IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> კანონიზაციის შესახებ
მნათე
პოსტი Jan 22 2009, 07:54 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ბოლოდროინდელმა განაცხადებმა და სატელევიზი მოთქმა-მოთქმამ, ჩემი ყურადღება მიიპყრო და ერთ ძალიან საინტერესო საკითხზე დამაფიქრა, რომელსაც სათაურად დაინახავდით smile.gif

ეს საკითხი იმდენად არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც მისდამი დამოკიდებულება და კულტურა განსხვავდება ერთმანეთისგან... ერთის მხრივ წმინდათა კატეგორია, რომელიც მრავალი ადამიანის გულში ეჭვს ბადებს და მეორეს მხრივ, ჯერ კიდევ არაკანონიზირებული ადამიანების პატივმიგება, ან გნებავთ თაყვანისცემა.

როგორც მამა კახაბერმა აღნიშნა, კანონიზაცია შეუძლია მხოლოდ მსოფლიო კრებას, რომელიც იღებს ადგილობრივ კრებებათა მიერ შერაცხული წმინდანების შეთავაზებას და საბოლოო სიტყვითა და უცდომელობით ბეჭედს ასვამს მას.

ეს მოსაზრება სრულებით ახალი და ლოგიკური მეჩვენა, გამომდინარე იქიდანმ რომ ადგილობრივ კრებას არ გააჩნია სრული უცდომელობა, მიუხედავად იმისა, რომ მასში ქრისტე ცოცხლობს ბოლომდე.

აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვები:

1. შეუძლია თუ არა ადგილობრივ კრებასა და მის დადგენილებებს მსოფლიო კრების დამოუკიდებლად არსებობა.
2. მითუმეტეს მაშინ, როცა საქმე ეხება ისეთ რთულ და ბუნდოვან საკითხს, როგორიცაა მაგალითად საუკუნეების წინ გარდაცვლილი პირის ცხონება-არცხონება.




--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
კანონისტი
პოსტი Jan 22 2009, 12:48 PM
პოსტი #2


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მნათე
საინტერესო რაღაცას გაჩვენებ:

ცოტა ხნის წინ (2008 წლის 25 დეკემბერს) გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად განხილულ იქნა საქართველოში და რამდენიმე ქვეყანაში მოღვაწე ეთნიკური ბერძენის მამა გიორგი კარსლიდისის მსოფლიო საპატრიარქოს მიერ კანონიზაციის საკითხი.

საგულისხმოა წმინდა სინოდის განჩინება:
1. უფლისადმი მადლიერებით მიღებულ იქნეს ცნობა ღირსი გიორგის (კარსლიდისი) წმიდათა დასში შერაცხვის შესახებ.
2. შეყვანილ იქნეს ღირსი მამის გიორგის სახელი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის თვენში და დადგინდეს მისი ხსენების დღედ 6 ნოემბერი, როგორც ეს კონსტანტინოპოლის ეკლესიის მიერ იქნა განჩინებული.

ანუ, დასტურია ერთგვარი....


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 31st May 2024 - 10:41 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი