![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ამ თემის გახსნა გამოიწვია, ამავე განყოფილებაში სხვადასხვა თემად გაბნეულ ბიბლიის ზოგიერთი მუხლის მართლმადიდებლური ტრადიციისაგან განსხვავებულმა ინტერპრეტაციამ ან რომელიმე ტერმინის პირდაპირმა გაგებამ ან პირიქით ზოგის ნაძალადევად გადატანითმა თარგმნამ და შემდგომ მასზე მწვალებლური აზრების და მოძღვრებების აგებამ...
მსგავსი კამათი წარიმართა იგავთა 8 : 22 მუხლში "შემქნა" ზმნის არსებობამ, რადგან ხშირად ამ მუხლებში მოიაზრება ძე ღმერთი, უფალი იესო, მაშინ რასელისტი მწვალებლები, და ზოგი სხვა კონფესია ( ადრე არიანელები და ა.შ.) ამტკიცებს, რომ აქ სჩანს რომ "იესო შექმნილიაო", გადმომაქვს მთელი კამათი და შემდგომში აქ გავაგრძელოთ საუბარი... იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ლაშა:
ციტატა კაიროსის რჩევით გახსნილი თემა დაარქვი იმ თემას, რომელიც სამართლიანად დაიხურა. კაიროსმა ის კი არ გირჩია, წმ. წერილის თემაში გახსენითქო, არამედ "ღვთისმეტყველების" თემაში, სადაც მერე ალბათ შეიქმენა ქვეგანყოფილება "აპოლოგეტიკა", და იქ ასეთი სახით კი არ უნდა დაგეწერა, ციტატა სამების შესახებ მხოლოდ, არამედ მე გთხოვე, მთლიანად ჩამოგეწერა ის უამრავი რამ, რაშიც შენ არ ეთანხმები მართლმადიდებელ სარწმუნოებას. აი ასელაშაბიზმი არის: 1. სამება არ არსებობს 2. ქრისტე შექმნილია 3. ნიკეამდე მამები ყველა ანტიტრინიტარი იყო 4. ვიცი (ვვარაუდობ), რომ არ გწამს ასევე ევქარისტიის საიდუმლო მართლ. გაგებით 5. შესაბამისად უარყოფ თითქმის მთლიანად გარდამოცემას 6. უარყოფ ღვთისმშობლის ქალწულობას 7...8...9...10 ჩამოაყალიბე ასე მოკლედ, ჯერჯერობით ზოგადი მტკიცებით შენი "რწმენა", რომელსაც ლაშაბიზმი, მხოლოდ იმიტომ დავარქვი, რომ თავად ირწმუნები რასელისტი ( იეღოველი) არ ვარო, მიუხედავად ეს შენი რწმენა იმათ რწმენას 90 % თუ არა 80% თანხვდება... იქნებ მერე ეს განსხვავებაც გვიჩვენო, თან მოგვიყვე შენზე, რამდენი ენა იცი, გავიგეთ რომ ბევრი, თან 17 წლის ყოფილხარ ( მართალია? ) ასევე შენი რწმენა ჩამოყალიბებულია თუ არა? თუ არაა რომელ აღმსარებლობასთან ხარ ახლოს ( მე ვფიქრობ რასელიზმთან, ასეა?), თუ საერთოდ ფიქრობ რომ "ლაშაბიზმიც" გეყოფა? ანუ 1. თემა გადასატანია ღვთისმეტყველებაში ( სასურველია შეიქმნას ქვეგანყოფილება "აპოლოგეტიკა" მოდერმა გადაწყვიტოს) 2. თემა ჩამოსაყალიბებელია, რათა უფრო ნათელი გახდეს რაა ლაშაბიზმი, ჯერ ზოგადად და მერე კონკრეტულ მუხლებზე. აი ეს გირჩია კაიროსმა ![]() იხარე; კაიროსი! პ.ს. სათაური შეუცვალე "ჩემი ძიება ჭეშმარიტებისა" დაარქვი ან რაიმე მსგავსი -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 10:35 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი