![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ამ თემის გახსნა გამოიწვია, ამავე განყოფილებაში სხვადასხვა თემად გაბნეულ ბიბლიის ზოგიერთი მუხლის მართლმადიდებლური ტრადიციისაგან განსხვავებულმა ინტერპრეტაციამ ან რომელიმე ტერმინის პირდაპირმა გაგებამ ან პირიქით ზოგის ნაძალადევად გადატანითმა თარგმნამ და შემდგომ მასზე მწვალებლური აზრების და მოძღვრებების აგებამ...
მსგავსი კამათი წარიმართა იგავთა 8 : 22 მუხლში "შემქნა" ზმნის არსებობამ, რადგან ხშირად ამ მუხლებში მოიაზრება ძე ღმერთი, უფალი იესო, მაშინ რასელისტი მწვალებლები, და ზოგი სხვა კონფესია ( ადრე არიანელები და ა.შ.) ამტკიცებს, რომ აქ სჩანს რომ "იესო შექმნილიაო", გადმომაქვს მთელი კამათი და შემდგომში აქ გავაგრძელოთ საუბარი... იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა მე არანაირი სურვილი არ მქონდა საუბრები რომელიც კაიროსმა კამათის მიმართულებიც წარმართა დასაწყისიდანვე, იძულებული გავმხდარიყავი უფრო ფართო სპექტრში განმეხილა. ნუ წერ ახლა აბსურდს, აბა რა გეგონა, შემოხვიდოდი აქ, შეგვიგინებდი სარწმუნოებას, ვინც თქვენ სამების მეორე ჰიპოსტასი და ღმერთი გონიათ ბუნებით, ბიბლიის მიხედვით და სინამდვილეში შექმნილიაო და ნახვამდისო და ჩვენ მორცხვად რაცხა ორ სიტყვას დავწერდით მორჩებოდა ასე?აბა მოკლე სპექტრში ჩვენს რწმენას გაგათელინებდით გეგონა?კაიროსმა დაგიწერა, რომ მასე არაა და ახლა მაგის დაწერას ისევ შევეცდები, და გთხოვ შეეშვი ამ უმანკოს თამაშს ხომ? ციტატა არ მქონდა მიზნად დასახული განსხვავებული რელიგიური თვალსაზრისი შემომეტანა კაცო,იმ კითხვის დასმითვე თავიდანვე შეეცადე ქრისტეს ღმერთობა დაგეყენებინა ეჭვქვეშ, და ნუ ბავშვობ მართლა, რა მოხდა მერე რომ არ გწამს, ნუ იწამებ, შენი პრობლემაა, მაგრამ როცა წმიდა წერილით ცდილობ მართლმადიდებლურ ფორუმზე დაამტკიცო რომ მართლმადიდებლობა ცდება, ასე მშრალად ეგ არ გაგივდა და გიმეორებ არ გინდა უდანაშაულო ღაღადისი... ანუ აქ არაა პრობლემა შენ რა გწამს, მაგრამ შენი კითხვა თავის თავში შეიცავდა იმ საკითხს, რაზედაც მე კამათი გავხსენი, ანუ ვირუსივით იყო რა, ტროას ცხენივით, შენ კი იკითხე სწორი თარგმანი როგორიაო? მაგრამ ახლა გულუბრყვილო უნდა იყოს კაცი, რომ ვერ მიხვდეს სად უკაკუნებდი, მესამე მკითხველი ნახავდა რა ტექსტს, და ზოგან წერია შექმნილი და ზოგან არა, მერე ნახავდა განმარტებას და ყველა მამა ამბობს, რომ ქრისტე იგულისხმება, შენ მერე ამტკიცებ შექმნილია სწორიო, და რა ვქნათ ახლა მაინცდამაინც ტროაში უნდა შემომეშვა ეგ შენი ცხენი, ზომები რომ მიმეღო? ![]() არაა პრობლემა გიმეორებ გწამდეს რაც გინდა, იწამე რაც გინდა, მაგრამ ახლა არ მინდოდა და რაღაც შარავანდედის მორგება არ გინდა ნათელია ისედაც... ამაზე აღარ განვმეორდეთ, დაწერაც კი არ მინდოდა, მაგრამ გადამეკიდე სულ ჩემსკენ ათითებ კაიროსი და კაიროსიო ![]() ![]() ![]() მორჩა და ნუღარ შემეპასუხები აქ მაინც, თორემ PM-ებით ძლივს შერიგებულები ისევ ვიჩხუბებთ და კამათიც ჩაიშლება. აი წესები რასაც უნდა მივყვეთ: 1. არ მივაყენოთ ერთმანეთს და ერთმანეთის რწმენას შეურაცხყოფა 2. არ შევზღუდოთ ერთმანეთი წერაში, დამოწმების ან სიდიდე-სიმცირეს მხრივ 3. არ ვისაუბროთ ერთმანეთზე, არამედ თემის ირგვლივ მხოლოდ ამ სამი პუნქტის შემდეგ ღირს მხოლოდ კამათის გაგრძელება ![]() ახლა დაგიწერ პასუხს შენს პოსტზე! ხო, სანამ დავწერდე ჯერ გადახტი და მერე ჰოპლა, რომ მოაგვარე უცებ ფორმულით 3 ერთის წინააღმდეგ ![]() ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 09:40 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი