IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> წმიდა წერილის საკამათო ადგილებისათვის, ბიბლია და კონფესიები
KAIROS
პოსტი Jan 16 2009, 04:59 AM
პოსტი #1


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ამ თემის გახსნა გამოიწვია, ამავე განყოფილებაში სხვადასხვა თემად გაბნეულ ბიბლიის ზოგიერთი მუხლის მართლმადიდებლური ტრადიციისაგან განსხვავებულმა ინტერპრეტაციამ ან რომელიმე ტერმინის პირდაპირმა გაგებამ ან პირიქით ზოგის ნაძალადევად გადატანითმა თარგმნამ და შემდგომ მასზე მწვალებლური აზრების და მოძღვრებების აგებამ...
მსგავსი კამათი წარიმართა იგავთა 8 : 22 მუხლში "შემქნა" ზმნის არსებობამ, რადგან ხშირად ამ მუხლებში მოიაზრება ძე ღმერთი, უფალი იესო, მაშინ რასელისტი მწვალებლები, და ზოგი სხვა კონფესია ( ადრე არიანელები და ა.შ.) ამტკიცებს, რომ აქ სჩანს რომ "იესო შექმნილიაო", გადმომაქვს მთელი კამათი და შემდგომში აქ გავაგრძელოთ საუბარი...
იხარეთ;
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
KAIROS
პოსტი Jan 19 2009, 06:23 AM
პოსტი #2


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ძალიან სუსტი პასუხი იყო მოყვასი,
პირველად გთხოვ შეეშვა ბრალდებებს და შეურაცხყოფას, რომელთა უკან, უბრალო კაიროსისადმი შეურაცხყოფა კი არაა, არამედ იმ რწმენისადმი ( მართლმადიდებლოსადმი), რომლის ფუნდამენტალურ სწავლებასაც გმობ:
ასეთები აღარ გვინდა აწი , პირობა უნდა მომცე"
აი ცუდი მაგალითები, როგორ არ უნდა წერო:
ციტატა
ვხედავ რომ ხარ მიკერძოებული და ფაქტების დამახინჯებას ცდილობ

ციტატა
თუ რატომ ცდილობ ამ სახით წარმართო მსჯელობა პირადად ჩემსთვის გასაგებია. ნათელია რომ, იმ შემთხვევაში, თუ კი შენ იტყვი იმას რასაც რეალურად ფაქტები წარმოგვიდგენენ, მაშინ დიდი წინააღმდეგობს წინაშე აღმოჩნდები
წინა მუხლში მე მლანძღავ, მეორეში კი შეფარვით ამბობ თურმე რეალური ფაქტები ჩვენი ( ჩემი) რწმენის სიმცდარეს წარმოაჩენენო, ეს კი ზედმეტია და რეალური რაა ეგ სხვა საკითხია!

ეს შენი შეცდომები საერთოდ ჩემდამი და ჩვენი რწმენისადმი დამოკიდებულების აქაურ გამოხატვაში, რაც იმედია მეტჯერ აღარ იქნება.

ახლა გადავიდეთ მეორე სახის შეცდომებზე, ესაა შეცდომები ( იმედია უნებური) როცა მოგყავს მოპაექრის სიტყვები ან როცა ეკამათები მას:
შენ საერთოდ გვერდი აუქციე ჩემს პოსტს
და ტერმინოლოგიის მიმოხილვას, რამაც მიგვიყვანა იქამდე, რომ მე რაღაცეების გამეორება
მომიწევს, მეორე არასწორია, რომ ამბობ
ციტატა
საქმე იმაშია რომ, იგავნის 8:22 თავდაპირველად არ დაწერილა იმ ენებზე რომელიც შენ მოიშველიე ზემოთ.ბიბლია დაიწერა ებრაულზე, არამეულზე (ებრაულის მონათესავე ენა) და ბერძნულზე.

სჩანს, რომ აშკარად არ წაგიკითხავს ჩემი პოსტები, თორემ იქ როგორ ვერ დაინახე ტერმინების განმარტება ბერძნულად და ებრაულად? იქამდე ლაშამაც სწორედ იმ ტერმინებზე მიპასუხა? smile.gif კარგი რა რაც დავწერე, იმას მაინც ნუ დამიკარგავ და ამიტომ გთხოვ, პასუხი გაეცი მთლიანად პოსტს, და არა ნაწილს...


ციტატა
კაიროსი პასუხობს რომ ყველა თარგმანი თურმე სწორია. რაც შეუძლებელია რომ ასე იყოს.


კაიროსის პასუხი, როცა მოგყავს, იგი უნდა მოიყვანო სრულად და არა ნაწყვეტი, აი სრული :
ეგ პირველი
ციტატა
ყველა!
რატომ? იხილეთ ზემოთ, რადგან ყველა ენას აქვს თავისი ლექსიკა და თავისი ნორმები თარგმნისა...

და ეგ მეორე:

ციტატა
" ყველა თარგმანი იმდენადაა სწორი, რამდენად იგი იმ ენის კრიტერიუმიდან ამოდის, ამიტომაცაა ეს სხვაობები, უბრალოდ ყველა თარგმანი ხომ მეტად ან ნაკლებად ზუსტია და მიახლოებითი, "

გამოდის, რომ კაიროსს ის კი არ უთქვამს ყველა თარგმანი თანაბრად სწორიათქო, არამედ თარგმანები იმდენად არის სწორი, რამდენადაც ამას ენის ლექსიკა და ნორმები აძლევსთქო, თორემ ნებისმიერმა ფილოლოგმა იცის, რომ თარგმანი მაინც სარკესავითაა და მხოლოდ ასახავს რეალურს...

ასე რომ მეორეჯერ როცა ჩემს პასუხს მოიყვან, თხოვნაა , რომ დააციტატო წერტილიდან წერტილამდე, რომ აზრი არ შეიცვალოს...

იმის შემდეგ რაც შენი შეცდომები აშკარა გახდა, როგორც მიმართვის, ისე ციტატებისას, ახლა ვნახოთ სად დაუშვი შეცდომები მტკიცებაში:

მოდი ახლა არ გავცდეთ ამ იგავთა 8 : 22

მივყვეთ ბატონო იმ ენით რა ენითაც დაიწერა
"קנני " qanah

ადრეც დავწერე და ახლაც ვიმეორებ ვნახოთ მათი სრული მნიშვნელობა:


ციტატა
ლაშაბ-მა საკმაოდ ნათლად წარმოადგინა იგავნის 8:22-ში გამოყენებული ებრაული სიტყვა "קנני " და აღნიშნა რომ "კანანი" თურმე მხოლოდ ერთ მნიშვნელობას არ ატარებს.
ლაშაბ მსჯელობს და იმასაც ამბობს რომ მოდი და გაიგე ეხლა რა მნიშვნელობით გამოიყენება იგავების 8:22-ში კანანიო.


ვიმეორებ ჩემსა და ლაშას მიერ მოყვანილ ამ სიტყვის განმარტებას:

קנני სიტყვას ბევრი მნიშვნელობები აქვს:
to erect, i.e. create; by extension, to procure, especially by purchase
(causatively, sell); by implication to own:--attain, buy(-er), teach to keep
cattle, get, provoke to jealousy, possess(-or), purchase, recover, redeem, X
surely, X verily.

ახლა მშვიდად მიყვეთ, რაო რა ზმნააო? მიჩვენე აქ სადაც არის დაწერილი მხოლოდ create დაკონკრეტების გარეშე, .აშკარაა, რომ ეს qanah არ არის ის უბრალო შექმნა- გაკეთება, არამედ არის რაღაც შინაგანი "გამოსვლა"especially by purchase (causatively, sell); by implication to own
შექმნა საიდუმლო შობის აზრით ,და არა ის შექმნა-გაკეთება როგორც ქმნის უფალი შესაქმის პირველივე მუხლში,
ანუ ეს სიტყვა თავისთავში მოიცავს ბევრ რამეს ამაში შენც ეთანხმები ლაშას, ბევრი მნიშვნელობა აქვსო, მაგრამ მერე მაინც "შექმნა" გინდა იყოს , ასე არ ვარგა, ან ერთია ან არაა, მორჩა , აქ კი არაა ერთი, ასე რომ მნიშვნელობაც არ იქნება ერთი, ეს ლოგიკაა... ანუ არაა მხოლოდ შექმნა, ეს ლექსიკონის მიხედვით!
და რახან ვნახეთ, რომ აქვს ბევრი მნიშვნელობა ჩვენს ებრაულ ზმნას, მაშინ წესით ბევრი სხვადასხვა აზრითაც უნდა ითარგმნოს , ანუ არა მხოლოდ "შექმნა-გაკეთება" აზრით, ასეა?
ასეა და ეს უკვე დაწერა ლაშამ
ციტატა
აღსანიშნავია სიტყვა რაც წერია შემდეგ ხაზებში -
חוללתי - 24. როცა არ იყო უფსკრულები, მაშინ გავჩნდი, როცა არც წყალუხვი წყაროები იყო;

ხოლო ეგ სიტყვა ზუსტად მაგ ბრუნვაში ნახსენებია ფსალმუნნის 51:7 (50:7 ზოგან)

7. აჰა, უკანონოდ ჩავისახე და ცოდვით დაორსულდა ჩემზე დედაჩემი. -

ანუ გამოდის რომ ებრაული חוללתי არც ლექსიკონის და არც წმიდა წერილის მიხედვით ერთმნიშვნელოვნად გაკეთებას არ ნიშნავს smile.gif


შემდეგში ვნახოთ ბერძნული ...
, შენ წერ:
ციტატა

მოდით ერთად ვნახოთ:

"უფალმა შემქმნა მე" - სეპტუაგინტა LXX (ძველი წ. დაახლოებით 280წ.)

როგორ თარგმნის იგივე მუხლს სირიული ფეშიტა?

"უფალმა შემქმნა მე" - სირიული ფეშიტა - მეხუთე საუკუნე.

"უფალმა შემქმნა მე" - თარგუმი, არამეული ენა, მეხუთე საუკუნე.

მივყვეთ ბერძნულს
( ხო კოპტურში საერთოდ უამრავი მნიშვნელობა აქვს აქ გამოყენებულ ზმნას, გააჩნია სად დასვმა
თარგმანში გაკეთებაც ჯდება, შექმნაც, შობაც და ა.შ
http://www.tyndalearchive.com//TABS/Crum/index.htm)
იქვე წერ:
"ყველაზე უკეთ იცოდნენ რა მნიშვნელობით გამოიყენებოდა ებრაული სიტყვა "קנני " (კანანი) იგავნის 8:22-ში.
ებრაული ენის ებრაელმა ენათმცოდნეობამ, ბერძნულ სეპტუაგინტაში, როგორც უკვე ავღნიშნე თარგმნეს ასე: "უფალმა შემქმნა მე" (ბერძნულად: "კირიოს ეკტიზენ [ἔκτισεν, შემქმნა] მი")."
მაგრამ რომ არაა მასე? რომ არ ნიშნავს ეს ἔκτισεν მხოლოდ შექმნა- გაკეთებას, არამედ ისეთ შექმნას, როგორც ის ებრაული სიტყვა რომელსაც ბევრი მნიშვნელობა აქვს? ვნახოთ რას წერს:

ეს ის LXX რომ ამბობს სეპტუაგინტაზე:

http://titus.uni-frankfurt.de/texte/etcs/g...htm?sept889.htm

Vetus Testamentum graece iuxta LXX interpretes

რამე წერია იქ ისეთი, რაც ჩვენ არ გვითქვამს წინა პოსტებში? smile.gif

არაფერი!
წერია ზუსტად ის ტერმინი, რომელზეც ჩვენ უკვე ვწერეთ

Verse: 22 κύριος ἔκτισέν με ἀρχὴν ὁδῶν αὐτοῦ εἰς ἔργα αὐτοῦ,

ანუ ზუსტად ის სიტყვა, რომელზეც მე უკვე დავწერე: ἔκτισέν (absolutely) to create; (qualified) to cut down (a wood), select, feed (as formative processes) -- choose, create (creator), cut down, dispatch, do, make (fat)
ანუ ლექსიკონის მიხედვით ἔκτισέν არ ნიშნავს მხოლოდ შექმნას, არც ებრაული სიტყვის მიხედვით არ ნიშნავს მხოლოდ ამას .. შენ ცოტა ხაფანგი დამიგე, აბა მიპოვე სადაც ἔκτισέν არ ნიშნავს შექმნასო და დააციტატე რატომღაც ახალქართული ... არ გიყვარს ძველი ქართული biggrin.gif
ეს ნახე მარკოზი 13 : 19
". რამეთუ იყვნენ დღენი იგი ჭირისანი, რომელი არასადა იქმნა ესევითარი დასაბამითგან, რომელ დაჰბადა ღმერთმან, ვიდრე აქამომდე და არცაღა იყოს"
აბაა...
გავაგრძელოთ? biggrin.gif
I ტიმოთე 4 :3
"აყენებდენ ქორწილსა და განაშორებდენ საჭმელთა, რომელნი ღმერთმან დაჰბადნა მისაღებელად მადლობით მორწმუნეთათჳს და რომელთა იციან ჭეშმარიტებაჲ"
ხო კაი აგერ მესამესაც დაგიწერ:
გამოცხადება 10 : 6
" და ფუცა მისა, რომელი-იგი ცხოველ არს უკუნითი უკუნისამდე, რომელმან დაჰბადა ცაჲ და რაჲ არს მას შინა, და ქუეყანაჲ და რაჲ არს მას შინა, და ზღუაჲ და რაჲ არს მას შინა, ვითარმედ: ჟამი არღა იყოს"
ხედავ?

ეს კი ნიშნავს, იმას რომ ἔκτισέν არის თარგმანი חוללתי ებრაული ზმნისა, რომლის ( ებრაულის) ერთერთი პირველი მნიშვნელობაც არის დაბადება/შობა, და ამიტომაც ქართველმა მთარგმნელმა გადმოიღო დაჰბადად, სადაც დაბადებაც იგულისხმება და შექმნა-კეთებაცsmile.gif ან ქართველი ცდება ყველგან, ან რაც დავწერე ლოგიკურია, ასევე ცნობილია, რომ ლათინი მთარგმნელები სიტყვის მნიშვნელობას აქცევდნენ ყურადღებას, და ამ სამ შემთხვევაში გადმოიღო როგორც იგულისხმება "creavit " ანუ "გაკეთება".-ს მნიშვნელობით, ხოლო იგივე ბერძნული ზმნა ἔκτισέν ჩვენს საკამათო მუხლში " possedit " თარგმნა, შინაარსის მიხედვით ...

ასე რომ გამოვიდა, რომ არც ლექსიკონის მიხედვით, არც წმიდა წერილის მიხედვით და არც ლოგიკურად არ შეიძლება ἔκτισέν და חוללתי ნიშნავდეს ერთმნიშვნელოვნად გაკეთება-შექმნას ( = creavit ), არამედ გაკეთებასაც, შექმნასაც, შობასაც, დაბადებასაც, ჩასახვასაც და ა.შ. ასე რომ გვრჩება გზა ამოვიდეთ ტექსტიდან რა იგულისხმება მთელ თავში და ვისზეა საუბარი? აი ეს უკვე სხვა თემაა, და შემდეგი საფეხური უნდა იყოს ზოგადად საუბარი "ქრისტეს" შესახებ იგავთა წიგნში და საერთოდ, არის თუ არა იგი ღმერთი smile.gif გავაგრძელოთ ამაზე კამათი?

იმედია შენი მხრიდან იქნება ის ზემოთ ნახსენები სამი პირობა შესრულებული, არ ვისაუბრებთ ერთმანეთზე, არ მივაყენებთ ერთმანეთს და ან ერთმანეთის რწმენას შეურაცხყოფას და არ ვასწავლით ერთმანეთს რას სად როგორ დაწეროს ან ვინ დაიმოწმოს და ა.შ.
მაშ ვისაუბროთ ქრისტეს ღმერთობის შესახებ?
იხარე;
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
KAIROS   წმიდა წერილის საკამათო ადგილებისათვის   Jan 16 2009, 04:59 AM
KAIROS   მოყვასი გამარჯობა...   Jan 16 2009, 05:15 AM
Lashab   აშკარაა, რომ რასელ...   Jan 16 2009, 02:15 PM
KAIROS   ძალიან კარგი, მაშ ა...   Jan 16 2009, 05:55 AM
KAIROS   გავაგრძელოთ :) იმის...   Jan 16 2009, 06:15 AM
მოყვასი   გავაგრძელოთ :) ციტ...   Jan 16 2009, 12:35 PM
Lashab   სანამ მოყვასის შეკ...   Jan 16 2009, 01:28 PM
ქეთინო   ფილოლოგს ან ენათმ...   Jan 16 2009, 01:45 PM
მოყვასი   ფილოლოგს ან ენათმ...   Jan 17 2009, 03:36 AM
KAIROS   კაიროსი :) წაიკითხ...   Jan 17 2009, 05:23 AM
მოყვასი   თარგმანი ბევრია, ...   Jan 17 2009, 08:34 AM
KAIROS   ურთიერთგამომრიცხ...   Jan 17 2009, 09:09 AM
Lashab   კაიროს სანამ მოყვა...   Jan 18 2009, 05:58 PM
KAIROS   ვა, ორ ფრონტზე ვიომ...   Jan 18 2009, 06:46 PM
Lashab   კაიროს არა ვერ დაგ...   Jan 18 2009, 07:22 PM
KAIROS   მაგაზე იმდენი ვწე...   Jan 18 2009, 09:57 PM
KAIROS   მოყვასი, შენი პასუ...   Jan 18 2009, 10:27 PM
მოყვასი   KAIROS გამარჯობა. იგა...   Jan 18 2009, 10:37 PM
KAIROS   :) ხლართავ, არაა ეგრ...   Jan 18 2009, 10:42 PM
მოყვასი   კაიროს სრულიად ნათ...   Jan 18 2009, 10:50 PM
KAIROS   აბა ტყუილად არც მე ...   Jan 18 2009, 10:52 PM
Lashab   აბა ტყუილად არც მე ...   Jan 18 2009, 11:42 PM
მოყვასი   აბა ტყუილად არც მე ...   Jan 18 2009, 11:49 PM
KAIROS   :D ვა ეგ სერიოზული თ...   Jan 18 2009, 11:43 PM
KAIROS   ხალხო, თქვენ იცნობ...   Jan 18 2009, 11:53 PM
დათიკო   მოყვასი უკაცრავად...   Jan 19 2009, 12:39 AM
მოყვასი   [b]მოყვასი უკაცრავა...   Jan 19 2009, 02:58 AM
KAIROS   ნუ წერ ახლა აბსურდ...   Jan 19 2009, 03:32 AM
მოყვასი   KAIROS იური გაგარინი, ა...   Jan 19 2009, 04:41 AM
ზვარე   [b]KAIROS იური გაგარინი,...   Jan 19 2009, 10:05 AM
Lashab   'KAIROS' არ შემოსულ...   Jan 19 2009, 12:24 PM
KAIROS   ეგრევე დაარღვიე მე...   Jan 19 2009, 05:40 AM
KAIROS   ძალიან სუსტი პასუხ...   Jan 19 2009, 06:23 AM
Lashab   არაფერი! წერია ზ...   Jan 19 2009, 11:55 PM
დათიკო   მოყვასი მემგონი შ...   Jan 19 2009, 06:15 PM
მოყვასი   [b]მოყვასი მემგონი ...   Jan 19 2009, 09:29 PM
KAIROS   მოყვასი ლაშა ჩემო...   Jan 20 2009, 04:16 AM
Lashab   გადმომაქ ამ თემაში...   Jan 20 2009, 11:13 PM
KAIROS   ლაშა: დაარქვი იმ თე...   Jan 20 2009, 11:16 PM
დათიკო   Lashab ჩემი უმორჩილესი...   Jan 20 2009, 11:16 PM
Lashab   [b]Lashab ჩემი უმორჩილე...   Jan 20 2009, 11:23 PM
KAIROS   კითხვა ჩამოაყალიბ...   Jan 21 2009, 12:02 AM
Lashab   კითხვა ჩამოაყალიბ...   Jan 21 2009, 12:08 AM
KAIROS   :D დაშინდებიან? :D ნუ ...   Jan 21 2009, 12:24 AM
Lashab   ვაკოპირებ აქ: ასევ...   Jan 25 2009, 05:50 PM
KAIROS   შევამოწმოთ: From ἕρκος ...   Jan 25 2009, 06:01 PM
Lashab   კაიროს: 1. მაგ სიტყვ...   Jan 25 2009, 06:37 PM
KAIROS   მოკლედ გეტყვი ჩემო...   Jan 25 2009, 10:57 PM
მოყვასი   ........ჩვენი თარგმანე...   Jan 29 2009, 09:33 PM
KAIROS   კი ბატონო :) შენ წა...   Jan 29 2009, 10:03 PM
მოყვასი   კი ბატონო :) შენ წარ...   Jan 29 2009, 10:38 PM
KAIROS   ორჯერ რატომ გაიმე...   Jan 29 2009, 11:31 PM
Lashab   ორჯერ რატომ გაიმე...   Jan 30 2009, 12:33 AM
მოყვასი   ორჯერ რატომ გაიმე...   Jan 30 2009, 12:39 AM
KAIROS   რა გინდა კაცო შენ? :D ...   Jan 30 2009, 04:00 AM
მოყვასი   კაიროს, კამათზე გა...   Jan 30 2009, 01:04 PM
KAIROS   შენ თუ არ გესაფუძვ...   Jan 30 2009, 09:53 PM
მოყვასი   კაიროს ძვირფასო, მ...   Jan 30 2009, 10:46 PM
KAIROS   კაი იყოს ეგენიც :D ა...   Jan 30 2009, 11:52 PM
Lashab   გადმომაქ აქ ნაწერი...   Feb 6 2009, 10:25 PM
KAIROS   ჯიგარ, აბა კარგად წ...   Feb 6 2009, 10:47 PM
Lashab   ჯიგარ, აბა კარგად წ...   Feb 6 2009, 11:23 PM
KAIROS   55. სადა არს, სიკუდილ...   Feb 6 2009, 11:32 PM
Lashab   გამარჯობა კაიროს, :)...   Feb 7 2009, 09:42 PM
KAIROS   კაი ახლა ხომ აშკარ...   Feb 8 2009, 12:14 AM
Lashab   კაიროს ეგ ჯაჭვი შე...   Feb 8 2009, 12:24 AM
Lashab   კაიროს, ძალიან გთხ...   Feb 8 2009, 12:46 AM
KAIROS   ვაა, ე.ი. ვულგატას ა...   Feb 8 2009, 04:06 AM
Lashab   ააა, ეგ ახალი ომია :...   Feb 8 2009, 05:34 AM
KAIROS   ო.კ. ანუ ამაზე შევთ...   Feb 8 2009, 07:32 AM
Lashab   ეჰ... ზუსტად საპირის...   Feb 8 2009, 03:05 PM
KAIROS   მერე ხომ დაგიწერე, ...   Feb 8 2009, 11:53 PM
Lashab   მოდი ვნახოთ კომენტ...   Feb 10 2009, 04:14 AM
KAIROS   :D ამ თემაზე სხვა არ...   Feb 10 2009, 04:23 AM
Lashab   ბევრი შეცდომა და ა...   Feb 10 2009, 04:41 AM
KAIROS   კი თქო :D ვახ, ხომ და...   Feb 10 2009, 05:39 AM
Lashab   კი თქო :D ვახ, ხომ და...   Feb 10 2009, 06:26 AM
ABO1010   რა იყო კაიროს დახმ...   Feb 14 2009, 05:15 AM
KAIROS   1. მე ჩემო კარგო იმდ...   Feb 11 2009, 05:57 AM
KAIROS   რა შემატყე? :D თუ რაი...   Feb 14 2009, 05:33 AM
Lashab   რა შემატყე? :D თუ რაი...   Feb 14 2009, 05:45 AM
KAIROS   ლაშა, მადლობა კომპ...   Feb 14 2009, 05:49 AM
Lashab   ლაშა, მადლობა კომპ...   Feb 14 2009, 05:54 AM
KAIROS   შეგიძლია ასე თქვა, ...   Feb 14 2009, 06:07 AM
Lashab   შეგიძლია ასე თქვა, ...   Feb 14 2009, 06:13 AM
Lashab   აი რას ამბობს იესო ...   Feb 14 2009, 06:24 AM
KAIROS   ოხ, ლაშა, ლაშა :D მაი...   Feb 14 2009, 07:07 AM
Lashab   კაიროს, როგორც გამ...   Feb 14 2009, 01:07 PM
KAIROS   ლაშაბ, ახლა უკვე და...   Feb 14 2009, 11:22 PM
death   თვალი გადავავლე თქ...   Feb 15 2009, 01:33 AM
ზვარე   [b]მოყვასი [quote name='Lashab' p...   Mar 21 2009, 03:11 AM
მოყვასი   აი საინტერესო საკი...   Mar 23 2009, 11:16 PM
ზვარე   ამრიგად, ვინც ღვთი...   Mar 24 2009, 01:56 PM
მოყვასი   სამწუხაროა რომ იოა...   Mar 24 2009, 03:01 PM
death   სამწუხაროა რომ იო...   Mar 24 2009, 04:09 PM
მოყვასი   აშკარად არასწორ ი...   Mar 24 2009, 04:16 PM
death   [color=#000099]მართალი ხარ. ...   Mar 24 2009, 04:29 PM
მოყვასი   რატომ არ უნდა გავი...   Mar 24 2009, 04:46 PM
afxazi   მოყვასი რატომ არა...   Mar 24 2009, 04:35 PM
afxazi   მოყვასი ოოოო, საქმ...   Mar 24 2009, 04:55 PM
4 გვერდი V  1 2 3 > » 


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd September 2024 - 12:43 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience