![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
devnili |
![]()
პოსტი
#21
|
ირაკლი ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 47 რეგისტრ.: 1-January 09 წევრი № 6,202 ![]() |
პატივცემულო კანონისტო. ასეთი პასუხი გამოგიზავნა დიდგორელმა ნიკ გვარამიამ თქვენს შეკითხვებზე. მის ტონს არ ვეთანხმები და მეტად აღარ გამოვუქვეყნებ. დაე, თვითონ დარეგისტრირდნენ. ისინი კონტრ შეკითხვებს სვამენ.
_______________________________ დიახ, სრულ ჭეშმარიტებას ბრძანებთ, თქვენ მოქმედებთ მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მსოფლიო და ადგილობრივ კრებებზე დაგმობილი და შეჩვენებული გრიგორიანული პაპისტური კალენდრით, თქვენმა საყვარელმა „ბიჭუნა" მნათეუსმაც ხომ დიდი ზარზეიმით აღნიშნა კათოლიკური შობა 25 დეკემბერი (ახ. სტ.) თბილისის ფორუმზე და თქვნც პაპისტური კალენდრით დააგვირგვინეთ არაეკლესიური ახალი წელი 1 იანვარს (ახ. სტ.) და ამას საჯაროდ თავადაც ადასტურებთ, ბ-ნო კანონისტო, თქვენი შემდეგი სიტყვებით: „მაგრამ რამდენადაც საქართველოს სახელმწიფოში მოქმედებს გრიგორიანული კალენდარი, რომელიც იწყება 1 იანვარს, ამ დღეს აღვნიშნავთ ახალ წელს და ვულოცავთ ერთმანეთს."-(ავტორი „კანონისტი")" რადგან გრიგორიანული კალენდრით აღნიშნავთ ახალ წელს და ულოცავთ ერთმანეთს, მაშინ ექვემდებარებით წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის შემდეგი კანონის მსჯავრს!: „რომელიც მისდევს გრიგორიანულ პასქალიასა და კალენდარს, სამღვდელო პირი იქნება ის თუ ერისაგანი, განკვეთილ იყოს ღმრთისაგან და შეჩვენებულ, და მიეცეს ის სატანჯველსა საუკუნესა, თავს დაატყდეს მას ყოველთა პატრიარქთა და მართლმადიდებელ წმიდა კრებათა წყევლა და მიეცეს იგი ცეცხლსა გეჰენიისასა" (მსოფლიო პატრიარქი კირილე, სიგელიონი, 1756წ.). კარგით, მაშ ასე, საეკლესიო კალენდრის საკითხში აქეთ ინდიქტიონს (ღმერთის წესს) და იქით საერო 1 იანვარს (ახ.სტ.) (ეშმაკის წესს) ე. ი. ორივეს სცნობთ, ე. ი. ორ ბატონს ემსახურებით, და რადგან ეს საკითხი თქვენივე "აღსარებით" გავარკვიეთ, ახლა გადავიდეთ შემდეგ თემაზე და თუ შეიძლება გაგვეცით შემდეგ ორ კითხვაზე პასუხი: ა) შეიძლება თუ არა პატრიარქი (ბერი) და სხვა ეპისკოპოსები ოპერაში ვერდის სპექტაკლზე (ნაბუქოდო) დაესწრნენ, (ამა წლის 4 იანვარს (ახ.სტ) მოხდა თქვენ იერარქთა ეს მორიგი თეატრალიზებული სამარცხვინო გართობა) მაშინ, როდესაც საეკლესიო სამართლით მსახიობობა ცოდვაა: წმიდა პავლე მოციქულის მე 6 კანონი (ერისკაცთა შესახებ): „თუ ეკლესიისკენ პირს იზამს მომღერალი, მსახიობი….ან დაცხრეს მისი საქმიანონობისგან, ან უკან გაბრუნდეს.", და თუ მითუმეტეს მღვდლის შვილებსაც კი ეკრძალებათ საერო სანახაობებზე სიარული, (:კართაგენის ადგილობრივი კრების მე 15 კანონი: „მღვდელთა შვილები საერო სანახაობაში ნურც მონაწილეობას მიიღებენ, ნურც სანახავად წავლენ. ეს ყველა ქრისტიანს ექადაგება ყოველთვის, რომ სადაც გმობა იყოს, იქ არ უნდა მივიდნენ") რა უნდოდა თქვენს პატრიარქს და სინოდის წევრებს ოპერისა და ბალეტის თეატრში ვერდის ოპერაზე? სასულიერო დასისთვის შეუფერებელი ქმედების ბრალმდებელი ლაოდეკიის კრების 54-ე და კონსტანტინეპოლის სამეუფეო პალატაში შეკრებილ მამათა 50-51 კანონები: „მღვდლებმა და საეკლესიო დასის სხვა წარმომადგენლებმა არ უნდა უყურონ ქორწილში ან წვეულებაში წარმოდგენილ სანახაობებს, არამედ სანამ შემოვიდოდნენ მსახიობები, უნდა ადგნენ და წავიდნენ; სასულიერო პირთაგან ნურავინ მიეცემა შვება-თამაშს, სახუმარო სანახაობას, მგოსანთა როკვას, ხოლო თუ ვინმე დაარღვევს ამ კანონს… თუ ვინმე სასულიერო პირი იქნება იგი, განიკვეთოს". ! მოციქულთა მე 6 კანონი (სასულიერო დასის შესახებ): „ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ნუ შეუდგება ამქვეყნიურ საზრუნავს, თუ არადა განიკვეთოს." ბ) ასევე, თუ შეიძლება, გაგვეცით მეორე შეკითხვაზეც პასუხი, რატომ იყო თქვენი პირველიერარქი (პატრიარქი) სექტათა მსოფლიო ერეტიკული შესაკრებლის "ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს" ერთერთი თანაპრეზიდენტი და რატომ ლოცულოდა ამ საბჭოს ასამბლეებზე სექტის წარმომადგენლებთან ერთად?, ასევე, რატომ ლოცულობდა მონოფიზიტებთან და პაპისტებთან, როგორც ქართულ ტაძრებში ისე ეჩმიაძინსა და ვატიკანში?: „დიდ ხუთშაბათს — ფეხთბანვის დღეს მამა ერნსტ ქრისტოფ სუტნერი და მამა ცელესტინ პატოკი (არამართლმადიდებლები — ავტ.) თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაესწრნენ საღმრთო- სადღესასწაულო ლიტურღიას და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ხელიდან მიიღეს წმიდა ზიარება, ხოლო დიდ შაბათს — ლიტონიობის დღესასწაულზე საქართველოს ეკლესიის სასურველი სტუმრები (ხაზგასმა ჩვენია — ავტ.) სრულიად საქართველოს პატრიარქთან და სიონის ტაძრის სამღვდელოებასთან ერთად ღამის 12 საათიდან დილის 7 საათამდე აღავლენდნენ ლოცვებს ბრწყინვალე აღდგომის სადიდებლად". „კვირას ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარში საღმრთო-სადღესასწაულო ლიტურღია აღასრულეს ყოველთა სომეხთა უმაღლესმა პატრიარქ-კათალიკოსმა უწმიდესმა ვაზგენ I და უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II" (საპატრიარქოს ჟურნალი - ჯვარი ვაზისა, 1982წ. N2″) მაშინ, როდესაც საეკლესიო სამართალით მკაცრად იკრძალება ერეტიკოსებთან ერთობლივი ლოცვა: მოციქულთა 45-ე კანონი: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს". წმინდა იუსტინე პოპოვიჩი: „მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია მწვალებელთა მიმართ - ანუ ყველა იმათ მიმართ, ვინც მართლმადიდებელი არ არის - ერთხელ და სამუდამოდ არის დადგენილი წმ.მოციქულთა და წმ.მამათა, ანუ ერთი და უცვალებელი ღმრთივსულიერი გარდამოცემის მიერ. ამ განჩინების თანახმად, მართლმადიდებლებს ეკრძალებათ მონაწილეობა რაიმე საერთო ლოცვასა თუ ღმრთისმსახურებაში მწვალებლებთან ერთად, "რამეთუ რაი მოყუსობა არს სიმართლისა და უსჯულოებისა? ანუ რაი ზიარება არს ნათლისა და ბნელისა? ანუ რაი შეტყუება არს ქრისტესი ბელიარის თანა? ანუ რაი ნაწილ უც მორწმუნესა ურწმუნოსა თანა?" (2კორ. 6,14-15). ჯერჯერობით, გთხოვთ გაგვცეთ პასუხი ამ ორ ბრალდებაზე, წინასწარ გაფრთხილებთ, თუ დაგვბლოკავთ, მაშინ უფრო საფუძვლიანად თქვენს მხილებას ჩვენს საითზე გავაგრძელებთ! |
![]() ![]() |
daviti_23 |
![]()
პოსტი
#22
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 284 რეგისტრ.: 22-October 07 წევრი № 3,021 ![]() |
კანონისტი
"წინა კომენტარში ,,დიდი სჯულისკანონიდან“ მოვიყვანეთ ანტიოქიის კრების I განჩინება, რომელიც მღვდელმსახურებიდან განკვეთს არა მარტო ყველა იმ სასულიეროს, ვინც აღდგომის დღესასწაულს ურიების პასექთან ერთად ან მასზე ადრე აღნიშნავს (რაც უწევს ხოლმე კათოლიკური ანუ ე. წ. გრიგორიანული კალენდრით) და საეროებს უზიარებელ-ჰყოფს და ეკლესიიდან განდევნის, არამედ იმათაც, ვინც ამის შემდეგ ურთიერთობს ასეთებთან. იმის მაგივრად, რომ ,,კაიროსი“ წმ. მამათა ამ საშინელ რისხვას დაეფიქრებინა (რადგან ფინეთის ავტონომიური ეკლესია სწორედ ასე იქცევა, ხოლო მას და მის სათაყვანო პატრიარქს ლოცვით-ზიარებითი კავშირი აქვთ მათთან), ისევ აგრძელებს მისი 2005წ. ,,საშობაო ეპისტოლედან“ ჩვენს დამოძღვრას: „რაც შეეხება საერო ახალი წლის თარიღს, იგი ყველა ქვეყანაში და ყოველთვის ხელისუფალთაგან დგინდებოდა და სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა. რამდენიმე საუკუნეა, რაც ქვეყნების უდიდესი ნაწილი ამ თარიღს 1 იანვარს დღესასწაულობს, მათ შორის საქართველოც, რასაც რელიგიური დატვირთვა საერთოდ არა აქვს. ამდენად, ბუნებრივია, რომ 1 იანვარი ეკლესიისთვისაც ახალი კალენდარული წლის დასაწყისია და მისი დაკავშირება შობის დღესასწაულთან ან სხვა რაიმე რელიგიურ ზეიმთან მცდარი აზრია“. მაგრამ ორივეს ავიწყდება, რომ ჭეშმარიტ სარწმუნოებასთან კავშირში არმყოფი ნებისმიერი საერო დღესასწაული წარმართობაა და სხვა არაფერი. მაგ., ავიღოთ საერო დღესასწაული ,,დიდგორობა“ ან საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე. ჩვენ პირველს აღვნიშნავთ იმიტომ, რომ აღესრულა ,,ძლევაი საკვირველი“ (და საკვირველი ეწოდა იმიტომ, რომ ,,ეშმაკის მიმდევრებზე“ გავიმარჯვეთ ღვთის მიერ ბრძოლის ველზე მოვლენილი წმ. გიორგის დახმარებით), რითაც მოხდა ქრისტეანობის გადარჩენა ქართველ ერში (აქედან გამომდინარე, სხვა ერებშიც) და გადარჩენა თვით ქართველი ერის; ხოლო დამოუკიდებლობის გამოცხადება ანუ ხორციელი მტრისაგან გამოხსნა იმდენად და იმ შემთხვევაშია ღირებული ერისათვის, რამდენადაც ის ასეთ პირობებში, სხვათაგან თავისუფლად, მეტად თუ აღასრულებს თავისი შვილების სულიერი გამოხსნის საქმეს. ასე, რომ ჩვენს შემთხვევაში ერთიც და მეორეც სწორედ სარწმუნოებრივ შინაარსს მოიცავს და მხოლოდ საერო ანუ წარმართული დღესასწაული არ გახლავთ. ზემოხსენებულ ეპისტოლეში შეუსაბამობაა: თუ 1 იანვარს ,,რელიგიური დატვირთვა საერთოდ არა აქვს“, მაშ, საიდან ,,არის ბუნებრივი, რომ 1 იანვარი ეკლესიისთვისაც ახალი კალენდარული წლის დასაწყისია“? _ თუმცა, გვახსოვს, წარმართულ-სატანური დღესასწაული ,,ბერიკაობა“ როგორ არის განდიდებული საქართველოს საპატრიარქოს ყოფილ ოფიციალურ გამოცემაში ,,მადლი“ თვით მისი რედაქტორის მიერ... ,,კანონისტი“ წერს: ,,თუკი მსოფლიო კრების კანონები ერეტიკულ საკრებულოთა მიერ აღსრულებულ ნათლობას ცნობენ და წყალში შთაფვლას აღარ აღასრულებენ, თქვენ ვინ აღგჭურვათ რომის პაპის ცრუ უფლებებით, რომ ერთპიროვნულად განსაზღვროთ, ვინ მადლიანია და ვინ უმადლო?“. _ შევნიშნავთ, რომ ფორუმზე ,,კანონისტის“ ზედსახელით შემოსული ძმა (თუ დაი) ცდება, რადგან კანონები არაეკლესიაში შესრულებულ ,,ნათლობას“ (და ,,ხელდასხმას“) კი არ ცნობენ, არამედ მიუთითებენ, რომ ზოგიერთი მწვალებლობიდან მართლმადიდებლობაში გადმოსულზე ნათლობისა და ხელდასხმის ხილული მოქმედება (ხალხში რომ რიტუალს უწოდებენ) აღარ მეორდება, თუ ეს ქმედება გარეგნულად მაინც სწორად იყო შესრულებული და ასეთს ან წმ. მირონცხებით იღებს ეკლესია, ან _ მისი სინანულისა და აღმსარებლობის დადასტურების შედეგად (იხ. I მსოფლ. კრებ. XIX, II მსოფლ. კრებ. VII, VI მსოფლ. კრებ. 95-ე და წმ. ბასილი დიდის 47-ე კანონი; ასევე, მისივე I კანონიკური ეპისტოლე). დაბოლოს, ,,კაიროსი“, ვთქვათ, ვინმემ შეცდომაში შეიყვანა, როცა დააჯერა, რომ ჩვენ მღვდლობიდან მართლაც დაყენებული ვიყოთ. მაგრამ როცა ეს სიცრუე მართლაც დამაჯერებლად უარვყავით ანუ სინამდვილე გავარკვევინეთ, მის ადგილზე, წესით, წესიერი ადამიანი შენდობას ითხოვს... ვლოცავ ორივე მათგანს! უღირსი მღვდელი გიორგი სხილაძე, ლევილი" -------------------- ჭეშმარიტება არის ნათელი და ამავდროულად მარტივი,რომელსაც ჩვენი ბნელი და რთული მისწრაფებების გამო ვერ შევიცნობთ.რაც სწორედ ღრუბელივითაა მზიან ამინდში რომელიც ესოდენ აშორებს ჩვენი თვალთახედვიდან მზეს.
|
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#23
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
უღირსი მღვდელი გიორგი სხილაძე, ლევილი" მღვდელი არა კვახი.... იდიოტებთან კამათი არ ღირს, ტვინი არ ყოფნით - ვერ შეაგნებინებთ ნუ წაშლით ჩემი თხოვნაა.... შეურაცხყოფა პატრიარქის, რომ ის მწვალებელია გაცილებით დიდი შეურაცხყოფაა -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd June 2024 - 06:09 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი