საძიებელი..., თუკი ვინმე რამეს ეძებთ აქეთ... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საძიებელი..., თუკი ვინმე რამეს ეძებთ აქეთ... |
თათარაშვილი |
Apr 9 2008, 01:51 PM
პოსტი
#1
|
გამვლელი მემბერი ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 |
თუ შეგიძლიათ, რომ წმინდა წერილიდან ზუსტად მიმითითოთ თავები, სადაც საუბარია
1) სამუელ წინასწარმეტყველზე 2) ერთიან სამეფოსა და მის ორად გაყოფაზე 3) სპარსთა ტყვეობაზე 4) იერუსალიმში დაბრუნებაზე 5) ბაბილონის ტყვეობაზე ზუსტი თავები მჭირდება უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. |
athos |
Jan 19 2009, 01:13 PM
პოსტი
#2
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
ციტატა შენ რა მიზეზითაც იფიქრე კაიროს, მაგ მიზეზის გამო არ მინდა. უბრალოდ ერთ მართლმადიდებელ ადამიანს სურს თავისი თვალით იხილოს იმ ენაზე დაწერილი რომელზეც ეგ ეპისტოლე დაწერა ეგნატემ. ციტატა მიიჩნევა თუ არა ის "ქრისტიანული სამყაროს" მიერ კანონიკურად. როგორც ჩანს კარგად არ გესმით ტერმინები და არც სიტყვა "კანონიკურის" მნიშვნელობა. ეგნატეს ეპისტოლეებთან დაკავშირებით არ ხდება კანონიკურად და არაკანონიკურად დაყოფა, ასე მხოლოდ წმ. წერილის წიგნები იყოფა. რაც შეეხება იმ ენაზე დაწერილის ხილვას, რომელ ენაზეც ეგნატემ დაწერა, უნდა იმედი გაგიცრუოთ. ეპისტოლე ტარსუსელთა მიმართ არ არის ეგნატეს დაწერილი და ამას მე კი არა, მრავალი მეცნიერი ამბობს, ვინც იკვლევდა ამ საკითხს. ეგნატეს ეკუთვნის მხოლოდ 7 ეპისტოლე: ეფესელთა მიმართ მაგნეზიელთა ტრალელთა რომაელთა ფილადელფიელთა სმირნელთა და პოლიკარპესადმი ამას ადასტურებს თუნდაც ევსები კესარიელი, ცნობილი ისტორიკოსი, რომელიც თავის "საეკლესიო ისტორიაში" წერს: ამგვარად, როდესაც ჩავიდა სმირნაში (იგულისხმება ეგნატე), სადაც პოლიკარპე იმყოფებოდა, ეფესოში ეკლესიას მიწერა ერთი ეპისტოლე, რომელშიც მოიხსენებს მის მწყემსს ონისიმეს, მეორე კი მაგნეზიაში მეანდრეზე (აქაც კვლვ ახსენებს ეპისკოპოს დამასს), სხვა კი - ტრალეში ეკლესიას, რომლის მეთაური, როგორც მოგვითხრობს, იმ დროში იყო პოლიბიოსი. მათ გარდა რომაელთა ეკლესიასაც წერს, რომელსაც თხოვნას უგზავნის... უკვე სმირნის გარეთ მყოფი, ტროადადან ფილადელფიაში მყოფთ ესაუბრება წერილის მეშვეობით, ასევე სმირნელთა ეკლესიასაც და პირადად მათ წინამძღვარს პოლიკარპეს. როგორც ამ ნაწყვეტიდან ჩანს, ევსების დროს (260-340) მხოლოდ 7 ეპისტოლე იყო ცნობილი. ის რომ ფსევდოეპისტოლეები არ არის ეგნატესი, ადასტურებს მრავალი ანაქრონიზმი და შეუსაბამობა. არც ერთი სერიოზული მეცნიერი უკვე აღარ მსჯელობს მათ ავთენტურობაზე. ეგეთივე წარმატებით, შეგიძლიათ იუდას "სახარება" მიიჩნიოთ იუდას მიერ დაწერილად ციტატა იმდენად რამდენადაც მაგ ეპისოტლესაც, რომელზეც ამბობ არაკანონიკურიაო, დიდი მოწიწებით თარგმნიდნენ ქართველი მართლმადიდებლებიც და კითხულობდნენ (ისეთები როგორიც იყო მაგ: გიორგი გთაწმინდელი) რატომ არ უნდა დავინტერესებულიყავი მე ამ აპისტოლის წაკითხვით? გიორგი მთაწმინდელისეული თარგმანები თუ გაქვთ ამ ეპისტოლეების, მადლობელი დაგრჩებით თუ მომაწვდით. რაც შეეხება კონკრეტულად ტარსელთა მიმართ ეპისტოლის თარგმნას გიორგი მთაწმინდელის მიერ, ამაზე არ მაქვს არანაირი ინფორმაცია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე მეცნიერებს ბევრად მეტი საშუალება აქვთ ტექსტის ავთენტურობის დასადგენად, ვიდრე ეს გიორგი მთაწმინდელის დროს იყო. -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:54 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი