ვიკითხოთ წმ. წერილი, დეტალები და სისავსე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვიკითხოთ წმ. წერილი, დეტალები და სისავსე |
KAIROS |
Nov 7 2008, 04:02 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ერთის მხრივ იყო კურთხევა ახალი თემა გახსენითო, მეორეს მხრივ, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ არ ვიცნობთ წმ. წერილს, ფაქტობრივად რიგითი სექტანტი ხშირად წლობით ეკლესიურს სჯობს ახალი აღთქმის ცოდნაში, ვგულისხმობ სად რა წერია და ა.შ. რათქმაუნდა სექტანტური ცოდნა, და ციტატებზე ხტუნაობა ჩვენთვის მიუღებელია, მაგრამ აქ ისიცაა დასანახი, მათ შესწავლილი აქვთ წმიდა წერილი... ჩვენს წმიდა მამებსაც ასევე გაშინაგანებული ქონდათ წმ. წერილი, ამიტომ ძალიან მისასლამებელია ის თუ ვინმე კანონს მიყვება და კითხულობს წმ. წერილს, ვიცი ხალხი, ვინც ყოველდღე თითო თავს კითხულობს სახარებიდან და თითო თავს სამოციქულოდან...
ეს ძალიან კარგი წესია, მე სამწუხაროდ ვერ ვახერხებ, მაგრამ წესად მაქვს, რომ ხშირად გადავშალო წმ. წერილი და შემთხვევითი ადგილი რაც შემხვდება ის წავიკითხო, და შემდეგ მასზე ვიფიქრო, მამების განმარტებაც მოვიძიო საჭიროების მიხედვით, ჩვენშიც იქნება ბევრი, ვისაც ყოველდღიურად ან კვირაში რამოდენიმეჯერ უწევს შეხება წმ. წერილთან, კითხვებისათვის აქვეა ცალკე თემა და სჯობს იქ დასვათ კითხვები,აქ დაწერეთ რა წაიკითხეთ, რა მოგეწონათ, რა აღმოაჩინეთ... წმ.წერილის მადლი გეწეოდეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Jan 21 2009, 04:54 AM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
მოკლედ აქ მხოლოდ წერილი...
ეს ადგილი მიყვარს უძალიანესად ... II თესალონიკელთა მიმართ ეპისტოლე წმ. პავლე მოციქულისა: თავი 3. 6. გამცნებ თქუენ, ძმანო, სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა განშორებად თქუენდა ყოვლისავე მისგან ძმისა, რომელი უწესოდ ვიდოდის, და არა მოძღურებისა მისებრ, რომელი ისწავა ჩუენგან. 7. რამეთუ თქუენ უწყით, ვითარ-იგი ღირს ბაძვად ჩუენდა; რამეთუ არარაჲ უჯეროჲ ვყავთ თქუენ შორის; 8. და არცაღა ცუდად პური ვისგანმე ვჭამეთ, არამედ შრომითა და რუდუნებითა ღამე და დღე ვიქმოდეთ, რაჲთა არავის თქუენგანსა დაუმძიმოთ, 9. არათუ რამეთუ არა გუაქუს ჴელმწიფებაჲ, არამედ რაჲთა თავნი თჳსნი სახედ მიგცნეთ თქუენ, რაჲთა მბაძვიდეთ ჩუენ. 10. და რამეთუ რაჟამს-იგი ვიყავ თქუენ თანა, ამასვე გამცნებდი თქუენ, ვითარმედ: უკუეთუ ვისმე არა უნებს საქმის, ნუცა ჭამნ. 11. რამეთუ მესმის ვიეთთჳსმე, რომელნი იქცევიან თქუენ შორის უწესოდ, არარას იქმან, არამედ მიმოიწულილვენ. 12. ესევითართა უკუე მათ ვამცნებთ და ვჰლოცავთ უფლისა ჩუენისა მიერ იესუ ქრისტესა, რაჲთა მყუდროებით შურებოდინ და თჳსსა პურსა ჭამდენ. 13. ხოლო თქუენ, ძმანო, ნუ გეწყინების კეთილის ყოფად. 14. და უკუეთუ ვინმე არა ერჩის სიტყუასა ჩუენსა წიგნითა ამით, იგი შეისწავეთ და ნუ თანააღერევით მას, რაჲთა შეიკდიმოს. 15. და ნუ ვითარცა მტერსა შეჰრაცხთ მას, არამედ ასწავებდით ვითარცა ძმასა. 16. ხოლო თავადმან ღმერთმან მშჳდობისამან მოგეცინ თქუენ მშჳდობაჲ მარადის ყოვლითავე სახითა; უფალი თქუენ ყოველთა თანა! 17. კითხვაჲ ჩემითა ჴელითა პავლესითა, რომელ არს სასწაული ყოველსა წიგნსა; ესრეთ მივწერე: 18. მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ ყოველთა თანა. ამინ. ახ. ქართულად: 6. ჩვენ კი მცნებად გისახავთ, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ განეშოროთ ყველა ძმას, უწესოდ მოარულს და არა იმ მოძღვრებისამებრ, ჩვენგან რომ მიგიღიათ. 7. რადგანაც თქვენ თვითონ იცით, თუ როგორ უნდა მოგვბაძთთ, ვინაიდან უწესოდ როდი ვიქცეოდით თქვენს შორის. 8. არავის პური არ გვიჭამია მუქთად, არამედ დღედაღამ ვშრომობდით, რომ ტვირთად არ დავწოლოდით რომელიმე თქვენგანს. 9. იმიტომ კი არა, რომ ამის უფლება არ გვქონდა, არამედ იმიტომ, რომ მისაბაძ ნიმუშად დაგვესახა თქვენთვის თავი. 10. ვინაიდან თქვენთან ყოფნისას ამას გისახავდით მცნებად: ვისაც შრომა არ სურს, მაშინ ნურც ჭამს. 11. მაგრამ გვესმის, რომ ზოგიერთი თქვენგანი უწესოდ იქცევა, არაფერს აკეთებს და ფუჭად ფაციფუცობს. 12. ამნაირებს გამცნობთ და შევაგონებთ ჩვენს უფალ იესო ქრისტეში, რომ მშვიდი შრომით ჭამონ თავიანთი პური. 13. თქვენ კი, ძმანო, ნუ მოგბეზრდებათ სიკეთის ქმნა. 14. ხოლო თუ ვინმე არ შეისმენს ამ ჩვენი წერილის სიტყვებს, დაიხსომეთ და ნუღარ გაიკარებთ, რათა შერცხვენილ იქნეს. 15. მაგრამ მტრად კი ნუ მიიჩნევთ, არამედ ძმასავით დაარიგეთ. 16. თვით მშვიდობის უფალმა მოგცეთ მშვიდობა ყველგან და ყოველთვის. უფალი იყოს ყველა თქვენგანთან. 17. მოკითხვა ჩემი, პავლეს ხელით, რაც ყველა ჩემი წერილის ნიშანია: მე ასე ვწერ. 18. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი ყველა თქვენგანთან. ამინ. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:13 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი