდან გამოსვლისათვის.

მაშინ, რადგან ვიცი რომ ამას იტყვის კაიროსი, ან სხვები მაინც, იძულებული ვხდები დავასაბუთო რომ იგავების 8:22-ში გამოყენებული სიტყვა "ეკტიზენ" ნიშნავს "შექმნას" და არა სხვა რამეს.


პირველ რიგში აი ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ, ბერძნული ენის სპეციალისტების მიერ გადათარგმნილი სეპტუაგინტის ინგლისური თარგმანი. მას ბერძნულ სეპტუაგინტაში, იგავნის 8:22-ში ჩაწერილი "კირიოს ეკტიზენ მე" გადმოაქვს ინგლისურ ენაზე რომ ყველასათვის გასაგები იყოს თუ რა იგულისხმება ამ სიტყვებში. მასში ვკითხულობთ: "The Lord created me " ქართულად : "უფალმა შემქმნა მე". http://ccat.sas.upenn.edu/nets/edition/

მიუხედავად ამისა, კაიროსი ან სხვა, დარწმუნებული ვარ მაინც ეცდება იგივეს თქმას, რომ თითქოს ეკტიზენ არ ნიშნავს შექმნას.

რადგან მე არც კაიროს ვთხოვდი ინტერპრეტაციებით თავის მართლებას და არც თავად ვიშველიებ რომელიმე სარწმუნოების მიერ ინტერპრეტაციებს ამ საკითხის დასასაბუთებლად, ერთადერთი გზა კაიროსის დასარწმუნებლად რომ ეკტიზენ ნიშნავს შექმნას არის ის რომ:
ბიბლიის ტექსტში ვანახო ერთი მაგალითი მაინც, სადაც ბერძნული სიტყვა "ეკტიზენ" არის გამოყენებული და ნიშნავს შემქმნას.
ნათელია, რომ ჩემს მიერ ზემოთ მოყვანილი ბერძნული სეპტუაგინტა, სირიული ფეშიტა, თარგუმი, და თანამედროვე თარგმანებიც ამას აშკარად ადასტურებენ მაგრამ, მიკერძოებაში რომ არ ჩამომართვას კაიროსმა, ჩემს მსჯელობას უფრო ფარტო სპექტრში წარვუდგენ.

კაიროს, ბერძნული სიტყვა "ეკტიზენ" ნიშნავს "შექმნას" და ის არაერთხელ გამოიყენება ბიბლიის ტექსტში.

მაგალითისთივს მომყავს რამდენიმე ადგილი:

1ტიმოთეს 4:3. სადაც წერია:

"kwluontwn gamein, apecesqai brwmatwn a o qeoV ektisen eiV metalhmyin meta eucaristiaV toiV pistoiV kai epegnwkosi thn alhqeian."

ქართულად: "რომელნიც კრძალავენ ქორწინებას და იმის ჭამას, რაც შექმნა ღმერთმა, რათა მორწმუნენი და ჭეშმარიტების მცოდნენი მადლიერებით ჭამდნენ".http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/1timote-4.htm

ბიბლია როგორც წესი, "ეკტიზენ"ს იყენებს მისი ჩვეულებრივი მნიშვნელობით, "შექმნის" მნიშვნელობით და არა იმ "ფილოსოფიური მნიშვნელობებით, რომელსაც ბიბლიის ინტერპრეტირებისას ზოგიერთი მორწმუნეები, საკუთარი მრწამსის ბიბლიის მოსარგებად იყენებენ.

სხვა მაგალითი:

მარკოზის 13:19:

"esontai gar ai hmerai ekeinai qliyiV oia ou gegonen toiauth ap archV ktisewV hn ektisen o qeoV ewV tou nun kai ou mh genhtai."

ქართულად: "რადგან იქნება იმ დღეებში ჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან, რომელიც შექმნა ღმერთმა, დღევანდელ დღემდე, და არც იქნება". http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/markozi-13.htm

აი კიდევ გამოცხადების 10:6:

"kai wmosen en tw zwnti eiV touV aiwnaV twn aiwnwn, oV ektisen ton ouranon kai ta en autw kai thn ghn kai ta en auth kai thn qalassan kai ta en auth, oti cronoV ouketi estai"

ქართულად: "და დაიფიცა ცოცხალი უკუნითი უკუნისამდე, რომელმაც შექმნა ცა და ყოველივე ციური, მიწა და ყოველივე მიწიერი, ზღვა და ყოველივე ზღვიური, რომ უკვე აღარ იქნება დრო." http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agt...pokalips-10.htm

კაიროს, თუ ეკტიზენ შექმნას არ ნიშნავს მაშინ ბიბლიაში ყველა სხვა მუხლის უარყოფა მოგიწევს სადაც ის გამოიყენება!

რადგან ბიბლია ღვთის შემოქმედებაზე ხშირად საუბრობს,ბუნებრივია, უამრავი მაგალითების მოყვანა შემიძლია ბიბლიიდან, სადაც ბერძნული სიტყვა "ეკტიზენ" რომელიც იგავების 8:22-ში გვხვდება, იმავე მნიშვნელობით, "შექმნის" მნიშვნელობით გამოიყენება ბიბლიის არაერთ მუხლებში.

როგორც ხედავთ, კაიროსისგან განსხვავებით, არ მიმიმართავს არცერთი რელიგიის მოძღვართა ახსნა განმარტებისათვის. ამ ფორუმში ჩემი შეკითხვა, კაიროს პირადი აზრის გაგების გამო დავსვი, რადგან, ის ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს ხოლმე. მან საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად, მიმართა იმ სარწმუნოების მოძღვართა განმარტებებს რომელ სარწმუნოებასაც თავის თავს მიაკუთვნებს. არა და მე არც კი მითხოვია კაიროსისთვის რელიგიური ინტერპრეტაციები წარმოედგინა ჩემთვის რადგან იმ ინტერპრეტაციებს საკმაოდ კარგად ვიცნობ ისედაც.

კაიროსმა ვერანაირად ვერ შეძლო დაესაბუთებინა ბიბლიის მუხლების მეშვეობით რომ, ეტიზენ არ ნიშნავს შექმნას smile.gif და ნიშნავს სხვა რამეს. კაიროს, მომიყვანე ბიბლიიდან ადგილები სადაც ეკტიზენ წერია და არ ნიშნავს შექმნას.
ასე რომ, იძულებული გავხდი კაიროსის გამოწვევა (რომელიც ამ ეტაპზე შეიძლება მთლად აგრესიულად არ ჩავთვალო,) მიმეღო და დამენახვებინა ბიბლიის ტექსტების მეშვეობით (და არა ინტერპრეტაციებით) რომ იგავნის 8:22-ში გამოყნებული სიტყვა კანანი, რომლის ბერძნული ეკვივალენტია ეკტიზენ, ნიშნავს შექმნას.

უფრო მეტიც, ახლა მოვიყვან კიდევ ერთ თვალსაჩინო მტკიცებას, სადაც ზმნა "კანანი" მცირე გრამატიკული ცვლილებით , (მაგრამ იგივე მნიშვნელობით) გამოიყენება ძველ აღთქმაში.

დაბადების 14 თავის მე-19,20 მუხლში, გვხვდება "კანანი" ბრუნვაში "კონე", და იგივე მნიშვნელობით გამოიყენება როგორც იგავნის 8:22-ში. ქართული ბიბლიები, ბუნებრივია ამ ადგილს კანანის (კონე) მნიშვნელობას არ დაამახინჯებს რადგან აქ, იგავნის 8:22-ისგან განსხვავებით ღვთის ძეზე იესოზე არაა საუბარი ამიტომ ამ ადგილას ებრაული სიტყვის მნიშვნელობის სხვანაირად წარმოდგენას არ შეეცდებოდა.

დაბადების 14:19,20-ში ვკითხულობთ: კურთხეულ არს აბრაამ ღმრთისა მიერ მაღლისა, რომელმან შექმნა ცაჲ და ქუეყანაჲ, და კურთხეულ არს ღმერთი მაღალი, რომელმან მოგცნა მტერნი შენნი ქუეშე ჴელთა შენთა. და მისცა მას აბრაამ ათეული ყოველთაგან." http://www.orthodoxy.ge/tserili/mtskheturi/dab11-15.htm

ებრაულად: " וַיְבָרְכֵהוּ, וַיֹּאמַר: בָּרוּךְ אַבְרָם לְאֵל עֶלְיוֹן, קֹנֵה שָׁמַיִם וָאָרֶץ"

ინგლისურად: And he blessed him, and said: 'Blessed be Abram of God Most High, Maker of heaven and earth;

ბერძნული სეპტუაგინტა, ებრაული ზმნის კანანი-დან ნაბრუნევ სიტყვა კონეს, ეკტიზენად თარგმნის, საიდანაც კიდევ ერთხელ დასტურდება რომ ებრაული ზმნა "კანანი" შექმნის მნიშვნელობითაა გამოყენებული იგავნის 8:22-ში. სხვათა შორის საყურადღებოდა რომ დაბადების 14:20-ს ლათინური ვულგატა შექმნად თარგმნის ხოლო იგავებში კი არა smile.gif

სამწუხაროდ არ მსურდა ამ ფორმით გაგრძელებულიყო ჩემი მარტივი შეკითხვა რომელიც კაიროსს დავუსვი. აქამდე გაგრძელება იმან განაპირობა რომ კაიროსმა თავიდანვე აარიდა მოკლე და კონკრეტული პასუხი გაეცა ჩემს დასმულ შეკითხვაზე.

მოყვასი.


პ.ს.

ბიბლიაში ეკტიზენის შექმნის მნიშვნელობის გამოყენება ადასტურებს იმას რომ იგავნის 8:22-შიც შექმნის მნიშვნელობა აქვს. თუ არა, მაშინ კაიროსმა მოიყვანოს ბიბლიიდან (და არა საკუტარი სარწმუნოების ინტერპრეტაციებიდან) სად ატარებს ეკტიზენ არა შექმნის მნიშვნელობას, არამედსხვა მნივნელობას smile.gif

არსად!ეკტიზენ ყველგან შექმნის მნიშვნელობას ატარებს.
კაიროს, ინტერპრეტაციას არ ვითხოვთ, ვითხოვთ თავად ბიბლიის მიერ ეკტიზენის გამოყენებას, თუ რა მნიშვნელობით იყენებს მას ტავად ბიბლია და არა შენ ან სხვა ინტერპრეტრები smile.gif


--------------------
"კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
KAIROS   წმიდა წერილის საკამათო ადგილებისათვის   Jan 16 2009, 04:59 AM
KAIROS   მოყვასი გამარჯობა...   Jan 16 2009, 05:15 AM
Lashab   აშკარაა, რომ რასელ...   Jan 16 2009, 02:15 PM
KAIROS   ძალიან კარგი, მაშ ა...   Jan 16 2009, 05:55 AM
KAIROS   გავაგრძელოთ :) იმის...   Jan 16 2009, 06:15 AM
მოყვასი   გავაგრძელოთ :) ციტ...   Jan 16 2009, 12:35 PM
Lashab   სანამ მოყვასის შეკ...   Jan 16 2009, 01:28 PM
ქეთინო   ფილოლოგს ან ენათმ...   Jan 16 2009, 01:45 PM
მოყვასი   ფილოლოგს ან ენათმ...   Jan 17 2009, 03:36 AM
KAIROS   კაიროსი :) წაიკითხ...   Jan 17 2009, 05:23 AM
მოყვასი   თარგმანი ბევრია, ...   Jan 17 2009, 08:34 AM
KAIROS   ურთიერთგამომრიცხ...   Jan 17 2009, 09:09 AM
Lashab   კაიროს სანამ მოყვა...   Jan 18 2009, 05:58 PM
KAIROS   ვა, ორ ფრონტზე ვიომ...   Jan 18 2009, 06:46 PM
Lashab   კაიროს არა ვერ დაგ...   Jan 18 2009, 07:22 PM
KAIROS   მაგაზე იმდენი ვწე...   Jan 18 2009, 09:57 PM
KAIROS   მოყვასი, შენი პასუ...   Jan 18 2009, 10:27 PM
მოყვასი   KAIROS გამარჯობა. იგა...   Jan 18 2009, 10:37 PM
KAIROS   :) ხლართავ, არაა ეგრ...   Jan 18 2009, 10:42 PM
მოყვასი   კაიროს სრულიად ნათ...   Jan 18 2009, 10:50 PM
KAIROS   აბა ტყუილად არც მე ...   Jan 18 2009, 10:52 PM
Lashab   აბა ტყუილად არც მე ...   Jan 18 2009, 11:42 PM
მოყვასი   აბა ტყუილად არც მე ...   Jan 18 2009, 11:49 PM
KAIROS   :D ვა ეგ სერიოზული თ...   Jan 18 2009, 11:43 PM
KAIROS   ხალხო, თქვენ იცნობ...   Jan 18 2009, 11:53 PM
დათიკო   მოყვასი უკაცრავად...   Jan 19 2009, 12:39 AM
მოყვასი   [b]მოყვასი უკაცრავა...   Jan 19 2009, 02:58 AM
KAIROS   ნუ წერ ახლა აბსურდ...   Jan 19 2009, 03:32 AM
მოყვასი   KAIROS იური გაგარინი, ა...   Jan 19 2009, 04:41 AM
ზვარე   [b]KAIROS იური გაგარინი,...   Jan 19 2009, 10:05 AM
Lashab   'KAIROS' არ შემოსულ...   Jan 19 2009, 12:24 PM
KAIROS   ეგრევე დაარღვიე მე...   Jan 19 2009, 05:40 AM
KAIROS   ძალიან სუსტი პასუხ...   Jan 19 2009, 06:23 AM
Lashab   არაფერი! წერია ზ...   Jan 19 2009, 11:55 PM
დათიკო   მოყვასი მემგონი შ...   Jan 19 2009, 06:15 PM
მოყვასი   [b]მოყვასი მემგონი ...   Jan 19 2009, 09:29 PM
KAIROS   მოყვასი ლაშა ჩემო...   Jan 20 2009, 04:16 AM
Lashab   გადმომაქ ამ თემაში...   Jan 20 2009, 11:13 PM
KAIROS   ლაშა: დაარქვი იმ თე...   Jan 20 2009, 11:16 PM
დათიკო   Lashab ჩემი უმორჩილესი...   Jan 20 2009, 11:16 PM
Lashab   [b]Lashab ჩემი უმორჩილე...   Jan 20 2009, 11:23 PM
KAIROS   კითხვა ჩამოაყალიბ...   Jan 21 2009, 12:02 AM
Lashab   კითხვა ჩამოაყალიბ...   Jan 21 2009, 12:08 AM
KAIROS   :D დაშინდებიან? :D ნუ ...   Jan 21 2009, 12:24 AM
Lashab   ვაკოპირებ აქ: ასევ...   Jan 25 2009, 05:50 PM
KAIROS   შევამოწმოთ: From ἕρκος ...   Jan 25 2009, 06:01 PM
Lashab   კაიროს: 1. მაგ სიტყვ...   Jan 25 2009, 06:37 PM
KAIROS   მოკლედ გეტყვი ჩემო...   Jan 25 2009, 10:57 PM
მოყვასი   ........ჩვენი თარგმანე...   Jan 29 2009, 09:33 PM
KAIROS   კი ბატონო :) შენ წა...   Jan 29 2009, 10:03 PM
მოყვასი   კი ბატონო :) შენ წარ...   Jan 29 2009, 10:38 PM
KAIROS   ორჯერ რატომ გაიმე...   Jan 29 2009, 11:31 PM
Lashab   ორჯერ რატომ გაიმე...   Jan 30 2009, 12:33 AM
მოყვასი   ორჯერ რატომ გაიმე...   Jan 30 2009, 12:39 AM
KAIROS   რა გინდა კაცო შენ? :D ...   Jan 30 2009, 04:00 AM
მოყვასი   კაიროს, კამათზე გა...   Jan 30 2009, 01:04 PM
KAIROS   შენ თუ არ გესაფუძვ...   Jan 30 2009, 09:53 PM
მოყვასი   კაიროს ძვირფასო, მ...   Jan 30 2009, 10:46 PM
KAIROS   კაი იყოს ეგენიც :D ა...   Jan 30 2009, 11:52 PM
Lashab   გადმომაქ აქ ნაწერი...   Feb 6 2009, 10:25 PM
KAIROS   ჯიგარ, აბა კარგად წ...   Feb 6 2009, 10:47 PM
Lashab   ჯიგარ, აბა კარგად წ...   Feb 6 2009, 11:23 PM
KAIROS   55. სადა არს, სიკუდილ...   Feb 6 2009, 11:32 PM
Lashab   გამარჯობა კაიროს, :)...   Feb 7 2009, 09:42 PM
KAIROS   კაი ახლა ხომ აშკარ...   Feb 8 2009, 12:14 AM
Lashab   კაიროს ეგ ჯაჭვი შე...   Feb 8 2009, 12:24 AM
Lashab   კაიროს, ძალიან გთხ...   Feb 8 2009, 12:46 AM
KAIROS   ვაა, ე.ი. ვულგატას ა...   Feb 8 2009, 04:06 AM
Lashab   ააა, ეგ ახალი ომია :...   Feb 8 2009, 05:34 AM
KAIROS   ო.კ. ანუ ამაზე შევთ...   Feb 8 2009, 07:32 AM
Lashab   ეჰ... ზუსტად საპირის...   Feb 8 2009, 03:05 PM
KAIROS   მერე ხომ დაგიწერე, ...   Feb 8 2009, 11:53 PM
Lashab   მოდი ვნახოთ კომენტ...   Feb 10 2009, 04:14 AM
KAIROS   :D ამ თემაზე სხვა არ...   Feb 10 2009, 04:23 AM
Lashab   ბევრი შეცდომა და ა...   Feb 10 2009, 04:41 AM
KAIROS   კი თქო :D ვახ, ხომ და...   Feb 10 2009, 05:39 AM
Lashab   კი თქო :D ვახ, ხომ და...   Feb 10 2009, 06:26 AM
ABO1010   რა იყო კაიროს დახმ...   Feb 14 2009, 05:15 AM
KAIROS   1. მე ჩემო კარგო იმდ...   Feb 11 2009, 05:57 AM
KAIROS   რა შემატყე? :D თუ რაი...   Feb 14 2009, 05:33 AM
Lashab   რა შემატყე? :D თუ რაი...   Feb 14 2009, 05:45 AM
KAIROS   ლაშა, მადლობა კომპ...   Feb 14 2009, 05:49 AM
Lashab   ლაშა, მადლობა კომპ...   Feb 14 2009, 05:54 AM
KAIROS   შეგიძლია ასე თქვა, ...   Feb 14 2009, 06:07 AM
Lashab   შეგიძლია ასე თქვა, ...   Feb 14 2009, 06:13 AM
Lashab   აი რას ამბობს იესო ...   Feb 14 2009, 06:24 AM
KAIROS   ოხ, ლაშა, ლაშა :D მაი...   Feb 14 2009, 07:07 AM
Lashab   კაიროს, როგორც გამ...   Feb 14 2009, 01:07 PM
KAIROS   ლაშაბ, ახლა უკვე და...   Feb 14 2009, 11:22 PM
death   თვალი გადავავლე თქ...   Feb 15 2009, 01:33 AM
ზვარე   [b]მოყვასი [quote name='Lashab' p...   Mar 21 2009, 03:11 AM
მოყვასი   აი საინტერესო საკი...   Mar 23 2009, 11:16 PM
ზვარე   ამრიგად, ვინც ღვთი...   Mar 24 2009, 01:56 PM
მოყვასი   სამწუხაროა რომ იოა...   Mar 24 2009, 03:01 PM
death   სამწუხაროა რომ იო...   Mar 24 2009, 04:09 PM
მოყვასი   აშკარად არასწორ ი...   Mar 24 2009, 04:16 PM
death   [color=#000099]მართალი ხარ. ...   Mar 24 2009, 04:29 PM
მოყვასი   რატომ არ უნდა გავი...   Mar 24 2009, 04:46 PM
afxazi   მოყვასი რატომ არა...   Mar 24 2009, 04:35 PM
afxazi   მოყვასი ოოოო, საქმ...   Mar 24 2009, 04:55 PM
4 გვერდი V  1 2 3 > » 


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th July 2025 - 10:24 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი