![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ამ თემის გახსნა გამოიწვია, ამავე განყოფილებაში სხვადასხვა თემად გაბნეულ ბიბლიის ზოგიერთი მუხლის მართლმადიდებლური ტრადიციისაგან განსხვავებულმა ინტერპრეტაციამ ან რომელიმე ტერმინის პირდაპირმა გაგებამ ან პირიქით ზოგის ნაძალადევად გადატანითმა თარგმნამ და შემდგომ მასზე მწვალებლური აზრების და მოძღვრებების აგებამ...
მსგავსი კამათი წარიმართა იგავთა 8 : 22 მუხლში "შემქნა" ზმნის არსებობამ, რადგან ხშირად ამ მუხლებში მოიაზრება ძე ღმერთი, უფალი იესო, მაშინ რასელისტი მწვალებლები, და ზოგი სხვა კონფესია ( ადრე არიანელები და ა.შ.) ამტკიცებს, რომ აქ სჩანს რომ "იესო შექმნილიაო", გადმომაქვს მთელი კამათი და შემდგომში აქ გავაგრძელოთ საუბარი... იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
მოყვასი
ციტატა შენი გაგების თანახმად, დაბადებული რომ წერია შექმნილი კი რა შობილი და არა ქმნილიაო ამბობ , მაშინ ცაც და რაც მასშია კი არ შეუქმნია ღმერთს უშვია თურმე.. ხომ ხედავ რამხელა წინააღმდეგობაში იგდებ თავს კაიროს? ლაშა ციტატა 11. ღირს ხარ შენ, უფალო ღმერთო ჩუენო წმიდაო, მიღებად დიდებისა და პატივისა და ძლიერებისა, რამეთუ შენ დაჰბადენ ყოველნივე, და ნებითა შენითა იყვნეს და დაიბადნეს. (გამოცხადება 4:11) ახალი ქართულIთ: 11. ღირსი ხარ, უფალო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძლიერება, რადგანაც შენ შეჰქმენ ყოველი, შენ ინებე და შეიქმნენ. ყველაგან სიტყვა- "შექმნა" წერია მაგრამ მთაწმინდელი როცა წერს სიტყვა "დაბადება"- მგონი "შექმნას" გულისხმობს, ხოლო გამოცხადება 4:11 ადასტურებს რომ მანდ შექმნაზეა საუბარი ხოლო გიორგი მთაწმინდელი კი თარგმნის "დაბადებად ჩემო კარგებო, აშკარად დაძაბულმა გარემომ განაპირობა ალბათ ის, რომ ვერ გაიგეთ რა დავწერე, მე დავაზუსტებ, არა უბრალოდ გავიმეორებ იმას რასაც დიდი ხანია ვწერ, განა ვინმე ჭკუათმყოფელი იტყვის რომ "ღმერთმა დაბადა ცა ან მიწა"? .. არა, მაგრამ რაშია იცით საქმე? ტერმინის სიღრმეში და მისარაერთმნიშვნელოვნობაში ![]() ანუ არც ბერძნული, მითუმეტეს არც ებრაული ( არც კოპტური ...) და აქ უნათლესია არც ძველქართული ტერმინი ცალსახოვნად და ერთმნიშვნელოვნად არ ნიშნავს მხოლოდ არც თქვენს "შექმნას" და ჩემს "შობას" ![]() ![]() იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 09:53 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი