![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ამ თემის გახსნა გამოიწვია, ამავე განყოფილებაში სხვადასხვა თემად გაბნეულ ბიბლიის ზოგიერთი მუხლის მართლმადიდებლური ტრადიციისაგან განსხვავებულმა ინტერპრეტაციამ ან რომელიმე ტერმინის პირდაპირმა გაგებამ ან პირიქით ზოგის ნაძალადევად გადატანითმა თარგმნამ და შემდგომ მასზე მწვალებლური აზრების და მოძღვრებების აგებამ...
მსგავსი კამათი წარიმართა იგავთა 8 : 22 მუხლში "შემქნა" ზმნის არსებობამ, რადგან ხშირად ამ მუხლებში მოიაზრება ძე ღმერთი, უფალი იესო, მაშინ რასელისტი მწვალებლები, და ზოგი სხვა კონფესია ( ადრე არიანელები და ა.შ.) ამტკიცებს, რომ აქ სჩანს რომ "იესო შექმნილიაო", გადმომაქვს მთელი კამათი და შემდგომში აქ გავაგრძელოთ საუბარი... იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ძალიან სუსტი პასუხი იყო მოყვასი,
პირველად გთხოვ შეეშვა ბრალდებებს და შეურაცხყოფას, რომელთა უკან, უბრალო კაიროსისადმი შეურაცხყოფა კი არაა, არამედ იმ რწმენისადმი ( მართლმადიდებლოსადმი), რომლის ფუნდამენტალურ სწავლებასაც გმობ: ასეთები აღარ გვინდა აწი , პირობა უნდა მომცე" აი ცუდი მაგალითები, როგორ არ უნდა წერო: ციტატა ვხედავ რომ ხარ მიკერძოებული და ფაქტების დამახინჯებას ცდილობ ციტატა თუ რატომ ცდილობ ამ სახით წარმართო მსჯელობა პირადად ჩემსთვის გასაგებია. ნათელია რომ, იმ შემთხვევაში, თუ კი შენ იტყვი იმას რასაც რეალურად ფაქტები წარმოგვიდგენენ, მაშინ დიდი წინააღმდეგობს წინაშე აღმოჩნდები წინა მუხლში მე მლანძღავ, მეორეში კი შეფარვით ამბობ თურმე რეალური ფაქტები ჩვენი ( ჩემი) რწმენის სიმცდარეს წარმოაჩენენო, ეს კი ზედმეტია და რეალური რაა ეგ სხვა საკითხია!ეს შენი შეცდომები საერთოდ ჩემდამი და ჩვენი რწმენისადმი დამოკიდებულების აქაურ გამოხატვაში, რაც იმედია მეტჯერ აღარ იქნება. ახლა გადავიდეთ მეორე სახის შეცდომებზე, ესაა შეცდომები ( იმედია უნებური) როცა მოგყავს მოპაექრის სიტყვები ან როცა ეკამათები მას: შენ საერთოდ გვერდი აუქციე ჩემს პოსტს და ტერმინოლოგიის მიმოხილვას, რამაც მიგვიყვანა იქამდე, რომ მე რაღაცეების გამეორება მომიწევს, მეორე არასწორია, რომ ამბობ ციტატა საქმე იმაშია რომ, იგავნის 8:22 თავდაპირველად არ დაწერილა იმ ენებზე რომელიც შენ მოიშველიე ზემოთ.ბიბლია დაიწერა ებრაულზე, არამეულზე (ებრაულის მონათესავე ენა) და ბერძნულზე. სჩანს, რომ აშკარად არ წაგიკითხავს ჩემი პოსტები, თორემ იქ როგორ ვერ დაინახე ტერმინების განმარტება ბერძნულად და ებრაულად? იქამდე ლაშამაც სწორედ იმ ტერმინებზე მიპასუხა? ![]() ციტატა კაიროსი პასუხობს რომ ყველა თარგმანი თურმე სწორია. რაც შეუძლებელია რომ ასე იყოს. კაიროსის პასუხი, როცა მოგყავს, იგი უნდა მოიყვანო სრულად და არა ნაწყვეტი, აი სრული : ეგ პირველი ციტატა ყველა! რატომ? იხილეთ ზემოთ, რადგან ყველა ენას აქვს თავისი ლექსიკა და თავისი ნორმები თარგმნისა... და ეგ მეორე: ციტატა " ყველა თარგმანი იმდენადაა სწორი, რამდენად იგი იმ ენის კრიტერიუმიდან ამოდის, ამიტომაცაა ეს სხვაობები, უბრალოდ ყველა თარგმანი ხომ მეტად ან ნაკლებად ზუსტია და მიახლოებითი, " გამოდის, რომ კაიროსს ის კი არ უთქვამს ყველა თარგმანი თანაბრად სწორიათქო, არამედ თარგმანები იმდენად არის სწორი, რამდენადაც ამას ენის ლექსიკა და ნორმები აძლევსთქო, თორემ ნებისმიერმა ფილოლოგმა იცის, რომ თარგმანი მაინც სარკესავითაა და მხოლოდ ასახავს რეალურს... ასე რომ მეორეჯერ როცა ჩემს პასუხს მოიყვან, თხოვნაა , რომ დააციტატო წერტილიდან წერტილამდე, რომ აზრი არ შეიცვალოს... იმის შემდეგ რაც შენი შეცდომები აშკარა გახდა, როგორც მიმართვის, ისე ციტატებისას, ახლა ვნახოთ სად დაუშვი შეცდომები მტკიცებაში: მოდი ახლა არ გავცდეთ ამ იგავთა 8 : 22 მივყვეთ ბატონო იმ ენით რა ენითაც დაიწერა "קנני " qanah ადრეც დავწერე და ახლაც ვიმეორებ ვნახოთ მათი სრული მნიშვნელობა: ციტატა ლაშაბ-მა საკმაოდ ნათლად წარმოადგინა იგავნის 8:22-ში გამოყენებული ებრაული სიტყვა "קנני " და აღნიშნა რომ "კანანი" თურმე მხოლოდ ერთ მნიშვნელობას არ ატარებს. ლაშაბ მსჯელობს და იმასაც ამბობს რომ მოდი და გაიგე ეხლა რა მნიშვნელობით გამოიყენება იგავების 8:22-ში კანანიო. ვიმეორებ ჩემსა და ლაშას მიერ მოყვანილ ამ სიტყვის განმარტებას: קנני სიტყვას ბევრი მნიშვნელობები აქვს: to erect, i.e. create; by extension, to procure, especially by purchase (causatively, sell); by implication to own:--attain, buy(-er), teach to keep cattle, get, provoke to jealousy, possess(-or), purchase, recover, redeem, X surely, X verily. ახლა მშვიდად მიყვეთ, რაო რა ზმნააო? მიჩვენე აქ სადაც არის დაწერილი მხოლოდ create დაკონკრეტების გარეშე, .აშკარაა, რომ ეს qanah არ არის ის უბრალო შექმნა- გაკეთება, არამედ არის რაღაც შინაგანი "გამოსვლა"especially by purchase (causatively, sell); by implication to own შექმნა საიდუმლო შობის აზრით ,და არა ის შექმნა-გაკეთება როგორც ქმნის უფალი შესაქმის პირველივე მუხლში, ანუ ეს სიტყვა თავისთავში მოიცავს ბევრ რამეს ამაში შენც ეთანხმები ლაშას, ბევრი მნიშვნელობა აქვსო, მაგრამ მერე მაინც "შექმნა" გინდა იყოს , ასე არ ვარგა, ან ერთია ან არაა, მორჩა , აქ კი არაა ერთი, ასე რომ მნიშვნელობაც არ იქნება ერთი, ეს ლოგიკაა... ანუ არაა მხოლოდ შექმნა, ეს ლექსიკონის მიხედვით! და რახან ვნახეთ, რომ აქვს ბევრი მნიშვნელობა ჩვენს ებრაულ ზმნას, მაშინ წესით ბევრი სხვადასხვა აზრითაც უნდა ითარგმნოს , ანუ არა მხოლოდ "შექმნა-გაკეთება" აზრით, ასეა? ასეა და ეს უკვე დაწერა ლაშამ ციტატა აღსანიშნავია სიტყვა რაც წერია შემდეგ ხაზებში - חוללתי - 24. როცა არ იყო უფსკრულები, მაშინ გავჩნდი, როცა არც წყალუხვი წყაროები იყო; ხოლო ეგ სიტყვა ზუსტად მაგ ბრუნვაში ნახსენებია ფსალმუნნის 51:7 (50:7 ზოგან) 7. აჰა, უკანონოდ ჩავისახე და ცოდვით დაორსულდა ჩემზე დედაჩემი. - ანუ გამოდის რომ ებრაული חוללתי არც ლექსიკონის და არც წმიდა წერილის მიხედვით ერთმნიშვნელოვნად გაკეთებას არ ნიშნავს ![]() შემდეგში ვნახოთ ბერძნული ... , შენ წერ: ციტატა მოდით ერთად ვნახოთ: "უფალმა შემქმნა მე" - სეპტუაგინტა LXX (ძველი წ. დაახლოებით 280წ.) როგორ თარგმნის იგივე მუხლს სირიული ფეშიტა? "უფალმა შემქმნა მე" - სირიული ფეშიტა - მეხუთე საუკუნე. "უფალმა შემქმნა მე" - თარგუმი, არამეული ენა, მეხუთე საუკუნე. მივყვეთ ბერძნულს ( ხო კოპტურში საერთოდ უამრავი მნიშვნელობა აქვს აქ გამოყენებულ ზმნას, გააჩნია სად დასვმა თარგმანში გაკეთებაც ჯდება, შექმნაც, შობაც და ა.შ http://www.tyndalearchive.com//TABS/Crum/index.htm) იქვე წერ: "ყველაზე უკეთ იცოდნენ რა მნიშვნელობით გამოიყენებოდა ებრაული სიტყვა "קנני " (კანანი) იგავნის 8:22-ში. ებრაული ენის ებრაელმა ენათმცოდნეობამ, ბერძნულ სეპტუაგინტაში, როგორც უკვე ავღნიშნე თარგმნეს ასე: "უფალმა შემქმნა მე" (ბერძნულად: "კირიოს ეკტიზენ [ἔκτισεν, შემქმნა] მი")." მაგრამ რომ არაა მასე? რომ არ ნიშნავს ეს ἔκτισεν მხოლოდ შექმნა- გაკეთებას, არამედ ისეთ შექმნას, როგორც ის ებრაული სიტყვა რომელსაც ბევრი მნიშვნელობა აქვს? ვნახოთ რას წერს: ეს ის LXX რომ ამბობს სეპტუაგინტაზე: http://titus.uni-frankfurt.de/texte/etcs/g...htm?sept889.htm Vetus Testamentum graece iuxta LXX interpretes რამე წერია იქ ისეთი, რაც ჩვენ არ გვითქვამს წინა პოსტებში? ![]() არაფერი! წერია ზუსტად ის ტერმინი, რომელზეც ჩვენ უკვე ვწერეთ Verse: 22 κύριος ἔκτισέν με ἀρχὴν ὁδῶν αὐτοῦ εἰς ἔργα αὐτοῦ, ანუ ზუსტად ის სიტყვა, რომელზეც მე უკვე დავწერე: ἔκτισέν (absolutely) to create; (qualified) to cut down (a wood), select, feed (as formative processes) -- choose, create (creator), cut down, dispatch, do, make (fat) ანუ ლექსიკონის მიხედვით ἔκτισέν არ ნიშნავს მხოლოდ შექმნას, არც ებრაული სიტყვის მიხედვით არ ნიშნავს მხოლოდ ამას .. შენ ცოტა ხაფანგი დამიგე, აბა მიპოვე სადაც ἔκτισέν არ ნიშნავს შექმნასო და დააციტატე რატომღაც ახალქართული ... არ გიყვარს ძველი ქართული ![]() ეს ნახე მარკოზი 13 : 19 ". რამეთუ იყვნენ დღენი იგი ჭირისანი, რომელი არასადა იქმნა ესევითარი დასაბამითგან, რომელ დაჰბადა ღმერთმან, ვიდრე აქამომდე და არცაღა იყოს" აბაა... გავაგრძელოთ? ![]() I ტიმოთე 4 :3 "აყენებდენ ქორწილსა და განაშორებდენ საჭმელთა, რომელნი ღმერთმან დაჰბადნა მისაღებელად მადლობით მორწმუნეთათჳს და რომელთა იციან ჭეშმარიტებაჲ" ხო კაი აგერ მესამესაც დაგიწერ: გამოცხადება 10 : 6 " და ფუცა მისა, რომელი-იგი ცხოველ არს უკუნითი უკუნისამდე, რომელმან დაჰბადა ცაჲ და რაჲ არს მას შინა, და ქუეყანაჲ და რაჲ არს მას შინა, და ზღუაჲ და რაჲ არს მას შინა, ვითარმედ: ჟამი არღა იყოს" ხედავ? ეს კი ნიშნავს, იმას რომ ἔκτισέν არის თარგმანი חוללתי ებრაული ზმნისა, რომლის ( ებრაულის) ერთერთი პირველი მნიშვნელობაც არის დაბადება/შობა, და ამიტომაც ქართველმა მთარგმნელმა გადმოიღო დაჰბადად, სადაც დაბადებაც იგულისხმება და შექმნა-კეთებაც ![]() ასე რომ გამოვიდა, რომ არც ლექსიკონის მიხედვით, არც წმიდა წერილის მიხედვით და არც ლოგიკურად არ შეიძლება ἔκτισέν და חוללתי ნიშნავდეს ერთმნიშვნელოვნად გაკეთება-შექმნას ( = creavit ), არამედ გაკეთებასაც, შექმნასაც, შობასაც, დაბადებასაც, ჩასახვასაც და ა.შ. ასე რომ გვრჩება გზა ამოვიდეთ ტექსტიდან რა იგულისხმება მთელ თავში და ვისზეა საუბარი? აი ეს უკვე სხვა თემაა, და შემდეგი საფეხური უნდა იყოს ზოგადად საუბარი "ქრისტეს" შესახებ იგავთა წიგნში და საერთოდ, არის თუ არა იგი ღმერთი ![]() იმედია შენი მხრიდან იქნება ის ზემოთ ნახსენები სამი პირობა შესრულებული, არ ვისაუბრებთ ერთმანეთზე, არ მივაყენებთ ერთმანეთს და ან ერთმანეთის რწმენას შეურაცხყოფას და არ ვასწავლით ერთმანეთს რას სად როგორ დაწეროს ან ვინ დაიმოწმოს და ა.შ. მაშ ვისაუბროთ ქრისტეს ღმერთობის შესახებ? იხარე; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Lashab |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 561 რეგისტრ.: 24-December 08 წევრი № 6,157 ![]() |
არაფერი! წერია ზუსტად ის ტერმინი, რომელზეც ჩვენ უკვე ვწერეთ Verse: 22 κύριος ἔκτισέν με ἀρχὴν ὁδῶν αὐτοῦ εἰς ἔργα αὐτοῦ, ანუ ზუსტად ის სიტყვა, რომელზეც მე უკვე დავწერე: ἔκτισέν (absolutely) to create; (qualified) to cut down (a wood), select, feed (as formative processes) -- choose, create (creator), cut down, dispatch, do, make (fat) ანუ ლექსიკონის მიხედვით ἔκτισέν არ ნიშნავს მხოლოდ შექმნას, არც ებრაული სიტყვის მიხედვით არ ნიშნავს მხოლოდ ამას .. შენ ცოტა ხაფანგი დამიგე, აბა მიპოვე სადაც ἔκτισέν არ ნიშნავს შექმნასო და დააციტატე რატომღაც ახალქართული ... არ გიყვარს ძველი ქართული ![]() ეს ნახე მარკოზი 13 : 19 ". რამეთუ იყვნენ დღენი იგი ჭირისანი, რომელი არასადა იქმნა ესევითარი დასაბამითგან, რომელ დაჰბადა ღმერთმან, ვიდრე აქამომდე და არცაღა იყოს" აბაა... გავაგრძელოთ? ![]() I ტიმოთე 4 :3 "აყენებდენ ქორწილსა და განაშორებდენ საჭმელთა, რომელნი ღმერთმან დაჰბადნა მისაღებელად მადლობით მორწმუნეთათჳს და რომელთა იციან ჭეშმარიტებაჲ" ხო კაი აგერ მესამესაც დაგიწერ: გამოცხადება 10 : 6 " და ფუცა მისა, რომელი-იგი ცხოველ არს უკუნითი უკუნისამდე, რომელმან დაჰბადა ცაჲ და რაჲ არს მას შინა, და ქუეყანაჲ და რაჲ არს მას შინა, და ზღუაჲ და რაჲ არს მას შინა, ვითარმედ: ჟამი არღა იყოს" ხედავ? იხარე; კაიროსი! კაიროს მინდა მოვიყვანო მაგ მუხლების შესაბამისი ციტატები მართლმადიდებლური ბიბლიიდან: http://days.pravoslavie.ru/Bible/B_mk13.htm - ამ საიტიდანაა მოყვანილი... 19Ибо в те дни будет такая скорбь, какой не было от начала творения, которое сотворил Бог, даже доныне, и не будет. (მარკოზი 13:19) 3запрещающих вступать в брак и употреблять в пищу то, что Бог сотворил, дабы верные и познавшие истину вкушали с благодарением. (1 ტიმოთე 4:3) и клялся Живущим во веки веков, Который сотворил небо и все, что на нем, землю и все, что на ней, и море и все, что в нем, что времени уже не будет; ( გამოცხადება 10:6) დაიცა რუსულ მართლმადიდებლურ სინოდალურ თარგმანს არ ვენდო? ![]() კაი ქართული თარგმანები ვნახოთ: http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/sarchevi.htm 3. რომელნიც კრძალავენ ქორწინებას და იმის ჭამას, რაც შექმნა ღმერთმა, რათა მორწმუნენი და ჭეშმარიტების მცოდნენი მადლიერებით ჭამდნენ. (1 ტიმოთე 4:3) 19. რადგან იქნება იმ დღეებში ჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან, რომელიც შექმნა ღმერთმა, დღევანდელ დღემდე, და არც იქნება. (მარკოზი 13:19) 6. და დაიფიცა ცოცხალი უკუნითი უკუნისამდე, რომელმაც შექმნა ცა და ყოველივე ციური, მიწა და ყოველივე მიწიერი, ზღვა და ყოველივე ზღვიური, რომ უკვე აღარ იქნება დრო. (გამოცხადება 10:6) ნახეთ ამ ქართულ მართლმადიდებლურ საიტზე!!! მაშინ ეს საიტი სერიოზულ გასწორებას საჭიროებს თუ არ ეთანხმები იმას რაც აქ წერია ![]() ძველ ქართულად წერია "დაჰბადა" მარა რა იყო არ შეიძLებოდა ახლებურ ქართულადაც იგივე სიტყვა დაეწერა? რატომ? რატომ მე შენ გეკითხები... მოყვასმა ზუსტად დაგიწერა: "და ფუცა მისა, რომელი-იგი ცხოველ არს უკუნითი უკუნისამდე, რომელმან დაჰბადა ცაჲ და რაჲ არს მას შინა, და ქუეყანაჲ და რაჲ არს მას შინა, და ზღუაჲ და რაჲ არს მას შინა, ვითარმედ: ჟამი არღა იყოს". http://www.orthodoxy.ge/tserili/mtatsminde...khadeba8-14.htm აქაც თუ ღმერთმა დაჰბადა ცა და დედამიწა- პირდაპირი მნიშვნელობით, მაგარია რა ![]() იქნებ ძველი ბერძნული გვენახა ზუსტად მაგ ფრაზებში: მარკოზის 13:19 19. რამეთუ იყვნენ დღენი იგი ჭირისანი, რომელი არასადა იქმნა ესევითარი დასაბამითგან, რომელ დაჰბადა ღმერთმან, ვიდრე აქამომდე და არცაღა იყოს. დასაბამითგან - ktisews დაჰბადა - ektisen ვნახოთ როგორ წერია სხვა ადგილებში- მხოლოდ მთაწმინდელის თარგმანს ვიხმარ ეხლა: გადავხედოთ სად თარგმნის ამ ფუძის სიტყვებს "დაბადებად" გიორგი მთაწმინდელი: 1) და რამეთუ არა დაებადა(ektisqh) მამაკაცი დედაკაცისათჳს, არამედ დედაკაცი მამაკაცისათჳს. (1 კორინთელთა 11:9) 2) რამეთუ მის მიერ დაებადა ყოველივე ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ხილულნი და არა-ხილულნი, ანუ თუ საყდარნი, ანუ თუ უფლებანი, გინა თუ მთავრობანი, გინა თუ ჴელმწიფებანი, - ყოველივე მის მიერ და მისა მიმართ დაებადა. (კოლასელთა 1:16) რა საინტერესოა ჯერჯერობით, აქ "დაბადება"- "შექმნას" არ ნიშნავს ნუთუ? ![]() გავაგრძელოთ 3) და იტყოდიან: სადა არს აღთქუმაჲ იგი მოსლვისა მისისაჲ? რამეთუ ვინაჲთგან მამათა შეისუენეს, ყოველივე ესრეთ ჰგიეს დასაბამითგან დაბადებისაჲთ. (2 პეტრე 3:4) დავიჯერო არც აქ ნიშნავს "შემქნას"? სამყაროს დასაბამი არის დრო როცა სამყარო შეიქმნა... გავაგრძელო? ეხლა სწრაფად ვნახოთ მართლმადიდებლები როგორ წერენ ახალი ქართულით: 1) და კაცი კი არ შეიქმნა ქალისთვის, არამედ ქალი - კაცისთვის. (1 კორინთელთა 11:9) 2) რადგანაც მასში შეიქმნა ყოველი, მიწიერიც და ზეციერიც; ხილული თუ უხილავი, საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი - ყველაფერი მის მიერ და მისთვის შეიქმნა. (1 კოლასელთა 1:16) 3) და იტყვიან: სად არის აღთქმა მისი მოსვლისა? ვინაიდან მას შემდეგ, რაც მამებმა მიიძინეს, ყველაფერი უცვლელად რჩება შექმნის დასაბამიდან. (2 პეტრე 3:4) და აჰაა დაგვირგვინება: 11. ღირს ხარ შენ, უფალო ღმერთო ჩუენო წმიდაო, მიღებად დიდებისა და პატივისა და ძლიერებისა, რამეთუ შენ დაჰბადენ ყოველნივე, და ნებითა შენითა იყვნეს და დაიბადნეს. (გამოცხადება 4:11) ახალი ქართულIთ: 11. ღირსი ხარ, უფალო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძლიერება, რადგანაც შენ შეჰქმენ ყოველი, შენ ინებე და შეიქმნენ. ყველაგან სიტყვა- "შექმნა" წერია ![]() ![]() ![]() პატივისცემით, ლაშა ![]() -------------------- "ვისაც არ უყვარს, ვერ შეუცვნია ღმერთი, რადგან ღმერთი სიყვარულია."- (1 იოანე 4:8)
"სიყვარული სულგრძელია და კეთილი; სიყვარულს არ შურს, არ ტრაბახობს და არ ამაყობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს... ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება... " - (1 კორ 13:4-8) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 10:37 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი