![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ამ თემის გახსნა გამოიწვია, ამავე განყოფილებაში სხვადასხვა თემად გაბნეულ ბიბლიის ზოგიერთი მუხლის მართლმადიდებლური ტრადიციისაგან განსხვავებულმა ინტერპრეტაციამ ან რომელიმე ტერმინის პირდაპირმა გაგებამ ან პირიქით ზოგის ნაძალადევად გადატანითმა თარგმნამ და შემდგომ მასზე მწვალებლური აზრების და მოძღვრებების აგებამ...
მსგავსი კამათი წარიმართა იგავთა 8 : 22 მუხლში "შემქნა" ზმნის არსებობამ, რადგან ხშირად ამ მუხლებში მოიაზრება ძე ღმერთი, უფალი იესო, მაშინ რასელისტი მწვალებლები, და ზოგი სხვა კონფესია ( ადრე არიანელები და ა.შ.) ამტკიცებს, რომ აქ სჩანს რომ "იესო შექმნილიაო", გადმომაქვს მთელი კამათი და შემდგომში აქ გავაგრძელოთ საუბარი... იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
დათიკო |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
მოყვასი
ციტატა გამარჯობა დათიკო მადლობ რომ მოგვწერე, მაგრამ, მე პირადად, კარგად მაქვს გაცნობიერებული რომ ვიმყოფები მართლმადიდებლურ საიტზე; დათიკო, სწორედ ეს გახლავს იმის მიზეზი რომ მე არანაირი სურვილი არ მქონდა საუბრები რომელიც კაიროსმა კამათის მიმართულებიც წარმართა დასაწყისიდანვე, იძულებული გავმხდარიყავი უფრო ფართო სპექტრში განმეხილა. მე კაიროსს დასაწყისში ვთხოვე უბრალოდ მოკლედ და კონკრეტულად გაეცა ჩემს შეკითხვაზე პასუხი. მე სულაც არ მქონდა მიზნად დასახული განსხვავებული რელიგიური თვალსაზრისი შემომეტანა ფორუმზე.ეს საკითხები ჩემი მხრიდან არ იქნებოდა ასე ფართო სპექტრში განხილული თუ კი კაიროსი მოკლე და კონკრეტულ პასუხს გასცემდა ჩემს შეკითხვას. ასე რომ......მთლად ნუ დამანაშაულებ დათიკო გთხოვ. ახლა კი როგორც ვხედავ, მიუხედავად იმისა რომ არ დამიციტირებია არანაირად არცერთი კონფესიის სწავლებებიდან, არამედ მართლმადიდებელი ეკლესიის ბიბლიის ციტირებებითა და საყოველთაოდ აღიარებული ბიბლიის მანუსკრიპტებზე დაყრდნობით შევეცადე ნათლად დამენახვებინა კაიროსისთვის რომ იგავნის 8:22-ში წერია "უფალმა შემქმნა მე" ამისთვის ვიღებ გაფრთხილებას - გასაგებია და მიღებულია. გამოდის რომ პირადად ჩემთვის აქ ადგილი არ ყოვილა. მიუხედავად იმისა რომ მე არც რომელიმე რელიგიის წევრი გახლავართ და არც რომელიმე რელიგიის სწავლებების ამ საიტზე დამკვიდრება მიცდია. როგორც ავღნიშნე, მე უბრალოდ წარმოვადგინე ბიბლიის უძველესი თარგმანები თუ როგორ თარგმნიდა იგავნის 8:22-ს და მოვიხსენიე ზოგიერთი თანამედროვე თარგმანებიც რომლებიც უძველეს ხელნაწერებზე დაყრდნობით, სწორად გადმოსცემენ იგავნის 8:22-ში ჩაწერილი სიტყვების მნიშვნელობას. ახლა კი როგორც ჩანს იმის დროა რომ შენი სიტყვები - დათიკო - რომელიც ზემოთ დავაციტირე მხედველობაში უნდა მივიღო და საკუთარი თვალსაზრისი, თუნდაც მართლმადიდებლური ბიბლიისა და უძველესი მანუსკრიპტებზე დაყრდნობით არ უნდა გამოვხატო. მაშ რა გამოდის? რაღა მინდა აქ? თავისუფალი აზროვნების უფლება თუ ჩამომერთვა ამ ფორუმში მაშინ გამოდის რომ უნდა დაგემშვიდობოთ და კარგად ჩაბვიბეჭდო ეს სიტყვები რასაც კიდევ ერთხელ ვციტირებ: "არ შეიძლება მართლმადიდებლური განმრტების გარეშე წმინდა წერილის შესახებ პოსტვა. ანუ პირადი აზრები, ან ისეთი სახის ეგრეგეზა, რომელიც არ არის მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ შეწყნარებული, აქ არ დაიშვება". როგორც ჩანს დამშვიდობება მომიწევს მხოლოდ იქიდან გამომდინარე რომ პატივს ვცემ ადამიანის პირად არჩევანს და ფორუმის მიმართულებას. მემგონი შენ სწორად გაიგე ყველაფერი, მაგრამ რატომღაც ზუსტად იგივე კურსით აგრეძელებ სვლას როგოც მიდიოდი. შენი კითხვა თავიდანვე იყო გამომწვევი. უკვე კითხვაშივე იდო ის რაც მოხდა შემდგომ. ხოდა კიდევ ერთხელ მინდა გაგაფრთხილო, ეს განყოფილება არ არის ისეთი ადგილი სადაც შესაძლებელია ვიკამათოთ არის ქრისტე ქრმნილი თუ არა. მემგონი ნათლად გამოვხატე ჩემი აზრი და ფორუმის წესები. ამ პოსტის შემდგომ ამ საკითხზე მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შეწყნარებული მოსაზრება დაიდება და სხვა დანარჩენი წაიშლება. ფორუმს აქვს თავისი წესები და მე მოვითხოვ ის დაცული იყოს. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 10:04 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი