ქრისტე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქრისტე |
მნათე |
Feb 24 2007, 04:08 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
კითხვამ გამიელვა 'რა აკლია ფორუმს?' და უცბად საკუთარმა თავმა მიპასუხა-'ქრისტე' დიახ, ჩვენ ქრისტეანები, მართლმადიდებლობის სახელით შევკრებილვართ და არც ართი თემა, მესიისთვის არ მიგვიძღვნია...
არადა მან შეგვქმნა, გახდა ერთი ჩვენთაგანი, თავი დაიმდაბლა, ბაგაში იშვა... სადაც ალბათ სუნი იყო... საქონელი მოძრაობდა... შემდეგ ადამიანად იცხოვრა დედამიწაზე და ყველაზე საშინელი ტკივილით აღესრულა.... დაიფლა და აღდგა, დაჯდა მამის მარჯვნივ და მაინც, ის ჩვენთნაა... ევქარისტიით და მადლით ჩვენ მასში ვერთიანდებით.. იგია ალფა და ომეგა, ანი და ჰოე, დასასრული და დასაწყისი.... მზრუნველი მამა რომელიც გვანუგეშებს.... ყველა და ყველაფერი ქედს იხრის მისი დიდების წინაშე... და ახლა როცა ამ პოსტს კითხულობთ, ის თქვენ გისმენთ... რა ბედნიერებაა იმის გააზრება რომ თავად ქრისტე, ზეციური მეუფე შენ გულს აყურადებს... აყრუადებს და სურს შემოვიდეს, შემოვიდეს და აავსოს ყველაფერი სიხარულით... მაგრამ ვაგდებთ.. განვეშორებით, არ გვიყვარს არადა მას უნდა ვიცნობდეთ, როგორც მამას და მეგობარს, მას უნდა ვეჩურჩულებოდეთ და დაცვას ვთხოვდეთ... ალბათ ჯვარცმისას თითოეულ ჩვენგანს ხედავდა და 'ამათთვისო' იძახდა... მინდა შევიყვარო, მაგრამ ამისთვის გულის გაწმენდა მომიწევს.... რა რთული, საამაყო და რაც მთავარია სასიხარულოა გერქვას: მართლმადიდებელი ქრისტეანი ცრემლით ვითხოვოთ სინანული, რომ ამ ყველაფერმა მიგვიყვანოს მწველ, ქრისტესმიერ სიყვარულამდე ყველას გილოცავთ ქრისტეს მიგნებას, იმედი მაქვს იქ, ზეციურ მამულშიც მექნება ამის საშუალება დაუკვირდით თითოეულ სიტყვას, როგორ ნატიფად ასამს ხოტბას მის დიდებულებას მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
Lashab |
Jan 19 2009, 01:04 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 561 რეგისტრ.: 24-December 08 წევრი № 6,157 |
მშვენიერი თემაა
მე ჩამოვწერ იესოს იმ სიტყვებს რომლებსაც ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და ყველაზე მეტად მომეწონა: 1. თქვენ გსმენიათ წინაპართა მიმართ თქმული: არა კაც ჰკლა; ხოლო ვინც მოჰკლავს სამართალში უნდა მიეცეს. მე კი გეუბნებით თქვენ: ვინც უმიზეზოდ ურისხდება თავის ძმას, სამართალში უნდა მიეცეს; ხოლო ვინც ეტყვის თავის ძმას: რაკა, სინედრიონს უნდა წარუდგეს; და ვინც ეტყვის თავის ძმას: შლეგო, ცეცხლის გეენაში ჩავარდეს. 2. თქვენ გსმენიათ წინაპართა მიმართ თქმული: არა იმრუშო. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყველამ, ვინც ნდომით შეხედა ქალს, უკვე იმრუშა მასთან საკუთარ გულში. 3. მტრის სიყვარულზეც მომწონს მერე რომ ამბობს, და ერთი რამ რომ წაგართვან სხვა რამეც მიეცითო და ეგეთები, სიამოვნებით ავასრულებდი, რთული არაფერი არაა, მარა არ მაქვს იმდენი რწმენა რომ მაგათ ღირდეს ვისაც სწამს მან აასრულოს... ბოროტება დედამიწაზე არ უნდა ზეიმობდეს... 4. მაშ, იყავით სრულქმნილნი, როგორც სრულქმნილია თქვენი ზეციერი მამა!!! თქვენ ღმერთები ხართ!!! 5. ესეც არაკანონიკურიდან: "უფრთხილდით რათა არავინ გაცდუნოთ და გითხრათ: აი იქ არის, ან აი აქ არის, რადგან ძე ღვთისა თქვენშია." 6. "თუ წინამძღოლი გეტყვის, 'ცათა სასუფეველი' ცაშია', მაშინ ცათა ფრინველნი დაგასწრებენ მის მოსაპოვებლად. ხოლო თუ გეტყვის 'ცათა სასუფეველი' ზღვაშია', მაშინ ზღვის თევზნი დაგასწრებენ. არამედ, ცათა სასუფეველი თქვენშია და თქვენს გარეთ. როცა გეცოდინება ვინ ხარ შენ, მაშინ შენც გიცნობენ და გაიგებთ, რომ თქვენ ხართ ცოცხალი მამის(ანუ ღმერთის) შვილები. მაგრამ თუ ვერ გაიგებ ვინ ხარ, მაშინ ღარიბი იქნება და თვით სიღარიბე იქნები." 7. "პიროვნება გავს ბრძენ მეთევზეს, რომელმაც ბადე გადააგდო და პატარა თევზებით სავსე ამოიღო წყლიდა. პატარა თევზებს შორის ბრძენმა ერთი დიდი თევზი დაინახა. მან გადაყარა ყველა პატარა თევზი და მხოლოდ ერთი დიდი თევზი დაიტოვა. ვისაც ყური აქვს ისმინოს." 8. მოწაფეებმა ჰკითხეს: ვიმარხულოთ? პასუხი: "როცა ივლით სხვადასხვა ქვეყნებში და სოფლებში იმოგზაურებთ, მიიღეთ ის საკვები რასაც მასპინძელი შემოგთავაზებთ და განკურნეთ ავადმყონი მათ შორის. ბოლოსდაბოლოს, იმით კი არ წარწყდება ადამიანი რასაც იღებს, არამედ იმით, რაც მისი პირიდან გამოდის." 9. მოწაფეებმა შეეიკითხეს მას: "გვითხარი როგორია ცათა სასუფეველი. მან უპასუხა: "ცათა სასუფეველი მდოგვის მარცვალს გავს, უმცირესი მარცვალს მარცვალთა შორის. მაგრამ როცა იგი დამუშავებულ ნიადაგზე მოხვდება, დიდ ხეს მისცემს დასაბამს და ცის ფრინველთა თავშესაფარი გახდება." 10. "გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი", "მოექეცი სხვებს როგორც გინდა რომ გექცეოდნენ." -------------------- "ვისაც არ უყვარს, ვერ შეუცვნია ღმერთი, რადგან ღმერთი სიყვარულია."- (1 იოანე 4:8)
"სიყვარული სულგრძელია და კეთილი; სიყვარულს არ შურს, არ ტრაბახობს და არ ამაყობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს... ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება... " - (1 კორ 13:4-8) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 10:20 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი